ფიდელიო
იერსახე
ფიდელიო (Op. 72; გერმ. Fidelio) — ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ერთადერთი ოპერა. ოპერის თავდაპირველი ვერსია, რომელსაც ბეთჰოვენმა „ლეონორე“ უწოდა, სამი აქტისაგან შედგებოდა, საბოლოო ვერსია კი ორაქტიანია. ლიბრეტო ეკუთვნით იოზეფ ფერდინანდ ფონ ზონლაითნერს, სტეფან ფონ ბროინინგსა და გეორგ ფრიდრიხ ტრაიჩკეს. მუშაობისას ისინი სამაგალითოდ იყენებდნენ ოპერას „Léonore ou L'amour conjugal!“ (1798, ლიბრეტო: ჟან-ნიკოლა ბუიი, მუსიკა: პიერ გავო). ოპერის პირველი ვერსია საზოგადოებას წარუდგინეს 1805 წლის 20 ნოემბერს ვენის თეატრში (ან დერ ვინი); მეორე ვერსია იმავე თეატრში 1806 წლის 29 მარტს, ხოლო ოპერის საბოლოო ვერსია კვლავ ვენაში, კერნტნერტორის თეატრში 1814 წლის 23 მაისს დაიდგა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jost Hermand, Ein Stern der erfüllten Hoffnungen, genannt Erde. Utopisches in Fidelio, in: ders., Beethoven – Werk und Wirkung, Köln, Weimar und Wien 2003, ISBN 3-412-04903-4
- Martin Wassermair, Es sucht der Bruder seine Brüder - Beethovens „Fidelio“ und die Freiheit Österreichs, Optimus Verlag (2010), ISBN 978-3-941274-61-7
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფიდელიო“ ვიკისაწყობში.
- Fidelio, Oper, Ludwig van Beethoven დაარქივებული 2012-04-22 საიტზე Wayback Machine.
- Utopien von Freiheit und Eheglück, გაზეთში: taz
- ბეთჰოვენის ფიდელიო ბონში დაარქივებული 2010-11-25 საიტზე Wayback Machine.