მაიკლ ჯექსონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაიკლ ჯექსონი
Michael Jackson in 1988.jpg
მაიკლ ჯექსონი 1988 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი[1]
მეტსახელი მაიკლ ჯო ჯექსონი
დაბ. თარიღი 29 აგვისტო, 1958
წარმოშობა ინდიანა, აშშ
გარდ. თარიღი 25 ივნისი, 2009 (50 წლის)
ჟანრ(ებ)ი რითმ-ენდ-ბლუზი, პოპ, როკი, სოული, საცეკვაო მუსიკა, ნიუ ჯეკ სვინგი, ფანკი, დისკო
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი, არანჟირების ავტორი, მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, ბიზნესმენი, ქველმოქმედი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი, ბიტბოქსი[2], პერკუსია, ფორტეპიანო[3], დასარტყმელი საკრავები
აქტიური 1964–2009
ლეიბლ(ებ)ი Motown, Epic, Legacy
ასოციაციები The Jackson 5
საიტი MichaelJackson.com

მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, (დ. 29 აგვისტო, 1958 – გ. 25 ივნისი, 2009), ასევე ცნობილი როგორც MJ ან პოპის მეფეამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ-კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.

1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში. მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა, განსაკუთრებით „Beat It“, „Billie Jean“ და „Thriller“ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში, რამაც ტელეარხ MTV-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. 1990-იან წლებში მაიკლი ასევე იყო ტელეეთერის მუდმივი მონაწილე, მაგალითად, კლიპებით „Black or White“ და „Scream“. სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყო „რობოტის ცეკვა“ და „გასეირნება მთვარეზე“. მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმ-ენდ-ბლუზსა და როკ-მუსიკაზე.

ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსერებად. ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკ-ენ-როლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის - ’საუკუნის შემსრულებლის’ კატეგორიაში); 13 სინგლი, მოხვედრილი #1 პოზიციაზე აშშ-ს ჩარტებში მისი სოლო-კარიერის მანძილზე და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი. ჯექსონს ასევე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. დევიდ უინტერსის თანახმად, მაიკლი ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას. საავადმყოფოებში ვიზიტის დასრულებისთანავე იგი ინტერესდებოდა, თუ რა იყო აუცილებელი ამა თუ იმ ბავშვისათვის და ასევე ანონიმურ გადარიცხვებს აწარმოებდა, რათა საავადმყოფოებს შეეძინათ შესაბამისი საშუალებები.[4]

ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცენს.

კონცერტების სერიის This Is It მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა, რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერში - მას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.

2010 წლის მარტში კომპანიამ Sony Music Entertainment ხელი მოაწერა სპეციალურ კონტრაქტს ჯექსონის მემკვიდრეებთან, რითაც მას 2017 წლამდე გაუხანგრძლივდა მაიკლის ჩანაწერების გამოყენების უფლება. შესაბამისად, კომპანის უფლება მიეცა, ამ ვადაში გამოეცა შვიდი ალბომი მუსიკოსის გამოუცემელი მასალით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბავშვობა და The Jackson 5[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : The Jackson 5.

მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მერვე ათი შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown Records.

მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმზ ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლენით.

სოლო-კარიერის დაწყება[რედაქტირება]

1973 წლიდან ხუთეულის პოპულარობამ იკლო და 1976 წლიდან კონტრაქტი გაფორმა სხვა კომპანიასთან, რასაც მოჰყვა ჯგუფის სახელის უბრალოდ The Jacksons-ით ჩანაცვლება. 1976-1984 წლებში მათ გამოსცეს კიდევ 6 ალბომი. ამასობაში მაიკლმა დაიწყო სოლო-კარიერა და გამოუშვა ოთხი წარმატებული სოლო-ალბომი.

1978 წელს მან დაიანა როსთან ერთად მონაწილეობა ფილმში The Wiz, რომელიც იყო ეკრანიზაცია ბროდვეის მიუზიკლისა ოზის საოცარი ჯადოქარი. გადაღებების დროს მან გაიცნო მუსიკალური რეჟისორი კუინსი ჯონსი, რომელიც მისი ყველაზე ცნობილი ალბომების პროდიუსერად იქცა. აქედან პირველმა, Off the Wall (1979) წარადგინა მაიკლი, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი, ხოლო სასცენო პროგრამამ - როგორც შესანიშნავი მოცეკვავე. ჩარტების სათავეში მოექცა სინგლები Don’t Stop 'Til You Get Enough და Rock With You, თავად ალბომი კი გაიყიდა 20 მილიონი ასლის ოდენობით. ბევრი კრიტიკოსი დღემდე თვლის, რომ ეს დისკი იყო დისკოს ჟანრის უკანასკნელი მნიშვნელოვანი ჩანაწერი.

Thriller და მოტაუნის 25-ე იუბილე (1982–83)[რედაქტირება]

1982 წელს ჯექსონმა ფილმისათვის 'უცხოპლანეტელი' (რეჟ.: სტივენ სპილბერგი) ჩაწერა სიმღერა "Someone In the Dark". იმავე წელს გამოიცა მაიკლის ლეგენდარული ალბომი Thriller, რომელიც თითქმის დამატებითი პრომო-კამპანიის გარეშე იქცა ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად და ცნობილ მუსიკალურ ალბომად. სინგლები ამ ალბომიდან ( „Billie Jean“, „Beat It," და „Wanna Be Startin' Somethin'“) ფიგურირებდნენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო სიმღერების ჰიტ-აღლუმებში. ალბომს მიენიჭა ორმაგი ალმასის სტატუსი, მთელ მსოფლიოში გაყიდული 29 მილიონი დისკისათვის. იგი კვლავ რჩება მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ალბომად. დღეისათვის გაყიდულის მისი დაახლოებით 110 მილიონი ასლი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა. თუმცა 2010 წლის ბოლოს ლიზამ ჩაწერა ოპრა უინფრისთან ინტერვიუ სადაც იგი დაუფარავად საუბრობს მისი და მაიკლის ურთიერთობაზე და აღნიშნავს , რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ.

1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .

მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: "მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე "

ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც:

მამიკო იყო საუკეთესო მამა , რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ , მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა , რომ ის ძლიერ მიყვარს.

მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა, რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე - ერვინ გავიზო, რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს.

გარდაცვალება[რედაქტირება]

2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, აგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდა წაიქცა. ამერიკის პოლიციის ნომერზე - 911 ადგილობრივი დროით 12:21 წუთზე დაირეკა . როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა . მას სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟები, მაგრამ იგი კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა . სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ გულის გაჩერება გახდა. მართალია, ჯექსონის გარდაცვალებაში კრიმინალური კვალი არ ჩანს, მაგრამ პოლიცია საქმეს მაინც იძიებს.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Jackson beatboxing.
  2. The Story Behind Michael Jackson's Infectious, Newly Released Song (June 5, 2012).
  3. David Winters remembers Michael Jackson « Magick Papers & Nightlife Thailand. Magickpapers.com. წაკითხვის თარიღი: May 16, 2011.