გრიგორიანული კალენდარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გრიგორიანული კალენდარი, გრიგოლის კალენდარი, ახალი სტილი, წელთაღრიცხვის სისტემა, რომელიც შემოიღეს 1582 წელს რომის პაპის გრიგოლ XIII-ის დროს (აქედანაა სახელწოდება). პირველად იგი შემოიღეს XVI საუკუნის 80-იან წლებში იტალიაში, ესპანეთში, პორტუგალიაში. პოლონეთში, საფრანგეთში, უნგრეთსა და ევროპის ზოგიერთ სხვა სახელმწიფოში, უფრო გვიან — გერმანიაში (XVII-XVIII სს.), ინგლისში (XVIII ს.), იაპონიაში (XIX ს.).

რევოლუციის წინადროინდელ რუსეთში ახალი სტილი არ იყო შემოღებული. იგი შემოიღეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ 1918 წლის 24 იანვრის დეკრეტით. ამ დროისათვის იულიუსის კალენდარი 13 დღე-ღამე „ჩამორჩებოდა“, ამიტომ 1 თებერვალი 14 თებერვლად გამოცხადდა. კვირის დღეები ორივე კალენდარში ერთი-მეორეს ემთხვევა. ამჟამად მსოფლიოს ყველა განვითარებულ სახელმწიფოში გრიგორიანულ კალენდარს იყენებენ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე