1990-იანები
| XX საუკუნე: 1991—2000 წლები |
|---|
|
1970-იანები · 1980-იანები |
1990-იანებს უწოდებენ პერიოდს 1990 წლიდან 1999 წლამდე. 1990-იანები აღინიშნებოდა გლობალიზაციის პროცესის დაჩქარებით, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევას და ცივი ომის დასასრულს მოჰყვა. ათწლეულის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 80-იანების რეცესიამ და პერსონალური კომპიუტერების გაჩენამ საშუალო კლასის ოჯახებში, რამაც თავის მხრივ, ინტერნეტი საყოველთაოდ ცნობილი გახადა. ინტერნეტმა თანამედროვე კულტურის რევოლუციურ განვითარებას შეუწყო ხელი და ინტეგრაციისა და მთელს მსოფლიოში პოპულარული კულტურის გავრცელების საქმეში მთავარ საშუალებად იქცა.
პერსონალური კომპიუტერების და ინტერნეტის გავრცელებამ ეკონომიკური წარმადობა გაზარდა, ხოლო თანაბარ ბაზარზე კერძო ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი ამერიკელთა, სამხრეთ კორეელთა, ავსტრალიელთა და ევროპელთა პირადი კეთილდღეობის წინაპირობად იქცა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეკონომიკა
[რედაქტირება] კულტურა
[რედაქტირება] მუსიკა
[რედაქტირება] ქართული მუსიკა
[რედაქტირება] რუსული მუსიკა
[რედაქტირება] დასავლური მუსიკა
- როკი გემოვნების ძირითადი წარმმართველი იყო ათწლეულის უდიდესი ნაწილის განმავლობაში. ჰიპ ჰოპმა კი პოპულარობა მხოლოდ და მხოლოდ ათწლეულის დასასრულისთვის მოიპოვა. ათწლეულის დასასრულისთვის, პოპულარულ მუსიკალურ სტილებს შორის საგულისხმოა გრანჟი (ნირვანა, სონიკ იუსი, The Smashing Pumpkins, Stone Temple Pilots, Pearl Jam, Alice in Chains, საუნდგარდენი), პოსტ-გრანჟი (Collective Soul, Third Eye Blind, Everclear, Creed, Foo Fighters, ბუში), ჰევი მეტალი და ალტერნატიული მეტალი (Nine Inch Nails, მეტალიკა, პანტერა, Tool), ბლექ მეტალმა თაყვანისმცემლები გაიჩინა ევროპის ჩრდილოეთით, ბრიტპოპი და ბრიტანული როკი (Oasis, Blur, Suede, Pulp, რედიოჰედი, The Verve, ტრევისი), პოპ-პანკი (Green Day, The Offspring, Rancid, Blink-182), მესამე ტალღის სკა (No Doubt, Sublime, Real Big Fish, Mighty Mighty Bosstones), ინდი როკი (Fugazi, Pavement, Neutral Milk Hotel, The Flaming Lips, Modest Mouse), ჯემ ბენდები (Dave Matthews Band, Phish) და ნიუ მეტალი (კორნი, ლიმპ ბიზკიტი). მომღერლებსა და კომპოზიტორებს შორის გამოირჩეოდნენ ალანის მორისეტი, Beck, ელიოტ სმითი, ჯეფ ბაკლი და ჯუელი.
ემო მუსიკა, რომელიც მოგვიანებით როკ მუსიკის საფუძვლად იქცა, კომერციული წარმატება და კრიტიკოსების აღიარება დაიმსახურა. აღსანიშნავია Sunny Day Real Estate-ის ალბომი "Diary" და Weezer-ის "Pinkerton", რომლებმაც ჟანრის განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. რედიოჰედმა სახელი გაითქვა 1997 წლიდან, როდესაც ჯგუფის ალბომი "OK Computer" გამოვიდა. თუმცა, განსაკუთრებით საგულისხმო იყო გრანჟ-ჯგუფის - ნირვანას მეინსტრიმში შეღწევა. ჯგუფმა 1990-იან წლებში ახალგაზრდების ფართო აუდიტორიის ყურადღება მიიპყრო თავისი იმიჯით, რაც მოვლენებისადმი გულგრილ დამოკიდებულებას გულისხმობდა და თაობა X-ის ინტერესებს შეესაბამებოდა.
- ჰიპ ჰოპ მუსიკა ათწლეულის განმავლობაში მრავალ ცვლილებას განიცდის და მის ფარგლებში არაერთი ტენდენცია ყალიბდება, დაწყებული ისეთი პოპ რეპერების კომერციული წარმატებით, როგორებიცაა MC Hammer, Tone Lōc, Young MC, Marky Mark and the Funky Bunch და Vanilla Ice. ჰიპ ჰოპის სხვა ტენდენციებს შორის საგულისხმოა ალტერნატიული/ჯაზ რეპის (დე ლა სოული, ბისტი ბოიზი, Arrested Development, Digable Planets, Native Tongues და A Tribe Called Quest) და დასავლეთ სანაპიროს ჯი-ფანკ/განგსტა რეპის გამოვლინებათა (Bone Thugs-n-Harmony, საიპრეს ჰილი, Dr. Dre, NWA, სნუპ დოგი დოგი, უორენ ჯი, ქულიო და 2Pac) ფართოდ გავრცელება. ამას მოჰყვა ე.წ. "აღმოსავლეთ სანაპიროს რენესანსი" (Wu-Tang Clan, Boot Camp Clik, Nas, Mobb Deep და The Notorious B.I.G.) და პოპ რეპი (პაფ დედი, უილ სმითი და ჯეი-ზი).
- "ტკბილი" თინეიჯერული პოპი 1980-იანი წლების ბოლოს აღმოცენდა და 1991 წლამდეც მოაღწია, როცა ასპარეზზე ახალი ჯგუფები გამოვიდნენ - ბრიტანეთში Spice Girls და Take That, ხოლო შეერთებულ შტატებში 1997 წელს ბექსთრით ბოიზი. მათ გზა გაუკვალეს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიცაა ბრიტნი სპირსი, *ენსინკი და ქრისტინა აგილერა, ხოლო ამ დროს მადონა წარმატებით განაგრძობს მოღვაწეობას თავის გავლენიან დენს-პოპის ჟანრში. მაიკლ ჯექსონი კვლავ ქმნის მუსიკას და კიდევ უფრო იზრდება მისი საერთაშორისო პოპულარობა. 1991 წელს გამოსული "Black Or White" უდიდესი, მსოფლიო მასშტაბის ჰიტი ხდება და აშშ-ს ჩარტებში პირველობას 7 კვირის მანძილზე ინარჩუნებს.
- ამერიკული საკლუბო/საცეკვაო მუსიკა ძალიან პოპულარულია 1990-დან 1996 წლამდე, ისეთი შემსრულებლების წყალობით, როგორებიცაა C+C Music Factory, სესე პენისტონი, Crystal Waters, რუ პოლი, Black Box და Dee Lite. ამავე დროს, ევროდენსი აშშ-ში წარმატებას აღწევს ისეთი არტისტების საშუალებით, როგორებიცაა ტექნოტრონიკი, კორონა, კაპელა, N-Trance, Culture Beat, Reel 2 Real, Reel 2 Real, E-Type, მაქსი, ლა ბუში, ინდრა, Le Click, Pharao, Real McCoy, Ice Mc, Me & My, 2 Unlimited, დრ. ალბანი, Dr. Alban, Basic Element, AB Logic, Fun Factory, Mr. President, და Snap!.
- რითმ-ენდ-ბლუზ მუსიკამ პოპულარობა მოიპოვა ისეთი მომღერლების წყალობით, როგორებიცაა ბეიბიფეისი, თევინ ქემფბელი, ბრაიან მაქნაითი, მონიკა, ბრენდი და ფეის ივენსი. რითმ-ენდ-ბლუზის ჟანრში მოღვაწე გოგონების ჯგუფებიდან საგულისხმოა თიელსი, დესთინის ჩაილდი, SWV და ენ ვოგი. ამას გარდა, აალია, ფიუჯისი (და მოგვიანებით ლორინ ჰილის სოლო გამოსვლები) და მერი ჯეი. ბლაიჯი 1990-იან წლებში ჰიპ ჰოპისა და რითმ-ენდ-ბლუზის სინთეზს გვთავაზობენ (იხ. ჰიპ ჰოპ სოული). ისეთმა შემსრულებლებმა, როგორებიცაა თონი ბრექსთონი, უითნი ჰიუსთონი და მერაია ქერი, 1990-იანი წლების შუა ხანებში, თავიანთი ბალადებით, ჰიტ-აღლუმები დაიპყრეს. რითმ-ენდ-ბლუზის ჟანრში მოღვაწე ბიჭების ჯგუფები წარმატებით სარგებლობენ მთელი 1990-იანი წლების განმავლობაში. მათ შორის აღსანიშნავია ჯოდესი, დრუ ჰილი, ბლექსთრითი, 112 და განსაკუთრებით ბოიზ თუ მენი.
- პოპულარული გახდა ისეთი მუსიკალური ფესტივალები, როგორებიცაა ლოლაპალუზა და ვუდსთოქი, სადაც სხვადასხვა ჟანრის - ალტერნატიული როკის, რეპის, პანკ როკის და გარაჟის - შემსრულებლები გამოდიოდნენ.
- ლათინური მუსიკა პოპულარობას იხვეჭს ესპანურენოვანი ქვეყნების გარეთ ისეთი მომღერლების და ჰიტების საშუალებით, როგორებიცაა რიკი მარტინი, ჯენიფერ ლოპესი და ჰიტი "Macarena".
- მუსიკა საყოველთაოდ მისაწვდომი ხდება, ხოლო ათწლეულის დასასრულს სტიკერი "რჩევა მშობლებისთვის" უფრო მისაღები ხდება და გაღიზიანებას არ იწვევს.
- ამერიკაში ქანთრი მუსიკა მეინსთრიმული ხდება ჩარტების დამპყრობელი ისეთი შემსრულებლების წყალობით, როგორებიცაა გართ ბრუქსი, შენაია თუეინი, ლიენ რაიმსი, ბილი რეი საირესი, ფეის ჰილი და თიმ მაქგროუ. ეს ჟანრი ამერიკის საზღვრებს გარეთაც იძენს მსმენელს.
- პოპულარული ჰარდ როკ ჯგუფები 1990-იან წლებშიც განაგრძობენ აქტიურ მოღვაწეობას. განზ ენ როუზისი, დეფ ლეპარდი, ოზი ოსბორნი და ვან ჰალენი ისეთივე პოპულარულები არიან 1990-იანების შუა ხანებშიც. აეროსმითს და ბონ ჯოვის პოპულარობა და წარმატება მთელი ათწლეული თან სდევდათ და ახალი ათასწლეულის დასაწყისშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.
- 1980-იანი წლების გულგრილობის შემდეგ, მუსიკა ისევ უბრუნდება პოლიტიკურ პრობლემებს. 1996 წლიდან, ტიბეტის თავისუფლებისადმი მიძღვნილ კონცერტებს ყოველწლიურად 120 000 ადამიანი ესწრებოდა. ამ როკ კონცერტების ორგანიზატორი იყო საერთაშორისო მოძრაობა ტიბეტის თავისუფლებისათვის. ამავე დროს ჩამოყალიბდა სოციალური თემებით დაინტერესებული ჯგუფები რეიჯ ეგეინსტ ზე მეშინ და სისთემ ოფ ე დაუნი.
- ევროპასა და აშშ-ში, რეივ თავყრილობებზე, ელექტრონული მუსიკა აღიარებას იმსახურებს და ათწლეულის ბოლოს ის პოპულარულ კულტურაშიც იმკვიდრებს ადგილს. ნარკოტიკული საშუალება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი (იგივე ექსტაზი) ფართოდ ვრცელდება რეივ კულტურის მოტრფიალეთა რიგებში. ელექტრონული მუსიკა მეინსთრიმ კულტურაშიც პოპულარული ხდება ათწლეულის დასასრულს, როდესაც ბიგ ბით ჟანრის სხვა მუსიკოსებთან ერთად, ასპარეზზე გამოდის ჯგუფი ფროდიჯი.
- 1980-იანებზე რეაქცია, რომელიც დაახლოებით 1994 წლიდან დაიწყო და 1990-იანი წლების შუა ხანებამდე გაგრძელდა. 1990-იანების განმავლობაში, "ოთხმოციანების" ნებისმიერი გამოვლინება ძალიან დიდ გოიმობად ითვლებოდა. ამიტომაც, ადამიანებმა გაისწორეს თმა, მუქი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვეს, ხოლო 1980-იანების ფერადოვანი სინთპოპის საპირისპიროდ, ამ პერიოდში პოპულარული გახდა აკუსტიკური შესრულება.
[რედაქტირება] პიროვნებები
[რედაქტირება] სახელმწიფოს მეთაურები
| ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |
[რედაქტირება] მსახიობები და სხვები
აქ წარმოდგენილია 1990-იან წლებში პოპულარულ მსახიობთა და გასართობი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენელთა სახელები.