ფლეიტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფლეიტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

ფლეიტა (გერმ. Flöte, რუს. Флейта) - სასულე მუსიკალური საკრავი. არსებობს განივი (დაკვრისას უჭირავთ ჰორიზონტალურად) და გასწვრივი ანუ სიგრძივი (იჭერენ ვერტიკალურად) ფლეიტები. გავრცელებულია უძველესი დროიდან, აღსანიშნავია, რომ ფლეიტა ამ დროისთვის უძველესი მუსიკალური საკრავია მსოფლიოში. გერმანიაში აღმოჩნდა 35,000 წლის წინ ძვლისგან გამოთლილი ფლეიტა[1] [2] [3].

ფლეიტის დიაპაზონი.

თანამედრო ფლეიტა განივი ტიპისაა; აქვს ცალი მხრიდან დახურული ცილინდრული ლულა. ლულის ზედა ნაწილი წარმოადგეს საკრავის თავს, შუა ნაწილში განლაგებულია მოძრავი საცობი (წყობის რეგულირებისთვის), ჰაერის ჩასაბერი ხვრელი და ყველა ძირითადი სარქველი; ლულის ქვედა ნაწილში მოთავსებულია 3-4 სარქველი. საკრავი მზადდება სპეციალური ჯიშის ხისგან, ლითონისა და პლასტმასისაგან. დიაპაზონი - მცირე ოქტავის სი, ან პირველი ოქტავის დო - IV ოქტავის დო-მდე. ფლეიტის ნოტები იწერება ვიოლინოს გასაღებში. ფლეიტა საორკესტრო, საანსამბლო და სოლო საკრავია. ნაირსახეობებია: მცირე ფლეიტა (ფლეიტა პიკოლო), ალტის ფლეიტა და ბანის ფლეიტა.

თანამედროვე საორკესტრო ფლეიტა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Pallab Ghosh. “'Oldest musical instrument' found“, ახალი ამბები, სამეცნიერო კორესპონდენცია, BBC, 25 ივნისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 ივნისი 2009. (ინგლ.) 
  2. James Owen. “Bone Flute Is Oldest Instrument, Study Says“, ახალი ამბები, National Geographic, 24 ივნისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 ივნისი 2009. (ინგლ.) 
  3. John Noble WILFORD. “Flutes Offer Clues to Stone-Age Music“, ახალი ამბები, მეცნიერება, The New York Times, 24 ივნისი, 2009. წაკითხვის თარიღი: 30 ივნისი 2009. (ინგლ.) 

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე. სტ. ფლეიტა, ტ. 10; გვ. 343, თბ. 1986.

ინტერი ჩემპიონ დელ მოდნდო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: