კანაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კანაფი
Cannabis sativa Koehler drawing.jpg
Cannabis sativa
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: კანაფისებრნი
გვარი: კანაფი
ლათინური სახელი
Cannabis

კანაფი (Cannabis), ერთწლოვანი ბოჭკოვანი მცენარის გვარი კანაფისებრთა ოჯახისა. ცნობილია 3 სახეობა: ჩვეულებრიცი კანაფი (Cannabis sativa), ინდური კანაფი (Cannabis indica) და ველური კანაფი (Cannabis ruderalis). ჩვეულებრივი კანაფი ორსახლიანია (მამრობითი და მდედრობითი კანაფი), ღეროსწორია 0,5-4 მ სიმაღლის. ფესვი მთავარღერძიანია, ფოთოლი — დანაკვთული, მწვანე. მამრობითი კანაფის ყვავილები საგველა ყვავილედია, მდედრობითი კანაფისა — თავაკისებრი. ნაყოფი ერთთესლიანი კაკლუჭაა. კანაფი იზრდება ჭარბტენიან ნიადაგზე, მოჰყავთ ბოჭკოსათვის. მამრობითი კანაფისგან და ტექნიკური სიმწიფის პერიოდის მდედრობითი კანაფისგან იღებენ ბოჭკოს (ქერელს), რომლისგანაც ამზადებენ ქსოვილს. კანაფის სამშობლოა ცენტრალური აზია, მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში; რუსეთის ცენტრალურ შავმიწა ზონაში, სამხრეთ უკრაინაში, ბელარუსში, ვოლგისპირეთში, ჩრდილოეთ კავკასიასა და დასავლეთ ციმბირში.

კანაფი მსოფლიოში ყველაზე ხშირად მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა; 2009 წლის მონაცემებით, 15-დან 64 წლამდე მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 3—5 %-ს კანაფი ერთხელ მაინც აქვს მოხმარებული უკანონოდ[1].

ბარსელონაში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 16 წლის მოზარდებს შორის 3-დან 1 რეგულარულად ეწევა კანაფს „ვანგუარდია“ (ესპანეთი).

ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარდა ცდები; შედარებულ იქნა ადამიანთა ჯგუფები, რომელთაგან ერთნი ყოველდღე ეწეოდნენ მარიხუანას, მეორენი კი შედარებით იშვიათად. მათ გონებაზე ჩატარებული სტანდარტული გამოკვლევის შედეგად, ამ ორი ჯგუფის ადამიანებში მცირეოდენი განსხვავება აღინიშნა. მაგრამ შემგუებლობაზე ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მარიხუანის დიდი რაოდენობით გამომყენებლებს ეს უნარი ბევრად დაბალი ჰქონდათ.

სხვა უნივერსიტეტში 15 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ მარიხუანის რეგულარულად მწეველებსა და სიგარეტის მწეველებს. მარიხუანის მწეველები დღეში სამ-ოთხჯერ ეწეოდნენ, მაშინ როდესაც სიგარეტის მწეველები დღეში 20 ან მეტ სიგარეტს ეწეოდნენ. ორივე ჯგუფის წევრებს თანაბრად აღენიშნებოდათ ხველება და ბრონქიტი. ფილტვების გამოკვლევამ ცხადყო, რომ ორივე ჯგუფის წარმომადგენლების ფილტვებში ერთი და იმავე სახის უჯრედები იყო დაზიანებული. თუმცა მარიხუანას მისი მწეველები ბევრად უფრო ნაკლები სიხშირით ეწეოდნენ, აღმოჩნდა, რომ მარიხუანის ერთხელ მოწევისას იმდენივე ფისი გამოიყოფა, რამდენიც სიგარეტის სამი ღერის მოწევის შემთხვევაში. გარდა ამისა, აღნიშნული ჟურნალი იუწყებოდა: „მარიხუანის მწეველები უფრო ღრმად ისუნთქავენ ბოლს და უფრო დიდხანს იკავებენ სუნთქვას“. გარდა ამისა, მარიხუანის მწეველების ფილტვების იმუნურ უჯრედებს 35 პროცენტით ნაკლებად შეეძლოთ ბაქტერიებთან ბრძოლა, ვიდრე სიგარეტის მწეველთა იმავე უჯრედებს.

მარიხუანას რეგულარული მოწევა, საბოლოო ჯამში, იწვევს მანძილის ზრდას თავის ტვინის ნერვულ დაბოლოებებს შორის, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს მეხსიერების, ემოციების, ქცევისა და სხვა სასიცოცხლო ფუნქციების რეგულირებაში. მათი ურთიერთკავშირი საჭიროა ნერვული სისტემის სათანადო ფუნქციონირებისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]