შერი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შერი
Cher Empire Cinema Cropped.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი შერილინ სარქისიანი
დაიბადა 20 მაისი, 1946
ელ-სენტრო, კალიფორნია, აშშ
წარმოშობის ადგილი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, საცეკვაო,
დისკო, პოპ-როკი,
ფოლკი, რიტმ-ენდ-ბლუზი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი
აქტიური 1963-დან დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Imperial Records (1965-68)
Atco Records (1965-68)
Atlantic Records (1969)
MCA Records (1971-74)
Warner Bros. Records (1975-77)
Casablanca Records (1978-80)
Columbia Records (1982)
Geffen Records (1987-92)
Warner Bros. (UK) (1995-2003)
Warner Bros. (US) (2003-დან დღემდე)
საიტი http://www.cher.com

შერი იგივე შერილინ სარქისიანი (დ. 20 მაისი, 1946) არის ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი. მას მიღებული აქვს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, გრემი, ემი, 3 ოქროს გლობუსი და ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი.

შერი ერთადერთი ქალი მომღერალია რომელსაც ჰქონდა ტოპ ათეულში შემავალი ჰიტი უკანასკნელი ხუთი ათწლეულიდან თითოეულში.

ასევე შერი ცნობილია როგორც მომღერალი, რომელმაც ყველაზე დიდ ასაკში მოახერხა გრემის პრესტიჟული ჯილდოს აღება (53 წლის ასაკში). შერის სახელს უკავშირდება მუსიკალური ხმის ეფექტის ე.წ. ავტო–ტონის (Auto-Tune) დანერგვა, რის შემდეგაც იგი აქტიურად გამოიყენება თანამედროვე პოპ–მომღერლების მიერ. ავტო–ტონს მეორენაირად შერის ეფექტსაც ეძახიან, რადგან დივამ ის პირველად ცნობილ გრემით აღნიშნულ სინგლში "Believe"–ში გამოიყენა.

შერი ასევე მოიხსენიება, როგორც ერთადერთი პოპ–დივა რომელიც მღერის თითქმის ყველა სტილში: Rock n' Roll, Pop, Country, Rock, Metal, Disco Music, R&B.

მხოლოდ შერი და ბარბრა სტრეიზანდი არიან ოსკაროსანი მსახიობები რომელთაც პარალელურად გრემის ჯილდოც აქვთ მიღებული.

სექციების სია

დისკოგრაფია [რედაქტირება]

სტუდიური ალბომები [რედაქტირება]

კრებულები და სხვა ალბომები [რედაქტირება]

ჯილდოები [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]



მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=შერი&oldid=2377203-დან“