შინაარსზე გადასვლა

რადიოტალღები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან რადიოტალღა)
რადიოლოკაციური სადგურის ანტენა

რადიოტალღებიელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომლის ტალღის სიგრძეებიც ელექტრომაგნიტურ სპექტრში ინფრაწითელ გამოსხივებაზე უფრო გრძელია. რადიოტალღებს აქვს სიხშირე 3 კჰც-დან 300 გჰც-მდე, და შესაბამისი ტალღის სიგრძე 100 კილომეტრიდან 1 მილიმეტრამდე. როგორც ყველა სხვა ელექტრომაგნიტური ტალღა, რადიოტალღებიც სინათლის სიჩქარით ვრცელდება. რადიოტალღების ბუნებრივ წყაროებს წარმოადგენს ელვა და ასტრონომიური ობიექტები. ხელოვნურად შექმნილი რადიოტალღები გამოიყენება სტაციონარული და მობილური რადიოკავშირისთვის, რადიომაუწყელობისთვის, რადიოლოკაციებისა და სხვა სანავიგაციო სისტემებისთვის, საკომუნიკაციო თანამგზავრებისთვის, გამოთვლითი ქსელებისა და სხვა მრავალი მოწყობილობისთვის. რადიოტალღების სხვადასხვა სიხშირე სხვადასხვაგვარად ვრცელდება დედამიწის ატმოსფეროში: გრძელ ტალღებს დედამიწის ნაწილის დაფარვა შეუძლიათ ძალიან თანმიმდევრულად, უფრო მოკლე ტალღებს შეუძლიათ იონოსფეროდან არეკლვა და მთელ მსოფლიოში გავრცელება, ხოლო კიდევ უფრო მოკლე სიგრძის რადიოტალღები იდრიკება ან ირეკლება ძალიან სუსტად და ვრცელდება პირდაპირი ხედვის საზღვრებში.

რადიოტალღების დიაპაზონის ქვედიაპაზონებად დაყოფა
ქვედიაპაზონების დასახელებატალღის სიგრძე, მრხევათა სიხშირე, ჰც
ინფრაბგერითი და ბგერითი სიხშირის ტალღები10111053×10−33×103
ზეგრძელი ტალღები1051043×1033×104
გრძელი ტალღები1041033×1043×105
საშუალო ტალღები1031023×1053×106
მოკლე ტალღები102 – 103×1063×107
ულტრამოკლე ტალღები:
მეტრული ტალღები10 – 13×1073×108
დეციმეტრული ტალღები1 – 10−13×1083×109
სანტიმეტრული ტალღები10−110−23×1093×1010
მილიმეტრული ტალღები10−210−33×10103×1011
სუბმილიმეტრული ტალღები10−310−53×10113×1012
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984.  გვ. 283.
  • Справочник по радиоэлектронным системам. Под ред. Б. Х. Кривицкого. В 2-х тт. — М.: Энергия, 1979.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]