The Verve

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
The Verve

ჯგუფი 2008 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა უიგენი, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი ბრიტპოპი
ფსიქოდელიური როკი
ნეო-ფსიქოდელია
სპეის როკი
აქტიური 1990–1995
1997–1999
2007–2009
ლეიბლ(ებ)ი EMI, Hut Records
Virgin Records
Vernon Yard
ყოფილი წევრები რიჩარდ ეშკროფტი
ნიკ მაკ-კეიბი
საიმონ ჯოუნსი
პიტერ სოლსბერი
საიმონ ტონგი
საიტი theverve.co.uk
The Verve ვიკისაწყობში

The Verve (თავდაპირველად ცნობილი, როგორც Verve) — ინგლისური როკ-ჯგუფი, რომელიც 1990 წელს უიგენში, ვოკალისტ რიჩარდ ეშკროფტის, გიტარისტ ნიკ მაკ-კეიბის, საიმონ ჯოუნსის (ბას-გიტარა) და პიტერ სოლსბერის (დასარტყმელი საკრავები) მიერ იქნა ჩამოყალიბებული. ჯგუფის წევრებმა ერთმანეთი უინსტენლის კოლეჯში გაიცნეს. თავდაპირველად ისინი უკრავდნენ ფსიქოდელიურ როკს, რასაც სპეის როკის ელემენტებიც დაემატა. გამოიცა ჯგუფის ორი EP და ორი ალბომი. 1997 წელს მათ ისტორიაში მკვეთრი გარდატეხა მოხდა, ალბომით Urban Hymns და ცნობილი სინგლით „Bitter Sweet Symphony“. თუმცა, კომერციული წარმატების შემდეგ, 1999 წლის აპრილში ჯგუფი დაიშალა (შიდა კონფლიქტების გამო). 2007 წელს შეკრების შემდეგ, 2008 წლის აგვისტოში მან გამოსცა კიდევ ერთი სტუდიური დისკი, Forth და დაიშალა ერთი წლის შემდეგ.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Verve&oldid=3516567“-დან