ქაოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქაოსი

ქაოსი – ბერძნულ მითოლოგიაში, ცარიელი სივრცე, უკიდეგანო და ბნელი სივრცე რომელიც ძველი ბერძნების წარმოდგენით სამყაროს შექმნამდე არსებობდა. ზოგი მითოგრაფოსის აზრით, ქაოსი იყო შეუცნობელი ფორმის ღვთაებრივი არსება. უმრავლესობის რწმენით კი, ქაოსი წარმოადგენდა შემოქმედებითი ძალებით ავსებულ მოუწესრიგებელ მასას – მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ნაერთს. მომავალი სამყაროს ყველა ჩანასახით ავსებული ამ სივრციდან თავდაპირველად იშვა გეა–ფართომკერდიანი დედამიწა. ტარტაროსი – მიწისქვეშეთი. ეროსი – სიყვარული. ერებოსი – წყვდიადი და ნიქსი – ღამე.

ორფიკოსთა მოძღვრების თანახმად, ქაოსი მარადიული დროის, ქრონოსის ნაშიერია. ეს იყო ბნელი ნისლი, რომელმაც დროთა განმავლობაში კვერცხის ფორმა მიიღო. შემდეგ იგი ორად გაიყო. ერთი ნაწილი ცად გარდაისახა, მეორე კი დედამიწად.

ერებოსი და ნიქსი სიყვარულით შეერთდნენ და გააჩინეს ეთერი – მიწისზედა ჰაერის ნათელი სივრცე და ჰემერა – დღე.შემდეგ გეამ შვა ურანოსი – ზეცა, რომელმაც ყოველი მხრიდან დაფარა იგი, მაღალი მთები და პონტოსი – ზღვა.

მათ ქაოსი წარმოდგენილი ჰქონდათ უფსკრულად, რომელშიც სიბნელე, ღამე და ნისლი ბინადრობდა. დროთა განმავლობაში, მოძრაობის შედეგად ნისლებმა კვერცხის სახე მიიღო, შემდეგ ორად გაიყო, ერთისგან წარმოიშვა ცა, ხოლო მეორისაგან დედამიწა.

ახლანდელი მნიშვნელობით ქაოსი ნიშნავს უწესრიგობას, არევ-დარევას.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ქაოსი&oldid=3490380“-დან