ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | დრამატული ფილმი |
დამდგმელი რეჟისორი | მილოშ ფორმანი |
პროდიუსერი | სოლ ზაეცი, მაიკლ დაგლასი |
სცენარის ავტორი | ლორენს ჰაუენი, ბო გოლდმანი |
ნაწარმოები |
...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა - კენ კიზი |
ისტორია | დევიდ ფრენზონი |
როლებში |
ჯეკ ნიკოლსონი ლუიზ ფლეჩერი |
ოპერატორი | ჰესკელ ვექსლერი |
მონტაჟი | რიჩარდ ქრიუ, შელდონ კანი |
დისტრიბუტორი | United Artists |
გამოსვლის თარიღი | 9 ნოემბერი 1975 |
ხანგრძლივობა | 133 წთ. |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 3 მლნ აშშ დოლარი |
შემოსავალი | 108 მლნ აშშ დოლარი |
„ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ (ინგლ. One flew over the cuckoo's nest) — ამერიკული დრამა, რომელიც 1975 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი გადაღებულია 1962 წელს გამოცემული, ამერიკელი ნოველისტის, კენ კიზის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
სექციების სია
როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯეკ ნიკოლსონი — რენდელ მაკმერფი
- ლუიზ ფლეჩერი — მედდა რეთჩიდი
- უილიამ რედფილდი — დეილ ჰარდინგი
- უილ სამფსონი — ბრომდენი
- ბრედ დიურიფი — ბილი ბიბიტი
- სიდნი ლასიკი — ჩარლი ჩესვიკი
- დენი დევიტო — მარტინი
ფილმის გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სანამ რომანი „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ ეკრანებზე მოხვდებოდა, ის თეატრის სცენაზე დაიდგა. ბროდვეის სცენაზე, მაკმერფის კირკ დაგლასი ასრულებდა. მანვე იყიდა კენ კიზისგან ფილმის გადაღების უფლება 20 ათას დოლარად. კერკმა ფილმის გადაღების უფლება თავის შვილს მაიკლ დაგლასს გადასცა. კერკი ფიქრობდა, რომ მაიკლი ამ ფილმში მაკმერფის როლს მამას მისცემდა, თუმცა მაიკლმა ჩათვალა, რომ მამამისი ამ როლისთვის ზედმეტად ხანშიშესული იყო. ამ მიზეზით მამა-შვილი დიდი ხნის მანძილზე არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს.
თავად კენ კიზი, რომანის ავტორი, ამბობდა, რომ მას ფილმი არასდროს უნახავს.[1] როგორც ჩანს, რეჟისორმა მას სერიოზულად დასწყვიტა გული. ის აპროტესტებდა რომანის მთავარი გმირის, ინდიელი ბრომდენის ფილმში უკანა პლანზე გადაწევას.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოსკარის ისტორიაში ეს იყო მეორე ფილმი, რომელმაც აკადემიის ხუთი მთავარი ჯილდო მიიღო. ფილმი ასევე ოქროს გლობუსის ექვსი ნომინაციიდან ექვსივეს მფლობელი გახდა. მაკ მერფის როლს ფილმში ჯეკ ნიკოლსონი ასრულებს. კრიტიკოსები წერდნენ, რომ ეს იყო ჯეკ ნიკოლსონის უმაღლესი კლასის თამაში. „როდესაც 133 წუთის მანძილზე მაკმერფის უყურებ ხვდები, რომ შენ მეგობარი დაკარგე, თუმცა ამავე დროს გიხარია, რომ მას რეალურად არც იცნობდი“.
ოსკარი
- საუკეთესო სურათი
- საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
- საუკეთესო მსახიობი კაცი: ჯეკ ნიკოლსონი
- საუკეთესო მსახიობი ქალი: ლუიზ ფლეჩერი
- საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი
ოქროს გლობუსი
- საუკეთესო რეჟისორი: მილოშ ფორმანი
- საუკეთესო სცენარი: ბო გოლდმანი, ლორენს ჰაუენი
- საუკეთესო მსახიობი ქალი დრამაში: ლუიზ ფლეჩერი
- წლის ახალი ვარსკვლავი კაცი: ბრედ დიურიფი
BAFTA
- საუკეთესო ფილმი
- საუკეთესო რეჟისურა: მილოშ ფორმანი
- საუკეთესო მსახიობი ქალი — ლუიზ ფლეჩერი
- საუკეთესო მსახიობი კაცი — ჯეკ ნიკოლსონი
- საუკეთესო მსახიობი კაცი მეორეხარისხოვან როლში: ბრედ დიურიფი
- საუკეთესო მონტაჟი: რიჩარდ ქრიუ, შელდონ კანი
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ — TCM-ის მონაცემთა ბაზაში
- „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ — Box Office Mojo-ზე
- „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“ — Rotten Tomatoes-ზე
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Paul R. Betz, Mark Christopher Carnes {{{სათაური}}} = American National Biography / Mark Christopher Carnes. — Oxford University Press, 2005. — Vol. 2. — გვ. {{{გვერდნი}}} . — 848 p. — ISBN 0195222024