3 ივლისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | ივლისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||
| 2013 | ||||||
3 ივლისი არის გრიგორიანული კალენდრის 184-ე დღე (ნაკიან წლებში – 185-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 181 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 324 : ადრიანოპოლისის ბრძოლაში კონსტანტინე I ლიცინიუსს ამარცხებს, რომელიც ბიზანტიიდან გაქცევით შველის თავს.
- 987 : ჰუგო კაპეტი საფრანგეთის მეფე ხდება, პირველი კაპეტინგების დინასტიიდან, რომელიც საფრანგეთს მართავდა 1792 წლის საფრანგეთის რევოლუციამდე.
- 1250 : საფრანგეთის მეფე ლუი IX მეშვიდე ჯვაროსნული ლაშქრობისას ეგვიპტეში ბეიბერთა მამლუქების არმიამ შეიპყრო ფარისკურის ბრძოლაში. მას მოგვიანებით თავის გამოსყიდვა მოუხდა.
- 1754 : ფრანგების და ინდიელების ომი: ჯორჯ ვაშინგტონმა ფორტ-ნესესიტი ფრანგებს დაუთმო.
- 1778 : პრუსიამ ავსტრიას ომი გამოუცხადა.
- 1819 : აშშ-ში პირველი შემნახველი ბანკი გაიხსნა.
- 1848 : მონები გაათავისუფლეს დანიის ვესტ-ინდოეთში (ამჟამად აშშ-ის ვირჯინის კუნძულები).
- 1849 : ფრანგები რომში შევიდნენ რომის პაპი პიუს IX-ის დასაბრუნებლად.
- 1852 : აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის მეორე ზარაფხანა დააარსა სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
- 1863 : აშშ-ის სამოქალაქო ომი - დასრულდა გეტისბურგის ბრძოლა.
- 1884 : დოუ ჯონსი აქციათა პირველ ინდექსს აქვეყნებს.
- 1890 : აიდაჰო გახდა აშშ-ს 43-ე შტატი.
- 1898 : ესპანეთის ფლოტი გაანადგურა აშშ-ის ძალებმა სანტიაგოსთან, კუბა, ესპანეთ-ამერიკის ომში.
- 1928 : პირველი ფერადი სატელევიზიო ტრანსლაცია განხორციელდა ლონდონში.
- 1936 : საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა საი (ГАИ).
- 1944 : მმო - საბჭოთა ძალებმა ნაცისტებისგან მინსკი გაათავისუფლეს ოპერაცია ბაგრატიონში.
- 1962 : სრულდება ალჟირის განმანთავისუფლებელი ომი საფრანგეთთან.
- 2004 : ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში გაიხსნა მეტრო.
- 2005 : ესპანეთში დაკანონდა ერთი სქესის წყვილთა ქორწინება.
- 2007 : განამ ახალი ვალუტა - განიური ცედი - შემოიღო.
- 2008 : 59 წლის შემდეგ ჩინეთსა და ტაივანს შორის ჩარტერული რეისები განახლდა.
- 2009 : ალჟირი, ნიგერი და ნიგერია ხელს აწერენ სამთავრობათშორისო შეთანხმებას ტრანს-საჰარის გაზსადენის შესახებ.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 1423 : ლუი XI - საფრანგეთის მეფე (გ.1483)
- 1854 : იანაჩეკი, ლეოშ - ჩეხი კომპოზიტორი (გ.1928)
- 1883 : კაფკა, ფრანც - ავსტრიელი მწერალი (გ.1924)
- 1889 : ბალაბუევი, ანატოლი - ქართველი გეოფიზიკოსი.
- 1910 : ასტვაცატუროვი, არკადი - საბჭოთა ეპოქის მეცნიერი (გ.1975)
- 1962 : კრუზი, ტომ - ამერიკელი მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1908 : ჰარისი, ჯოელ ჩანდლერ - ამერიკელი მწერალი (დ.1848)
- 1918 : მეჰმედ V - ოსმალეთის იმპერიის 35-ე სულთანი (დ.1844)
- 1963 : იოანე XXIII - რომის პაპი (დ.1881)
- 1971 : მორისონი, ჯიმ - ამერიკელი მუსიკოსი (დ.1943)
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- მეთოდე პატარელი
- ინა, პინა და რიმას უხრწნელი ნაწილების გადასვენება ალუშტაში
- არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი
- ლევკი აღმსარებელი
- კალისტე I
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის