დისკორდიანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

დისკორდიანიზმი (ლათინური სიტყვიდან discordia, უთანხმოება) — 1980-იანი წლებიდან ინტერნეტში გავრცელებული რელიგიის პაროდია, შედეგი ნეოწარმართული ტალღებისა[1]. მსოფლიო რელიგიებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქადაგებენ ჰარმონიას, დისკორდიანიზმი აღმერთებს ქაოსს. დისკორდიანიზმის მთავარი ღვთაებაა ერისი, უთანხმოების ძველბერძნული ქალღმერთი, რომელმაც განხეთქილების ვაშლი შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში.

რელიგიას საფუძვლად უდევს წიგნი Principia Discordia (1958 ან 1959), რომელიც დაწერეს ომარ ჰაიამ რავენჰურსტმა (კერი ტორნლი) და მალაკლიპს უმცროსმა (გრეგ ჰილი).

საქვეყნო პოპულარობა დისკორდიანიზმმა მოიპოვა რობერტ ანტონ უილსონის წყალობით, რომელმაც იგი აქტიურად გამოიყენა თავის რომანში „ილუმინატუს!“ („The Illuminatus! Trilogy“(ინგლისური)) (1975)

დისკორდიანიზმი, რომელიც თავდაპირველად ფან-კულტურას წარმოადგენდა, თანდათან რელიგიის პაროდიად ჩამოყალიბდა და საბოლოოდ ინტერნეტფოლკლორის მყარი შემადგენელი ნაწილი გახდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]