20 ივლისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივლისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||
| 2013 | ||||||
20 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 201-ე დღე (ნაკიან წლებში – 202-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 164 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1402 : ანკარას ბრძოლა - თემურლენგი ამარცხებს სულთან ბაიეზიდ I-ის ოსმალეთის იმპერიის ძალებს.
- 1810 : კოლუმბიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ესპანეთისაგან.
- 1871 : ბრიტანეთის კოლუმბია უერთდება კანადის კონფედერაციას.
- 1903 : ფორდ მოტორ კომპანი უშვებს პირველ ავტომანქანას.
- 1916 : პირველი მსოფლიო ომი - სომხეთში რუსეთის ჯარი იღებს გუმისხანეკს.
- 1917 : კორფუს დეკლარაცია - იქმნება იუგოსლავიის სამეფო.
- 1921 : ავიაფოსტის სერვისი იწყება ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოს შორის.
- 1924 : გაზეთი საბჭოთა სპორტი დაარსდა.
- 1929 : საბჭოთა ჯარი ცდილობს მდ. ამურის გადაჭრას მანჯურიაში ბლაგოვეშჩენსკთან საბჭოთა კავშრისა და ჩინეთს შორის წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე.
- 1930 : მაქსიმ ლიტვინოვი ხდება საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა კომისარი.
- 1933 : ლონდონში გაიმართა 500.000-იანი დემონსტრაცია ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.
- 1940 : დანია ერთა ლიგას ტოვებს.
- 1941 : სტალინის გადაწყვეტილებით საშინაო საქმეთა და ეროვნული უშიშროების კომისარიატები გაერთიანდა ენ-კა-ვე-დე-ს სახით, რომლის თავმჯდომარედ ლავრენტი ბერია დაინიშნა.
- 1944 : მეორე მსოფლიო ომი - ჰიტლერი გადაურჩა გერმანიის არმიის გენერალ კლაუს ფონ შტაუფენბერგის მიერ განხორციელებულ მკვლელობის მცდელობას.
- 1945 : აშშ-ის კონგრესი ამტკიცებს ბრეტონ-ვუდსის შეთანხმებას.
- 1949 : ისრაელი და სირია დაზავდნენ. დამთავრდა ცხრამეტთვიანი ომი.
- 1951 : იორდანიის მეფე აბდულა I მოკლეს პარასკევის ლოცვებისას იერუსალიმში.
- 1953 : გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს კენჭისყრით შეიქმნა იუნისეფი.
- 1965 : კოლამბია რეკორდსი უშვებს ბობ დილანის სინგლს "Like a Rolling Stone".
- 1969 : კოსმოსური ხომალდი "აპოლო XI" დაფრინდა მთვარეზე.
- 1974 : თურქეთის ჯარი იჭრება კვიპროსზე საბერძნეთის დიქტატორის მიერ ორგანიზებული სამხედრო გადატრილების შემდეგ.
- 1976 : ვიკინგ 1 წარმატებით ეშვება მარსზე.
- 1992 : ვაცლავ ჰაველი ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტობიდან გადადგა.
- 1992 : სატვირთო თვითმფრინავი ტუ-154 აფრენისას ჩამოვარდა თბილისის აეროპორტში; დაიღუბა 28 ადამიანი.
- 2005 : კანადა მეოთხე ქვეყანა ხდება მსოფლიოში, სადაც ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ლეგალიზება მოხდა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1851: მგალობლიშვილი, სოფრომ — ქართველი მწერალი
- 1894: აფხაიძე, შალვა — ქართველი პოეტი და ლიტერატურათმცოდნე
- 1900: ჰაბერლერი, გოლტფრიდ ფონ — ამერიკელი ეკონომისტი (გ.1995)
- 1919: ჰილარი, ედმუნდ — ახალზელანდიელი მთამსვლელი
- 1938: აბაშიძე, ასლან — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე 1991-2004
- 1947: სანტანა, კარლოს — მექსიკელი გიტარისტი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1031 : რობერტ II (საფრანგეთი) - საფრანგეთის მეფე
- 1815 : იაშვილი, ვლადიმერ მიხეილის ძე - რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.
- 1903 : ლეო XIII - რომის პაპი (დ.1810)
- 1922 : მარკოვი, ანდრეი - რუსი მათემატიკოსი (დ.1856)
- 1937 : მარკონი, გულიელმო - იტალიელი გამომგონებელი (დ.1874)
- 1940 : ანდრონიკაშვილი, იოსებ - ქართველი ინჟინერი და საზოგადო მოღვაწე
- 1944 : ბენდელიანი, ჭიჭიკო - საბჭოთა კავშირის გმირი
- 1945 : ვალერი, პოლ - ფრანგი პოეტი (დ.1871)
- 1966 : ბაჟბეუქ-მელიქიანი, ალექსანდრე - სომეხი ფერმწერი
- 1980 : გუდიაშვილი, ლადო - ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი.
- 1990 : ფარაჯანოვი, სერგო - სომეხი კინორეჟისორი (დ.1924)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- თომა მალეელი
- აკაკი მორჩილი
- წმინდა მოწამენი: პერეგრინე, ლუკიანე, პომპეუსი, ისიხიოსი, პაპიუსი, სატორნინე და გერმანე
- ეპიქტეტე და ასტიონე
- წმინდა ევანგელე
- წმინდა კვირიაკია
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის