U2

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
U2
U2 montage (black and white).jpg
საათის ისრის მიხედვით - ბონო, The Edge, ლარი მალენი, ადამ კლეიტონი
ბიოგრაფია
წარმოშობა დუბლინი, ირლანდია
ჟანრ(ებ)ი როკი, ალტერნატიული როკი, პოსტ-პანკი
აქტიური 1976 – დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Mercury, Interscope, Island
ასოციაციები Passengers
საიტი www.u2.com
წევრები ბონო
The Edge
ადამ კლეიტონი
ლარი მალენი

U2 (წარმოითქმის „იუ–თუ) — როკ–ჯგუფი ირლანდიის დედაქალაქ დუბლინიდან. შეიქმნა 1976 წელს. ჯგუფი შედგება 4 წევრისაგან: ბონო (ვოკალი და გიტარა), The Edge (გიტარა, კლავიშები და ვოკალი), ადამ კლეიტონი (ბას-გიტარა), და ლარი მალენი (დასარტყმელი საკრავები). კოლექტივი ჩამოყალიბდა დუბლინში, 1976 წელს, როდესაც მისი წევრები ჯერ კიდევ გამოუცდელი თინეიჯერები იყვნენ. 4 წლის შემდეგ მათ გააფორმეს კონტრაქტი ლეიბლთან „Island Records და გამოსცეს სინგლი „11 O'Clock Tick Tock. მათ დიდი პოპულარობა მოიპოვეს 1980-იანების შუა წლებში, თუმცა ეს არ აისახებოდა მათი ჩანაწერების გაყიდვებზე, სანამ 1987 წელს არ გამოსცეს სტუდიური ალბომი „The Joshua Tree, რომელმაც ჯგუფი წარმატების ახალ საფეხურზე აიყვანა.

1991 წლის ალბომი Achtung Baby და შემდეგ წელს ჩატარებული ტურნე Zoo TV Tour წარმოადგენდა ჯგუფის მუსიკისა და მისი თემატიკის რადიკალურ ცვლილებას. U2-მ საკუთარ წარმოდგენებს შეურწყა ალტერნატიული როკი და საცეკვაო მუსიკა. ასეთივე ექსპერიმენტალური სტილით ჯგუფი აგრძელებდა მოღვაწეობას 1990-იანებამდე. 2000-ის დამდეგიდან, U2-ს ჟღერადობა უფრო შერბილებულია, თუმცა აქა-იქ, განსაკუთრებით, მეთორმეტე სტუდიურ ალბომზე No Line on the Horizon შეიმჩნევა გიტარის უხეში ჟღერადობით მეტი დაინტერესება.

U2-ს დღეისათვის გამოშვებული აქვს 12 სტუდიური ალბომი და ითვლება კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად. დღემდე გაყიდულია ალბომების 170 მილიონი ასლი. 2006 წლისთვის მათ მიღებული ჰქონდათ 22 გრემის ჯილდო,[1] მეტი ვიდრე ნებისმიერ სხვა ბენდს[2]. ჯგუფი შესულია როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, ხოლო ჟურნალ „როლინგ სტოუნის მიერ გამოქვეყნებულ ყველა დროის 100 საუკეთესო მუსიკოსს შორის U2-მ 22-ე ადგილი დაიკავა[3].

ისტორია[რედაქტირება]

შექმნა და პირველი წლები (1976–1979)[რედაქტირება]

U2 1979 წელს: (მარცხნიდან მარჯვნივ) კლეიტონი, მალენი, ბონო, The Edge

ჯგუფი ჩამოყალიბდა დუბლინში, 1976 წლის 25 სექტემბერს[4]. 14 წლის ლარი მალენმა სკოლის აბრაზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ იგი ეძებდა მუსიკოსებს ბენდისათვის. მალენის სამზარეულოში შერჩევა და რეპეტიცია რამდენიმე ბიჭუნამ გაიარა. ჩამოყალიბებულ შემადგენლობაში შევიდნენ: ბონო (ვოკალი), დეივ ევანსი (The Edge) (გიტარა), The Edge-ის ძმა დიკ ევანსი (გიტარა), ადამ კლეიტონი (ბას გიტარა), აივენ მაკკორნიკი და პიტერ მარტინი (მალენის მეგობრები, რომელიც თავის მხრივ, ევანსის მეგობარიც იყო)[5]. მოგვიანებით ახალმა ჯგუფმა აირჩია სახელი „Feedback, რადგან სწორედ ეს იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი მუსიკალური ტერმინებიდან, რომელიც მათ იცოდნენ[6]. მარტინი არ დაბრუნებულა პირველი რეპეტიციის შემდეგ, მაკკორნიკმა კი დატოვა ჯგუფი რამდენიმე კვირის თავზე. კოლექტივის მუსიკალური მასალა იმ პერიოდში შედგებოდა სხვა მუსიკოსების სიმღერების საკუთარი ვერსიებისგან, რაც მათივე თქმით, მათი საქმე არ იყო (მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით U2-ს და ბონოს სოლო-პროექტებში შეტანილი იყო ბევრი გადამღერება, რომელსაც საკმაოდ მაღალი შეფასებები მიეცა). ორიგინალური სიმღერები, რომელიც დაიწერა იმ დროს, განიცდიდნენ პოსტ-პანკის გავლენას[7].

1977 წლის მარტში ჯგუფმა შეცვალა სახელწოდება და გახდა „The Hype[8]. დიკ ევანსი მათ შორის ყველაზე უფროსი იყო. კოლThe Edge-ის დამთავრებისთანავე მან დატოვა ჯგუფი. დარჩენილი მუსიკოსების ნაწილმა ასევე დატოვა მთლიანი შემადგენლობა. საბოლოოდ, 1978 წლის მარტში ჩამოყალიბდა სწორედ ის კოლექტივი, რომელსაც დღეს ყველა იცნობს. ერთ-ერთი ეკლესიის დარბაზში, სადაც ჯგუფი ასრულებდა ქავერ-სიმღერებს, დიკმა მოულოდნელად დატოვა სცენა. დარჩენილი მუსიკოსები ამ დროს უკვე უკრავდნენ საკუთარ სიმღერებს, როგორიც იყო „U2[9]. სტივ ეივრილმა, პანკ-როკ მუსიკოსმა და კლეიტონის ოჯახის მეგობარმა შესთავაზა ჯგუფს ექვსი ახალი სახელწოდება, საიდანაც შერჩეული იქნა სწორედ „U2 - ამ სახელის მიმართ მათ ყველაზე ნაკლები ანტიპათია ჰქონდათ[10].

დაუჯერებელი იყო. მე შოკში ვიყავი. იმ ასაკის არ ვიყავით, რომ ასეთ წვეულებებზე გავსულიყავით, მაგრამ არ მგონია, რომ ვინმეს ეძინა იმ ღამით. იმ კონკურსში გამარჯვება ბევრ რამეს ამტკიცებდა, მიუხედავად იმისა, რომ მე არც ვიცოდი, რამდენად კარგები ვიყავით ან რა კონკურსი იყო ეს. მაგრამ იმ ეტაპზე გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო მორალისათვის და პროექტში რწმენისათვის.

— The Edge CBS-ის კონკურსში გამარჯვების შესახებ[11]

1978 წელს, წმ. პატრიკის დღეს, მათ გაიმარჯვეს ირლანდიაში გამართულ ტალანტების კონკურსში. პრიზი შეადგენდა 500 გირვანქას და ამ თანხით ჩაწერილი იქნა მათი პირველი დემო-სიმღერა[9] - ეს მოხდა კეისტოუნის სტუდიაში, დუბლინში, იმავე წლის აპრილში[12]. მაისში პოლ მაკ-გინესი, რომელიც ჯგუფს გააცნო გამოცემის „Hot Press ჟურნალისტმა ბილ გრემმა, გახდა მათი მენეჯერი[13]. პირველი დისკი, მხოლოდ ირლანდიაში გამოსული EP „Three, წარდგენილი იქნა 1979 წლის სექტემბერში და იქცა „U2-ს პირველ წარმატებად ჰიტად[14]. 1979 წლის დეკემბერში ჯგუფი გამოვიდა ლონდონში (ეს იყო პირველი კონცერტები ირლანდიის ფარგლებს გარეთ), თუმცა ახალი მსმენელების და კრიტიკოსების ყურადღება ნაკლებად მიიპყრო[15]. 1980 წლის თებერვალში ლეიბლზე CBS გამოვიდა მათი მეორე სინგლი „Another Day - კვლავ მხოლოდ ირლანდიის ფარგლებში[16].

Boy, October და War (1980–1983)[რედაქტირება]

„Island Records-თან კონტრაქტი ჯგუფმა გააფორმა 1980 წლის მარტში და გამოსცა სინგლი „11 O'Clock Tick Tock - მათი პირველი დისკი, გამოსული მსოფლიო მასშტაბით (იმავე წლის მაისი)[17]. ჯგუფის პირველი ალბომი, „Boy, რომლის პროდიუსერი იყო სტივ ლილიუაიტი, გამოვიდა იმავე წლის ოქტომბერში და დადებითი შეფასებაც მიიღო[18]. მიუხედავად იმისა, რომ ბონოს მიერ დაწერილი ყველა ტექსტი არ იყო შეკრული და უფრო იმპროვიზირებულ სახეს ატარებდა, მთავარი თემა იყო სიყმაწვილის ოცნებები და იმედგაცრუებები, რაც ახალგაზრდა აუდიტორიისათვის უფრო აქტუალურ საკითხს წარმოადგენდა[19]. აქ ასევე შედიოდა ჯგუფის პირველი ცნობილი ბრიტანული ჰიტ-სინგლი „I Will Follow.

ალბომის გამოცემას მოჰყვა „U2-ის პირველი ტურნე ევროპის რამდენიმე ქვეყანასა და აშშ-ში[20]. მიუხედავად არც ისე დახვეწილი გამოსვლებისა, სწორედ აქ გამოჩნდა ჯგუფის პოტენციალი. კრიტიკოსების მიერ ბონო იქნა შეფასებული, როგორც „’’ქარიზმატული’’ და „’’ვნებიანი’’ შოუმენი[21].

მეორე ალბომი, „October, გამოვიდა 1981 წელს და შეიცავდა უფრო აშკარა სულიერ თემებს. ალბომის ჩაწერის პერიოდში ბონომ და ეჯმა კონფლიქტების გამო დროებით დატოვეს ჯგუფი და დისკის ჩაწერა შეყოვნდა. ბონომ, ეჯმა და მალენმა დუბლინში ჩამოაყალიბეს ტრიო, რომელიც ქრისტიანულ როკს უკრავდა. მათი ამოცანა მდგომარეობდა ქრისტიანობისა და როკ-მუსიკის კავშირის დადგენაში, რასაც მათი სიმღერების ტექსტებიც ეხებოდა[22]. თავად ალბომს სხვადასხვა სახის შეფასება მიეცა და მისი სიმღერებიც მცირე პერიოდში გადაიცემოდა რადიოეთერში. ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ იგი არც თუ წარმატებით იყიდებოდა, რამაც დაძაბა მათი ურთიერთობა ლეიბლთან და ოთხეული იძულებული იყო, საკუთარ თავზე ემუშავა და შეცდომა გამოესწორებინა[23].

ბონო ნორვეგიაში, ტურნეს War Tour პერიოდი, 1983.

ამ პერიოდის გართულებების შემდეგ 1983 წელს გამოიცა „War[24]. ეს იყო ჩანაწერი, რომელშიც ჯგუფმა „პაციფიზმის ჯვაროსნულ მსვლელობად აქცია[25]. დისკის გულწრფელობამ და გიტარის მკაცრმა ჟღერადობამ, იმ პერიოდის სინთ-პოპის თანხლებით, ჯგუფი სხვა სახით წარმოაჩინა[26]. ალბომში შეტანილ „Sunday Bloody Sunday-ში ბონო საუბრობდა 1972 წლის ირლანდიაში დატრიალებული სისხლიანი კვირის შესახებ და კონტრასტში მოჰყავდა აღდგომის კვირასთან[27]. „როლინგ სტოუნის შეფასებით, სიმღერა იმის მანიშნებელი იყო, რომ ჯგუფს შეუძლია ღრმა და აზრიანი ტექსტების შექმნა. „War-ზე ჯგუფმა ასევე პირველად ითანამშრომლა ფოტოგრაფ ანტონ კორბეინთან, რომელიც დღემდე რჩება მათ მთავარ ფოტოგრაფად და უდიდესი გავლენა მოახდინა მათ იმიჯზე[28]. კომერციულად წარმატებულმა ალბომმა თავი ამოჰყო ბრიტანული ჰიტ-აღლუმის პირველ ადგილზე, ხოლო მისი პირველი სინგლი, „New Year's Day იყო მათი პირველი დიდი ჰიტ-სინგლი ირლანდიის/გაერთიანებული სამეფოს ფარგლებს გარეთ.

ტურნეს War Tour ფარგლებში ჯგუფის ყველა კონცერტზე ბილეთი გაყიდული იყო. ბონო, რომელიც „Sunday Bloody Sunday-ს შესრულებისას თეთრ დროშას აფრიალებდა, იქცა ცნობილ პიროვნებად[29]. ამ ტურნეს დროს ჩაიწერა საკონცერტო დისკი „Under a Blood Red Sky (სახელწოდება მომდინარეობდა სიმღერის „New Year's Day სტრიქონიდან), ისევე როგორც ფილმი „Under a Blood Red Sky: Live at Red Rocks. ორივე მათგანი რეგულარულად გადაიცემოდა რადიო და ტელეეთერში, რამაც გაზარდა „U2-ს მსმენელთა რიცხვი და გაამყარა მისი, როგორც საკონცერტო კოლექტივის იმიჯი[30].

ლეიბლთან „Island Records დადებული კონტრაქტი იწურებოდა 1984 წელს. მათ ორიგინალური ნაბიჯი გადადგეს - მიაღწიეს საავტორო უფლებების მიღებას მათ მიერ გამოცემულ ყველა ჩანაწერზე, ასევე - საავტორო და წინასწარი ჰონორარების გაზრდას[31].

2008 წელს მათი პირველი სამი ალბომის რემასტერინგები გამოიცა დამატებითი დისკების თანხლებით[32].

The Unforgettable Fire და Live Aid (1984–1985)[რედაქტირება]

ჩვენ ვიცოდით, რომ მსოფლიო მზად არის The Who-ს მემკვიდრეები მიიღოს. უბრალოდ უნდა გვეკეთებინა, რასაც ვაკეთებდით და ლედ ზეპელინის შემდეგ უდიდეს ჯგუფად ვიქცეოდით, უეჭველია. მაგრამ რაღაც არ მიდიოდა კარგად. ვგრძნობდით, რომ ნებისმიერ სხვასთან შედარებით მეტი შესაძლებლობები გვქონდა, უნიკალური რამის შეთავაზება შეგვეძლო. საინტერესო იყო, რა მოხდებოდა, როკის სტანდარტული გზიდან რომ გადაგვეხვია. ჩვენ ახალ გრძნობებს ვეძებდით.

ბონო დისკის The Unforgettable Fire ახალი მუსიკალური მიმართულების შესახებ.[33]

The Unforgettable Fire, ჯგუფის ახალი ალბომი, გამოვიდა 1984 წელს. ემბიენტური და აბსტრაქტული განწყობის მატარებელი, იგი იყო ჯგუფის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი მიმართულების შეცვლის მხრივ[34]. მათ ეშინოდათ, რომ „War-ის და მისი ტურნეს შემდეგ მათ აეკიდათ არენის როკ-ჯგუფის იმიჯი. ჯგუფმა მუსიკალური ექსპერიმენტები დაიწყო.[35] ადამ კლეიტონი იხსენებს: ჩვენ ვეძებდით უფრო სერიოზულს, უფრო მხატვრულს’’.[33] The Edge დაინტერესებული იყო ბრაიან ინოუს ემბიენტური და უცნაური ნამუშევრებით. ეს უკანასკნელი, ინჟინერ დენიელ ლანუასთან ერთად, დათანხმდა დისკის პროდიუსერობაზე. Island Records-ის უფროსმა, კრის ბლეკუელმა სცადა ჯგუფის აზრის შეცვლა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ იგი ისედაც მიაღწევს უდიდეს წარმატებას, ხოლო ინოუ მათ მიმართულებას დაასამარებდა ავანგარდულ აბსურდში.[36]

The Unforgettable Fire-ს ჰქონდა მდიდარი და ორკესტრირებული ჟღერადობა. ლანუას დახმარებით, ლარი მალენის დასარტყამებზე დაკვრის ტექნიკა უფრო თავისუფალი, ’’ფანკური’’ და ნაზი გახდა, ხოლო ადამის ბას გიტარა უფრო ამაღლებულად ჟღერდა. რიტმ-სექცია აღარ ირღვეოდა, პირიქით - იგი თავად მიჰყვებოდა სიმღერებს.[37] ამასთან, სიმღერების ტექსტები არაერთგვაროვან ინტერპრეტაციებს იწვევდნენ, რამაც, ჯგუფის თქმით მათ ვიზუალურობა შესძინა.[34] ბონო გადაეშვა ფანტაზიებში, ფილოსოფიასა და პოეზიაში, რამაც შესაძლებლობა მისცა, გაეფართოვებინა სიმღერების შექმნის ფუნქციები, რასაც იგი ყოველთვის ერიდებოდა. ხმისჩამწერი სესიების მკაცრი გრაფიკის გამო, როგორც მოგვიანებით იგი ამბობდა, Bad და Pride (In the Name of Love) დაუსრულებელ მონახაზებად დარჩნენ.[38] Pride (In the Name of Love), რომელიც მარტინ ლუთერ კინგის პიროვნების გავლენით დაიწერა, იყო ალბომის პირველი სინგლი და ჯგუფის ყველაზე წარმატებული სინგლი - აშშ საუკეთესო 40 სინგლის ჩარტში პირველად სწორედ მან შეაბიჯა.[39]

მუსიკალური ნაწყვეტები:

The Unforgettable Fire (1984) - 145 KB

სიმღერის ნაწყვეტი ალბომიდან The Unforgettable Fire (1984). ეს არის ტიპიური ნომერი ამ ალბომიდან, რომელსაც აქვს მდიდარი, სიმფონიური ჟღერადობა. აღსანიშნავია ემბიენტური გიტარა, სახასიათო რიტმი. [40]
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

ტურნეს The Unforgettable Fire Tour კონცერტების დიდი რაოდენობა გაიმართა შიდა მოედნებზე, იმ პერიოდში, როდესაც ჯგუფი ცდილობდა საკუთარი მსმენელის შეძენას.[41] სტუდიაში ჩაწერილი ახალი სიმღერების კომპლექსური სტრუქტურები (მაგალითად, The Unforgettable Fire და Bad) საკონცერტო სივრცეში რთული გადასატანი იყო.[34] გამოსავალი იყო მუსიკალური სეკვენსერების გამოყენება, რასაც ჯგუფი მანამდე ერიდებოდა, მაგრამ ამჯერად ისინი გამოიყენებოდა ყველა ახალი კონცერტის მსვლელობისას.[34] კრიტიკოსებმა ახალი სიმღერები შეაფასეს, როგორც ’’დაუსრულებელი’’, ’’ბუნდოვანი’’ და ’’დაბნეული’’, მაგრამ სასცენო წარდგენის შემდეგ ეს სიმღერები უფრო დადებითად მიიღეს. ’’როლინგ სტოუნი’’, რომელსაც არ მოეწონა Bad-ის სტუდიური ვარიანტი, დადებითად აღწერდა სასცენო გამოსვლას.

U2-ს გამოსვლა კონცერტზე Live Aid, რომელმაც მათი კარიერა შეცვალა

1985 წელს ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა ტელემარათონში Live Aid, რომელიც მიზნად ისახავდა ეთიოპიელი მოსახლეობის დახმარებას. იგი გამოვიდა უემბლის სტადიონზე [42] და ეს გამოსვლა აქცია თავისი კარიერის ერთ-ერთ უდიდეს წარმატებად.[43] სიმღერის Bad შესრულების დროს ბონო გავიდა მსმენელებთან, მოეხვია ერთ-ერთ მათგანს, რათა მსოფლიოში მილიონ ადამიანს დაენახა, რომ მას შეუძლია აუდიენციასთან თავისუფალი კონტაქტი.[44] 1985 წელს ’’როლინგ სტოუნმა’’ U2-ს უწოდა ’’80-იანების ბენდი’’, აღნიშნა რა რომ ’’როკ ენ როლის მსმენელების მზარდი ტალღისათვის U2 იქცა ყველაზე მნიშვნელოვან ჯგუფად, ალბათ ერთადერთ ჯგუფად, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია’’.[45]

The Joshua Tree და Rattle and Hum (1986–1989)[რედაქტირება]

ბობ დილანის და კიტ რიჩარდსის ნაცნობობამ ჯგუფის მუსიკა დააბრუნა მის ფესვებში და ბონომ კიდევ უფრო დიდი ყურადღება გაამახვილა ლირიკაზე.[46] U2-მ დაიწყო ამერიკული ბლუზის, ქანთრის და გოსპელის გაცნობა [47], რამაც მათ მეხუთე ალბომზე საკუთარი თვალი დატოვა. ჯგუფს სურდა The Unforgettable Fire-ის ატმოსფერულობის შენარჩუნება, მაგრამ განსხვავებული მელოდიური სტრუქტურების ჩამოყალიბება. 1986 წელს, ალბომის ჩაწერის სესიები დროებით შეწყდა, როდესაც მათ ჯგუფთან The Police ერთად საკონცერტო ტურნე A Conspiracy of Hope ჩაატარეს. იგი ორგანიზაცია საერთაშორისო ამნისტიის მხარდაჭერით მოეწყო.

შემდეგი სტუდიური დისკი, სახელწოდებით The Joshua Tree გამოიცა 1987 წლის მარტში. ამ დისკში U2-ს ამერიკასთან დაახლოების შედეგი კარგად ჩანდა, მუსიკალური თემებით თუ ვიმსჯელებთ. The Joshua Tree იქცა კოლექტივის სავიზიტო ბარათად, მისი ორი ჰიტით With or Without You და I Still Haven't Found What I'm Looking For. ამ ალბომით ოთხეული გახდა მეოთხე როკ-ჯგუფი, რომელიც ჟურნალის Time გარეკანზე აღმოჩნდა (მანამდე ეს პატივი ერგოთ ჯგუფებს ბითლზი, The Band და The Who.[48] ალბომმა U2 მოისროლა წარმატების ახალ ეტაპზე. ჟურნალმა ’’როლინგ სტოუნი’’ იგი დაასახელა როკ-მუსიკის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად,[49] ხოლო საკონცერტო ტურნე The Joshua Tree Tour იყო რიგით პირველი, რომელზეც U2 უკრავდა როგორც დიდ, ასევე მცირე მოედნებზე.[50]

დოკუმენტური ფილმი Rattle and Hum, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა, შეიცავდა კადრებს საკონცერტო ტურნედან და სხვადასხვა სიმღერას, რომელიც მანამდე არც ერთ ალბომში არ შეტანილა. იგივე ეხება საკონცერტო დისკსაც, რომელშიც გაიბრწყინა დუეტმა ბი ბი კინგთან. ალბომიც და ფილმიც ითვლებოდა ამერიკული მუსიკისადმი პატივსაცემ გამოცემად, მაგრამ, მოყვარულთა პოზიტიური შეფასებების მიუხედავად, ამა თუ იმ გამოცემამ მას დაბალი ქულები დაუწერა.[51] საინტერესოა, რომ ’’როლინგ სტოუნის’’ ერთი რედაქტორი მას შესანიშნავს უწოდება, ხოლო მეორე - გზააცდენილს.[52]. ალბომში შეტანილი ახალი სიმღერების დიდი ნაწილი სრულდებოდა 1989 წელს, ტურნეს Lovetown Tour ფარგლებში, სადაც ავსტრალიური და ევროპული კონცერტებიც შედიოდა. დასასრულს, ბონომ განაცხადა, რომ U2 ეპოქის დასასრულს მიუახლობდა და უბრალოდ ’’უნდა წავიდეს’’.[53]

Achtung Baby, Zoo TV და Zooropa (1990–1993)[რედაქტირება]

1991 წლის ნოემბერში U2-მ გამოსცა მეშვიდე სტუდიური ალბომი, Achtung Baby. მას შემდეგ, რაც Rattle and Hum-ს არაერთგვაროვანი შეფასება მიეცა, ჯგუფმა ყველაზე რადიკალური ცვლილება მოახდინა საკუთარ მუსიკაში, ყველაზე დრამატული დისკის The Unforgettable Fire დროიდან.[54] Achtung Baby-ში საცეკვაო, ინდუსტრიული მუსიკის, ალტერნატიული როკის გავლენა იყო და ჯგუფმა მას უწოდა Joshua Tree-ს ოთხი მამაკაცის მიერ გახლეჩვა’’[55] თემატურად, ეს უფრო პირადული ჩანაწერი იყო - უფრო ბნელი, ვიდრე ადრე. კომერციული და კრიტიკული თვალსაზრისით, იგი იქცა მათ ერთ-ერთ წარმატებულ დისკად, რომელმაც მთავარი როლი ითამაშა ოთხეულის შენარჩუნებაში. გრემი (2004), გვერდი 44</ref> ისევე, როგორც The Joshua Tree, ’’როლინგ სტოუნის’’ მიერ იგი ნახსენებია როკის საუკეთესო ალბომებს შორის.[49]

Achtung Baby-ზე მუშაობა აღმოსავლეთ ბერლინში მიმდინარეობდა. დანიელ ლანუა და ბრაიან ინოუ მისი პროდიუსერები იყვნენ.[56] ბერლინური სესიების დროს ჯგუფში კონფლიქტი წარმოიშვა - მუსიკალური მასალის ხარისხის გამო. ადამი და ლირი ცდილობდნენ, ჯგუფის წინა ნამუშევრების ჟღერადობის შენარჩუნებას, ხოლო ბონი და The Edge - ალტერნიული როკის და ევროპული საცეკვაო მუსიკის ელემენტების დამატებას. ხანგრძლივი პროგრესის, არგუმენტების და დაძაბულობის თანხლებით შეიქმნა სიმღერა One, რომელიც ნამდვილად ჰიმნად იქცა.[57]

მუსიკალური ნაწყვეტები:

The Fly (1991) - 145 კბ

სიმღერის The Fly – ალბომის Achtung Baby (1991) პირველი სინგლის ნაწყვეტი. სიმღერა პრომო-კამპანიისათვის შეარჩიეს ჰიპ-ჰოპის რიტმის, ვოკალის ეფექტებისა და ინდუსტრიული ჟღერადობის გამო - ამ ყველაფრით სიმღერა ნაკლებად ჰგავდა U2-ს ძველ ჰიტ-სინგლებს[58]
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

1992 წელს დაწყებული ტურნე Zoo TV Tour იქცა ნამდვილ კულტურულ მოვლენად - გიგანტური სცენით, დიდი ვიდეოეკრანებით, სატელიტური გადამცემებით, პირდაპირი ჩართვებით სხვადასხვა ტელეეთერიდან, ფარული გზავნილებით და ბონოთი, რომელიც სხვადასხვა პერსონაჟს განასახიერებდა. ამით შოუები კონტრასტში შედიოდა ჯგუფის ყველა წინა ტურნეს წარმოდგენებთან. უნდა აღინიშნოს, რომ კონცეპტუალურად ეს იყო ტელევიზიის სატირა.[59]. გარდა ყველაფრისა, პირდაპირ სცენიდან ურეკავდნენ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას და სხვა ცნობილი პოლიტიკოსების მთელ რიგს. სარაევოსთან განხორციელებულმა პირდაპირმა კავშირმა და ვიდეოეთერმა იქაური ომის კადრებით გამოიწვია სკანდალი.[60]

Zoo TV-ს სცემა, 30 გიგანტური ეკრანით.[61]

ტურნეს მსვლელობისას ადგილი ჰქონდა მცირე პაუზას. ამ პერიოდში გამოვიდა ალბომი Zooropa, რომელშიც კვლავ განიხილებოდა წინა დისკში და Zoo TV-ს კონცეფტუალურ შოუში წამოჭრილი სახითხები. თავდაპირველად დაგეგმილი იყო მისი EP დისკად გამოცემა, მაგრამ ჩაწერისას იგი სრულყოფილ ალბომად იქცა. იგი უფრო შორს იდგა წინა ჩანაწერებისგან, ტექნოს და სხვადასხვა ელექტრონული ეფექტის ინტეგრირებით. გრემი (2004), გვერდი 51</ref> კიდევ ერთი უჩვეულო ნაბიჯი იყო ჯონი კეშის მიწვევა, სიმღერაში The Wanderer მთავარი ვოკალური პარტიის შესასრულებლად.

სიმღერების უმეტესობა წარმოდგენილი იყო 1993 წლის კონცერტებზე, რომლებიც გაგრძელდა ევროპაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში და იაპონიაში.[62]

Passengers, Pop, და ტურნე PopMart (1995–1998)[რედაქტირება]

1995 წელს გამოვიდა ექსპერიმენტული ალბომი Original Soundtracks 1. ბრაიან ინოუმ, წინა ალბომების პროდიუსერმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეტანა მის ჩაწერაში. მას ეკუთვნოდა თითქმის ყველა სიმღერის თანაავტორობა. გამოკვეთილი ექსპერიმენტული ხასიათის გამო ალბომი გამოიცა ფსევდონიმით Passengers. მიუხედავად ამისა, სიმღერამ Miss Sarajevo, ლუჩანო პავაროტის ვოკალით, ბევრი მსმენელის დადებითი შეფასება დაიმსახურა.[63]

საკმარისი არ არის მხოლოდ ტექსტის დაწერა, კარგი იდეა, კარგი მელოდია, ბევრი რამე ერთად გროვდება, მერე კი გაქვს საშუალება, მოაწესრიგო. ეს ალბომი რემიქსების ავტორს უნდა მივცეთ, ანუ დავუბრუნდეთ იმაც, რაც ჩაფიქრებული იყო. 'Mofo', მაგალითად, არის ყველაზე დასამახსოვრებელი რიტმის მქონე, პლასტიკური ჟღერადობით. 'Do You Feel Loved'-ში ბას-პარტიის ფონზე ჟღერს იდუმალი ხმა. 'If God Will Send His Angels' ალბათ უფრო არის Diamonds and pearls.

ბონო ალბომის Pop შესახებ[64]

1997 წლის ალბომზე Pop ჯგუფმა გააგრძელა ექსპერიმენტები ელექტრონულ მუსიკასთან, რიტმის სეკვენსერებთან და სემპლებთან, რამაც დისკს საცეკვაო რიტმი მიანიჭა.გრემი (2004), გვერდი 62–63</ref> მარტში გამოსული ალბომი მოექცა 35 ქვეყნის ჩარტების #1 ადგილზე და, უფრო მეტად დადებითი შეფასებები მიიღო, ვიდრე უარყოფითი.[65]

ჟურნალმა როლინგ სტოუნი, მაგალითად, აღნიშნა, რომ ჯგუფმა გადააბიჯა თავის თავს და შექმნა თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ალბომი.[66] სხვები ამტკიცებდნენ, რომ ეს ალბომი დიდი ჩავარდნა იყო და გაყიდვებითაც შორს იყო U2-ს წინა ალბომებისგან.[67]. თუმცა, თავად ჯგუფიც თვლიდა, რომ ოდნავ იჩქარა ალბომის ჩაწერასთან დაკავშირებით და, როგორც ბონომ აღნიშნა, ეს ალბომი არ ასრულებდა იმ დანიშნულებაც, რომელიც უნდა შეესრულებინა.[68]

ალბომის გამოცემას მოჰყვა ტურნე PopMart, რომელიც გაიხსნა 1997 წლის აპრილში. ისევე, როგორც Zoo TV, იგი წარმოადგენდა კონცეპტუალური ფერადი შოუების მთელ რიგს. სცენაზე განთავსებული იყო დიდი რკალი, რომელიც მაკდონალდსის ლოგოტიპის პაროდიას წარმოადგენდა. აგრეთვე აღსანიშნავია დიდი ვიდეოეკრანი და ლიმონი, რომელიც დისკოს ბურთის როლს ასრულებდა. მაგრამ მსმენელთა ერთ ნაწილს არ მოეწონა ჯგუფის ახალი კიტჩური იმიჯი.[69] მაგრამ ტურნეს კულმინაციას ადგილი ჰქონდა სარაევოში, სადაც U2 იყო პირველი ჯგუფი, რომელიც იქ გამოვიდა კონცერტით, ბოსნიასთან ომის შემდეგ.[70] ლარი მალენის თქმით, ეს იყო ისეთი კონცერტი, რომელსაც იგი მთელი ცხოვრება არ დაივიწყებს. ჯგუფში 20 წელი უნდა გამეტარებინა, რათა ამ მომენტს მოვსწრებოდი და ეს მოხდა, ვფიქრობ, ამდენი მოლოდინი ღირდა. ტურნეს დასრულებიდან ერთი თვის შემდეგ U2 გამოჩნდა სიმპსონების 200ე ეპიზოდში, ტიტანების თრეში, რომელშიც ჰომერ სიმპსონი მოხვდა ჯგუფის კონცერტზე, ტურნეს PopMart ფარგლებში.[71]

„კვლავ მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფი (2000–იანები)[რედაქტირება]

All That You Can't Leave Behind ძალიან მიმზიდველია, სიმღერები ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი, მათში ნახსენებია ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული, სიკვდილი და ახალი დაბადება. ერთი მოსმენით, ეს არის უფრო ლანუა, ვიდრე ინოუ, მაგრამ დისკის ეკუთვნის ჯგუფის, რომელიც დაუბრუნდა Rattle and Hum-ის შექმნის პერიოდს. თუმცა, ამჯერად ისინი არავის იმიტაციას არ ახდენენ ან არავის უძღვნიან სიმღერებს. ამჯერად ეს არის სოულ-მუსიკა.

— კეროლაინ ვან ოსტენ დე ბოინი[35]

ალბომის Pop უმნიშვნელო კომერციული წარმატების გამო ჯგუფმა განაცხადა, რომ იგი დაიბრუნებს მსოფლიოს საუკეთესო ჯგუფის წოდებას.[72]. მათ გადაწყვიტეს 1990-იანების დასაწყისის ჟღერადობას დაბრუნებოდნენ,[73] შემდეგი სტუდიური დისკი, სათაურით All That You Can't Leave Behind გამოიცა 2000 წლის ოქტომბერში. ამ პროექტისათვის ჯგუფთან სამუშაოდ დაბრუნდნენ ბრაიან ინოუ და დანიელ ლანუა. წინა დისკის ექსპერიმენტებით ნაწყენმა ბევრმა მოყვარულმა კვლავ მიაქცია ყურადღება U2-ს.[74] ჟურნალმა როლინგ სტოუნი მას უწოდა რიგით მესამე საუკეთესო ალბომი, The Joshua Tree და Achtung Baby-ს შემდეგ, ხოლო მსოფლიო ჰიტ-სინგლი, Beautiful Day სამი გრემის მფლობელი გახდა, ისევე, როგორც სხვა სინგლები, Walk On, Elevation და Stuck in a Moment You Can't Get Out Of

U2-ს გამოსვლა, 2002 წელი

ტურნესათვის Elevation Tour ჯგუფი კვლავ დაუბრუნდა ჩვეულებრივ დარბაზებს, სტადიონების უგუვებელყოფით. გულის ფორმის სცენამ უფრო მეტად დააინტერესა ჯგუფის კონცერტების ვიზუალური მხარის მოყვარულები. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ალბომის თემებმა უფრო მეტი რეზონანსი გამოიწვიეს. ოქტომბერში ჯგუფმა მოაწყო მთელი რიგი კონცერტებისა ნიუ იორკში. მოგვიანებით ბონომ ახსენა, რომ ეს კონცერტები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ემოციური იყო.

ჯგუფის შემდეგი სტუდიური ალბომი, How to Dismantle an Atomic Bomb გამოვიდა 2004 წლის 22 ნოემბერს. ჟღერადობით, ჯგუფმა გადაწყვიტა ტრადიციულ როკ-მუსიკაზე ორიენტირებული უფრო მძიმე მელოდიების მიღება, ვიდრე ალბომზე All That You Can't Leave Behind. პირველმა სინგლმა, Vertigo, ამას ნათლად გაუსვა ხაზი. იგი ასევე გამოყენებული იქნა iPod-ის რეკლამაში, ჯგუფის სტილში სპეციალურად გამოცემული iPod-ისათვის. იმავე პერიოდში iTunes-ზე გამოვიდა ციფრული კრებული The Complete U2, ჯგუფის სრული დისკოგრაფიით და დამატებითი საკონცერტო ჩანაწერებით.

მუსიკალური ნაწყვეტები:

Vertigo (2004)

Vertigo, გიტარის აგრესიული რიფით იქცა მსოფლიო ჰიტად და ამავე დროს გამოიყენებოდა კომპანიის ეპლი სარეკლამო კამპანიებში.
ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.

How to Dismantle an Atomic Bomb მოხვდა აშშ-ს ჩარტების პირველ ადგილზე, ხოლო მისმა გაყიდვებმა შეადგინეს წინა ალბომის გაყიდვების ორმაგი რაოდენობა, რითაც ჯგუფმა საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესა.[75] ბონოს თქმით, იგი შეიძლება ჩაითვალოს სამიდან ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად ჯგუფის ისტორიაში: მასში არ არის სუსტი სიმღერები. მაგრამ როგორც ალბომი, იგი არ არის უფრო კარგი, ვიდრე თითოეული სიმღერა და ეს ძალიან მაწუხებს. უკვე ტრადიციული გიგანტური სცენის გამოყენებით, ტურნეზე Vertigo Tour გარდა ახალი სიმღერებისა, შესრულდა ბევრი ძველი კომპოზიციაც, ზოგიერთი მათგანი კი არ შესრულებულა 1980-იანი წლების დასაწყისიდან. ისევე, როგორც ტურნე Elevation Tour, კონცერტების ეს სერიაც კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა.[76] ალბომმა და მისმა სინგლებმა მიიღეს გრემის ჯილდოები ყველა ნომინაციაში, რომელზეც წარდგენილები იყვნენ - ანუ რვა ჯილდო. 2005 წელს ბრიუს სპრინგსტინის წარდგენით, ჯგუფი შეყვანილი იქნა როკ ენ როლის დიდების დარბაზში.[77]

2006 წლიდან ჯგუფი კვლავ დაუბრუნდა სტუდიას და დაიწყო ალბომის No Line on the Horizon ჩაწერა.[78] შუალედში, 2008 წლის 23 იანვარს ჯგუფის სამგანზომილებიანი ფილმი-კონცერტი, U2 3D გამოვიდა ამერიკის IMAX ტიპის კინოთეატრებში.

2008 წლის 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფმა გააფორმა კონტრაქტი კომპანიასთან Live Nation, რომელიც 12 წლის განმავლობაში გააკონტროლებს მათ ოფიციალურ ვებ-გვერდს, იქნება მათი სპონსორი და მათთან დაკავშირებული პროდუქციის გავრცელებას უზრუნველყოფს.[79] 2008 წლის 1 დეკემბერს ჯგუფმა გამოსცა სიმღერა I Believe in Father Christmas, რომლის ორიგინალური ვერსიაც გრეიკ ლეიკის არის. სიმღერა ჩაიწერა პარტნიორული კომპანიებისათვის, რომლებიც შედიან გაერთიანებაში Product Red.

2009 წლის 18 იანვარს ჯგუფი გამოვიდა ლინკოლნის მემორიალთან, ვაშინგტონში, კონცერტზე We Are One, რომელიც ბარაკ ობამას ინაუგურაციას ეძღვნებოდა. მათ შეასრულეს 2 სიმღერა - Pride (In the Name of Love) და City of Blinding Lights, რომლებიც მათი აზრით, შეეფერებოდა ახალი პრეზიდენტის იმედს.

No Line on the Horizon და ტურნე U2 360°[რედაქტირება]

ბონო 2009 წლის საკონცერტო ტურნეზე U2 360°. ლაზერული განათებით და ჩამოკიდებული განათებული მიკროფონით იგი ასრულებს სიმღერას „Ultraviolet (Light My Way)“.

ალბომზე No Line on the Horizon ოთხეულმა მუშაობა 2006 წელს სცადა, პროდიუსერ რიკ რუბინის ხელმძღვანელობით. მაგრამ მასალა გადაიდო. ჯგუფმა 2007 წელს ყველაფერი ახლიდან დაიწყო, დანიელ ლანუასა და ბრაიან ინოუს დახმარებით.

No Line on the Horizon დასრულებული იქნა 2008 წლის დეკემბერში. დისკი ოფიციალურად გამოიცა 2 მარტს, თუმცა ინტერნეტ-ქსელში გაჟონა 2-3 კვირით ადრე.[80] ალბომამდე გამოიცა პირველი სინგლი, „Get on Your Boots“ [81] დისკი დახასიათებული იქნა, როგორც წინა ორი ალბომისგან გადადგმული ნაბიჯი.

მოგვიანებით, როლინგ სტოუნის თებერვლის გამოცემაში გამოქვეყნებული იქნა ინფორმაცია ჯგუფის მომავალ საკონცერტო ტურნეზე, რომელშიც ეწერა, რომ ჯგუფის ახალი საკონცერტო ტურნე დაიწყებოდა აშშ-ს შოუებით, 2009 წლის ზაფხულიდან.

ჯგუფის სცენა ტურნეზე U2 360° Tour

ალბომზე მუშაობა დასრულებული იქნა 2008 წლის დეკემბერში. დისკი ოფიციალურად გამოიცა 2009 წლის 27 თებერვალს. ჯგუფის თქმით, ალბომის ჩაწერის შემდეგ დარჩა დამატებითი მასალაც, რომელიც კიდევ ერთ დისკს შეადგენს. პირობითად მას ეწოდება Songs of Ascent. ბონოს თქმით, ეს არის უფრო მედიტაციური ალბომი.[82]

ჯგუფის ტურნე U2 360° დაიწყო 2009 წლის 30 ივნისს და მოიცავს ევროპულ და აშშ სტადიონებს. იგივე ფორმატით იგი გაგრძელდება 2010 წელს.[83] შოუზე წარმოდგენილია 360-გრადუსიანი სცენა. ყველაფერი, რაც მასზე მიმდინარეობს, ჩანს ნებისმიერი წერტილიდან. შესაძლოა ამ სცენასთან ყოველი მხრიდან დგომა.[84] განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფის კონცერტი, რომელიც გაიმართა 2009 წლის 25 ოქტომბერს ქ. პასადენაში (კალიფორნია) - იგი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა სერვისით YouTube.

2009 წლის დეკემბერში ჟურნალმა Q საუკუნის 100 საუკეთესო შემსრულებელს შორის დაასახელა U2.[85] თითქმის იგივე შეფასება U2-მ მიიღო ჟურნალისგან როლინგ სტოუნი - თუმცა უკვე ათწლეულის რვა საუკეთესო შემსრულებლის სიაში დასახელებით.[86] საკონცერტო ტურებიდან შემოსავლის მიხედვით, როლინგ სტოუნზის შემდეგ U2 მოხვდა მეორე ადგილზე.[87]

2010 წლის 25 ივნისს ჯგუფმა გახსნა გლასტონბერის ფესტივალი.[88]

2010 წლის 3 ივნისს გამოიცა ჯგუფის მიერ პასადენაში გამართული შოუს ჩანაწერი DVD დისკზე - U2 360° at the Rose Bowl.[89]

Songs of Innocence და ბოლო დროის აქტიურობა (2012–დღემდე)[რედაქტირება]

2012 წლის ივლისში ლეიბლის Mercury Records განხადებიდან ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ახალი ალბომი გამოიცემა 2013 წელს.[90] Forbes-ის გამოთვლით, ჯგუფმა 2011 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე 78 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა და ყველაზე ანაზღაურებად შემსრულებელთა სიაში მეოთხე ადგილი დაიკავა.[91]

2013 წლის ნოემბერში პოლ მაკ-გინესმა, ჯგუფის მენეჯერმა, დაასრულა U2-სთან თანამშრომლობა, მას შემდეგ, რაც Live Nation გახდა მისი სამენეჯერო ფირმის, Principle Management მფლობელი. მაკ-გინესის შემდეგ ჯგუფის ახალი მენეჯერი გაი ოსირი გახდა.[92] 2013 წლის ბოლოს ჯგუფმა გადადო მუშაობა ახალ ალბომზე და ფილმისთვის მანდელა: ხანგრძლივი გზა თავისუფლებისკენ ჩაწერა სიმღერა „Ordinary Love“.[93][94] ეს სიმღერა, მიძღვნილი ნელსონ მანდელასადმი, გახდა 2014 წლის საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოქროს გლობუსის მფლობელი.[93][95] 2014 წლის 2-3 თებერვლიდან iTunes-ში უფასოდ გახდა ხელმისაწვდომი ახალი სინგლი, „Invisible“, თამამშრომლობა Product Red-თან და ამერიკის ბანკთან.[96][97]

2014 წლის 9 სექტემბერს, მოულოდნელად, ჯგუფის მე-13 ალბომი Songs of Innocence წარდგენილი იქნა Apple Inc.-ის ღონისძიებაზე და იმავე დღეს iTunes-ის მაღაზიაში უფასოდ განთავსდა.[98]

მუსიკალური სტილი[რედაქტირება]

თავისი არსებობის პირველი წლებიდან, ჯგუფმა შექმნა მისთვის დამახასიათებელი და ადვილად ამოცნობადი ჟღერადობა, აგებული მელოდიურ ინსტრუმენტულ პასაჟებსა და ვოკალურ ჰარმონიებზე[99]. ამაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია პროდიუსერ სტივ ლილიუაიტთან თანამშრომლობამ - ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჯგუფს ფართო მსმენელი არ იცნობდა[100]. The Edge-ის გიტარაზე დაკვრის მანერა აღსანიშნავია რიტმული ექოს და ნოტების გახანგრძლივების ეფექტებით[101]. ბონოს ვოკალური იმპროვიზაციები აღსანიშნავია ფალცეტის მანერის გამოყენებით[102], რაც U2-ს მუსიკის განუყრელ ელემენტს შეადგენს. ეს ვოკალი კარგად ერწყმის ჯგუფის ლირიკას, რომელიც ეხება პოლიტიკურ, სოციალურ და პირადულ საკითხებს. ბონო, თავისი ვნებიანი ხმით, ჯგუფის სიმღერებს უქმნის იდეალურ თანხლებას, რაც U2-ს პოპულარობას ერთობ ზრდის.

გარდა ამისა, ჯგუფის ყოველ ალბომთან ერთად, შესრულების მანერა, როგორც ვოკალური, ასევე ინსტრუმენტული, იცვლებოდა. პოსტ-პანკთან ექსპერიმენტების შემდეგ კოლექტივი გადაეშვა როკ-ჰიმნების, ფანკისა და რიტმული სიმღერების სამყაროში[103], რაც წლების განმავლობაში ჟღერადობით უფრო უხეშიც კი ხდებოდა. ალბომიდან The Unforgettable Fire მოყოლებული, პროდიუსერ ბრაიან ინოუსა და დენიელ ლანუას დახმარებით, ყველა სიმღერა გამოირჩეოდა უფრო მრავალფეროვანი და მხოლოდ ამ ორ პიროვნებასთან თანამშრომლობისათვის დამახასიათებელი ჟღერადობით. სიმღერები ალბომებიდან The Joshua Tree და Rattle and Hum საკუთარ თავზე ატარებენ იმ პერიოდის ანაბეჭდს, როდესაც U2 დაინტერესდა ამერიკული მუსიკით. ალბომები Achtung Baby, Zooropa და Pop 90-იანი წლების მუსიკალური მოდის ტენდენციებს ექვემდებარება[104]. სამივე ორიენტირებულია ახალგაზრდა მსმენელებზე და 90-იანი წლების ორ მთავარ მუსიკალურ მიმართულებაზე - ელექტრონულ მუსიკასა და ალტერნატიულ როკზე.

ლირიკა და თემები[რედაქტირება]

ჯგუფის სიმღერებში შეიმჩნევა კომენტარები სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე, რასაც ხშირად თან ახლავს ამ საკითხების ქრისტიანული კუთხიდან განხილვაც. სიმღერები „Sunday Bloody Sunday“ და „Mothers of the Disappeared“ პირდაპირ კავშირშია თავისი დროის ცნობილ მოვლენებთან - არეულობასთან ჩრდილოეთ ირლანდიაში და არგენტინაში პინოჩეტის რეჟიმის მსხვერპლთა ამბებთან.

ბონოს პირადული, ოჯახური თემები აისახა სიმღერებში „Mofo“, „Tomorrow“ და „Kite“. საკუთარი დარდი ბონომ გამოხატა კომპოზიციებში „Yahweh“ და „Peace on Earth“ და „Please“. ძვირფასი ადამიანის დაკარგვის თემები გვხვდება ჯგუფის ალბომში The Joshua Tree. U2-ს სიმღერების ტექსტებზე დიდი გავლენა იქონია მშობლიურ ირლანდიაში გატარებულმა მოზარდობის წლებმა. საკონცერტო ტურნეებზე Zoo TV და PopMart ოთხეული წარმოადგენდა სოციალურ მოვლენათა გაშარჟებას - მედია საშუალებების აგრესიას ადამიანის მისამართით და მათ გამომყენებლობით ხასიათს.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი არ უარყოფს საკუთარი მუსიკის პოლიტიზირებულ ხასიათს, ბევრი თვლის, რომ იგი აპოლიტიკურია, ვინაიდან მათში ბევრი რამ განუსაზღვრელია და ბუნდოვანიც არის. სიმღერებში ხშირად არ არის მითითებული კონკრეტული პიროვნებები, თუმცა რიგ კომპოზიციებში პირიქით ხდება.

გავლენა[რედაქტირება]

ჯგუფის მუსიკაში იგრძნობა The Who-ს, The Clash-ის, ბითლზის, Joy Division-ის გავლენა. ბონოს აღიარებით, მასზე დიდი გავლენა მოახდინა ვენ მორისონის სიმღერებმა.

U2 თავად იქცა გავლენად უამრავი მუსიკოსისათვის. ასეთებია ჯგუფები Snow Patrol, The Fray, Coldplay. ჯგუფისადმი პატივისცემა მისი სიმღერების საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებით გამოხატეს ჯგუფებმა Our Lady Peace, The Chimes, პერლ ჯემი, Dream Theater, სეპულტურა, The Living End, The Upper Room, Funeral for a Friend და The Bravery. მათ გარდა აღსანიშნავია მერი ჯეი ბლაიჯის, ჯო კოკერის, Keane-ის, The Smashing Pumpkins-ის, ჯეიმზ ბლანტის, Pet Shop Boys-ისა და ბევრი სხვა მუსიკოსების მიერ შესრულებული ქავერ-ვერსიებიც.

U2 წლების განმავლობაში თანამშრომლობდა სხვა ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან Green Day, ბობ დილანი, ბრიუს სპრინგსტინი, ლეონარდ კოენი, ბი ბი კინგი, ელვის კოსტელო და R.E.M.. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჯგუფის დუეტი ლუჩანო პავაროტისთან, სიმღერის „Miss Sarajevo“ სახით.

აქტივიზმი[რედაქტირება]

ბონო და ბრაზილიის პრეზიდენტი ლუიზ ინასიო და სილვა

1980-იანი წლებიდან ჯგუფის წევრები, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად, მონაწილეობდნენ ამა თუ იმ მნიშვნელოვან აქციაში, რომელიც ეხებოდა სიღარიბეს თუ სოციალურ უთანასწორობას.

1984 წელს ბონო და ადამ კლეიტონი მონაწილეობდნენ დროებით ჯგუფში Band Aid, რამაც ეთიოპიის ხალხს დიდი რაოდენობის ფულადი დახმარება შესწირა. პროექტის მნიშვნელოვანი წარმატება იყო სინგლის Do They Know It's Christmas? გამოცემა, რომლითაც U2-სა და ბობ გელდოფის თანამშრომლობა დაიწყო. 1985 წლის ივლისში ჯგუფი ასევე გამოვიდა კონცერტზე Live Aid. ამ აქციების შემდეგ ბონომ თავად მოინახულა მოშიმშილე ეთიოპელები და შემდგომში უფრო მეტი აქტიურობით ჩაება მათი დახმარების კამპანიებში. თავის მხრივ, ამ მოვლენამ გავლენა იქონია მის სიმღერებზეც.

1986 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ტურნეში A Conspiracy of Hope, რომელიც მოეწყო ორგანიზაციის Amnesty International დახმარებით. ამავე პერიოდში, ირლანდიაში უმუშევრობისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი Self Aid გაიმართა. ბონოსა და ჯგუფის გამოჩენა მსგავს აქციებზე უკვე ჩვეულ ამბად იქცა. ალბომის The Joshua Tree ერთ-ერთ მთავარ გავლენად იქცა ბონოს მიერ ნიკარაგუისა და სალვადორის მონახულების შემდეგ იქ დანახული ომის შედეგები.

1992 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო გრინპისის მიერ მოწყობილ კონცერტში Stop Sellafield. ბოსნიისა და ჰერცეგოვინას მოვლენებმა გავლენა იქონიეს ლუჩანო პავაროტისთან ერთად სიმღერის Miss Sarajevo ჩაწერაზე. ეს სიმღერა ასევე შესრულდა 1995 წლის სექტემბერში, ორგანიზაციის War child მიერ მოწყობილ კონცერტზე Pavarotti and Friends.[105]

1993 წელს ჯგუფმა გადაწყვიტა სარაევოში კონცერტის ჩატარება. პირობა შესრულებული იქნა 1997 წელს, საკონცერტო ტურნეს PopMart დროს.[106] 1998 წელს ჯგუფი გამოვიდა ბელფასტში, დიდ შერიგებამდე რამდენიმე დღით ადრე. სცენაზე სიმბოლურად გამოვიდა ირლანდიის ორი პოლიტიკური ლიდერი - დევიდ ტრიმბლი და ჯონ ჰიუმი.[107] იმავე წელს, სინგლის Sweetest Thing გაყიდვებიდან შემოსული მთლიანი თანხა გადარიცხული იქნა ჩერნობილის მსხვერპლ ბავშვთა სახელობის პროექტისათვის.

2001 წელს ჯგუფმა ბირმის ლიდერ აუნ სან სუ ჭის სიმღერა Walk On მიუძღვნა.[108] 2003 წლის ბოლოს ბონო და The Edge მონაწილეობდნენ ნელსონ მანდელას მიერ ჩატარებულ კონცერტების სერიაში, რომელიც ეძღვნებოდა სამხრეთ აფრიკაში შიდსთან ბრძოლას. 2005 წელს ჯგუფი ლონდონში გამოვიდა კონცერტზე Live 8. ადამიანთა უფლებების დაცვაში შეტანილი წვლილისათვის ჯგუფის მენეჯერს, პოლ მაკგინესსა და ჯგუფს გადაეცათ Amnesty International-ის მიერ დაწესებული 'სინდისის ელჩის ჯილდო'.

2000 წლიდან ბონო კიდევ უფრო აქტიურად თანამშრომლობდა ბობ გელფოფთან, მუჰამედ ალისთან და სხვებთან. მათ ძალისხმევით მიმდინარეობდა მუშაობა პროგრამაზე, რომლის მიხედვით მესამე მსოფლიოს ქვეყნების საერთაშორიოს ვალები უნდა გაუქმებულიყო. ასევე ჩამოყალიბდა არასამთავრობო ორგანიზაცია DATA, რომლის მიზანიც იყო აფრიკის ქვეყნების სოციალური, პოლიტიკური და ფინანსური მდგომარეობის გამოსწორება. ბონო ასევე ხშირად მოგზაურობდა აფრიკაში, აივ/შიდსის საწინააღმდეგო კამპანიების ფარგლებში.[109]

ბონოს თანამონაწილეობით 2006 წელს ასევე ჩამოყალიბებული იქნა Product Red - ბრენდი, რომლის შემოსავლის ნაწილი ირიცხება შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდში. კამპანიის ONE ფარგლებში ბონო მუშაობა სიღარიბის დაძლევის პროგრამაზე. ამ კამპანიას ასევე შეუერთდა იაჰუც.

2005 წლის ბოლოს The Edge მონაწილეობდა კამპანიაში Music Rising, რომელიც აშშ-ში ქარიშხალების კატრინასა და რიტასგან დაზარალებულ მუსიკოსებს ეხმარებოდა (ორივე ქარიშხალის დროს დაიკარგა ბევრი მუსიკოსის ინსტრუმენტები).[110] 2006 წლის ბოლოს U2 და გრინ დეი წარდგნენ სიმღერის The Saints Are Coming (ჯგუფი The Skids) ქავერ-ვერსიით. სინგლის გაყიდვების შემოსავალი გადარიცხული იქნა Music Rising-ისათვის.[111]

მიუხედავად ყველაფრისა, ჯგუფის წევრების სოციალური აქტიურობა არასოდეს დარჩენილა კრიტიკის გარეშე. სტატიების რამდენიმე ავტორი და აქტივისტი პოლიტიკურად ორიენტირებულ ჟურნალებში აპროტესტებდნენ ბონოს მიერ პოლ ვოლფოვიცის მსგავსი პიროვნებების მხარდაჭერას.[112] პრესა ხშირად ეჭვის თვალით უყურებდა ბონოს მიერ გამართულ კამპანიებს, რადგან მათი აზრით, ასეთი კამპანიები ’პოლიტიკოსებს ამდიდრებს, ხოლო მათ ხალხს აღარიბებს’.[113] პრესაში ასევე ხშირად სპეკულირებდნენ იმ ფაქტით, რომ ჯგუფის წევრები ირლანდიიდან ნიდერლანდებში გადასახლდნენ - მაღალი გადასახადების გამო.[114]

სხვა პროექტები[რედაქტირება]

წლების განმავლობაში ჯგუფის წევრები ასევე სხვა პროექტებში მონაწილეობდნენ - ხოლმე ასეთ პროექტებში თავად ჯგუფის რომელიმე სხვა წევრიც იყო ჩართული. 1985 წელს ბონომ ირლანდიურ ჯგუფ Clannad-თან ერთად ჩაწერა სიმღერა In a Lifetime. ეჯმა თავის მხრივ, 1986 წელს შექმნა მუსიკა ფილმისათვის 'პატიმარი’.[115] ფილმის საუნდტრეკის ჩაწერაში ასევე მონაწილეობდა შინედ ო’კონორი - ეს იყო მისი სადებიუტო ალბომის გამოცემამდე ერთ წლით ადრე.

1989 წელს ბონომ და ეჯმა როი ორბისონის ალბომისთვის Mystery Girl დაწერეს სიმღერა She's A Mystery To Me.[116] 1990 წელს ლარი მალენმა ’იტალია’90’-ს ფარგლებში შექმნა სიმღერა ირლანდიის საფეხბურთო გუნდისათვის, რომელიც თავის მხრივ ირლანდიური ჩარტების სათავეში მოექცა. ეჯთან ერთად 1995 წელს ბონომ დაწერა სიმღერა GoldenEye - იგი შეტანილი იქნა ჯეიმზ ბონდის 1995 წლის ფილმში „ოქროსთვალი“ და შესრულებული იქნა ტინა ტერნერის მიერ.[117].

ადამ კლეიტონმა და ლარი მალენმა 1996 წელს შექმნეს ფილმის ’შეუსრულებელი მისია’ მთავარი თემის რემიქსი.[118] მიკ ჯეგერის 2001 წლის ალბომში Goddess in the Doorway შევიდა სიმღერა Joy, რომელშიც ასევე ჟღერს ბონოს ვოკალი.[119] ლეონარდ კოენისადმი მიძღვნილ 1995 წელს გამოცემულ ალბომში Tower of Song გაიჟღერა ბონოს მიერ ჩაწერილმა ქავერ-ვერსიამ სიმღერაზე Hallelujah. 1998 წელს ბონომ კირკ ფრენკლინთან, კრისტალ ლუისთან, არ კელისთან, მერი ჯეი ბლაიჯთან და სხვა მუსიკოსებთან ერთად ჩაწერა გოსპელის ჟანრის სიმღერა Lean on Me, რომელიც ბილ უიზერსის ამავე ცნობილი ჰიტ-სინგლის ქავერ-ვერსიაა.

მუსიკის გარდა, ჯგუფი ასევე ცნობილია მწერლებთან და კინორეჟისორებთან თანამშრომლობით. ჯგუფის მუსიკალურ ვიდეოში Last Night on Earth გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე გამოჩნდა ამერიკელი მწერალი უილიამ ბეროუზი. მისი ლექსი მადლიერების ლოცვა ჯგუფის ტურნეს Zoo TV მსვლელობისას ჩნდებოდა ვიდეოეკრანებზე. მწერლებიდან ჯგუფთან ასევე თანამშრომლობდნენ უილიამ გიბსონი და ალენ გინზბერგი.[120]

2000 წლის დასაწყისში ჯგუფმა ჩაწერა სამი სიმღერა ფილმისათვის სასტუმრო ’მილიონი დოლარი’. მათ შორის იყო The Ground Beneath Her Feet, რომლის თანაავტორიც არის სალმან რაშდი.[121] ფილმში „ნიუ იორკის ბანდები“ ასევე შეტანილი იქნა U2-ს მიერ სპეციალურად დაწერილი The Hands That Built America.

2007 წელს ბონომ მიიღო მონაწილეობა და შეასრულა კომპოზიციები ბითლზის სიმღერებზე აგებულ ფილმში მსოფლიოს გავლით. ეჯმა შექმნა მთავარი მუსიკალური თემა ანიმაციური სერიალისათვის ბეტმენი (2004-2008).

დისკოგრაფია[რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : U2-ს ჯილდოების სია.
Rolling Stone-მა The Edge და Bono დაასახელა უდიდეს გიტარისტებსა და ვოკალისტებს შორის.

პირველად U2-ს გადაეცა გრემი - ალბომისთვის The Joshua Tree, 1988 წელს[1][122]. კატეგორიები, რომლებშიც მას იგი გადასცეს, სხვადასხვა იყო - საუკეთესო როკ-შესრულება დუეტისა თუ ჯგუფის მიერ, წლის ალბომი, წლის ჩანაწერი, წლის სიმღერა, წლის როკ-ალბომი. ჯგუფმა ალბომისთვის სულ 22 გრემი მიიღო. ბრიტანეთის ხმისჩამწერმა ინდუსტრიამ U2 მთლიანობაში 7 BRIT Awards ჯილდოთი აღნიშნა, აქედან ხუთი გადაეცა საუკეთესო საერთაშორისო ჯგუფის კატეგორიაში. ირლანდიაში U2-ს მიღებული აქვს Meteor Music-ის 14 ჯილდო (მას შემდეგ, რაც ამ დაჯილდოვებას 2001 წელს საფუძველი ჩაეყარა).

ჯგუფის სხვა ჯილდოებს შორის არის ამერიკული მუსიკის ჯილდო, ოთხი VMA , თერთმეტი Q-ს ჯილდო, ორი ჯუნოს ჯილდო, სამი NME-ის ჯილდო და ერთი ოქროს გლობუსი. 2005 წელს U2 შეყვანილი იქნა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[77] 2006 წელს მისმა ოთხივე წევრმა მიიღო ASCAP ჯილდო სიმღერებისათვის I Still Haven't Found What I'm Looking For და Vertigo.[123]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 კილგორი, კიმ. (31 მარტი 2008)U2 კონტრაქტს დებს Live Nation-თან. LiveDaily. წაკითხვის თარიღი: 11 სექტემბერი 2008.
  2. ’’გრემის’’ გამარჯვებულები grammy.com. წაკითხვა - 15 ოქტომბერი 2006.
  3. უკვდავები: პირველი 50-ეული როლინგ სტოუნი (24 მარტი 2004). წაკითხვა - 8 თებერვალი, 2008.
  4. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 27
  5. ჩეტერტონი (2001), გვერდი 130
  6. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 30
  7. U2: ბიოგრაფია: როლინგ სტოუნი. როლინგ სტოუნი.
  8. დე ლა პარა (2003), გვერდი 6
  9. 9.0 9.1 მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 46–48
  10. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 44
  11. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 46–47
  12. უოლი, მიკი, (2005). ბონო. Andre Deutsch Publishers. ISBN 0233001593, გვერდი 45
  13. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 53–56
  14. დე ლა პარა (1994), გვერდი 8
  15. დე ლა პარა (1994), გვერდი 10
  16. სტოუკსი (1996), გვერდი 142; მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 88
  17. სტოუკსი (1996), გვერდი 142
  18. Boy - მიმოხილვა. Hot Press (October 1980).; Boy New Music Express-ის მიმოხილვა. New Music Express (25 ოქტომბერი1980).; Boy Billboard-ის მიმოხილვა. ბილბორდი (30 სექტემბერი1980).; Boy The Washington Post-ის მიმოხილვა. Washington Post (30 სექტემბერი 1980).
  19. ჰენკე, ჯეიმსი. (19 თებერვალი 1981)U2: შემდეგი დიდი მოვლენა. როლინგ სტოუნი.
  20. დე ლა პარა (2003), გვერდები 16,17
  21. U2-ს გავლენიანი ლიდერის ხმა. BBC (23 დეკემბერი 2006).
  22. ფლენეგენი (1995), გვერდი 46–48
  23. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 120
  24. სტოუკსი (1996), გვერდი 36
  25. რეინოლდსი, საიმონი. გაგლიჯე და კვლავ დაიწყე: პოსტპანკი 1978–1984. Penguin, 2005. გვ. 367. ISBN 0-14-303672-6
  26. გრემი (2004), გვერდი 14
  27. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 135.
  28. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 127
  29. ბლოკი, ადამ. (1 მაისი 1989)ბონო საპასუხოდ კბენს. MotherJones.com.
  30. Net Music Countdown: U2. netmusiccountdown.com.
  31. კონელი, კრისტოფერი (14 მარტი 1984). „რწმენა“. როლინგ სტოუნი. 
  32. U2-ს ალბომების რემასტერ-ვერსიების გამოცემა. RTÉ.
  33. 33.0 33.1 მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 147
  34. 34.0 34.1 34.2 34.3 პარა, ჯიმ დე ლა U2 Live: A Concert Documentary, გვერდები 52–55, 1996, Harper Collins Publishers, ISBN 0-7322-6036-1
  35. 35.0 35.1 გრემი (2004), გვერდი 21
  36. (მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 151)
  37. სტოუკსი, ნაიალი (1996). გულში: ისტორია U2-ს ყოველი სიმღერის მიღმა. ავსტრალია: HarperCollinsPublishers, გვ. 50–51. ISBN 0-7322-6036-1. 
  38. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 151
  39. გრემი, (2004), გვერდი 23, 24
  40. სტოუკსი, ნაიალი (1996). გულში: ისტორია U2-ს ყოველი სიმღერის მიღმა. ავსტრალია: HarperCollinsPublishers, გვ. 55. ISBN 0-7322-6036-1. 
  41. დე ლა პარა (1994), გვერდი 62–63
  42. კაუფმანი, გილი (29 ივნისი 2005). Live Aid: თვალის გადავლება კონცერტისათვის, რომელმაც რეალურად შეცვალა მსოფლიო MTV.com. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006.
  43. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 164
  44. დე ლა პარა (2003), გვერდები 72–73
  45. პიკი, სტივი. U2, ერთადერთი ჯგუფი, რომელიც დარჩება 80-იანებში? about.com. წაკითხვა - 31 იანვარი 2007.
  46. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 179
  47. ბონო in მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 169, 177
  48. Rock's Hottest Ticket Time Magazine Archive, April 1987. თარიღი - 20 January 2007.
  49. 49.0 49.1 The RS 500 Greatest Albums of All-Time Rollingstone.com. წაკითხვა - 15 October 2006.
  50. დე ლა პარა (1994), გვერდი 102–103, 111
  51. Rattle and Hum review. Allmusic.com. წაკითხვა - 3 November 2006; Christgau, Robert. Rattle and Hum. robertchristgau.com. წაკითხვა - 3 November 2006.
  52. Gardner, Elysa (1994). U2: The როლინგ სტოუნი Files. New York: როლინგ სტოუნი, გვ. xxiii. ISBN ISBN 0-283-06239-8. 
  53. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 213; One - ისტორია [დოკუმენტური ფილმი].
  54. ფლენეგენი (1995), გვერდი 4–6; გრემი (2004), გვერდი 43
  55. პოლსენი, ჯონი. (20 სექტემბერი 2005)Deep Cuts: U2: Part I. bullz-eye.com.
  56. ფლენეგენი (1995), გვერდი 7
  57. რიჩარდ მერფი (1995), გვერდი 6–11
  58. ფლენეგენი (1995), გვერდი 30; გრემი (2004), გვერდი 49; სტოუკსი, ნაიალი (1996). გულში: ისტორია U2-ს ყოველი სიმღერის მიღმა. ავსტრალია: HarperCollinsPublishers, გვ. 102. ISBN 0-7322-6036-1. 
  59. დე ლა პარა (1994), გვერდები 139–41; ფლენეგენი (1995), გვერდები 12,13, 58–61; სტოუკსი (1996), გვერდები 110–11
  60. დე ლა პარა (2003), გვერდები 153, 166
  61. კოული, ჯენი. U2 - Zoo TV Live From Sydney. MusicOMH.com. OMH Media.
  62. დე ლა პარა (2003), გვერდები 166–72
  63. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 261–62
  64. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 269
  65. U2 საკმარისად ისვენებდა, რათა თავის მუსიკაში ფანკი შეეტანა. NME.; U2-მ იმდენად არ გამოიგონა საკუთარი თავი თავიდან, რამდენადაც ახლებურად აღმოაჩინა იგი. Sunday Times (ბრიტანეთი) (28 თებერვალი 2007).
  66. (მარტი 1997) „როლინგ სტოუნის რეცენზია ალბომზე Pop“. როლინგ სტოუნი (756). 
  67. მიულერი, ენდრიუ. U2-ს Pop-ის ხელახალი განხილვა. andrewmueller.net.; დენტლერი, მეტ. (30 ოქტომბერი 2000)U2 იწერს ალბომს, რომელსაც მსოფლიო ელოდება. The Daily Texan online. ბრაიმაიერი, რას. The Best of 1990–2000 - U2. Christianity Today.
  68. U2 ჩაიწერს Pop-ს. contactmusic.com.
  69. კარტერი, ჯეფი (27 აპრილი 1997). „U2 ცოცხლად“. The Las Vegas Sun. ; ანდერსონი, კაილ (4 ოქტომბერი 2006). U2, Brute? spin.com. თარიღი - 29 დეკემბერი 2006; U2:Pop : მუსიკალური მიმოხილვები Rollingstone.com, 18 დეკემბერი 1997. წაკითხვა - 29 დეკემბერი 2006.
  70. Rock On The Net: U2 rockonthenet.com. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006
  71. U2 და ჰომერი ერთ სცენაზე ’სიმპსონების’ 200-ე ეპიზოდში“, MTV, 14 აგვისტო 1997. 
  72. ტირანჯელი, ჯოშ. (23 თებერვალი 2002)ბონოს მისია. ტაიმი.
  73. მაკ-კორმიკი (2006), გვერდები 289 & 296
  74. ტყავის გამოცვლის დროა Guardian.co.uk (27 ოქტომბერი 2000). თარიღი - 31 ოქტომბერი 2006
  75. Rock On The Net: U2 rockonthenet.com. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006.
  76. ვედელი, რეი (13 დეკემბერი 2005). U2-ს Vertigo წლის საუკეთესო ტურების სათავეშია billboard.com. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006.
  77. 77.0 77.1 U2-ს ვარსკვლავები როკ ენ როლის დარბაზში შედიან bbc.co.uk (15 მარტი 2005). წაკითხვა - 17 იანვარი 2007; ცერემონიის ტრანსკრიპცია u2station.com. წაკითხვა - 17 იანვარი 2007
  78. U2 ახალ ალბომს მარტში გამოუშვებს msn.com
  79. U2 გაერთიანდა Live Nation-თან
  80. U2 set to release new album in March msn.com
  81. U2 to perform new single at Brits. BBC Online (2009-01-12).
  82. ო’ჰეგანი, შონ. (15 თებერვალი 2009)მოგზაურები. The Guardian.;ჰაიატი, ბრაიან. (4 მარტი 2009)U2 საუბრობს ალბომის Horizon გაგრძელებაზე. როლინგ სტოუნი.
  83. ვედელი, რეი. (6 მარტი 2009)U2 ’აკოცებს მომავალს’. ბილბორდი.
  84. პოლ მაკ-გინესის სტატუსი ჯგუფის მსოფლიო ტურნეს შესახებ. Hot Press (4 მარტი 2009).
  85. [1]
  86. "{{{სათაური}}}". 
  87. ათწლეულის მუსიკოსები ტურებზე. Billboard. წაკითხვის თარიღი: 19 დეკემბერი 2009.
  88. კრეპსი, დენიელ. (2009-11-23)U2 გლასტონბერის ფესტივალზე 2010 წელს. როლინგ სტოუნი.
  89. კონცერტი Rose Bowl-ში DVD-ზე. U2-ს ოფიციალური საიტი (2010-03-30).
  90. New U2 Album in 2013, Mercury Records Says. Atu2.com (13 July 2012). წაკითხვის თარიღი: 13 August 2012.
  91. http://www.forbes.com/sites/zackomalleygreenburg/2012/11/28/the-worlds-highest-paid-musicians-2012/?utm_campaign=forbestwittersf&utm_source=twitter&utm_medium=social
  92. Lewis, Randy. (15 November 2013)U2 manager Paul McGuinness turning reins over to Guy Oseary. LATimes.com. Tribune Company. წაკითხვის თარიღი: 18 February 2014.
  93. 93.0 93.1 Espen, Hal. (12 February 2014)U2 Interview: Oscar Hopes, That Unfinished Album, Anxiety About Staying Relevant. The Hollywood Reporter. წაკითხვის თარიღი: 18 February 2014.
  94. ‘Mandela: Long Walk to Freedom’ Trailer Features New U2 Song ‘Ordinary Love’. The Wall Street Journal (17 October 2013). წაკითხვის თარიღი: 18 October 2013.
  95. And Now The Winners! - Official Website Of The Golden Globe Awards. Hfpa.org. წაკითხვის თარიღი: 15 January 2014.
  96. > News > Invisible - Free For (RED). U2.com. წაკითხვის თარიღი: 2014-02-24.
  97. Grow, Kory. (2 February 2014)U2 Offer Free Downloads of New Track 'Invisible' to Help Fight AIDS. RollingStone.com. წაკითხვის თარიღი: 2 February 2014.
  98. Apple & U2 Release “Songs of Innocence” Exclusively for iTunes Store Customers. წაკითხვის თარიღი: 9 September 2014.
  99. Peake, Steve. Top 10 U2 Songs of the '80s. About.com. წაკითხვის თარიღი: 17 August 2010.
  100. Fricke, David (30 December 2004). „U2 Drops Bomb“ (964). 
  101. Gulla (2009), p. 64
  102. Maione, Marylinn. (12 February 2006)Column: off the record..., vol. 6–201. atu2.com. წაკითხვის თარიღი: 17 August 2010.
  103. Considine, J.D. (20 January 1983). „Review: War“ (387). 
  104. Gardner, Elysa (9 January 1992). „Review: Achtung Baby“. Rolling Stone (621). წაკითხვის თარიღი: 26 April 2010. 
  105. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 262
  106. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 277
  107. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 285–86
  108. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 295–96
  109. კეგენი დერინი. CNN: ბონო უჭერს მხარს აფრიკის ეფექტურ დახმარებას CNN.com, 24 მაისი 2002. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006; ბონო და ო’ნილი აფრიკაში: მოგზაურობის შეჯამება CNN.com. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006; ბონოს გადაეცა შირაკის ჯილდო. CNN.com, 21 ივნისი 2002. წაკითხვა - 31 ოქტომბერი 2006.
  110. The Edge (U2) წარადგენს კამპანიას 'Music Rising' modernguitars.com. წაკითხვა - 16 იანვარი 2007
  111. ჰაიატი, ბრაიანი. (25 სექტემბერი 2006)U2 და გრინდეი გაერთიადნენ. როლინგ სტოუნი.
  112. ო’კიფი, დერიკი. (23 მარტი 2005)იმპერია მოქმედებს და თანამშრომლობს იდუმალი გზებით. CounterPunch.
  113. სტოსელი, ჯონი და მაკმენამინი, პატრიკი. (12 მაისი 2006)დასრულდება თუ არა უფრო მეტი საერთაშორისო დახმარებით გლობალური სიღარიბე?.; და ბონოს დახმარება აწუხებს აფრიკას. The Sunday Times (1 იანვარი 2006).
  114. რიჩარდ მერფი, ბონოს არჩევანი http://www.taxresearch.org.uk/Blog/2006/08/20/100/
  115. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 169
  116. მაკ-კორმიკი (2006), გვერდი 211
  117. დე ლა პარა (2003), გვერდი 141
  118. დე ლა პარა (2003), გვერდი 132
  119. ვენერი, იენ ს. (6 დეკემბერი 2001)Goddess In The Doorway - მიმოხილვა. როლინგ სტოუნი.
  120. პანსელა, ანჯელა. U2-ს კავშირები: უილიამ გიბსონი atu2.com. თარიღი - 25 იანვარი 2008; ამერიკელი ოსტატები: ალენ გინზბერგი PBS.com. თარიღი - 25 იანვარი 2008.
  121. სალმან რუშდის სიტყვები U2-ს ტექსტად იქცა CNN.com (22 იანვარი 1999). თარიღი - 25 იანვარი 2008.
  122. შეცდომა ციტირებაში არასწორი ტეგი <ref>; სქოლიოსათვის grammyawards არ არის მითითებული ტექსტი; $2
  123. ჰიუსონი, კლეიტონი, ევანსი, მალენი, U2-ს წევრები. (2006, 2008)2006 წლის საუკეთესო სიმღერა. Blue Mountain Music Ltd.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=U2&oldid=2767208“-დან