28 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
28 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის 301-ე დღე (ნაკიან წლებში – 302-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 64 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 306 : მაქსენტიუსი რომის იმპერატორად გამოცხადდა.
- 312 : მილვიოს ხიდის ბრძოლა - კონსტანტინე I ამარცხებს მაქსენტიუს და რომის ერთპიროვნული იმპერატორი ხდება.
- 1492 : ქრისტეფორე კოლუმბი კუბაზე გადმოსხდა.
- 1516 : თურქული ჯარები დიდი ვეზირი სინან ფაშას მეთაურობით ამარცხებენ მამლუქებს ღაზასთან.
- 1538 : ახალი მსოფლიოს პირველი უნივერსიტეეტი - უნივერსიდად სანტო ტომას დე აქინო დაარსდა.
- 1628 : ლა როშელის ალყა, რომელიც 14 თვეს გრძელდებოდა, ჰუგენოტების დამარცხებით დამთავრდა.
- 1848 : პირველი რკინიგზის ხაზი გაიხსნა ესპანეთში ბარსელონასა და მატაროს შორის.
- 1886 : ნიუ-იორკის უბეში გროვერ კლივლანდმა თავისუფლების ქანდაკება გახსნა.
- 1918 : ჩეხოსლოვაკია დამოუკიდებელი გახდა ავსტრია-უნგრეთისაგან.
- 1922 : მარში რომზე - იტალიელი ფაშისტები ბენიტო მუსოლინის წინამძღოლობით რომში შემოდიან და იტალიის მთავრობას იღებენ კათოლიკური ეკლესიის დახმარებით; რომის პაპი პიუს IX-ს განცხადებით "მუსილინი ღვთის მოგზავნილი ადამიანია".
- 1924 : საფრანგეთმა ოფიციალურად ცნო სსრ კავშირი.
- 1940 : მმო - იტალია საბერძნეთში იჭრება ალბანეთის გავლით. ეს დღე საბერძნეთში აღინიშნება როგორც "უარის დღე".
- 1941 : ჰოლოკოსტი კაუნასში - გერმანიის სს-ელები კაუნასის გეტოში 9000-მდე ებრაელს ხოცავენ. დილის 6 საათზე ყველა ებრაელი მამაკაცი, ქალი თუ ბავშვი დემოკრატუს მოედანზე შეყარეს დასახვრეტად, შემდეგ კი თხრილებში დამარხეს.
- 1942 : ჰოლოკოსტი - 8000-მდე ებრაელი კრაკოვიდან ბელზეკის სიკვდილის ბანაკში შეყარეს.
- 1943 : ფილადელფიის ექსპერიმენტის სავარაუდი თარიღი.
- 1954 : ნიდერლანდის სამეფო დაარსდა როგორც ფედერალური მონარქია.
- 1962 : კუბის ქობინთა კრიზისი - საბჭოთა ლიდერი ნიკიტა ხრუშოვი აცხადებს, რომ მისი ბრძანებით კუბიდან საბჭოთა ქობინები მოხსნილ იქნა.
- 1965 : სენტ-ლუისში, მისური, მონუმენტი გეიტუიე არჩის მშენებლობა დასრულდა.
- 1979: პირველად აღინიშნა „თბილისობის“ დღესასწაული.
- 1981 : ჰევი-მეტალის ბენდი „მეტალიკა“ შეიქმნა სან-ფრანცისკოში.
- 1986 : თავისუფლების ქანდაკების დადგმის 100 წლისთავი აღინიშნა ნიუ-იორკის უბეში.
- 1990 : საქართველოში ჩატარდა პირველი დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ეროვნული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების საარჩევნო ბლოკმა "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო" ზ. გამსახურდიას ხელმძღვანელობით. არჩევნების შედეგად ქვეყანას სათავეში ჩაუდგა ეროვნული პარლამენტი - საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო.
- 2007 : კომეტა 17პ/ჰოლმსი უეცრად 500.000-ჯერ კაშკაშა და შეუიარაღებელი თვალით ხილვადი გახდა ღამის ცაზე. მხოლოდ 175 ვარსკვლავია უფრო კაშკაშა.
- 2011 : პერუს ქალაქ იკის მახლობლად 6.9
სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1017 : ჰაინრიხ III - გერმანიის მეფე (გ. 1056)
- 1720 : ანტონ I - ქართველი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, საქართველოს კათოლიკოსი, მწერალი, მეცნიერი (გ.1788)
- 1848 : სარაჯიშვილი, დავით - ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი
- 1882 : რობაქიძე, გრიგოლ - ქართველი მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე
- 1904 : ბააზოვი, გერცელ - მწერალი (გ. 1938)
- 1955 : გეიტსი, ბილ – ამერიკელი ბიზნესმენი
- 1967 : რობერტსი, ჯულია - ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1704 : ლოკი, ჯონ - ინგლისელი ფილოსოფოსი (დ.1632)
- 1740 : ანა - რუსეთის დედოფალი (დ.1693)
- 1912 : ისიკავა ტაკუბოკუ - იაპონელი პოეტი
- 1936 : გაბაშვილი, გიორგი (გიგო) - ქართველი ფერმწერი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- ჩეხეთი : დამოუკიდებლობის დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის 