ბონო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბონო
Bono at the 2009 Tribeca Film Festival.jpg
ბონო 2009 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი პოლ დევიდ ჰიუსონი
დაბ. თარიღი 10 მაისი, 1960
წარმოშობა დუბლინი, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი როკ-მუსიკა
პოსტ-პანკი
ალტერნატიული როკი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, აქტივისტი, ფილანტროპი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, გიტარა, ჰარმონიკა
აქტიური 1975–დღემდე
საიტი www.u2.com

პოლ დევიდ ჰიუსონი, ბრიტანული იმპერიის ორდენის მფლობელი (დ. 10 მაისი, 1960), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით ბონოირლანდიელი ვოკალისტი და მუსიკოსი, ჯგუფ U2-ს წევრი.

ბონო დაიბადა და გაიზარდა ქ. დუბლინში (ირლანდიის რესპუბლიკა). იგი არის ჯგუფის თითქმის ყველა ტექსტის ავტორი. მათში ხშირად ჟღერს პოლიტიკური, სოციალური და რეგილიური სტრიქონები. ჯგუფის არსებობის პირველ წლებში ამ ტექსტებს ახლდა სულიერი და მეამბოხე თემატიკა. ჯგუფის განვითარებასთან ერთად ასევე იცვლებოდა მისი წევრების პოლიტიკური შეხედულებები და ინტერესები. თავის მხრივ, U2 გამოირჩევა არა მხოლოდ სიმღერების ტექსტებით, არამედ მისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით, რომელსაც ქმნის გიტარისტ ეჯის თანაავტორობაც. თუმცა, ბონო ითვლება U2-ს ერთგვარ სავიზიტო ბარათად და რიგით 54-ე ყველაზე წარმატებულ სიმღერების ავტორად ბრიტანული სინგლების ისტორიაში.

U2-ს ფარგლებს გარეთ ბონო ცნობილია თანამშრომლობით სხვადასხვა მუსიკოსთან, მწერალთან, კინორეჟისორთან თუ სხვა საზოგადო მოღვაწესთან. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობაში.



მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბონო&oldid=2588271“-დან