Codex Argenteus

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Codex Argenteus, ფოლიო 16v, რომელიც შეიცავს ფრაგმენტს მარკოზის სახარებიდან, 3,26—32

Codex Argenteus, ქართულად ვერცხლის კოდექსიგოთურ ენაზე შესრულებული ულფილას ბიბლიის ხელნაწერის ფრაგმენტი, ოთხთავი (სახარება), რომელიც უფსალის უნივერსიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში, Carolina Rediviva-შია დაცული. ხელნაწერი თავდაპირველად სულ მცირე 336 ფურცელს შეიცავდა. ნაწერია ვერცხლისფერი და ოქროსფერი მელნით მეწამული ფერის ეტრატზე. ხელნაწერს სახელწოდება „ვერცხლის კოდექსი“ ეწოდა სწორედ მელნის ფერის გამო; ხშირად, უმართებულოდ, ამ სახელწოდებას უკავშირებენ მისთვის 1665 წელს დამზადებულ ვერცხლის ყდას, თუმცა Codex Argenteus-ის სახელით იგი უკვე 1597 წელს მოიხსენიება.

რამდენიმე ხელნაწერთან ერთად (Codex Gissensis-ის ოთხი ფურცელი, Codex Carolinus-ის ოთხი ფურცელი და Codices Ambrosiani A–E-ის 193 ფურცელი), Codex Argenteus მიეკუთვნება გოთურ ენაზე შესრულებული ვრცელი ტექსტების შემცველ მცირე რაოდენობის ძეგლთა რიცხვს.

ხელნაწერის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელნაწერი შეიცავს ოთხ კანონიკურ სახარებას ბიბლიის გოთურენოვანი თარგმანიდან (ულფილას ბიბლია), რომელიც ეპისკოპოს ულფილას მიერაა შესრულებული (311–383). მიეკუთვნება გერმანიკული ენების უძველეს წერილობით ძეგლებს. ხელნაწერი, სავარაუდოდ, დაახლოებით 500 წელს ჩრდილოეთ იტალიაში გადაიწერა, სავარაუდოდ ოსტგუთთა მეფე თეოდორიხ დიდისათვის. ვერცხლის კოდექსი პირველად ისტორიულ წყაროებში ჩანს ვერდენის მონასტერში, საიდანაც 1573 წელს აბატ ჰაინრიხ დუდენს მიუყიდია მომავალი იმპერატორი რუდოლფ II ჰაბსბურგისათვის. ამ უკანასკნელმა კი იგი პრაღის ციხე-ქალაქში დაიცვა.

ოცდაათწლიანი ომის მიწურულს, პრაღის გაძარცვის შემდეგ ხელნაწერი შვედეთის ჯარს ჩაუვარდა ხელთ, საბოლოოდ კი იგი აღმოჩდნა შვედეთის რაიხსკანცლერის მაგნუს გაბრიელ დე ლა გარდის მფლობელობაში, რომელიც ამავე დროს უფსალის უნივერსიტეტის კანცლერიც იყო. მან უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას 1669 წელს აჩუქა ჯერ კიდევ შემორჩენილი 187 ფურცელი ახლად დამზადებული ვერცხლის ყდითურთ.

ხელნაწერის კიდევ ერთი ფურცელი 1970 წელს აღმოჩნდა შპაიერის ტაძარში, აშაფენბურგიდან წამოღებულ რელიკვიების სკივრში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tönnes Kleberg: Codex Argenteus. Silver Bibeln i Uppsala. Universitets Bibliotek, Uppsala 1954 (auf deutsch: Codex Argenteus. Die Silberbibel von Uppsala. 4. bearbeitete Auflage. Almqvist & Wiksell, Uppsala 1981. ISBN 91-85092-14-2)
  • Lars Munkhammar: Silverbibeln. Theoderiks bok. Carlsson, Stockholm 1998. ISBN 91-7203-830-6

პოპულარული გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Otto Schlißke: Die silberne Handschrift. Kreuz-Verlag, Stuttgart 1959 (Spannende Erzählung als historischer Roman)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]