შუა სხვავა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
შუა სხვავა | |
| ქვეყანა |
|
| მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
| მუნიციპალიტეტი | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| თემი | სხვავა |
| კოორდინატები | 42°29′56″ ჩ. გ. 43°13′29″ ა. გ. / 42.49889° ჩ. გ. 43.22472° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1000 მ |
| მოსახლეობა | 73[1] კაცი (2014) |
| ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 95,9 % |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
შუა სხვავა — ყოფილი სოფელი საქართველოში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სხვავის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე). 2014 წლიდან ზემო სხვავასთან გაერთიანებულია სოფელ სხვავას სახელით.[2][3]
მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე კრიხულის (რიონის მარცხენა შენაკადი) ზემოწელში, ზღვის დონიდან 1000 მ-ზე, ამბროლაურიდან 9 კმ-ში. შუა სხვავას სასაფლაოზე დგას XIX საუკუნის II ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი „ძელიცხოვლის“ ეკლესიის ნანგრევები (დაინგრა 1991 წლის მიწისძვრის დროს). სოფლის განაპირას, მაღალი კლდის თხემზე შემორჩენილია XI საუკუნის „კვარას ციხის“ ნანგრევები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 73 ადამიანი.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[4] | 151 | 66 | 85 |
| 2014[1] | 39 | 34 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 52.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის შესახებ, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ნოემბერი 2014.
- ↑ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი — სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მუნიციპალიტეტების რეესტრი, 2017 წ.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.