ნურსულთან ნაზარბაევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი
ნურსულთან ნაზარბაევი 2020 წელს
ყაზახეთის 1-ლი პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 დეკემბერი, 1991 – 19 მარტი, 2019
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეყასიმ-ჟომართ თოყაევი (მ/შ)

ყაზახეთის სსრ-ის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 აპრილი, 1990 – 10 დეკემბერი, 1991
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ყაზახეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ივნისი, 1989 – 28 აგვისტო, 1991
წინამორბედიგენადი კოლბინი
მემკვიდრეთანამდებობა გაუქმდა

ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 მარტი, 1984 – 27 ივლისი, 1989
წინამორბედიბაიქენ აშიმოვი
მემკვიდრეუზაქბაი ქარამანოვი

დაბადებული6 ივლისი, 1940 (1940-07-06) (83 წლის)
უშკონირი, ყაზახეთის სსრ, სსრკ
პოლიტიკური პარტიასკკპ (1962-1991 წწ.), ნურ-ოტანი
მამააბიშ ნაზარბაევი
დედაალჟან ნაზარბაევა
მეუღლესარა ნაზარბაევა
შვილებიდარიღა, დინარა, ალია
რელიგიაისლამი, სუნიზმი
ხელმოწერა

ნურსულთან აბიშის ძე ნაზარბაევი (ყაზახ. Нұрсұлтан Әбішұлы Назарбаев; რუს. Нурсултан Абишевич Назарбаев; დ. 6 ივლისი, 1940, უშკონირი, ყაზახეთის სსრ, სსრკ) — ყაზახეთის სსრ-ის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტი (1990–1991 წწ.), 1991-2019 წლებში ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტი,[1] 1984-1989 წლებში ყაზახეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, 1989-1991 წლებში ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი. „ერის ლიდერის“ ტიტულის მატარებელი (ყაზახ. Елбасы).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნურსულთან ნაზარბაევი დაიბადა 1940 წლის 6 ივლისს ყაზახეთის სსრ-ის ალმა-ათის ოლქის ქარასაის რაიონის სოფელ ჩემლოგანში (ამჟამად უშკონირი) აბიშა და ალჟან ნაზარბაევების ოჯახში.

შრომითი საქმიანობა და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა დნეპროდერჟინსკის 22–ე პროფესიული სასწავლებელი. ამავე წელს დაიწყო მისი შრომითი საქმიანობა ყარაღანდის ოლქის ქალაქ თემირთაუს მეტალურგიულ კომბინატში. 1965-1969 წლებში მუშაობდა ჩამომსხმელ მანქანაზე ყარაღანდის მეტალურგიულ ქარხანაში (1966 წლიდან - კომბინატი). 1969-1973 წლებში პარტიულ, კომკავშირულ სამუშაოებს ასრულებს ქალქ თემირთაუში. მომდევნო 4 წელი ყარაღანდის მეტალურგიული კომბინატის პარტიული კომიტეტის მდივანია. 1977-1979 წლებში კი ყარაღანდის ოლქის კომუნისტური პარტიის მეორე მდივანია, საიდანაც აწინაურებენ და 1984 წლამდე მუშაობს ყაზახეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნად.

1984 წელს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, დინმუჰამედ კუნაევის ხელმძღვანელობის ქვეშ, რომელიც იმჟამად ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანი იყო. 1989-1991 წლებში ყაზახეთის კომპარტიის პირველი მდივანია. 1990 წლის 14 ივლისიდან 1991 წლის 23 აგვისტომდე სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრია.

გარდა ამისა, 1979-1989 წლებში იყო სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს 10-11 მოწვევის დეპუტატი ჩრდილოეთ ყაზახეთის ოლქიდან. სსრკ-ის სახალხო დეპუტატი 1989-1991 წლებში. 1990 წლის თებერვალ-აპრილში ყაზახეთის სსრ-ის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

დეკემბერის მოვლენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლის დეკემბერში რესპუბლიკის დედაქალაქ ალმა-ათაში დაიწყო არეულობა, რომელიც გამოიწვია ყაზახეთის კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის დინმუჰამედ კუნაევის ადგილზე გენადი კოლბინის არჩევამ. თავდაპირველად კუნაევი მხარს უჭერდა აღნიშნულ თანამდებობაზე ნაზარბაევის არჩევას, მაგრამ საბლოოდ მკვეთრად დაუპირისპირდა მის კანდიდატურას. არეულობის ერთი კვირის თავზე ნაზარბაევი მინისტრთა საბჭოს სხვა წევრებთან ერთად პირადად შეხვდა სტუდენტებს და განუმარტა არსებული ვითარება.

პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990 წლის აპრილიდან ყაზახეთის სსრ-ის პრეზიდენტია. იგი ბოლომდე ცდილობდა შეენარჩუნებინა სსრკ ნებისმიერი ფორმით. ამავე წლის დეკემბერში იგი არ მივიდა ბელოვეჟში და ხელი არ მოაწერა დსთ-ის შექმნის ხელშეკრულებას.

1991 წლის 1 დეკემბერს შედგა ყაზახეთის ისტორიაში პირველი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის შედეგების მიხედვით ნაზარბაევმა მიიღო ხმების 98,7 %. საარჩევნო ბიულეტინში სხვა კანდიდატი არ ყოფილა. 1991 წლის 16 დეკემბერს ყაზახეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო კანონი ქვეყნის დამოუკიდებლბის გამოცხადების შესახებ ქვეყანას ეწოდა ყაზახეთის რესპუბლიკა, შესაბამისად, ნაზარბაევიც გახდა ყაზახეთის პრეზიდენტი. 1995 წელს რეფერენდუმის საფუძველზე ნაზარბაევის უფლებამოსილება გაგრძელდა 2000 წლამდე. 1999 წლის 10 იანვარს ნაზარბაევი მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად და მიიღო ხმების 79,78 %. 2005 წლის არჩევნებში კი — 91,15 %. 2011 წლის ვადამელ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 95,5 %. 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 97,7%.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰყავს მეუღლე სარა ნაზარბაევა და სამი შვილი დარიგა, დინარა და ალია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kazakh leader Nazarbayev resigns after three decades. BBC (2019-03-19). ციტირების თარიღი: 2019-03-19.