ჰასეკურა ცუნენაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰასეკურა ცუნენაგა
ამ იაპონურ სახელში ჰასეკურა გვარია.

ჰასეკურა როკუემონ ცუნენაგა (იაპონ. 支倉六右衛門常長?; დ. 1571 — გ. 1622) — სამურაი, პირველი იაპონელი, რომელიც ევროპაში ჩავიდა დიპლომატიური მისიით 1613 წელს სავაჭრო და პოლიტიკური კავშირების დასამყარებლად. ელჩობამ წყნარი ოკეანე გადაჭრა, ჩავიდა აკაპულკოში, მექსიკა, შემდეგ კი მადრიდსა და რომში გაემგზვრა. ევროპაში მოგზაურობამ 7 წელი გასტანა. შემდეგი ელჩობა ევროპაში მხოლოდ 250 წლის შემდეგ, 1862 წელს, ჩავიდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]