მცირე ცთომილები
მცირე ცთომილები, იგივე ასტეროიდები — მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეულები, რომელთა ზომები მზის სისტემის პლანეტებთან შედარებით მცირეა. მაგ. ცერერას დიამეტრია 770 კმ, პალადასი — 490 კმ, ვესტასი — 385 კმ, სხვებისა — ბევრად ნაკლები.
XX საუკუნეში აღმოჩენილია მხოლოდ 40 კმ-ზე ნაკლებ დიამეტრიანი მცირე ცთომილები. ყველა იმ მცირე ცთომილებს, რომელთა ორბიტა ზუსტადაა გამოთვლილი, საკუთარი სახელი და მუდმივი ნომერი აქვს. ასეთი ცთომილების რიცხვი 2500-ზე მეტია. მათზე ინფორმაცია ყოველწლიურად ქვეყნდება საერთაშორისო გამოცემაში „მცირე ცთომილების ეფემერიდები“.
მცირე ცთომილების ორბიტები ძირითადად მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორისაა. მათ დიდი ექსცენტრისიტეტები აქვთ, ეკლიპტიკის სიბრტყისადმი საშუალო დახრილობა კი 9,54 °-ია.
მათი ზედაპირი ძირითადად დაფარულია კრატერებით, რაც მცირე ზომის ციური სხეულების დაჯახებითაა გამოწვეული.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 254-255.
|