24 ივნისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივნისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 2013 | ||||||
24 ივნისი არის გრიგორიანული კალენდრის 175-ე დღე (ნაკიან წლებში – 176-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 190 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 972 : ცედინიას ბრძოლა – პოლონელთა ძალების პირველი დოკუმენტურად აღწერილი გამარჯვება.
- 1314 : ბანოკბურნის ბრძოლა – შოტლანდიელები რობერტ ბრიუსის ხელმძღვანელობით ამარცხებენ ინგლისის მეფე ედვარდ II–ს. შოტლანდია დამოუკიდებლობას იბრუნებს.
- 1340 : ასწლიანი ომი – სლის ბრძოლაში საფრანგეთის ფლოტი თითქმის სრულიად გაანადგურეს ინგლისელებმა ედვარდ III–ის მეთაურობით.
- 1441 : იტონის კოლეჯი დაარსდა.
- 1497 : ჯონ კაბო ჩრდ. ამერიკაში ნიუფაუნდლენდში ჩავიდა; პირველი ევროპელი მკვლევარი ვიკინგების შემდეგ.
- 1509 : ჰენრი VIII და ეკატერინე არაგონელი ინგლისის მეფე–დედოფლად აკურთხეს.
- 1664 : კოლონია ნიუ–ჯერსი დაარსდა.
- 1692 : დაარსდა კინგსტონი, იამაიკაზე.
- 1793 : საფრანგეთში პირველი რესპუბლიკური კონსტიტუცია მიიღეს.
- 1812 : ნაპოლეონის დიდი არმია მდინარე ნემანს ჰკვეთს და რუსეთის ტერიტორიაზე იჭრება.
- 1821 : ვენესუელამ სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისგან.
- 1859 : სოლფერინოს ბრძოლა – სარდინიამ და საფრანგეთმა დაამარცეს ავტრია სოლფერინოში, ჩრდ. იტალია.
- 1894 : საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვიტა ოლიმპიური თამაშების ყოველ ოთხ წელიწადში ჩატარება.
- 1901 : პაბლო პიკასოს ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიხსნა.
- 1913 : საბერძნეთმა და სერბეთმა გააუქმეს ბულგარეთთან ალიანსი.
- 1932 : სამხედრო გადატრიალებით დასრულდა სიამის მეფის აბსოლუტური ძალაუფლება.
- 1934 : უკრაინის დედაქალაქი ხარკოვიდან კიევში გადაიტანეს.
- 1935 : თბილისში მუშტაიდის ბაღში გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზა.
- 1940 : საფრანგეთსა და იტალიას შორის ზავი დაიდო.
- 1945 : მოსკოვის გამარჯვების პარადი.
- 1948 : ბერლინის ბლოკადა დაიწყო -- სსრ კავშირმა აკრძალა მიმოსვლა დასავლეთსა და აღმოსავლეთ ბერლინს შორის.
- 1951 : ამერიკულმა ტელეარხმა CBS დაიწყო პირველი კომერციული ფერადი ტელეგადაცემები.
- 1963 : ბიბისის ტელესტუდიაში პირველად მოახდინეს საყოფაცხოვრებო ვიდეომაგნიტოფონის დემონსტრაცია.
- 1981 : გაიხსნა ჰამბერის ხიდი იორკშირსა და ლინკოლნშირს შორის, მსოფლიოს ყველაზე გრძელი ერთფრთიანი დაკიდული ხიდი მომდევნო 18 წლის განმავლობაში.
- 1992 : რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა სოჭში ხელს აწერენ „შეთანხმებას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების პრინციპების შესახებ“.
- 1992 : სამხედრო გადატრიალების გზით დამხობილი ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა აიღეს თბილისის სახელმწიფო ტელევიზიის ცენტრი, თუმცა დამარცხდნენ.
- 2004 : ნიუ–იორკში სიკვდილით დასჯა არაკონსტიტუციურად გამოცხადდა.
- 2008 : ნასამ დაადასტურა, რომ ფენიქსის მიერ მარსზე გათხრისას აღმოჩენილი თეთრი ლაქები ყინული იყო.
- 2010 : ჯულია გილარდი ავსტრალიის პირველი პრემიერ-მინისტრი ქალი გახდა.
- 2012 : მოჰამედ მურსი ეგვიპტის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 2012 : გალაპაგოსის კუს ქვესახეობა Chelonoidis nigra abingdoni-ის უკანასკნელი ინდივიდი, „ეული ჯორჯი“ მოკვდა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1851 : ჯაბადარი, ალექსანდრე - ქართველი საზოგადო მოღვაწე
- 1936 : ამაშუკელი, რევაზ - ქართველი პოეტი.
- 1944 : ბეკი, ჯეფ – ინგლისელი გიტარისტი
- 1987 : ლიონელ მესი - არგენტინელი ფეხბურთელი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1908 : კლივლენდი, გროვერ - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. (დ.1837)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ბართლომე მოციქული
- ბარნაბა მოციქული
- წმინდა მოწამენი მარიამ პერღამელი, თეოპემპტი და ოთხნი მის თანა
- ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი „ღირს არს“
- აგრეთვე:
- კანადა : ნიუფაუნდლენდისა და ლაბრადორის აღმოჩენის დღე
- კვებეკი (კანადა) : ეროვნული დღესასწაული
- პერუ : ინდიელთა დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის