დემი მური
ვიკიპედიიდან
დემი მური (ინგლ. Demi Moore; დ. 11 ნოემბერი, 1962) — ამერიკელი კინომსახიობი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დემი მური (დაბადებისას დემეტრია ჯინი) შტატ ნიუ-მექსიკოს ქალაქ როსველში დაიბადა 1962 წლის 11 ნოემბერს. გაიზარდა გაჭირვებულ ოჯახში, დედა და მამინაცვალი ლოთები იყვნენ და საცხოვრებელ ადგილსაც ხშირად იცვლიდნენ. დემიმ 16 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და სამოდელო სააგენტოს მიაკითხა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დემის ახალგაზრდა მეზობელმა ნასტასია კინსკიმ კინოში გადაღება ურჩია.
[რედაქტირება] კინო
ერთ-ერთი პირველი როლი სერიალ „საერთო პროფილის საავადმყოფოში“ შეასრულა (1982-83). ამ ხანებში კოკაინს მიეჩვია. ნარკოტიკული დამოკიდებულებისგან 1985 წელს, ფილმ „წმინდა ელმოს ცეცხლის“ გადაღებისას განიკურნა, რაც რეჟისორ ჯოელ შუმახერის დამსახურებაა.
1990-იანების დამდეგს დემი ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად მიიჩნევა. ის მონაწილეობას იღებს ფილმებში: „მოჩვენება“, „რამდენიმე კარგი ბიჭი“, „სტრიპტიზი“, რაც მას სუპერვარსკვლავის სტატუსს ანიჭებს.
2003 წელს დემი მურს ანტიპრიზი „ოქროს ჟოლო“ მისცეს როგორც ყველაზე ცუდ მსახიობს მეორე ხარისხოვანი როლისთვის, იგივე პრიზები შეხვდა მას 1996 და 1997 წლებში მთავარი როლებისთვისაც.
[რედაქტირება] პირადი ცხოვრება
დემი 18 წლის ასაკში გაჰყვა ცოლად როკ-მუსიკოს ფრედი მურს. 1987 წელს ის მეორედ გათხოვდა მსახიობ ბრიუს უილისზე, 2005 წელს კი კომედიურ მსახიობ ეშთონ ქათჩერზე.
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- 1981 — არჩევნები / Choices — ქორრი
- 1982 — შეყვარებული ახალგაზრდა ექიმები / Young Doctors in Love — ახალი პრაქტიკანტი
- 1982 — პარაზიტი / Parasite — პატრიცია უელსი
- 1984 — რიოს დააბრალეთ / Blame It on Rio — ნიკოლი 'ნიკკი' ჰოლისი
- 1984 — არც თუ პატარა საქმე / No Small Affair — ლაურა ვიქტორი
- 1985 — წმინდა ელმოს ცეცხლი / St. Elmo’s Fire — ჯულზი
- 1986 — უიზდომი / Wisdom — ქერენ საიმოსი
- 1986 — ერთი გიჟური ზაფხული / One Crazy Summer — კასანდრა ელდრიჯი
- 1986 — წუხანდელზე… / About Last Night… — დებბი
- 1988 — მეშვიდე ნიშანი / The Seventh Sign — ები ქუინი
- 1989 — ანგელოზები არ ვართ / We’re No Angels — მოლი
- 1990 — მოჩვენება / Ghost — მოლი ჯენსონი
- 1991 — სულ უსიამოვნებები / Nothing But Trouble — დაიან ლაითსონი
- 1991 — მეყასბის ცოლი / The Butcher’s Wife — მარინა ლემკე
- 1991 — სასიკვდილო ფიქრები / Mortal Thoughts — სინთია ქელოგი
- 1992 — რამდენიმე კარგი ბიჭი / A Few Good Men — ლეიტენანტ-მეთაური ჯოან გალოუეი
- 1993 — უხამსი წინადადება / Indecent Proposal — დაიანა მერფი
- 1994 — გამოაშკარავება / Disclosure — მერედით ჯონსონი
- 1995 — დრო და დრო / Now And Then — სამანთა ალბერთსონი
- 1995 — ალისფერი ასო / The Scarlet Letter — ესთერ ფრინი
- 1996 — ნაფიცი / The Juror — ენნი ლერდი
- 1996 — სტრიპტიზი / Striptease — ერნინ გრანთი
- 1997 — ჯარისკაცი ჯეინი / G. I. Jane — ლეიტენანტი ჯორდან ო’ნილი
- 1997 — ჰარის დაშლისას / Deconstructing Harry — ჰელენი /ჰარის პიროვნება
- 2000 — ორი სიცოცხლე / Passion of Mind — მართა მარი / 'მართი' თალრიჯი
- 2003 — ჩარლის ანგელოზები — 2: მხოლოდ წინ / Charlie’s Angels: Full Throttle — მედისონ ლი
- 2003 — უილი და გრეისი / Will and Grace — სისი
- 2006 — ბობი / Bobby — ვირჯინია
- 2006 — ნახევარშუქი / Half Light — რეიჩელ ქარლსონი
- 2007 — უნაკლოდ / Flawless
- 2007 — მისტერ ბრუქსი / Mr. Brooks — დეტექტივი თრეისი ეთვუდი