ლეონარდო დიკაპრიო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლეონარდო დიკაპრიო
LeonardoDiCaprioNov08.jpg
დიკაპრიო 2008 წელს
დაბადების სახელი ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო
დაბადების ადგილი ლოს ანჯელესი, კალიფორნია, აშშ-ის დროშა აშშ
დაიბადა 11 ნოემბერი, 1974
საქმიანობა მსახიობი, კინოპროდიუსერი
შემოქმედების წლები 1989 - დღემდე
ოფიციალური ვებგვერდი leonardodicaprio.com
ოქროს გლობუსის ჯილდოები
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი (2004)

ლეონარდო ვილჰელმ დიკაპრიო (ინგლ. Leonardo DiCaprio; დ. 11 ნოემბერი, 1974) — ამერიკელი მსახიობი და კინოპროდიუსერი.

ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს ანჯელესში. დიკაპრიოს მამა წარმოშობით იტალო-გერმანული ფესვების ოჯახიდანაა, ხოლო დედა, ირმელინ დი კაპრიო (ქალიშვილობაში ინდენბირკენი), დასავლეთგერმანიაში, ორ-ერკენშვიკეში დაიბადა. მისი მამა იყო ვილჰელმ ინდენბირკენი, ხოლო დედა — რუსი ელენა სმირნოვა, რომელმაც რუსეთიდან გერმანიაში გადასვლის შემდგომ იქორწინა და ქმრის გვარი მიიღო. თვითონ დიკაპრიომ, ვლადიმერ პუტინთან საუბარში, განაცხადა, რომ მისი ბაბუაც ასევე რუსი იყო, და დაამატა: „ასე რომ მე არა მეოთხედით, არამედ ნახევრად ვარ რუსი“.

სამსახიობო კარიერა დაიწყო 90-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რას ჭამს გილბერტ გრეიპი“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTAs-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.

მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. ამას მოჰყვა როლები ფილმებში „დამიჭირე თუ შეგიძლია“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს ავიატორით მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „განდგომილნი“ და „შეშლილთა კუნძული“.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე