ხიმში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ხიმში
Khimshi Fortress.JPG
ხიმშის ხიდიკრის ციხე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდიკარი
კოორდინატები 42°31′49″ ჩ. გ. 43°11′25″ ა. გ. / 42.53028° ჩ. გ. 43.19028° ა. გ. / 42.53028; 43.19028
ცენტრის სიმაღლე 700
მოსახლეობა 178[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
რელიგიური შემადგენლობა მართლმადიდებლები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხიმში — საქართველო
ხიმში
ხიმში — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ხიმში

ხიმშისოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ამბროლაურის მუნიციპალიტეტში (ხიდიკრის თემი), მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 700 მეტრი, ამბროლაურიდან 3 კილომეტრი.

სოფელი ხიმში ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ნიკორწმინდის ეპარქიას.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 178 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 219 102 117
2014[1] Decrease2.svg 178 99 79

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ სოფლის ტერიტორია XI საუკუნეში იყო დასახლებული. აქაურ გოგირდოვან წყაროებს შუა საუკუნეებიდანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. შემონახულია XI საუკუნის წმინდა გიორგი (თეთრი გიორგის) დარბაზული ეკლესია, ინტერიერში ამავე ხანის მოხატულობის ფრაგმენტები და ლაპიდარული წარწერებია; მაღლობზე, კლდისუბანში გვიანდელი შუა საუკუნეების „წულუკიძის კოშკის“ ნანგრევებია.

მდინარე რიონის ხეობაში კლდეებს შორის შუა საუკუნეების ხიდიკრის ციხესიმაგრეა; იგი აღმოსავლეთის მხრიდან იცავდა რაჭის ერისთავთა რეზიდენცია ბარაკონს.

ვიკიციტატა
„კრიხულას შესართავსა და ამბროლაურ ხიმშს ზევით მოვიწროვდების რიონი, სამხრიდამ და ჩრდილოდამ კლდითა, მუნ ძეს ხიდი რიონზედ, ხიდის თავს კლდის ძირში არს ციხე და უწოდებენ ხიდიკარს“
(ვახუშტი ბატონიშვილი)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II