Red Hot Chili Peppers
| Red Hot Chili Peppers | ||
|---|---|---|
ჯგუფი 2011 წელს ბრაზილიაში
|
||
| ბიოგრაფია | ||
| წარმოშობის ადგილი | ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ |
|
| ჟანრ(ებ)ი | როკი, ალტერნატიული როკი, ფანკ-როკი |
|
| აქტიური | 1983-დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | EMI, Warner Bros. | |
| ასოციაციები | What Is This? Jane's Addiction Ataxia მარს ვოლტა |
|
| საიტი | ოფიციალური საიტი | |
| წევრები | ||
| ენტონი კიდისი ფლი ჯოშ კლინჰოფერი ჩედ სმითი |
||
| ყოფილი წევრები | ||
| ჰილელ სლოვაკი ჯეკ აირონსი კლიფ მარტინეზი ჯეკ შერმანი დ.ჰ. პელიგრო დეუეინ მაკნაიტი ჯესი ტობიასი ერიკ მარშალი დეივ ნავარო ჯონ ფრუშანტე |
||
Red Hot Chili Peppers — ამერიკული როკ-ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა ლოს-ანჯელესში, 1983 წელს. ამჟამად მასში შედიან - ენტონი კიდისი (ვოკალი), ფლი (ბას გიტარა), ჩედ სმითი (დასარტყამი ინსტრუმენტები) და ჯოშ კლინჰოფერი (გიტარა). ჯგუფის მუსიკალური სტილი მოიცავს ფანკს სხვა მუსიკალური ჟანრების ელემენტებით, როგორიც არის პანკ როკი და ფსიქოდელიური როკი.
Red Hot Chili Peppers-ის თავდაპირველ შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ ჰილელ სლოვაკი (გიტარა) და ჯეკ აირონსი (დასარტყამი ინსტრუმენტები). სლოვაკი გარდაიცვალა ჰეროინის ჭარბად მოხმარების შედეგად, 1988 წელს. ამას მოჰყვა ჯგუფიდან აირონსის წასვლაც.[1] თავდაპირველად ჯგუფს დაემატა დ.ჰ. პელიგრო (Dead Kennedys), რომელმაც შეცვალა აირონსი. სლოვაკს ჩაენაცვლა ჯონ ფრუშანტე. მოგვიანებით პელიგრომ დატოვა კოლექტივი, თუმცა ფრუშანტეს მონაწილეობით ჩაიწერა ალბომები Mother's Milk (1989), Blood Sugar Sex Magik (1991), Californication (1999), By the Way (2002) და Stadium Arcadium (2006).
Blood Sugar Sex Magik, ჯგუფის პირველი კომერციული წარმატება, გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით. ფრუშანტემ კოლექტივი დატოვა 1992 წელს, მისი მხარდამჭერი ტურნეს პერიოდში. ამ დროს იგი აქტიურად იყო გატაცებული ჰეროინით. მას შემდეგ, რაც გიტარისტ არიკ მარშალის დახმარებით ტურნე დასრულებული იქნა, ალბომის One Hot Minute (1995) ჩასაწერად ჯგუფში მოვიდა დეივ ნავარო (Jane's Addiction). მიუხედავად კომერციული წარმატებისა, წინა ალბომის პოპულარობა მას წილად არ ხვდა. 1998 წელს ფრუშანტე, რომელიც განიკურნა ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან, დაუბრუნდა ჯგუფს. ჩაიწერა ახალი სტუდიური დისკი, Californication (1999), რომელიც გაიყიდა 15 მილიონი ასლის ოდენობით და იქცა Red Hot Chili Peppers-ის ახალ კომერციულ წარმატებად. სამი წლის შემდეგ მას მოჰყვა წარმატებული By the Way (2002). 2006 წელს გამოვიდა ორმაგი ალბომი Stadium Arcadium - ჯგუფისათვის პირველი ალბომი, რომელიც ამერიკის ჩარტებში #1 ადგილზე მოხვდა. მსოფლიო ტურნეს შემდეგ ჯგუფის წევრები საკუთარ პროექტებზე ზრუნავდნენ. ფრუშანტემ განაცხადა, რომ ჯგუფს ტოვებდა სოლო-კარიერაზე ყურადღების გასამახვილებლად.[2] იგი შეცვალა ჯოშ კლინჰოფერმა, რომელიც ტურნეს Stadium Arcadium და ფრუშანტეს სოლო პროექტებზე დამატებითი მუსიკოსის სახით ჩნდებოდა.[3] მეათე სტუდიური ალბომი I'm With You გამოიცა 2011 წლის 30 აგვისტოს და არის Red Hot Chili Peppers-ის პირველი ჩანაწერი კლინჰოფერის მონაწილეობით.
Red Hot Chili Peppers-ს მიღებული აქვს 7 გრემის ჯილდო. მსოფლიო მასშტაბით გაყიდულია მისი 60 მილიონი ჩანაწერი. ბილბორდის ცხელ ასეულში სხვადასხვა დროს მოხვედრილი იყო მისი 8 სინგლი (3 სინგლი - 10-ეულში). მეინსტრიმული როკის ჩარტში წარმოდგენილი იყო ჯგუფის ხუთი #1 სინგლი, ხოლო 11 სინგლი მოხვდა თანამედროვე როკ-ჩარტის სათავეში.
სექციების სია |
შემადგენლობა[რედაქტირება]
ჯგუფის ყველაზე დამახასიათებელი ელემენტი არის ფლის ბასი და მრავალმხრივი მუსიკალური სტილი. ფლის სტილი არის შერწყმა ტრადიციული პანკ-როკის, ბლუზის და ფანკის, რომელიც წააგავს ბუტსი კოლინზის და ჯონ პოლ ჯონსის შემოქმედებას. ჯგუფის რითმები ძირითადად აგებულია სწორედ ფლის ბასზე. ენტონი კიდისის სტილი გამოირჩევა თავისი მრავალფეროვნებით და უმაღლესი შესრულებით, რომლსიც თავისებურ განზომილებას მატებს ჯგუფის შემოქმედებას. სოლო-გიტარისტი, ჯონ ფრუშანტე არის ჰარდ-როკის, პანკ-როკის... საუკეთესო ტრადიციების მატარებელი მუსიკოსი. მის მუსიკაში ადვილი ამოსაცნობია ჯიმი ჰენდრიქსი, ფრენკ ზაპა და სხვა უდიდესი გიტარისტები. ეს ყველაფერი შესრულების არაჩვეულებრივად ზუსტი და დახვეწილი მანერით. ჩედ სმითის დრამი კი არის ზუსტად ის, რაც ჭირდება ამ ჯგუფს: თავბრუდამხვევი რითმები, ძლიერი დარტყმა და უნაკლო შესრულება.
ისტორია[რედაქტირება]
1980-იანები[რედაქტირება]
Fairfax High School-ის კურსდამთავრებულებმა: ენტონი კიდისმა, ფლიმ (მაიკლ ბალზარი), ჯეკ აირონსმა, და ჰილ სლოვაკმა დააარსეს Red Hot Chili Peppers 1983 წელს. დასაწყისში მხოლოდ კონცერტებზე ჩანდნენ. თავიდანვე მიიქციეს ყურადღება თავისი უჩვეულო გამოსვლებით. სცენაზე კონცერტების დროს ფაქტიურად არაფერი ეცვათ. ალბომის ჩაწერა გაჭიანურდა. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, სლოვაკი და აირონსი სხვა პროექტით იყვნენ დაკავებულნი და ამიტომ სადებიუტო ალბომის ჩასაწერად მიწვეულნი იქნენ გიტარისტი ჯეკ შერმანი და დრამერი კლიფ მარტინესი. თუმცა ამ ყველაფერმა არ გაამართლა. მათი ტურნე შეიძლება ითქვას, რომ წარუმატებელი იყო. ისინი ვერ შეეწყვნენ თავიან პროდუსერს. ამას თან დაერთო კიდისის და შერმანის უთანხმოება და ამ უკანასკნელმა დატოვა ჯგუფი. ტურნეს დასასრულებლად დაბრუნდა სლოვაკი. 1985 წელს Parliament-Funkadelic-ის პროდიუსერის ჯორჯ კლინტონის ხელმძღვანელობით ჩაიწერა მეორე ალბომი Freaky Styley. მართალია, ეს ალბომი ხშირად ტრიალებდა კოლეჯების რადიოებში, თუმცა მაინც ვერ დაიკავა ადგილი მეინსთრიმში. ამის შედეგად ჯგუფი დატოვა დრამერმა. 1986 წელს ჯგუფს დაუბრუნდა აირონსი. 1987 წელს მაიკლ ბელინჰორნის პროდუსირებით ჩაიწერა მესამე ალბომი - The Uplift Mofo Party Plan. ეს ალბომი იყო ფანკის, ფსიქოდელიის და პანკის შერწყმა. ამას მოჰყვა მათი ტურნე ევროპაში. ტურნედან დაბრუნების შემდეგ, იმავე თვეში სლოვაკი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი: ჰეროინის გადამეტებული დოზა. ჯგუფიდან მალევე წავიდა აირონსიც. კიდისმა და ფლიიმ დაიმატეს დრამერი ჩედ სმითი და გიტარისტი ჯონ ფრუშანტე. 1989 წელს მათ დაასრულეს ალბომი Rockin' Freakapotamous, რომელზე მუშაობაც შეჩერებული იყო სლოვაკის გარდაცვალების გამო. განახლებულს ალბომს ეწოდა Mothers milk. ეს იყო ფანკის, ჯაზის, რეპის და მეტალის ნაზავი. ამ ალბომის სიმღერა Knock me down შევიდა საუკეთესო ათეულში და როგორც იქნა დაიმკვიდრეს ადგილი მეინსთრიმში. ალბომის წარმატებამ გამოიწვია ცხრა თვიანი ტურნე მსოფლიოს გარშემო.
1990-იანები[რედაქტირება]
ჯგუფს დაუკავშირდა Warner Brothers Records -ი. 1991 წელს მათ მეხუთე ალბომს პროდუსირება გაუწია რიკ რუბინმა. ეს იყო ბლად შუგა სექს მეჯიქი, რომელიც ჩაიწერა ცოცხლად. ალბომი გამოვიდა სექტემბერში. სიმღერებმა Give it away და Under the bridge მოიპოვეს უზომო წარმატება. მარტო შეერთებულ შტატებში გაიყიდა შვიდი მილიონი დისკი. 1992 წელს ჯგუფი დატოვა ფრუშანტემ. რამდენიმე კანდიდატს შორის საბოლოოდ შეირჩა დეივ ნავარო. 1995 წელს გამოვიდა მათი მორიგი ალბომი One hot minute. ალბომი იყო ჩვეულ სტილის (ფანკი, პანკი და ფსიქოდელია). წინამდებარე ალბომთან შედარებით ჯგუფმა ვერ მოიპოვა ისეთივე წარმატება, თუმცა სიმღერებმა My friends და Aeroplane, მაინც დაიკავეს მოწინავე ადგილები ჩარტებში. ამ ალბომის შემდეგ ჯგუფი დატოვა ნავარომ. 1998 წელს დაბრუნდა ფრუშანტე (ორი სოლო ალბომის შემდეგ). ჯგუფმა შექმნა მორიგი ალბომი - Californication, რომელსაც ჯგუფის ბევრი ფანი თვლის შედევრად. ალბომი შეიცავს ისეთ ჰიტებს როგორებიცაა: Scar Tissue (მოიპოვა გრემი), Otherside, Californication, Around the world, Road Trippin, Parallel Universe. ამას მოყვა ჯგუფის ტურნე, რომელიც თითქმის ორი წელი გაგრძელდა. სწორედ ამ ტურნეს დროს ჩაატარეს მათ თავისი უდიდესი კონცერტები. მათ შორის მოსკოვში. ამ კონცერტს ესწრებოდა 200 000 ადამიანი. 2001 წელს გამოუშვეს თავისი პირველი დივიდი - Off The Map.
2000-იანები[რედაქტირება]
2001 წელს გამოვიდა ალბომი By the way. სიმღერებით By the way და Can't stop ფეფერსი კვლავ მოექცა ჩარტების სათავეებში. 2003 წელი. აგრეთვე გამოიცა DVD დისკი - Live At Slane Castle. 2004 წელს გამოვიდა მათი პირველი საკონცერტო ალბომი - Live in Hyde Park 2005 წელს დაიწყო მუშაობა ალბომზე - Stadium Arcadium. ეს ალბომი, რომელსაც ჯგუფის წარმატებული მსოფლიო ტური მოჰყვა, გამოვიდა 2006 წლის აპრილში.
ალბომმა Stadium Arcadium დიდი წარმატება იქონია. მისი პროდიუსერია ცნობილი რიკ რუბინი. მიუხედავად იმისა, რომ 28 სიმღერა, შეტანილი მასში, თავდაპირველად დაგეგმილი იყო 3 სხვადასხვა ალბომზე გამოსაცემად, გადაწყვეტილება შეცვლილი იქნა. 10 სხვა სიმღერის გამოცემა დაიგეგმა სინგლებისათვის, მაგრამ გამოვიდა მხოლოდ ცხრა. ალბომი გაიყიდა 1.100.000 ასლის ოდენობით, აქედან აშშ-ში - 442.000 დისკის სახით.
2006 წელს დაიწყო საკონცერტო ტური, რომელიც მიეძღვნა ამ სტუდიურ ალბომს. ჯოშ კლინგჰოფერი ამ ტურის დროს პრაქტიკულად ჯგუფის მეხუთე წევრად იქცა - იგი უკრავდა დამატებით გიტარაზე, კლავიშებზე და ასრულებდა დამატებით ვოკალებს.
2007 წლის თებერვალში ალბომმა მიიღო 5 გრემი: საუკეთესო როკ-ალბომის, საუკეთესო როკ-სიმღერის (Dani California), საუკეთესო როკ-შესრულების ვოკალის თანხლებით (Dani California), საუკეთესო შეფუთვის და საუკეთესო პროდიუსერის (რიკ რუბინი) კატეგორიაში. ცერემონიის დროს ცოცხლად შესრულდა იმ დროისათვის ჯგუფის პოპულარული სინგლი Snow ((Hey Oh)).
შესვენება და ფრუშანტეს წასვლა[რედაქტირება]
ალბომის Stadium Arcadium მხარდასაჭერი ტურის უკანასკნელი ეტაპის შემდეგ ჯგუფმა შეისვენა. კიდისმა ეს ახსნა ჯგუფის დაღლილობით, რომელიც გამოწვეული იყო ალბომის Californication გამოცემის შემდგომი მუდმივი ტურებით. ფრუშანტემ საკუთარი სოლო-ალბომი გამოსცა. ჩედ სმითი მუშაობდა რამდენიმე ცნობილ მუსიკოსთან, ჯგუფის Chickenfoot შემადგენლობაში, ისევე როგორც საკუთარ სოლო-პროექტზე, Chad Smith's Bombastic Meatbats. 2008 წელს მათ მიიღეს მონაწილეობა ჯორჯ კლინტონის ალბომის George Clinton and His Gangsters of Love ჩაწერაში, რომელზეც შეასრულეს Let the Good Times Roll, ცნობილი ბლუზური სიმღერა.
2009 წლის მაისში კიდისმა, ფლიმ და სმითმა რონ ვუდთან, ჯოშ კლინგჰოფერთან და აივენ ნევილთან ერთად დაუკრეს ცერემონიაზე MusiCares, რომელზეც დაჯილდოვდა კიდისი. კიდისს გადაეცა სპეციალური ჯილდო იმ დიდი წვლილისათვის, რომელიც მან შეიტანა ფონდის MusiCares მუშაობაში.
2009 წლის დეკემბერში ფრუშანტესგან ცნობილი გახდა, რომ მან ოფიციალურად დატოვა ჯგუფი. მისი თქმით, კამათი ან ჩხუბი ჯგუფის სხვა წევრებთან არ მოსვლია და მათი მხრიდან ასევე გაგებით მოპყრობას ჰქონდა ადგილი. ჯონის მტკიცებით, მისი მუსიკალური ინტერესები სხვა მიმართულებას ეკუთვნოდა და სოლო-კარიერაზე ყურადღების მთლიანად გადატანა მისთვის უკეთესი იყო.
მეათე ალბომი და ახალი გიტარისტი[რედაქტირება]
2009 წლის ოქტომბერში ჯგუფი დაუბრუნდა სტუდიას და, ჩედ სმითის თქმით, დაასრულებს ალბომს 2010 წლის რომელიმე დროს. 2010 წლის 29 იანვარს ჯგუფი გამოვიდა ფონდის MusiCares მიერ ორგანიზებულ კონცერტზე, სადაც ნილ იანგის A Man Needs a Maid შეასრულა. ჯოშ კლინგჰოფერმა მათთან ერთად შეასრულა სოლო-პარტია გიტარაზე. 2010 წლის 8 თებერვალს ჩედმა დაადასტურა, რომ კლინგჰოფერი იქცევა ჯგუფის ახალ წამყვან გიტარისტად და შემდეგი ალბომი გამოვა უფრო განსხვავებული, ვიდრე Stadium Arcadium. სმითის თქმით, ჯგუფი შესანიშნავ განწყობაზეა და ახალი ალბომის შესახებ იდეებს აგროვებს.
დისკოგრაფია[რედაქტირება]
- The Red Hot Chili Peppers (1984)
- Freaky Styley (1985)
- The Uplift Mofo Party Plan (1987)
- Mother's Milk (1989)
- Blood Sugar Sex Magik (1991)
- One Hot Minute (1995)
- Californication (1999)
- By the Way (2002)
- Stadium Arcadium (2006)
- I'm With You (2011)
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Kiedis და Slomans 2004
- ↑ John Frusciante Explains His Departure from Red Hot Chili Peppers. Undercover.com.au (2010-01-29). წაკითხვის თარიღი: 2010-09-10.
- ↑ GRAMMY Camper Nick Arnold Interview With Red Hot Chili Peppers' Drummer Chad Smith. Grammycampblog.blogspot.com (2010-02-08). წაკითხვის თარიღი: 2010-09-10.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
|
|||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||