კამბუჯადეშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კამბუჯადეშა

 
Flag of None.svg
 
Flag of None.svg
 
Flag of None.svg
8021431  
Flag of None.svg
 
Flag of None.svg
 
Flag of Cambodia.svg
 
Flag of None.svg
Map-of-southeast-asia 900 CE.png
დედაქალაქი იაშოდხარაპურა, კოხ-კერი
ენა სანსკრიტი, ქხმერული
რელიგია ინდუიზმი, ბუდიზმი
მმართველობის ფორმა ფეოდალური სამთავრო, სამეფო

კამბუჯადეშა ან ქხმერების იმპერია (ასევე გამოიყენება ტერმინი ანგკორის კამბოჯა ან ანგკორის სამეფო) — ქმერების ფეოდალური სახელმწიფო, არსებობდა IX–XIII საუკუნეებში, თანამედროვე კამბოჯის, ტაილანდის, ვიეტნამისა და ლაოსის ტერიტორიაზე. დედაქალაქი იაშოდხარაპურა (ანგკორი).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბუჯადეშამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია XII საუკუნეში. ამ პერიოდში იმპერიას ეკავა თანამედროვე ვიეტნამის, კამბოჯის, ტაილანდის, და ლაოსის ტერიტორიებს.

სახელმწიფო წარმოიშვა ინდოჩინეთის შიდა ნაწილში მცხოვრები მონათესავე ქხმერული ტომების ურთიერთობის შედეგად. ანგკორის ხელსაყრელ მდებარეობა ხელს უწყობდა სოფლის მეურნეობის განვითარებას და გარეშე მტრების თავდასხმებისაგან დაცვას. სახელმწიფო სტრუქტურების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აგრეთვე, ნახევარკუნძულის ზღვისპირეთის რაიონებიდან ინდური ცივილიზაციის სიღრმეში გავრცელება.

კამბუჯადეშას დინასტიის დამაარსებელ მეფედ ოფიციალურად ითვლება ჯაიავარმან II (802—850), თუმცა ქვეყნის გაერთიანება ფაქტობრივად მოხდა ინდრავარმან I–ის (877—889) და იაშოვარმან I–ის (889—900) დროს. XI—XII ასწლეულებში ქვეყანამ მიაღწია უმაღლეს განვითარებას და სამხრეთ–აღმოსავლეთნ აზიის უძლიერესი სახელმწიფო გახდა. მეფეებმა სურიავარმან I (1002—1050) და უდაიადიტიავარმან II (1050—1066) ააგეს მსხვილი საირიგაციო სისტემა, რომელიც იკვებებოდა 16 კმ² ფართობში მდებარე ხელოვნური ტბით — დასავლეთ ბარაიათი.

სურიავარმან II–ის დროს ქვეყანა აწარმოებდა გამანადგურებელ ომებს მეზობელ ხალხებთან მდინარე მენამას ხეობაში, აგრეთვე, სახელმწიფო ტიამპას წინააღმდეგ. კამბუჯადეშას ტერიტორიამ მიაღწია უზარმაზარ მასშტაბებს. დედაქალაქის მახლობლად აიგო კამბოჯური არქიტექტურის ძეგლი ანგკორ-ვატის ტაძარი. მე–XII საუკუნის შუა ხანებში განუწყვეტელი ბრძოლებით და უზარმაზარი მშენებლობებით დაღლილ–დაქანცულმა კამბოჯადეშამ ნელ–ნელა დაცემა დაიწყო. მე–XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მას დასავლეთიდან გამუდმებულად თავს ესხმიან ტაისური ტომები. უკვე XIV საუკუნისათვის მან არსებობა შეწყვიტა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტარციული დაყოფის შესახებ ცნობილია მცირე რამ: შესაძლებელია სახელმწიფო შეგებოდა მცირე სამთავროებისგან, რომლებიც იხდიდნენ გადასახადს. მხოლოდ X საუკუნის შუა ხანებში შემოღებული იქნა ოლქების სისტემა. ოლქები იყოფოდა განსხვავებული რაოდენობის (20-დან 90 ადამიანამდე) სოფლებად (გრამა, სრუკი), რომელთაგან, თითოეულ მათგანში იყო ტაძარი ან სამლოცველო.

ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საზოგადოება იყო ორენოვანი. სანსკრიტი იყო ხელისუფლებისა და კულტურის ენა, ხოლო ქხმერული ენა იყო უბრალო ადამიანების სალაპარაკო ენა. თუმცა პტაქტიკულად ორივ ენის გამოყენება იყო შესაძლებელი ერთ წერილში. შედეგად, ქხმერულმა ენამ განიცადა ევოლუცია, შეითვისა რა სანსკრიტიდან უმარავი რამ.

საზოგადოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის მსგავსად ქხმერებში კასტები ცნობილი არ არის. იერარქიის მწვერვალზე იყვნენ ბრაჰმანები, ძირში — მსახურები და მონები. მეფეები ფლობდნენ სტატუსს — მსოფლიოს მმართველი (ჩაკრავარტინა)

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფოში ერთდროულად, სრულიად მშვიდობიანად თანაარსებობდა ორი ინდური რელიგია: ბრაჰმანიზმი და ბუდიზმი. ამასთან, სახელმწიფოს არსებობის დასაწყისში მეტად პოპულარული იყო ბრაჰმანიზმი შივაისტური ფრთა, მხოლოდ XII საუკუნეში შეძლო ხელისუფლებამ ოფიციალურ რელიგიად დაემყარებინა გაურკვეველი ფორმის ბუდიზმი. თუმცა არქიტექტურაში და წყაროებში სწორედ შივაა ყველაზე ხშირად მოხსენებული ღვთაება.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამბოჯის სამეფო დროშა
  • დაახლ. 770—830: ჯაიავარმან II (პარამეშვარა)
  • დაახლ. 839—877: ჯაიავარმან III (ვიშნულოკა)
  • 877—889: ინდრავარმან I (იშვარალოკა)
  • 889—დაახლ. 910: იაშოვარმან I (პარამაშივალოკა)
  • 910—923: ხარშავარმან I (პუდრალოკა)
  • 923—928: იშანავარმან II (პარამარუდრალოკა)
  • 921—941: ჯაიავარმან IV (პარამაშივაპადა)
  • 941—944: ხარშავარმან II (ბრახმალოკა)
  • 944—968: რაჯენდრავარმან II (შივალოკა)
  • 968—1000: ჯაიავარმან V (პარამაშივალოკა)
  • 1001—1002: უდაიადიტიავარმან I?
  • 1002—1006?: ჯაიავირავარმან?
  • 1001—1050: სურიავარმან I (ნირვანაპადა)
  • 1049—1066: უდაიადიტიავარმან II?
  • 1066—1080: ხარშავარმანIII (შადაშუვარაპადა)
  • 1080—1113: ნრიპატინდრავარმან
  • 1080—1107: ჯაიავარმან VI (პარამაკაივალიაპადა)
  • 1107—1113: დჰარანინდრავარმან I (პარამანიშკალაპადა)
  • 1113—დაახლ. 1150: სურიავარმან II
  • 1150—1160: დჰარანინდრავარმან II
  • 1160?—1165: იაშოვარმან II?
  • 1165—1177: ტრიბხუვანადიტიავარმან (მაჰაპარამანირვანაპადა)
  • 1181—1218?: ჯაიავარმან VII (მაჰაპარამაშუაგატა?)
  • 1218?-1243: ინდრავარმან II?
  • 1243—1295: ჯაიავარმან VIII (უარყოფილი) (პარამეშვარაპადა)
  • 1295—1307: ინდრავარმან III?
  • 1307—1327: ინდრაჯაიავარმან?
  • 1327—1336: ჯაიავარმან IX ან ჯაიავარმან პარამეშვარა

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Briggs L.P., Ancient Khmer empire, Philadelphia 1951
  • Goedes G., Pour mieux comprende Angkor, Paris 1947
  • Majumdar R. Ch., Kambuja-desa, Madras 1944.