ბასკერვილების ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პირველი გამოცემის ყდა

„ბასკერვილების ძაღლი“ — ბრიტანელი მწერლის, ართურ კონან დოილის დეტექტიური ჟანრის რომანი. იგი არის მესამე ოთხი რომანიდან, რომელშიც დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი მონაწილეობს. თავდაპირველად იგი სერიებად გამოდიოდა The Strand Magazine-ში 1901 წლის აგვისტოდან 1902 წლის აპრილამდე. მოქმედება ვითარდება 1889 წელს, ძირითადად დარტმურში, დევონში, ინგლისის დასავლეთ ნაწილში და მოგვითხრობს ჰოლმსისა და უოტსონის ისტორიას, რომლებიც იკვლევენ ზებუნებრივი წარმოშობის საშინელი, ეშმაკეული ძაღლის ლეგენდას. ეს იყო ჰოლმსის პირველი გამოჩენა „საბოლოო პრობლემაში“ მისი სავარაუდო გარდაცვალების შემდეგ და „ბასკერვილების ძაღლის“ წარმატებამ პერსონაჟის საბოლოო გამოცოცხლება განაპირობა.[1]

იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორია, რომელიც ოდესმე დაწერილა.[1] 2003 წელს, წიგნი მოხვდა 200-დან 128-ე ნომრად BBC-ის The Big Read გამოკითხვაში დიდი ბრიტანეთის „ყველაზე საყვარელი რომანის“ შესახებ.[2] 1999 წელს, „შერლოკიანების“ გამოკითხვამ იგი ჰოლმსის ოთხი რომანიდან საუკეთესოდ დაასახელა.[3]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლონდონში, ექიმი ჯეიმს მორტიმერი შერლოკ ჰოლმსს დახმარებას სთხოვს. ის ყვება ლეგენდას წყევლის შესახებ, რომელიც ბასკერვილების ოჯახში ინგლისის სამოქალაქო ომის დროიდან ტრიალებდა, მას შემდეგ, რაც სერ ჰიუგო ბასკერვილმა ფერმერის ქალიშვილი გაიტაცა. როცა გოგონა გაიქცა, ჰიუგომ ეშმაკთან გარიგება დადო და მას დაედევნა. ჰიუგოს კომპანიონებმა გოგონა შიშისგან მკვდარი იპოვეს, ხოლო ჰიუგო დემონური ძაღლის მიერ მოკლული. ძაღლი მას შემდეგ დაძრწის დარტმურში, რამაც ბასკერვილის მრავალი მემკვიდრის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია. მორტიმერი ამბობს, რომ მისი მეგობარი სერ ჩარლზ ბასკერვილი, რომელიც ლეგენდას სერიოზულად აღიქვამდა, გარდაცვლილი იპოვეს ურთხელის ხეივანში, ბასკერვილ ჰოლში, დარტმურში. სერ ჩარლზი, ადგილობრივად ცნობილი ქველმოქმედი, 1887 წელს ოჯახურ მამულს დაუბრუნდა, სამხრეთ აფრიკაში გატარებული რამდენიმე წლის შემდეგ, სადაც მან სიმდიდრე გამჭრიახი ინვესტიციებით გამოიმუშავა. მისი სიკვდილი გულის შეტევას მიაწერეს, მაგრამ სახეზე შიშის ელფერი ჰქონდა და სხეულიდან არც თუ ისე შორს გიგანტური ძაღლის ნაკვალევი ემჩნია.

სერ ჩარლზის ანდერძის აღმსრულებელი მორტიმერი შიშობს ბასკერვილის ახალი ბარონეტის, სერ ჰენრი ბასკერვილის, სერ ჩარლზის ძმისშვილის გამო. სერ ჩარლზი სამი ბასკერვილის ძმებიდან უფროსი იყო; სერ ჰენრის შემდეგ ტიტულისა და ქონების შემდგომი უშუალო მემკვიდრეები არ არსებობდნენ. სერ ჩარლზის უმცროსი ძმა, როჯერი, რომელიც ინგლისში სკანდალურ ცხოვრებას ეწეოდა, ცენტრალურ ამერიკაში გაიქცა, სადაც ყვითელი ცხელებით გარდაიცვალა 1876 წელს, როგორც ჩანს, დაუქორწინებელი და უშვილო. თუმცა ამ წყევლას სისულელეს უწოდებს, ჰოლმსი თანახმაა, შეხვდეს სერ ჰენრის, რომელიც მალე კანადადან ჩამოდის, ლეგენდის მიმართ სკეპტიკურად განწყობილია და ბასკერვილ ჰოლის დასაკუთრების სურვილი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ანონიმური შენიშვნა მიიღო, რომელიც აფრთხილებდა, ჭაობიდან თავი შორს დაეჭირა; ჰოლმსი ასევე ხედავს, რომ ვიღაც სერ ჰენრის მიჰყვება. მოგვიანებით, მორტიმერი ამჟღავნებს, რომ სერ ჰენრიმ მისი გარდაცვლილი ბიძისგან მემკვიდრეობით მიიღო დიდი ქონება — 740 000 ფუნტი (2021 წელს 87 016 345 ფუნტის ექვივალენტი). იმის გაცნობიერებით, რომ ეს არის ძლიერი მოტივი მათთვის, ვინც ცდილობს სერ ჰენრის ზიანი მიაყენოს, ჰოლმსი სთხოვს უოტსონს, წავიდეს სერ ჰენრისთან და მორტიმერთან, რათა ბარონეტი დაიცვას და გამოიძიოს ვინ მიჰყვება მას.

ტრიო ჩადის ბასკერვილ ჰოლში, სადაც დაქორწინებული წყვილი, ბარიმორები — მსახურთუფროსი და დიასახლისი ცხოვრობს. სამკვიდრო გრიმპენ მაირის მახლობლად მდებარეობს, სადაც სასიკვდილო ჭაობებია. ამასობაში, მათ ჩასვლამდე, დარტმურის ციხიდან გაიქცა და ჭაობებში იმალება მკვლელი სელდენი. პირველი ღამის განმავლობაში სერ ჰენრის და უოტსონს ქალის ტირილის ხმა ესმით. დღისით ისინი იკვლევენ უბანს და ხვდებიან მის მოსახლეობას; უოტსონი თავისი გამოძიების დეტალებს ჰოლმსს უგზავნის. მაცხოვრებლებს შორის გამოირჩევიან და-ძმა სტეპლტონები: ჯეკი ზედმეტად მეგობრულია და აინტერესებს ახლად ჩამოსულები, ხოლო ბერილი, როგორც ჩანს, დაიღალა ამ ადგილით და ცდილობს გააფრთხილოს სერ ჰენრი საფრთხის შესახებ. უოტსონს აწუხებს შორეული ყმუილი. იგი ეჭვით უყურებს ბერიმორს, რომელიც ვიღაცას ჭაობში ღამით სანთლით ნიშნებს აძლევს. სერ ჰენრის იზიდავს ბერილი, მიუხედავად ქალის ძმის დამოკიდებულებისა ნებისმიერი ურთიერთობის მიმართ. იმავდროულად, ფრანკლენდს, მოხუც და გაბუტულ მეზობელს, უყვარს სხვების თვალთვალი თავისი ტელესკოპით და ხედავს, რომ უძველესი სამარხები მორტიმერის მიერ არის გადათხრილი. უოტსონი და სერ ჰენრი იკვლევენ ბერიმორებს და აღმოაჩენენ, რომ სელდენი ქალბატონი ბერიმორის ძმაა. სელდენის დაჭერის წარუმატებელი მცდელობის დროს უოტსონი ხედავს უცნობ მამაკაცს, რომელიც კლდეზე დგას. ისინი ბერიმორისგან იგებენ, რომ ფრანკლენდის გაუცხოებულ ქალიშვილს, ლორას, გაურკვეველი კავშირები აქვს სერ ჩარლზთან.

უოტსონი იძიებს კაცს, რომელიც მან კლდეზე დაინახა და აღმოაჩენს, რომ ეს არის ჰოლმსი, რომელიც განმარტავს, რომ იგი ფარულად მივიდა ჭაობში, რათა თავისი უშუალო მონაწილეობა დაემალა. იგი ამბობს, რომ ახლოს არის საიდუმლოს ამოხსნასთან, რომელშიც მისი ეჭვმიტანილი სტეპელტონია და რომ სინამდვილეში ბერილი სტეპლტონის ცოლია. სტეპლტონი ძალადობს ცოლზე და აიძულებს, თავი მის დად გაასაღოს, რათა გავლენა მოახდინოს სერ ჰენრიზე და მოაწყოს ისე, რომ სერ ჰენრი ძაღლთან მარტო დარჩეს. ძაღლი კლავს კაცს მთაზე. ჰოლმსი და უოტსონი შიშობენ, რომ იგი სერ ჰენრია, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მოკლული სელდენია. ბერიმორმა მას სერ ჰენრის გადაგდებული ტანსაცმელი მისცა. ჰოლმსი გადაწყვეტს, გამოიყენოს ბასკერვილი სატყუარად სტეპლტონის დასაჭერად. სერ ჰენრისთან და უოტსონთან ერთად სადილზე ჰოლმსი მოულოდნელად ამჩნევს სერ ჰუგო ბასკერვილის პორტრეტს და აღიარებს ოჯახის მსგავსებას სტეპლტონთან. ის ეუბნება სერ ჰენრის, მიიღოს მოწვევა სტეპლტონის სახლში და დაბრუნდეს უკან დაბნელების შემდეგ, რაც მის მტერს აძლევს ყველა შანსს და საფუძველს, აუშვას ძაღლი.

ჰოლმსი და უოტსონი თავს აჩვენებენ, რომ ისინი დარტმურს მატარებლით ტოვებენ, მაგრამ ნაცვლად ამისა სტეპლტონის სახლთან სკოტლანდ იარდის ინსპექტორ ლესტრეიდთან ერთად იმალებიან. სქელი ნისლის მიუხედავად, ჰოლმსი და უოტსონი ახერხებენ ძაღლის მოკვლას, როდესაც ის თავს დაესხმება სერ ჰენრის. ისინი ბერილს სტეპლტონის სახლში შეკრულს პოულობენ, ხოლო თავად სტეპლტონი შემთხვევის ადგილიდან გაქცევისას, როგორც ჩანს, ჭაობში იხრჩობა. ლონდონში დაბრუნებული სერ ჰენრის და დოქტორ მორტიმერის ვიზიტის შემდეგ, რომლებიც სერ ჰენრის დასამშვიდებლად მსოფლიოს გარშემო სამოგზაუროდ მიემართებიან, ჰოლმსი უხსნის უოტსონს, რომ სტეპლტონი სხვა არავინ იყო, თუ არა სერ ჰენრის ბიძაშვილი, როჯერ ბასკერვილი, ერთადერთი ვაჟი 1876 წელს გარდაცვლილი თანამოსახელე მამისა, რომელსაც სურდა, რომ ოჯახური ქონება დაემკვიდრებინა. სერ ჰუგო ბასკერვილთან ფიზიკური და სულიერი მსგავსებით, მას სურდა მოეკლა ნათესავები ძაღლის საშუალებით, რომელიც ფოსფორით იყო შეღებილი, რათა უფრო შემზარავი გამოჩენილიყო. ის ლორას დაჰპირდა დაქორწინებას და დაარწმუნა, რომ ღამით სერ ჩარლზი სახლიდან გამოეყვანა, რათა ცხოველით შეეშინებინა; ცრუმორწმუნე სერ ჩარლზს გულის შეტევა დაემართა. უოტსონთან საუბარში ჰოლმსი აღნიშნავს, რომ სტეპლტონი იყო ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მტერი, რომელიც მათ ოდესმე შეხვედრიათ.

წარმომავლობა და ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკერვილ ჰოლი, ფორმალურად კლაირო კორტი, შეიძლება მისით იყოს შთაგონებული „ბასკერვილების ძაღლი“.
ფაუელსკომბ ჰაუსის ნანგრევები,ბასკერვილ ჰოლის შესაძლო მოდელი (2008).

სერ არტურ კონან დოილმა ეს ამბავი საკუთარ სახლში, ანდერშოუში, სარიში დაწერა სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის ბურების მეორე ომის დროს ბლუმფონტეინში, ლანგმანის საველე ჰოსპიტალში მოხალისე ექიმად მუშაობდა. მას შერლოკ ჰოლმსის შესახებ რვა წლის განმავლობაში არ დაეწერა, მას შემდეგ, რაც პერსონაჟი 1893 წელს მოკლა მოთხრობაში „საბოლოო პრობლემა“. მიუხედავად იმისა, რომ „ბასკერვილების ძაღლის“ სიუჟეტი ამ უკანასკნელ მოვლენებამდე ვითარდება, ორი წლის შემდეგ კონან დოილმა ჰოლმსი სამუდამოდ დააბრუნა და „ცარიელი სახლის თავგადასავალში“ ახსნა, რომ ჰოლმსმა საკუთარი სიკვდილი გააყალბა. შედეგად, ჰოლმსის პერსონაჟი იკავებს ლიმინალურ სივრცეს ცოცხალსა და მკვდარს შორის, რაც კიდევ უფრო ანიჭებს რომანს გოთიკურ ელემენტებს.[4]

მისი წარმატების ერთ-ერთი მიზეზი ძაღლის ლეგენდა და „დეილი ექსპრესის“ ჟურნალისტის, ბერტრამ ფლეტჩერ რობინსონის დახმარება იყო (1870–1907), რომელთან ერთადაც მან დარტმური 1901 წლის ივნისში გამოიკვლია. რობინსონმა გასამრჯელოდ ჰონორარის 13 მიიღო, რომელიც 1901 წლის ბოლოსთვის 500 ფუნტზე მეტს შეადგენდა.[5]

კონან დოილი, შესაძლოა, შთაგონებული ყოფილიყო მისივე ადრინდელი მოთხრობით (დაწერილი და გამოქვეყნებული 1898 წელს) საშინელი გიგანტური მგლის შესახებ, სახელად „მელიების მეფე“.

ინსპირაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი იდეები მომდინარეობდა სკვაირ რიჩარდ კებელის ლეგენდიდან, რომელიც ბრუკ ჰოლიდან, დევონში მდებარე ბაკფასტლის სამრევლოდან იყო.[6] ეს იყო ფუნდამენტური შთაგონება ბასკერვილის ზღაპრისთვის ჯოჯოხეთური ძაღლისა და დაწყევლილი სოფლის სკვაირის შესახებ. კებელის საფლავი შემორჩენილია ქალაქ ბაკფასტლიში.[7][8]

კებელი ნადირობისთვის ცხოვრობდა და იყო ის, რასაც იმ დღეებში უწოდებდნენ, „ამაზრზენ ბოროტ კაცს“. მან ეს რეპუტაცია, სხვა საქმეებთან ერთად, უზნეობისა და ეშმაკისთვის სულის მიყიდვის გამო მოიპოვა. ასევე, არსებობდა ჭორი, რომ მან მოკლა თავისი ცოლი, ელიზაბეტ ფაუელი, ფაუელსკომბის პირველი ბარონეტის, სერ ედმუნდ ფაუელის (1593–1674) ქალიშვილი.[9] 1677 წლის 5 ივლისს იგი გარდაიცვალა და აკლდამაში დაკრძალეს. მისი დაკრძალვის ღამეს დაინახეს ძაღლი-მოჩვენებების ჯგუფი, რომელთაც ჭაობი გადალახეს და მის საფლავზე ყმუილი დაიწყეს. იმ ღამიდან მოყოლებული, იგი წინ მიუძღოდა მოჩვენებების ამ ხროვას მთაზე, ჩვეულებრივ, მისი გარდაცვალების წლისთავზე. თუ ხროვა სანადიროდ არ გამოდიოდა, ისინი მისი საფლავის ირგვლივ ყმუოდნენ და წკმუტუნებდნენ. მისი სულის მოსვენების მიზნით, სოფლის მცხოვრებლებმა საფლავის ირგვლივ დიდი შენობა ააშენეს და ორმაგად დარწმუნებულები რომ ყოფილიყვნენ, ზედ უზარმაზარი ფილაც განათავსეს.[10]

უფრო მეტიც, დევონის ფოლკლორი შეიცავს ზღაპრებს საშინელი ზებუნებრივი ძაღლის შესახებ, სახელად „Yeth hound“ („მყვირალა ძაღლი“), რომელზეც, შესაძლოა, კონან დოილს სმენოდა.[11]

უელერი (2002) თვლის, რომ ბასკერვილ ჰოლი დაფუძნებულია ერთ-ერთზე სამი შესაძლო სახლიდან დარტმურში ან მის მახლობლად:[12] ფაუელსკომბი უგბოროს სამრევლოში, ფაუელ ბარონეტების ადგილსამყოფელი; ჰეიფორდ ჰოლი, ბაკფასტლეის მახლობლად (ასევე ეკუთვნის ჯონ კინგს (გარდაიცვალა 1861) და ბრუკ ჰოლი, ბაკფასტლის სამრევლოში, ჰეიფორდიდან აღმოსავლეთით დაახლოებით ორი მილის მოშორებით, რიჩარდ კებელის ნამდვილი სახლი.[6] ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ ბასკერვილ ჰოლი დაფუძნებულია შუა უელსში მდებარე საკუთრებაში, რომელიც აშენდა 1839 წელს ვინმე თომას მაინორს ბასკერვილის მიერ. სახლს ადრე კლაირო კორტი (Clyro Court) ერქვა და ბასკერვილ ჰოლი მე-19 საუკუნის ბოლოს ეწოდა. ართურ კონან დოილი, როგორც ჩანს, ოჯახის მეგობარი იყო, რომელიც ხშირად რჩებოდა მათთან და შესაძლოა, იცოდა ბასკერვილების ძაღლის ადგილობრივი ლეგენდა.[13]

კიდევ სხვა მონათხრობები ირწმუნებიან, რომ კონან დოილი შთაგონებული იყო ჩრდილოეთ ნორფოლკში დასვენებით, სადაც კარგად არის ცნობილი შავი შაკის ზღაპარი. წინარეგოთური კრომერ ჰოლი, სადაც კონან დოილი ისვენებდა, ასევე ძალიან ჰგავს დოილის მიერ ბასკერვილ ჰოლის მკაფიო აღწერილობას.[14]

ჯეიმს ლინამ მოლოი, დოილის მეგობარი და ავტორი სიმღერისა „Love's Old Sweet Song“, დაქორწინდა ფლორენს ბასკერვილზე, ჰენრი ბასკერვილის ქალიშვილზე კროუსლი პარკიდან, ოქსფორდშირიდან. პარკის კარიბჭეებთან ჯოჯოხეთის ძაღლების ქანდაკებები იდგა, შუბებით პირში. ზღურბლის ზემოთ ჯოჯოხეთური ქოფაკის კიდევ ერთი ქანდაკება იყო.[15]

მეთოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რომანი მოიცავს ხუთ სიუჟეტს: მოჩვენებითი „წყევლის“ ისტორიას; ყურადღების გადასატანი ქვესიუჟეტი სელდენსა და სხვა უცნობზე, რომელიც ჭაობში ცხოვრობს, რეალურ მოვლენებს, რომლებიც ბასკერვილში ვითარდება ისე, როგორც უოტსონი მოგვითხრობს და ფარული შეთქმულება, რომელსაც ჰოლმსი აღმოაჩენს. რომანის სტრუქტურა, რომელიც იწყება და მთავრდება ლონდონის ნაცნობ გარემოში, გამოიყენება „გადასასვლელად უცნაურ სამყაროში, რომელიც ასოცირდება გოთიკურ ლანდშაფტთან“, წარმატების სხვადასხვა ხარისხით.[4] დოილი წერდა, რომ რომანი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც პირდაპირი „ვიქტორიანული საშიში ისტორია“ (როგორც ჯ. შერიდან ლე ფანუს ნამუშევრებში), ჰოლმსის, როგორც deus ex machina-ს წარმოდგენის იდეა მხოლოდ მოგვიანებით გაჩნდა.[4]

გამოცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკერვილების ძაღლი პირველად გამოიცა 1901 წელს The Strand Magazine-ში. იგი კარგად შეეფერებოდა ამ ტიპის გამოცემას, რადგან ცალკეული თავები დაძაბულ ადგილას წყდებოდა.[16] იგი რომანის სახით დაიბეჭდა გაერთიანებულ სამეფოში 1902 წლის მარტში, George Newnes Ltd-ის მიერ.[17]

პირველი ხელნაწერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წელს დოილის წიგნის ორიგინალური ხელნაწერი ამერიკული გამომცემლის მიერ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში დაიშალა ცალკეულ ფურცლებად. ისინი გამოიყენებოდა ცალკეული წიგნის გამყიდველების მიერ ფანჯრებში გამოსაფენად. ცნობილია, რომ დაახლოებით 185-190 ფურცლიდან ჯერ კიდევ მხოლოდ 37 არსებობს, მათ შორის ყველა ფურცელი მე-11 თავიდან, რომელიც ინახება ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში. სხვა ფურცლები ეკუთვნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს და კერძო კოლექციონერებს.[17]

ხელახლა აღმოჩენილი ნიმუში 2012 წელს აუქციონზე 158 500 აშშ დოლარად გაიყიდა.[18]

ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბასკერვილების ძაღლი“ ადაპტირებულია მედიის სხვადასხვა ფორმაში.

კინო-ტელე ადაპტაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ბასკერვილების ძაღლის“ 20-ზე მეტი კინო და სატელევიზიო ვერსიაა გადაღებული.

წელი სათაური ქვეყანა რეჟისორი ჰოლმსი უოტსონი
1914 Der Hund von Baskerville – 1 Teil გერმანიის იმპერიის დროშა გერმანია რუდოლფ მაინერტი ალვინ ნოისი
1914 Der Hund von Baskerville – 2 Teil – Das einsame Haus
1914 Der Hund von Baskerville – 3 Teil – Das unheimliche Zimmer რიჩარდ ოსუოლდი
1915 Der Hund von Baskerville – 4 Teil
1920 Das dunkle Schloß ვაიმარის რესპუბლიკის დროშა გერმანია ვილი ცაინი ოიგენ ბურგი
1920 Das Haus ohne Fenster ერიხ კაიზერ-ტიცი
1920 Dr. MacDonalds Sanatorium
1921 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო მორის ელვეი ელი ნორვუდი ჰუბერტ უილისი
1929 Der Hund von Baskerville ვაიმარის რესპუბლიკის დროშა გერმანია რიჩარდ ოსუოლდი კარლაილ ბლეკუელი ჯორჯ სეროფი
1932 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო გარეთ განდრი რობერტ რენდელი ფრედერიკ ლოიდი
1937 The Hound of the Baskervilles ნაცისტური გერმანიის დროშა გერმანია კარელ ლამაჩი ბრუნო გიუტნერი ფრიც ოდემარი
1939 The Hound of the Baskervilles თარგი:ქვეყნის მონაცემები შეერთებული შტატები სიდნი ლენფილდი ბეზილ რათბოუნი ნაიჯელ ბრუსი
1951 Jighansa ინდოეთის დროშა ინდოეთი აჯოი კარი სიშირ ბატაბიალი
დეტექტივ სმარაჯიტ სენის როლში
?
1955 Der Hund von Baskerville დასავლეთ გერმანიის დროშა დასავლეთი გერმანია ფრიც უმგელტერი ვოლფ აკვა არნულფ შრედერი
1959 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ტერენს ფიშერი პიტერ კაშინგი ანდრე მორელი
1962 Bees Saal Baad[19](დაფუძნებულია ჰემენდრა კუმარ როის წიგნზე Nishachari Bibhishika,[20]
„ბასკერვილების ძაღლის“ ბენგალურენოვან ადაპტაციაზე[21])
ინდოეთის დროშა ინდოეთი ბირენ ნაგი ასიტ სენი
დეტექტივ გოპიჩანდის როლში
1968 Sherlock Holmes - "The Hound of the Baskervilles"[22] გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო გრემ ევანსი პიტერ კაშინგი ნაიჯელ სტოკი
1968 Sherlock HolmesL'ultimo dei Baskerville[23] იტალიის დროშა იტალია გულიელმო მორანდი ნანდო გაცოლო ჯანი ბონაგურა
1971 Собака Баскервилей[24] საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი ა. ფ. ზინოვიევა ნიკალაი ვოლკოვი ლევ კრუგლი
1972 The Hound of the Baskervilles თარგი:ქვეყნის მონაცემები შეერთებული შტატები ბარი კრეინი სტიუარტ გრეინჯერი ბერნარდ ფოქსი
1978 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო პოლ მორისეი პიტერ კუკი დადლი მური
1981 Собака Баскервилей საბჭოთა კავშირის დროშა საბჭოთა კავშირი იგორ მასლენნიკოვი ვასილი ლივანოვი ვიტალი სოლომინი
1982 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო პიტერ დაგუიდი ტომ ბეიკერი ტერენს რიგბი
1983 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო დაგლას ჰიკოქსი იან რიჩარდსონი დონალდ ჩერჩილი
1983 Sherlock Holmes and the Baskerville Curse ავსტრალიის დროშა ავსტრალია იან მაკენზი და ალექს ნიკოლასი პიტერ ო'ტული (ხმა) ერლ კროსი (ხმა)
1988 The Return of Sherlock HolmesThe Hound of the Baskervilles[25] გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ბრაიან მილსი ჯერემი ბრეტი ედვარდ ჰარდუიკი
1995 WishboneThe Slobbery Hound[26] თარგი:ქვეყნის მონაცემები შეერთებული შტატები ფრედ ჰოლმსი „უიშბოუნი“
(ძაღლი სოკერი, ლარი ბრენტლის გახმოვანება)
რიკ შპიგელი
1999 Sherlock Holmes in the 22nd CenturyThe Hounds of the Baskervilles[27] თარგი:ქვეყნის მონაცემები შეერთებული შტატები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
რობერტ ბრუსო, სკოტ ჰემინგი ჯეისონ გრეი-სტენფორდი ჯოშ პეინი
2000 The Hound of the Baskervilles კანადის დროშა Canada Rodney Gibbons Matt Frewer Kenneth Welsh
2002 The Hound of the Baskervilles გაერთიანებული სამეფოს დროშა United Kingdom David Attwood Richard Roxburgh Ian Hart
2012 Sherlock – "The Hounds of Baskerville"[28] გაერთიანებული სამეფოს დროშა United Kingdom Paul McGuigan Benedict Cumberbatch Martin Freeman
2015 The Adventure of Henry Baskerville and a Dogსაჭიროებს წყაროს მითითებას - თარიღი არ არის მითითებული! გამოიყენებთ {{subst:ფაქტიჩა}} !
(Basukāviru kun to inu no bōken, バスカーヴィル君と犬の冒険)[29]
იაპონიის დროშა Japan Michiyo Morita Kōichi Yamadera (voice) Wataru Takagi (voice)
2015 Sherloch – "The Cat of the Baskervilles"
(Шерлох – "Кішка Баскервілів")
დროშა: უკრაინა უკრაინა Kyrylo Bin Evgen Koshevyy Yuriy Krapov
2014 Elementary – "The Hound of the Cancer Cells"[30] აშშ-ის დროშა United States Michael Slovis Jonny Lee Miller Lucy Liu
2016 Elementary – "Hounded"[31] Robert Hewitt Wolfe

აუდიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედიტ მაიზერმა რომანი ადაპტირდა, როგორც რადიო სერიალის „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“ ექვსი ეპიზოდით. ეპიზოდები გავიდა 1932 წლის თებერვალსა და მარტში, რიჩარდ გორდონი შერლოკ ჰოლმსის როლში და ლეი ლოველი დოქტორ უოტსონის როლში. სიუჟეტის კიდევ ერთი დრამატიზაცია გავიდა 1936 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, სადაც გორდონი ჰოლმსის როლშია და ჰარი უესტი უოტსონის.[32]

სიუჟეტი ასევე ადაპტირებული იყო მეიზერის მიერ, როგორც შერლოკ ჰოლმსის ახალი თავგადასავალის ექვსი ეპიზოდი ბეზილ რეტბონთან ერთად ჰოლმსის როლში და ნაიჯელ ბრიუსი უოტსონის როლში. ეპიზოდები გავიდა ეთერში 1941 წლის იანვარსა და თებერვალში.[33]

ფელიქს ფელტონის რომანის დრამატიზაცია გავიდა BBC Light პროგრამაზე 1958 წელს, როგორც 1952–1969 წლების რადიო სერიების ნაწილი, კარლტონ ჰობსი შერლოკ ჰოლმსის როლში და ნორმან შელი დოქტორ უოტსონის.ბა[34]სკერვილების ძაღლის განსხვავებული სპექტაკლი, რომელიც ასევე ადაპტირებულია ფელტონის მიერ, რომელშიც მონაწილეობენ ჰობსი და შელი სხვა დამხმარე მსახიობებით, გავიდა 1961 წელს BBC Home Service-ზე.

რომანი გადაკეთდა როგორც CBS Radio Mystery Theatre-ის ეპიზოდი. ეპიზოდში, რომელიც გავიდა 1977 წელს, ითამაშა კევინ მაკკარტმა ჰოლმსის როლში და ლოიდ ბატისტმა უოტსონის როლში.[35]


ბასკერვილების ძაღლი რადიოსთვის ადაპტირებულია ორჯერ, ბერტ კულესის მიერ. როჯერ რისი ჰოლმსის როლში, კროუფორდ ლოგანი უოტსონის და მეტ ციმერმანი სერ ჰენრის როლში,რომელიც 1988 წელს გავიდა BBC Radio 4-ზე. მისი კარგი მიღების შემდეგ, კულესმა შესთავაზა შემდგომი რადიო ადაპტაცია, რამაც საბოლოოდ საფუძველი ჩაუყარა 1989-1998 წლების რადიო სერიებს. მთელი კანონის დრამატიზაციებს, რომელშიც მთავარ როლებს კლაივ მერისონი ასრულებს ჰოლმსს და მაიკლ უილიამსს უოტსონის როლში.ბასკერვილების ძაღლისის მეორე ადაპტაცია, რომელშიც წარმოდგენილია ეს წყვილი, მაუწყებლობდა 1998 წელს და ასევე აჩვენა ჯუდი დენჩი, როგორც ქალბატონი ჰადსონი და დონალდ სინდენი, როგორც სერ ჩარლზ ბასკერვილი.[36]

კლაივ ნოლანმა და ოლივერ უეიკმანმა 2002 წელს მოამზადეს The Hound of the Baskervilles, როგორც პროგრესული როკ ალბომი, რობერტ პაუელის თხრობით.

ბასკერვილების ძაღლი ადაპტირებულია, როგორც სამი ეპიზოდი ამერიკული რადიო სერიალის The Classic Adventures of Sherlock Holmes, ჯონ პატრიკ ლოური ჰოლმსის როლში და ლოურენს ალბერტი უოტსონის როლში. ეპიზოდები პირველად გავიდა 2008 წლის მარტში.[37]

2011 წელს Big Finish Productions-მა გამოუშვა წიგნის ადაპტაცია, როგორც ჰოლმსის დრამის მეორე სერიის ნაწილი. ჰოლმსს თამაშობდა ნიკოლას ბრიგსი, უოტსონს კი რიჩარდ ერლი.[38]

2014 წელს L.A. Theatre Works-მა გამოუშვა თავისი სპექტაკლი, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ სეიმუს დევერი ჰოლმსის როლში, ჯეფრი არენდი როგორც უოტსონი, ჯეიმს მარსტერსი სერ ჰენრის როლში, სარა დრიუ ბერილ სტეპლტონის როლში, უილსონ ბეთელი სტეპლტონის როლში, ჰენრი ლუბატი დოქტორ მორტიმერის როლში, კრისტოფერ ნიმი სერ ჩარლზისა და ფრანკლენდის როლში,მოირა ქუირქი როგორც ქალბატონი ჰადსონი და ქალბატონი ბერიმორი, დარენ რიჩარდსონი კი როგორც ბატონი ბერიმორი.[39]

2020 წელს, Lions Den Theatre-მა გამოუშვა რომანის ახალი ადაპტაცია, რომელიც დაწერილი და რეჟისორი იყო კით მორისონის მიერ კომპანიის YouTube არხზე. სპექტაკლის ადრეული ვერსია შესრულდა სხვადასხვა ლოკაციებზე ახალი შოტლანდიის გარშემო 2018 წელს.[40]

2021 წელს Audible-მა გამოუშვა ჯორჯ მანისა და კევან სკოტის დრამატიზაცია, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ კოლინ სალმონი-ჰოლმსის როლში და სტივენ ფრაი-უოტსონის როლში.[41]

2022 წელს,გბასკერვილების ძაღლი ადაპტირა ნილ ბრენდმა "საკონცერტო დრამის" სახით,რომლის მუსიკის რეჟისორი იყო ტიმოთი ბროკი და შესრულებული იყო BBC-ის სიმფონიური ორკესტრის მიერ. მარკ გატისი და სანჯიევ ბჰასკარი ჰოლმსისა და უოტსონის როლს ასრულებდნენ. პროდუქცია ჩაიწერა ბარბიკენ ჰოლში 20 დეკემბერს და გადაიცემოდა BBC Radio 3-ზე 2023 წლის 22 იანვარს.[42] კითხვის გადაღებული ჩანაწერი გადაიცემოდა BBC Four-ისთვის 2023 წლის 25 დეკემბერს.[43]

წარმოდგენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს, Peepolykus Theatre Company-მ შეასრულა ამ პოემის ახალი ადაპტაციის პრემიერა დასავლეთ იორკშირის სპექტაკლში, ლიდსში. იგი ადაპტირებულია ჯონ ნიკოლსონის და სტივენ კანიის მიერ. სპექტაკლში მონაწილეობს მხოლოდ სამი მსახიობი,რის გამოც კრიტიკოსებმა შეაქეს მისი ფიზიკური კომედია. გაერთიანებული სამეფოს გასტროლების შემდეგ, იგი გადავიდა ჰერცოგინიას თეატრში ლონდონის ვესტ-ენდში. The Daily Telegraph-მა ის აღწერა, როგორც "საოცრად სასიამოვნო თაღლითობა", ხოლო The Sunday Times-მა შეაქო მისი "შეშლილი მხიარულება, რომელიც გაგრძნობინებთ საკმაოდ საღ აზროვნებას". ეს ადაპტაცია აგრძელებს როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალი კომპანიების წარდგენას მთელს მსოფლიოში.[44]

სასცენო სპექტაკლები ასევე შესრულდა დიდ ბრიტანეთში მსახიობებს შორის როგორებიცაა ჯოან ნაითი, კლერ მალკოლმსონი, ჰარი მიჩერი, როჯერ სანსომი და სხვა.მიჩერის ვერსია უკვე წარმოებულია სამჯერ, ყოველ ჯერზე თავად მსახიობი ჰოლმსის როლში.[45]

კენ ლუდვიგმა დაწერა ადაპტაცია სახელწოდებით Baskerville: A Sherlock Holmes Mystery, რომლის პრემიერა გაიმართა Arena Stage-ზე (ვაშინგტონი, D.C.) 2015 წლის იანვარში და მაკკარტერის თეატრალურ ცენტრში 2015 წლის მარტში.[46]

2021 წელს სცენაზე წარადგინეს სტივენ კენისა და ჯონ ნიკოლსონის ადაპტაცია Peepolykus-ისთვის. ტიმ ჯექსონმა და ლოტე უეიკმენმა დიდ ბრიტანეთში გასტროლები გამართეს ორიგინალური თეატრის კომპანიისა და ბოლტონის ოქტაგონის თეატრის მიერ ადაპტირებული ამ ვარიანტით.[47] ეს იყო ადაპტაციის გაგრძელება, რომლის რეჟისორი იყო ლოტე უეიკმენი ინგლისური თეატრისთვის, ფრანკფურტი, ჯერმინ სენტ თეატრი და ოქტაგონი, ბოლტონი.

ვიდეო თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბასკერვილების ძაღლი გამოყენებულია ბოლო საქმეში დიდი ტუზის ადვოკატი: თავგადასავლები, რომელშიც გმირი აერთიანებს ჰერლოკ შოლმსს (შერლოკ ჰოლმსი ორიგინალურ იაპონურ ვერსიაში), რათა გამოიძიონ საიდუმლოებები ჰოლმსის ქრონოლოგიაში სხვადასხვა ჩანაწერებზე დაყრდნობით. კერძოდ, „ბასკერვილების ძაღლის“ ხელნაწერი საქმის მთავარი ნაწილია.[48]

Sherlock Holmes and the Hound of the Baskervilles არის კაზუალური თამაში, გამოცემული Frogwares-ის მიერ. თავდაპირველი სიუჟეტისგან იგი განსხვავდება მკაფიო ზებუნებრივი ელემენტების შემოტანით. მიუხედავად მისი არაკანონიკური სიუჟეტისა, თამაშმა კარგი შეფასებები მიიღო.[49]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Rendell, Ruth (12 September 2008). „A most serious and extraordinary problem“. The Guardian. ციტირების თარიღი: 8 December 2018.
  2. The Big Read - Top 200 Books (2003) (2 September 2014). ციტირების თარიღი: 31 October 2012
  3. The Best Sherlock Holmes Stories. Bestofsherlock.com. ციტირების თარიღი: 2014-06-23
  4. 4.0 4.1 4.2 Allan, Janice M. (2019-05-02), Allan, Janice M.; Pittard, Christopher, რედრედ., "Gothic Returns: The Hound of the Baskervilles", The Cambridge Companion to Sherlock Holmes (Cambridge University Press): pp. 168–182, , ISBN 978-1-316-65927-4, https://www.cambridge.org/core/product/identifier/9781316659274%23CN-bp-12/type/book_part. წაკითხვის თარიღი: 2023-02-08
  5. Spiring, Paul R.; Pugh, Brian W. (May 25, 2011) Bertram Fletcher Robinson: A Footnote to the Hound of the Baskervilles Kindle Edition. London: MX Publishing, გვ. 1075–1137. ISBN 978-1904312406. 
  6. 6.0 6.1 Vivian, Lt.Col. J.L., (Ed.) The Visitations of the County of Devon: Comprising the Heralds' Visitations of 1531, 1564 & 1620, Exeter, 1895, p.125, pedigree of Cabell of Buckfastleigh
  7. Spiring, Paul. (2007)Hugo Baskerville & Squire Richard Cabell III. BFROnline. ციტირების თარიღი: 18 February 2021
  8. Cabell Tomb — Buckfastleigh. Devon Guide (2007). ციტირების თარიღი: 29 March 2009
  9. Vivian, pp.125,370
  10. Buckfastleigh Church. Legendary Dartmoor (22 November 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ივნისი 2014. ციტირების თარიღი: 29 March 2009
  11. Roy, Pinaki (2022). „Reclaiming the Elementaries of Context: Ponderings on Doyle's The Hound of the Baskervilles“, Popular Literature: Texts, Contexts, Contestations. Ibidem Press, გვ. 168. ISBN 978-3838216669. 
  12. Weller, Philip, The Hound of the Baskervilles - Hunting the Dartmoor Legend, Devon Books, Halsgrove Publishing, c.2002, quoted in [1]
  13. Mansion said to have inspired The Hound of the Baskervilles on sale for £3m (10 March 2013).
  14. Weird Norfolk, UK - Scary dogs and Sherlock Holmes (29 October 2014).
  15. Faulkner, Dennis. (21 November 2005) My Life and Times as a BBC Engineer 1942-1945 Part 4. ციტირების თარიღი: 29 August 2023
  16. Publication of the Hound of the Baskervilles.
  17. 17.0 17.1 Stock, Randall. (2019-05-04) The Hound of the Baskervilles: A manuscript census. bestofsherlock.com. ციტირების თარიღი: 2020-03-08
  18. Doyle, Sir Arthur Conan (1859–1930). Autograph manuscript leaf from The Hound of the Baskervilles, first serialized in The Strand Magazine, August 1901–April 1902, published in book form by George Newnes, on 25 March 1902. Christies Auction House. ციტირების თარიღი: 9 October 2013
  19. Haldar, Anushtup. (2013)Bengali sleuths in the annals of history. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-12. ციტირების თარიღი: 2014-09-12
  20. (2003) Encyclopædia of Hindi cinema. New Delhi, IN: Encyclopædia Britannica, გვ. 80. ISBN 978-81-7991-066-5. 
  21. Alan Barnes (2002). Sherlock Holmes on Screen. Reynolds & Hearn Ltd, გვ. 182. ISBN 978-1-903111-04-8. 
  22. L'Ultimo dei Baskerville (TV episode 1968). The Arthur Conan Doyle Encyclopedia. ციტირების თარიღი: 24 November 2018
  23. Barnes, Alan (2011). Sherlock Holmes on Screen. Titan Books, გვ. 140. ISBN 9780857687760. 
  24. O'Connor, John J. (8 December 1988). „Review/Television; Holmes, Hounds and Haunted Halls“. The New York Times. ციტირების თარიღი: 24 November 2018.
  25. „Wishbone“. TV Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 November 2018. ციტირების თარიღი: 18 February 2021.
  26. Sherlock Holmes in the 22nd Century. TV Guide. ციტირების თარიღი: 23 November 2018.
  27. Teti, John (11 March 2016). Sherlock: "The Hounds of Baskerville". The A.V. Club. ციტირების თარიღი: 23 November 2018.
  28. The episode is also based on "The Adventure of the Dancing Men"
  29. Roberts, Frances (14 March 2014). Elementary season 2 episode 18 review: The Hound Of The Cancer Cells“. Den of Geek. ციტირების თარიღი: 14 March 2014.
  30. Valentine, Genevieve (11 March 2016). Elementary aims high and falls short on adaptation“. The A.V. Club. ციტირების თარიღი: 23 November 2018.
  31. Dickerson, Ian (2019). Sherlock Holmes and His Adventures on American Radio. BearManor Media, გვ. 41, 76. ISBN 978-1629335087. 
  32. Dickerson, Ian (2019). Sherlock Holmes and His Adventures on American Radio. BearManor Media, გვ. 96–97. ISBN 978-1629335087. 
  33. de Waal, Ronald Burt (1974). The World Bibliography of Sherlock Holmes. Bramhall House, გვ. 386. ISBN 0-517-217597. 
  34. de Waal, Ronald Burt (1974). The World Bibliography of Sherlock Holmes. Bramhall House, გვ. 388. ISBN 0-517-217597. 
  35. Payton, Gordon; Grams, Martin Jr. (2015) The CBS Radio Mystery Theater: An episode guide and handbook to nine years of broadcasting, 1974–1982, Reprinted, McFarland, გვ. 195. ISBN 9780786492282. 
  36. Coules, Bert. The Background. ციტირების თარიღი: 12 December 2016
  37. Coules, Bert. The Hound of the Baskervilles. ციტირების თარიღი: 12 December 2016
  38. The Hound of the Bakervilles (2014). ციტირების თარიღი: 25 January 2022
  39. The Hound of the Baskervilles: The Audio Play. Lions Den Audio. ციტირების თარიღი: June 28, 2023
  40. The Hound of the Bakervilles (2021). ციტირების თარიღი: 25 January 2022
  41. The Hound of the Baskervilles. BBC Radio. ციტირების თარიღი: June 28, 2023
  42. Inside Classical: The Hound of the Baskervilles. BBC Media Centre. ციტირების თარიღი: January 1, 2024
  43. Licencing, The Hound of the Baskervilles, Peepolykus Theatre Company. Peepolykus.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-28. ციტირების თარიღი: 2014-10-28
  44. Home. ციტირების თარიღი: 2 November 2021
  45. Purcell, Carey. (15 January 2015) Ken Ludwig's Baskerville: A Sherlock Holmes mystery makes world premiere tonight. Playbill. ციტირების თარიღი: 2 January 2018
  46. Akbar, Arifa (2022-04-18). „The Hound of the Baskervilles review – tongue-in-cheek sleuthing“. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. ციტირების თარიღი: 2023-02-08.
  47. The Great Ace Attorney Chronicles Review en (2021-08-18). ციტირების თარიღი: 2023-02-08
  48. Sherlock Holmes and the Hound of the Baskervilles. ციტირების თარიღი: 2 June 2016