Garbage

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Garbage
Garbage სცენაზე 2012 წელს
Garbage სცენაზე 2012 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა ვისკონსინი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული როკი
ელექტრონიკა
აქტიური 1994-2003, 2005, 2007-დღემდე
ლეიბლ(ებ)ი A&E, Warner Bros., Geffen, Mushroom, Almo Sounds
საიტი http://www.garbage.com
წევრები
შირლი მენსონი
დიუკ ერიკსონი
სტივ მარკერი
ბაჩ ვიგი

Garbage (ქართ. ნაგავი) შოტლანდიურ/ამერიკული ჯგუფია, რომელიც მედისონში, უისკონსინი ჩამოყალობდა 1994 წელს. მისი წევრები არიან დიუკ ერიკსონი, შირლი მენსონი, სტივ მარკერი და ბაჩ ვიგი.

Garbage-მა 1995-1996 წლებში ზრდადი წარმატების მქონე სინგლების სერია გამოუშვა, რამაც კულმინაციას ჰიტზე Stupid Girl მიაღწია. სადებიუტო ალბომი, Garbage, მოულოდნელი გარღვევა იყო, 5 მილიონი გაყიდული ასლით და ორმაგი პლატინის სტატუსით დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და ავსტრალიაში. Garbage-მა მომდევნო ალბომზე, Version 2.0, მუშაობას ორი წელი მოანდომა, რომელიც ბრიტანეთში ჩარტების სათავეებში მოექცა და აშშ-ში #13-ზე დაფიქსირდა პიკის დროს. ალბომი ნომინირებული იყო ორ, წლის ალბომის და საუკეთესო როკ ალბომის წოდებაზე გრემის ცერემონიაზე, და მისმა გაყიდვებმა 5 მილიონს გადააჭარბა. 1999 წელს, ჯგუფმა ჯეიმზ ბონდის ფილმისთვის The World Is Not Enough (სამყარო არ არის საკმარისი) თემა შეასრულა. იმავე წელს, მათ ასევე დაწერეს სიმღერა When I Grow Up ადამ სენდლერის ფილმისთვის „დიდი მამიკო“.

ჯგუფი იბრძოდა საწყისი წარმატების შესანარჩუნებლად, მაგრამ 2001 წელს გამოშვებულმა მათმა მესამე ალბომმა, beautifulgarbage, წინამორბედების კომერციული წარმატება ვერ გაიზიარა. 2003 წელს კი ჯგუფი ლამის დაიშალა, თუმცა 2005 წლეს ის ალბომით, Bleed Like Me, დაბრუნდა. ის მათი არსებობის განმავლობაში რეკორდულ #4 ადგილზე მოხვდა ამერიკის ჩარტებში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Garbage-ის დისკოგრაფია.
სტუდიური ალბომები
სხვა ალბომები
ვიდეო

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]


მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Garbage&oldid=2659937“-დან