Soundgarden

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Soundgarden

ჯგუფის გამოსვლა 2013 წლის თებერვალში. მარცხნიდან მარჯვნივ: კიმ თეიილი, მეტ კამერონი, კრის კორნელი და ბენ შეფერდი.
ბიოგრაფია
წარმოშობა სიეტლი, ვაშინგტონი, აშშ
ჟანრ(ებ)ი ალტერნატიული მეტალი, გრანჟი, ალტერნატიული როკი, მძიმე მეტალი
აქტიური 1984 (1984)–1997, 2010–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Sub Pop, SST, A&M, Interscope, Seven Four, Republic
წევრები კრის კორნელი
კიმ თეიილი
მეტ კამერონი
ბენ შეპერდი
ყოფილი წევრები ჰირო იამამოტო
სკოტ სუნდკუისტი
ჯეისონ ევერმენი
აღსანიშნავი ინსტრუმენტები
soundgardenworld.com
საიტი soundgardenworld.com
Soundgarden ვიკისაწყობში

Soundgarden — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული სიეტლში, ვაშინგტონის შტატში, 1984 წელს, ვოკალისტ და რიტმულ გიტარისტ კრის კორნელის, წამყვან გიტარისტ კიმ თეიილისა და ბასისტ ჰირო იამამოტოს მიერ. მეტ კამერონი ჯგუფის მუდმივი დრამერი 1986 წელს გახდა, ხოლო ბას-გიტარისტი ბენ შეპერდი 1990 წელს სამუდამოდ ჩაენაცვლა იამამოტოს.

Soundgarden იყო ერთ-ერთი მთავარი ჯგუფი, რომელმაც გრანჟის, სიეტლში წარმოშობილი ალტერნატიული როკის სტილის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა. იგი იყო ერთ-ერთი პირველი გრანჟ-ჯგუფი, რომელმაც ლეიბლ Sub Pop-თან კონტრაქტი გააფორმა. Soundgarden აგრეთვე იყო პირველი გრანჟ-ჯგუფი, რომელიც 1988 წელს წამყვან ლეიბლზე, A&M Records გაფორმდა, თუმცა 1990-იან წლებში ჟანრის სხვა ჯგუფებთან (ნირვანა, Alice in Chains და Pearl Jam) ერთად ჟანრის პოპულარიზაციამდე კომერციული წარმატება არ ჰქონია.

Soundgarden-მა უდიდეს წარმატებას მიაღწია 1994 წლის ალბომით Superunknown, რომელიც გამოსვლისთანავე Billboard-ის ჩარტის #1 პოზიციაზე მოხვდა. ამ ალბომიდან გამოცემულმა სინგლებმა „Black Hole Sun“ და „Spoonman“ გრემის ჯილდო მოიპოვეს. 1997 წელს ჯგუფი დაიშალა შიდა დაპირისპირებების გამო, რომლებიც უკავშირდებოდა კოლექტივის შემოქმედებით მომავალს. სხვა პროექტებზე მუშაობის შემდეგ, Soundgarden-ის შემადგენლობა შეიკრიბა 2000 წელს და 2 წლის შემდეგ გამოსცა მეექვსე სტუდიური ალბომი King Animal.[1]

2012 წლისთვის ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს 10.5 მილიონზე მეტი,[2] ხოლო მსოფლიო მასშტაბით — დაახლოებით 22,5 მილიონი ჩანაწერი.[3]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: Soundgarden

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. KIM THAYIL Says New SOUNDGARDEN Album Is Being Mastered. BlabberMouth.net (2012-06-14). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-08-19. ციტირების თარიღი: 2012-06-14.
  2. Gold and Platinum Database Search. RIAA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-26. ციტირების თარიღი: 2007-02-12.
  3. Kaufman, Gil. (September 25, 1998) Ex-Soundgarden Singer Chris Cornell Plows Ahead With Solo Debut. VH1.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-05. ციტირების თარიღი: 2008-01-19.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Soundgarden&oldid=4552222“-დან