ხავიერ პერეს დე კუელიარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხავიერ პერეს დე კუელიარი
ხავიერ პერეს დე კუელიარი
გაეროს გენერალური მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 1982 – 31 დეკემბერი, 1991
წინამორბედი კურტ ვალდჰაიმი
მემკვიდრე ბუტროს ბუტროს-გალი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 ნოემბერი, 2000 – 28 ივლისი, 2001
პრეზიდენტი ვალენტინ პანიაგუა
წინამორბედი ფედერიკო სალასი
მემკვიდრე რობერტო დანიინიო

დაბადებული 19 იანვარი, 1920
ლიმა, პერუ
მეუღლე მარსელა ტემპლე სემინარიო
შვილები 2

ხავიერ პერეს დე კუელიარ ი დე ლა გუერა (ესპ. Javier Pérez de Cuéllar y de la Guerra; დ. 19 იანვარი, 1920; ლიმა, პერუ) — პერუელი დიპლომატი. გაეროს მე-5 გენერალური მდივანი (1982-1991).

=1944 წლიდან დიპლომატიურ სამსახურშია. მუშაობდა პერუს საელჩოებში: საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ბოლივიაში და ბრაზილიაში. 1964 წლიდან პერუს ელჩია შვეიცარიაში, 1969-1971 წწ. ელჩად მუშაობს სსრკ-ში და პოლონეთში, ხოლო 1977-1979 წელს ვენესუელაში. გარდა ამისა, 1971-1982 წლებში ხელმძღვანელობდა პერუს დელეგაციას გაეროში.

1981 წელს 16-ტურიანი ხმის მიცემის შედეგად აირჩიეს გაეროს გენერალურ მდივნად, მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1982 წლის 1 იანვარს. თანამდებობაზე დარჩა ორი ვადით.

1995 წელს მონაწილეობდა პერუს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების დაახლოებით 22 % და დამარცხდა ალბერტო ფუხიმორისთან. 2000-2001 წწ. პერუს პრემიერ-მინისტრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]