ყველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყველის რამდენიმე სახეობა
იმერული ყველი

ყველისაკვები პროდუქტი, რომელიც აჭრილი რძისგან მზადდება. გამოყენებული რძე შეიძლება იყოს ძროხის, ცხვრის, თხის, კამეჩის, ან რომელიმე სხვა ძუძუმწოვრის. ყველი არის თეთრი ან ღია–მოყვითალო ფერის. შეიძლება ჰქონდეს ნასვრეტები.

არსებობს ყველის ასეულობით სახეობა, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიით მზადდება. საქართველოში ოფიციალურად ყველის 14 სახეობაა დარეგისტრირებული: დამბალხაჭო, ჩოგი, ტენილი ყველი, კალტი, კობი, აჭარული ჩეჩილი, მესხური ჩეჩილი, სულგუნი, მეგრული სულგუნი, სვანური სულგუნი, გუდის ყველი, თუშური გუდა, იმერული და ქართული.[1]

გაერთიანებული სამეფოს საცალო ვაჭრობის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, ყველის 4% ქურდბაცაცობის გამო იკარგება, რის გამოც იგი მსოფლიოში ყველაზე მოპარვადი საკვები პროდუქტია.[2]

დამატებითი ინფორმაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]