ნიკორწმინდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკორწმინდა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ნიკორწმინდა
Village nikortsminda.jpg
სოფელ ნიკორწმინდის ხედი
ჯაბა ლაბაძის სურათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°27′43″ ჩ. გ. 43°05′23″ ა. გ. / 42.46194° ჩ. გ. 43.08972° ა. გ. / 42.46194; 43.08972
ცენტრის სიმაღლე 1180
მოსახლეობა 498[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,6 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ნიკორწმინდა — საქართველო
ნიკორწმინდა
ნიკორწმინდა — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ნიკორწმინდა

ნიკორწმინდასოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: კაჩაეთი, დაბა: ხარისთვალა). მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე, შაორის წყალსაცავის ჩრდილოეთით. ამბროლაურიდან 16 კილომეტრში. სოფელში არის საჯარო სკოლა [2]

სოფელი ნიკორწმინდა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 498 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 726 322 404
2014[1] Decrease2.svg 498 235 263

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელმა სახელწოდება მიიღო XI საუკუნეში აქ აგებული ნიკოლაოსწმიდის ეკლესიისაგან. შუა საუკუნეებში ნიკორწმინდა ნიკორწმიდის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო. ამჟამად ნიკორწმინდის ეპარქიის ცენტრია. აღმოსავლეთ საქართველოში ირანის აგრესიის დროს XVII საუკუნეში ერთ ხანს თავს აფარებდა მეფე თეიმურაზ I.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში დგას XI საუკუნის ნიკორწმინდის ტაძარი. სოფლიდან სამხრეთ დასავლეთით 2 კმ-ზე არის საყინულის მღვიმე. სოფლიდან დასავლეთით 4-5 კილომეტრის დაშორებით არის ჭელიშის უდაბნოს ნამონასტრალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]