არარატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „არარატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არარატი (მრავალმნიშვნელოვანი).
არარატი
თურქ. აღრი
აღმოსავლეთით ჩანს დიდი არარატი
აღმოსავლეთით ჩანს დიდი არარატი
კოორდინატები: 39°42′07″ ჩ. გ. 44°17′50″ ა. გ. / 39.70194° ჩ. გ. 44.29722° ა. გ. / 39.70194; 44.29722
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
სიმაღლე 5165
მცირე — 3925 
ტიპი სტრატოვულკანი (მძინარე)
პირველი ასვლა 1829
არარატი — თურქეთი
არარატი

არარატი (სომხ. Արարատ, თურქ. Ağrı, Ârârât, სპარს. کوه آرارات, ივრ. אררט‎) — ვულკანური მასივი მდინარე არაქსის შუაწელში (მარჯვენა ნაპირზე), თურქეთში, სომხეთის საზღვრის მახლობლად. შედგება ორი ჩამქრალი ვულკანური კონუსისაგან: დიდი არარატისა (სომხური სახელწოდება მასისი, თურქული — ბუიუქ-აღრი-დაღი), სიმაღლე 5165 მ და მცირე არარატისაგან, სიმაღლე 3925 მ. კონუსები გაყოფილია სარდარბულაკის უნაგირით. ორივე არარატის ძირის გარშემოწერილობაა 130 კმ. აგებულია კაინოზოური ბაზალტებით. დიდი არარატი 4250 მ-ს ზევით დაფარულია მუდმივი თოვლით. აქვს 30-მდე მყონვარი (უდიდესია წმ. იაკობის მყინვარი, სიგრძე 2 კმ). ფერდობები უდაბურია. ბიბლიის მიხედვით არარატის მთაზე გაჩერდა ნოეს კიდობანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]