27 ოქტომბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ოქტომბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
27 ოქტომბერი არის გრიგორიანული კალენდრის მე-300 დღე (ნაკიან წლებში – 301-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 65 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1275 : ამსტერდამის დაფუძნების ტრადიციული თარიღი.
- 1553 : ერეტიკოსად შერაცხული მიგელ სერვეტი ჟენევასთან კოცონზე დაწვეს.
- 1644 : ნიუბურის მეორე ბრძოლა ინგლისის სამოქალაქო ომში.
- 1682 : პენსილვანიაში ქალაქი ფილადელფია დაარსდა.
- 1795 : აშშ და ესპანეთი მადრიდის ხელშეკრულებას დებენ, რითაც განისაზღვრა საზღვარი ესპანურ კოლონიებსა და აშშ-ს შორის.
- 1795 : კამპო ფორმიოს ხელშეკრულება დაიდო საფრანგეთსა და ავსტრიას შორის.
- 1810 : აშშ-მ დაიპყრო ყოფილი ესპანეთის კოლონია დასავლეთ ფლორიდა.
- 1904 : ნიუ-იორკის მეტროს პირველი ხაზი გაიხსნა; სისტემა მალე აშშ-ში უდიდესი და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი გახდა.
- 1924 : უზბეკეთეის სსრ დაარსდა საბჭოთა კავშირში.
- 1953 : ბრიტანეთის ბირთვული გამოცდა ტოტემ 2 განხორციელდა ემუს ველზე სამხრეთ ავსტრალიაში.
- 1971 : კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ზაირი დაარქვეს.
- 1990 : ყირგიზეთის სსრ-ის უზენაესი საბჭო ქვეყნის პირველ პრეზიდენტად ასკარ აკაევს ირჩევს.
- 1991 :
- თურქმენეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა სსრ კავშირისაგან.
- ჩეჩნეთის პრეზიდენტად დანიშნულ იქნა ჯოჰარ დუდაევი.
- 1998 : გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი გახდა.
- 1999 : სომხეთის პარლამენტის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარკისიანი და ექვსი პარლამენტარი.
- 2008 : პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ახალ, მკვეთრად ოპოზიციურ, პარტიას დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველო აყალიბებს.
- 2011 :
- არაბული გაზაფხულის 5 აქტივისტი, მოჰამედ ბუაზიზი (ტუნისი), ასმაა მაჰფუზი (ეგვიპტე), აჰმედ ალ-სენუსი (ლიბია), ალი ფარზატი და რაზან ზეიტუნეჰი (სირია), სახაროვის პრემიით დააჯილდოეს.
- ირლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში, 70 წლის პოეტმა, ლეიბორისტმა მაიკლ ჰიგინსმა გაიმარჯვა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1466 : ერასმუსი - ნიდერლანდელი თეოლოგი (გ.1536)
- 1728 : კაპიტანი კუკი - ინგლისელი მოგზაური და მკვლევარი.
- 1782 : პაგანინი, ნიკოლო - იტალიელი მევიოლინე, კომპოზიტორი (გ.1840)
- 1840 : გოგებაშვილი, იაკობ - ქართველი პედაგოგი და საბავშვო მწერალი.
- 1858 : რუზველტი, თეოდორ - აშშ-ის 26-ე პრეზიდენტი (გ.1919)
- 1862 : ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილი), ქეთევან - ქართველი მსახიობი
- 1900 : ჟაროვი, მიხეილ - საბჭოთა ეპოქის რუსი მსახიობი და რეჟისორი (გ.1981)
- 1904 : ასტაუროვი, ბორის - საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი (გ.1974)
- 1986 : მაყაშვილი, რუსუდან - ქართველი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1439 : ალბრეხტ II - გერმანიის, უნგრეთის და ჩეხეთის მეფე.
- 1505 : ივანე III - რუსეთის მეფე (დ.1440)
- 1949 : ჰალასი, ფრანტიშეკ - ჩეხი პოეტი (დ.1901)
- 1980 : წერეთელი, დავით - ქართველი ფერმწერი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- თურქმენეთი : დამოუკიდებლობის დღე
- სენტ-ვინსენტი და გრენადინები : დამოუკიდებლობის დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |