26 აგვისტო
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | აგვისტო | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2012 | ||||||
26 აგვისტო არის გრიგორიანული კალენდრის 238-ე დღე (ნაკიან წლებში – 239-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 127 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- ძვ. წ. 55 : იულიუს კეისარი ბრიტანეთში იჭრება.
- 1071 : მანაცკერტის ბრძოლა - თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები.
- 1498 : მიქელანჯელოს პიეტას გამოკვეთა შეუკვეთეს.
- 1858 : ახალი ამბების პირველი გადაცემა მოხდა ტელეგრაფით.
- 1883 : ინდონეზიაში ვულკანი კრაკატაუს ამოფრქვევამ 800 ათ. კმ² ფართობი ფერფლით დაფარა, ხოლი მისგან გამოწვეული ცუნამის გამო კუნძულებზე იავა და სუმატრა 36 ათასი ადამიანი დაიღუპა.
- 1914 : პირველი მსოფლიო ომი - ტანენბერგის ბრძოლაში გერმანელები რუსებს ამარცხებენ.
- 1920 : აშშ-ის კონსტიტუციის მე-19 დამატებით ქალებს კენჭისყრის უფლება მიეცათ.
- 1957 : საბჭოთა კავშირის სატელეგრაფო სააგენტოს ცნობით საბჭოთა კავშირმა წარმატებით განახორციელა ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტის გამოცდა.
- 1972 : მიუნხენში, გერმანია, XX ოლიმპიადა იხსნება.
- 1986 : ტოქსიკური გაზით მოწამვლით კამერუნში 1700 ადამიანი დაიღიპა.
- 2008 : რუსეთმა დე-იურე ცნო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკები.
- 2011 : ქარიშხალმა აირინმა კარიბებსა და აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გადაუარა, რასაც შედეგად მოჰყვა მინიმუმ 44 ადამიანის სიკვდილი და 10.1 მილიარდ აშშ-ის დოლარად შეფასებული ზარალი.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1743 : ლავუაზიე, ანტუან - ფრანგი ქიმიკოსი
- 1880 : აპოლინერი, გიიომ - ფრანგი პოეტი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1666 : ჰალსი, ფრანს - ჰოლანდიელი ფერმწერი.
- 1850 : ლუი-ფილიპი - საფრანგეთის მეფე
- 1918 : კირიონ II - საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
[რედაქტირება] დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- აღმოყვანება ნაწილთა ღირსისა მაქსიმე აღმსარებლისა
- წმინდა მოწამენი იპოლიტე, ირინეოსი, აბუნდი და კონკორდია - რომში წამებულნი
- ტიხონ ზადონელი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის