Blur (ჯგუფი)
| Blur | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ლონდონი, ინგლისი | |
| ჟანრ(ებ)ი | ალტერნატიული როკი ბრიტპოპი ინდი როკი |
|
| აქტიური | 1989–2003 2009–დღემდე |
|
| ლეიბლ(ებ)ი | Food Parlophone Virgin (ინგლისი) SBK (აშშ) |
|
| ასოციაციები | Gorillaz, The Good, the Bad & the Queen The Ailerons WigWam Fat Les Me Me Me |
|
| საიტი | www.blur.co.uk | |
| წევრები | ||
| დემონ ოლბარნი დეივ რაუნტრი ალექს ჯეიმსი გრემ კოქსონი |
||
Blur — ინგლისური როკ ჯგუფი. იგი ჩამოყალიბდა 1989 წელს და ატარებდა სახელს Seymour. ჯგუფის წევრები არიან: დეიმონ ოლბარნი (ვოკალი), გრემ კოქსონი (გიტარა), ალექს ჯეიმზი (ბას გიტარა) და დეივ რაუნტრი (დასარტყამი ინსტრუმენტები). ჯგუფის სადებიუტო ალბომი Leisure (1991) ჟანრების Madchester და shoegazing ელემენტებს ითავსებს. შემდგომში ჯგუფის სტილმა განიცადა სხვა ცნობილი კოლექტივების (პინკ ფლოიდი, The Kinks, The Who, ბითლზი, XTC) გავლენა, რაც შეიმჩნევა ალბომებზე Modern Life Is Rubbish (1993), Parklife (1994) და The Great Escape (1995). ჟანრ ბრიტპოპის პოპულარიზაციას როგორც წესი, სხვა მუსიკოსებთან ერთად Blur-ს მიაწერენ. მან ბრიტანეთში დიდი წარმატება მოიპოვა და მნიშვნელოვან კონკურენციას უწევდა ჯგუფს Oasis. ამ მოვლენას „ბრიტპოპის ბრძოლა“ ეწოდა.
შემდეგი ალბომის, Blur ჩაწერისას ჯგუფი იყენებდა განსხვავებულ მუსიკალურ ელემენტებს, როგორიც იყო ამერიკული ინდი როკ ჯგუფები მუსიკა. აშშ-ში ოთხეულს მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა სინგლმა „Song 2“, იმავე ალბომიდან. შემდეგ ალბომზე, 13 (1999) ჯგუფის წევრები ელექტრონული მუსიკის შთაგონებით ახალ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. ოლბარნი, რომელიც სიმღერების ტექსტების ავტორი იყო, სულ უფრო და უფრო პირადულ ტექსტებს წერდა. 2002 წლის მაისში მეშვიდე სტუდიური ალბომის Think Tank ჩაწერისას კოქსონმა ჯგუფი დატოვა. ალბომი 2003 წელს გამოიცა. მასში შეიმჩნევა ელექტრონული ჟღერადობა და უფრო გიტარის უფრო მინიმალისტური ნამუშევარი. ალბომით აღინიშნა ოლბარნის მზარდი ინტერესი ჰიპ ჰოპისა და აფრიკული მუსიკისადმი. 2003 წელს კოქსონის გარეშე გამართული ტურნეს შემდეგ ჯგუფს სტუდიაში ან საკონცერტო გამოსვლებით არ უმუშავია, ვინაიდან მისი წევრები სხვა პროექტებში მონაწილეობდნენ. 2009 წელს ისინი კვლავ გაერთიანდნენ, კოქსონთან ერთად, წარმატებული საკონცერტო გამოსვლების სერიისათვის.
დისკოგრაფია[რედაქტირება]
- Leisure (1991)
- Modern Life Is Rubbish (1993)
- Parklife (1994)
- The Great Escape (1995)
- Blur (1997)
- 13 (1999)
- Think Tank (2003)
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- Blur — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- Blur „Facebook“-ზე
- Blur „Twitter“-ზე
- Blur საიტზე MySpace
|
||||||||||||||||||||||||||||||||