ჯოდი ფოსტერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოდი ფოსტერი
Jodie Foster 2011.jpg
დაბადების სახელი ალისია ქრისტიან ფოსტერი
დაბადების ადგილი ლოს-ანჟელესი
დაიბადა 19 ნოემბერი, 1962 (1962-11-19) (50 წლის)
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი
შემოქმედების წლები 1966-დან დღემდე
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი ქალი

1988 — ბრალდებულები

1991 — კრავთა დუმილი
ოქროს გლობუსი
2013 — სესილ ბ. დემილის ჯილდო

ჯოდი ფოსტერი (Jodie Foster; დ. 19 ნოემბერი, 1962) — ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი; ორგზის ამერიკის კინოაკადემიის "ოსკარის", ოქროს გლობუსის, ბაფტა-სა და კინომსახიობთა გილდიის პრემიის ლაურეატი.

პირველი როლი 1970 წელს სატელევიზიო ფილმში "Menace on the Mountain" ითამაშა, რომელსაც რამდენიმე დისნეის ნამუშევარი მოჰყვა. დიდი წარმატება 1976 წელს კინოფილმში "ტაქსის მძღოლი" მოზარდი მეძავის როლმა მოუტანა, რომელიც ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციით. საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციით ოსკარი 1988 წელს მიიღო ფილმში "ბრალდებული" გაუპატიურების მსხვერპლის როლით. 1991 წელს შეასრულა კლერის სტარლინგის როლი ფილმში "კრავთა დუმილი", რომელშიც სერიულ მკვლელს იძიებს, როგორც ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტი. ამ როლით უკვე საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და მეორე ოსკარი საუკეთესო მსახიობის ნომინაციით. მისი ფილმები და როლები ჟანრთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მოიცავს რა ტრილერებს, კრიმინალისტიკას, სასიყვარულო რომანს, კომედიას, საბავშვო ფილმებსა და მეცნიერულ ფანტასტიკას.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

წელი ქართულად ორიგინალური სახელწოდება როლი
2004 ხანგრძლივი ნიშნობა Un long dimanche de fiançailles ელოდი გორდი
2011 ჟლეტა Carnage პენელოპა ლონგსტრიტი

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]