12 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
12 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 132-ე დღე (ნაკიან წლებში - 133-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 233 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1361 : პოლონეთში უძველესი იაგელონის უნივერსიტეტი დაარსდა კრაკოვში.
- 1551 : სან-მარკოსის ეროვნული უნივერსიტეტი, უძველესი უნივერსიტეტი ამერიკის კონტინენტებზე, დაარსდა ლიმაში (პერუ).
- 1797 : პირველი კოალიცია: ნაპოლეონ I-მა ვენეცია დაიპყრო.
- 1881 : ტუნის საფრანგეთის პროტექტორატი ხდება.
- 1937 : ბრიტანეთის მეფემ ჯორჯ VI-მ და დედოფალმა ელისაბედმა ჯვარი დაიწერეს.
- 1926 : პოლონეთში დამყარდა ი. პილსუდსკის რეჟიმი.
- 1941 : გერმანელმა ინჟინერმა კონრად ცუზემ ბერლინში წარმოადგინა Z3, მსოფლიოს პირველი მოქმედი, პროგრამირებადი, სრულიად ავტომატური კომპიუტერი.
- 1942 : მმო: ხარკოვის მეორე ბრძოლა - დასავლეთ უკრაინაში საბჭოთა არმიამ იერიშით ხარკოვი აიღო, თუმცა გერმანელებმა ისინი ალყაში მოაქციეს და გაანადგურეს.
- 1944 : საბჭოთა ჯარებმა გაიმარჯვეს ყირიმის ოპერაციაში.
- 1949 : ცივი ომი - საბჭოთა კავშირი ხსნის ბერლინის ბლოკადას.
- 1965 : საბჭოთა ხომალდი ლუნა-5 მთვარეზე დაეშვა.
- 1965 : დასავლეთ გერმანია და ისრაელი დიპლომატიურ ურთიერთობებს ამყარებენ.
- 1967 : ინგლისში პინკ ფლოიდი პირველ ქვადროფონულ როკ კონცერტს ატარებს.
- 1997 : ხელი მოეწერა ხასავიურთის სამშვიდობო შეთანხმებას რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის.
- 1999 : ქართველი ალპინისტები ავიდნენ ევერესტზე.
- 2000 : თანამედროვე ხელოვნების გალერეა ტეიტ მოდერნი იხსნება ლონდონში.
- 2002 : აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კუბაზე ჩადის ხუთდღიანი ვიზიტით ფიდელ კასტროსთან, რაც პირველი შემთხვევა იყო კასტროს 1959 წლის რევოლუციის შემდეგ.
- 2008 : მიწისძვრა (რიხტერის შკალით 8.0 მაგნიტუდა) სიჩუანის პროვინციაში, ჩინეთი, რამაც 69,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 2010 : Afriqiyah Airways-ის რეისი 771-ის თვითმფრინავი ტრიპოლიში ჩამოვარდა; შედეგად 101 მგზავრიდან მხოლოდ ერთი მოზარდი გადარჩა.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1803 : ლიბიხი, იუსტუს - გერმანელი ქიმიკოსი.
- 1907 : ჰეპბერნი, კატრინ - ამერიკელი მსახიობი.
- 1933 : ვოზნესენსკი, ანდრეი - რუსი პოეტი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1884 : სმეტანა, ბედრჟიხ - ჩეხი კომპოზიტორი.
- 1894 : ნინოშვილი, ეგნატე - ქართველი მწერალი-რევოლუციონერი.
- 1928 : ხუნდაძე, სილოვან - ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
- 1962: აკიტა უძიაკუ - იაპონელი მწერალი
- 2002 : პერი კომო - ამერიკელი მომღერალი.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- ანდრია პირველწოდებული
- 300 ლაზი მოწამე
- ცხრა კვიზიკელი მოწამე: თეოგნიდი, რუთე, ანტიპატრო, თეოსტიქე, არტემი, მაგნე, თეოდორიტე, თავმასი და ფილიმონი
- მემნონ საკვირველთმოქმედი
- დიოდორე და როდოპიანე
- აგრეთვე:
- მედდების მსოფლიო დღე - დაწესებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის