მეტალიკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტალიკა
Metallica logo svg.png
მეტალიკის კონცერტი ლონდონში, 2008
მეტალიკის კონცერტი ლონდონში, 2008
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ჟანრ(ებ)ი მძიმე მეტალი
თრეშ მეტალი
მძიმე როკი
სპიდ მეტალი
აქტიური 1981– დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Blackened, Rhino, Universal Music, Vertigo, Warner Bros., Elektra, Megaforce
ასოციაციები ბობ როკი, Megadeth, Echobrain, Spastik Children, Leather Charm, Exodus, Trauma, Flotsam and Jetsam, Voivod, San Francisco Symphony, Black Label Society, ოზი ოსბორნი, Suicidal Tendencies, ლუ რიდი
საიტი ოფიციალური საიტი
წევრები
ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
კირკ ჰემეტი
რობერტ ტრუჰილო
ყოფილი წევრები
ჯეისონ ნიუსტედი
კლიფ ბარტონი
დეივ მასტეინი
რონ მაკგოვნი

მეტალიკა (ინგლ. Metallica წარმოითქმის /mʉˈtælɨkə/ ( მოსმენა)) — ამერიკული მეტალ-ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში, აშშ, ჯეიმზ ჰეტფილდისა (რიტმური გიტარა, ვოკალი) და ლარს ულრიხის (დრამი) მიერ.

მეტალიკის ადრინდელი ჩანაწერები შეიცავდა სწრაფ პარტიებს, ინსტრუმენტალებს, აგრესიულ მუსიკას, რამაც ისინი თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში მოაქცია ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: სლეიერი, Megadeth, ანთრაქსი.[1] 1986 წელს გამოსული ალბომი „Master of Puppets“ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან „მძიმე“ თრეშ მეტალის მიმდინარეობის ალბომად. ნამდვილ კომერციულ წარმატებას ჯგუფმა 1991 წელს ალბომის „Metallica“ გამოშვებისას მიაღწია, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა.[2]

მეტალიკას საერთო ჯამში გამოშვებული აქვს ცხრა სტუდიური ალბომი, სამი ცოცხალი ალბომი, ხუთი EP, ოცდაოთხი მუსიკალური ვიდეო და ორმოცდახუთი სინგლი. ჯგუფმა ცხრაჯერ მიიღო გრემი, ხოლო მათმა ხუთმა ალბომმა ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიკავა, რითაც პირველი ჯგუფი გახდა, რომელმაც ეს მოახერხა. ამ დროისათვის ჯგუფს ჯამში მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.[3]

სექციების სია

ისტორია

ადრინდელი წლები (1981–1983)

მეტალიკა 1981 წელს ლოს-ანჟელესში, კალიფორნია, ჩამოყალიბდა. დრამერმა ლარს ულრიხმა ადგილობრივ გაზეთ The Recycler-ში გააკეთა განცხადება, რომ ეძებდა დანარჩენ მუსიკოსებს მეტალ-ჯგუფის შექმნისთვის. მას ჯეიმზ ჰეტფილდი გამოეხმაურა. თუმცა როგორც მოგვიანებით რონ მაკგოვნიმ განაცხადა ჟურნალისთვის „So What!“ მიცემულ ინტერვიუში, ლარსი და ჯეიმზი ერთმანეთს მათმა საერთო მეგობარმა ჰიუ ტანერმა გააცნო. ადრეულ სტადიაზე ჯგუფს მუდამ პრობლემები ჰქონდა მთავარ გიტარისტთან დაკავშირებით. ცოტა ხნით ჯგუფში უკრავდნენ ლოიდ გრანტი, ბრედ პარკერი და ჯეფ უორნერი (აღსანიშნავია, რომ არც ერთი ზემოთნახსენები გიტარისტი არ ითვლება მეტალიკის წევრად, მათ „სტუმრის“ სტატუსი აქვთ). მეტალიკა ოფიციალურად 1981 წლის ოქტომბერში დაფუძნდა, ულრიხისა და ჰეტფილდის შეხვედრიდან ხუთი თვეში.[4]

ლარსის მეგობარმა რონ ქუინტანამ სთხოვა მას, დახმარებოდა სახელის შერჩევაში მისი ახალი ჟურნალისთვის, რომელიც ამერიკული და ბრიტანული მეტალ-ჯგუფების შესახებ იქნებოდა. რონს უკვე ჰქონდა მოფიქრებული რამდენიმე სახელი: Metallica, Metal Mania და Hesse. ლარსმა ჩათვალა, რომ „მეტალიკა“ შესანიშნავი სახელი იქნებოდა მისი ჯგუფისთვის და რონს არ ურჩია ჟურნალისთვის ასეთი სახელწოდების დარქმევა. ასე ეწოდა ჯგუფს „მეტალიკა“.

1982 წლის დასაწყისში ლარსმა Metal Blade Records-ის დამფუძნებელი ბრაიან სლეიჯელი დაარწმუნა შეეტანა მეტალიკის სიმღერა Hit the Lights ლეიბლის პირველ კრებულში Metal Massacre. ჯგუფმა დემო Power Metal ჩაწერა, რომელშიც მათი პირველი სიმღერა - Hit the Lights შედიოდა. ბას-გიტარაზე უკრავდა და მღეროდა ჯეიმზი, ხოლო გიტარაზე - ლოიდ გრანტი (უფრო გვიანდელ ჩანაწერებში მის ადგილს მასტეინი იკავებს), ასევე The Mechanix, Jump In The Fire და Motorbreath. ულრიხმა კიდევ ერთი განცხადება განათავსა გაზეთში The Recycler მთავარი გიტარისტის ვაკანსიის თაობაზე. მას გამოეხმაურა დეივ მასტეინი, რომელიც იმ დროისათვის ჯგუფ პანიკში უკრავდა. ჰეტფილდი და ულრიხი ისე მოიხიბლნენ დეივის დაკვრით, რომ ჯგუფში მიიწვიეს. ლარსმა და ჯეიმზმა ბასისტად მიიწვიეს რონ მაკგოვნი, რომელიც მანამდე ჯეიმზთან ერთად უკრავდა ჯგუფ ლიზერ ჩარმში. რამდენიმე თვის შემდგომ ჩაწერეს დემო No Life 'til Leather სრული ფორმატით, სადაც შვიდი სიმღერა შედიოდა და რომელმაც მალე მიიქცია ფანების ყურადღება.

ჯგუფის პირველი ცოცხალი კონცერტი შედგა 1982 წლის 14 მარტს კლუბში Radio City, ქ. ანაჰაიმი, კალიფორნია[5]. იმავე წელს, 25 მაისს ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა სკოლაში, სადაც ულრიხი სწავლობდა. ამ დროისათვის ჰეტფილდსა და მასტეინს აღარ მოსწონდათ მაკგოვნის დაკვრა, რადგან ფიქრობდნენ რომ „რონი ახალს არაფერს ქმნიდა, უბრალოდ დინებას მისდევდა“. ბრაიან სლეიჯელმა ურჩია ლარს, წასულიყო სან ფრანცისკოში და მოესმინათ ბასისტ კლიფ ბარტონისთვის, რომელიც ჯგუფ ტრაუმაში უკრავდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის ჯგუფის შოუს ღამის კლუბში Whisky a Go Go დაესწრნენ და იმდენად მოიხიბლნენ მისი შესრულებით, რომ მეტალიკაში გადმოსვლა სთხოვეს. თავიდან კლიფმა უარი თქვა, თუმცა წლის ბოლოსთვის დათანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ მეტალიკა ქალაქ ელ ქერიტოში, სან-ფრანცისკოს მახლობლად, გადავიდოდა. ლარსი და ჯეიმზი კლიფის პირობას დათანხმდნენ. მეტალიკის პირველი გამოსვლა კლიფთან ერთად ღამის კლუბში The Stone შედგა 1983 წლის მარტში. შემდეგში ჯგუფი ხშირად უკრავდა სან-ფრანცისკოს კლუბებში, ხშირად ჯგუფ ექსოდუსთან ერთად. ამავე წელს მეტალიკა გაიმგზავრა ნიუ-იორკში, სადაც ხელშეკრულება ლეიბლთან Megaforce Records გააფორმა. მალე ჯეიმზმა და ლარსმა გადაწყვიტეს, რომ უკვე შეუძლებელი იიყო მასტეინის ატანა მისი აგრესიულობის, ნაკოტიკებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო. შედეგად, 1983 წლის პირველ აპრილს დეივს ჯგუფი დაატოვებინეს და მის ნაცვლად იმავე საღამოს კირკ ჰემეტი მოიწვიეს ჯგუფ ექსოდუსიდან (მოგვიანებით დეივმა საკმაოდ პოპულარული ჯგუფი Megadeth ჩამოაყალიბა). მეტალიკის პირველი შოუ ჰემეტთან ერთად 1983 წლის 16 აპრილს ღამის კლუბში Showplace შედგა, ქ. დოვერში, ნიუ ჯერსი.

ინტერვიუებში მასტეინი მუდმივად გამოხატავდა თავის უარყოფით დამოკიდებულებას ჰემეტისადმი. ის ამბობდა, რომ ჰემეტმა მას სამუშაო წაართვა,[6] რომ ის პოპულარული მასტეინის დაწერილი რიფებისა და სოლოების შესრულების წყალობით გახდა. Megadeth-ის 1985 წლის სადებიუტო ალბომში Killing Is My Business... and Business Is Good! მასტეინმა შეიტანა სიმღერა Mechanix, რომელიც შესულია ასევე მეტალიკას ალბომში Kill 'Em All შეცვლილი სახელით The Four Horsemen. როგორც შემდგომ განაცხადა მასტეინმა, ეს მან იმიტომ გააკეთა, რომ მეტალიკას „დასწეოდა“.[7]

Kill 'Em All და Ride the Lightning (1983–1984)

კლიფი 1985 წელს

1983 წელს მეტალიკა როჩესტერში (ნიუ-იორკი) გაემგზავრა, სადებიუტო ალბომის Metal up Your Ass ჩასაწერად, მაგრამ ჯგუფის ლეიბლსა და დისტრიბუტორებს შორის კონფლიქტის გამო, ალბომს სახელი შეუცვალეს და შედეგად ქვეყანას Kill 'Em All მოევლინა. ალბომის ლეიბლი იყო Megaforce Records აშშ-ში, ხოლო Music for Nations ევროპაში. ალბომმა ბილბორდ 200-ში 120-ე ადგილს მიაღწია 1988 წელს.[2] თუმცა, ფინანსურად არც თუ ისე წარმატებული გამოდგა. სამაგიეროდ ალბომმა ჯგუფს ახალი ფანები შესძინა. ჯგუფმა ალბომის მხარდასაჭერად ტური Kill 'Em All For One ჩაატარა ჯგუფ რავენთან ერთად, რომელიც 27 ივლისიდან 3 სექტემბრამდე გრძელდებოდა. ტურის აპოგეად 13 აგვისტოს ჩიკაგოში ჩატარებული კონცერტი იქცა, რომლის ფრაგმენტების ხილვა შესაძლებელია 1988 წელს გამოშვებულ ვიდეოფილმში Cliff 'Em All. 1984 წლის თებერვალში მეტალიკა მხარს უჭერს ჯგუფ ვენომს ტურნეში Seven Dates of Hell, სადაც ისინი 7000 მაყურებლის წინაშე წარდგნენ.[8]

1984 წლის აგვისტოში მეტალიკამ რიგით მეორე სტუდიური ალბომი Ride the Lightning გამოუშვა. ალბომი ბილბორდ 200-ში 50 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა და მეასე ადგილს მიაღწია.[2] საფრანგეთში ამ ალბომისთვის ყდები შეცდომით მწვანე ფერში დაიბეჭდა, რომელიც უკვე კოლექციონერთა ყურადღების საგანია. კრიტიკოსთა და ფანების მოულოდნელად ალბომი აკუსტიკური გიტარის პარტიით იწყება. მასში შესულია სიმღერები: For Whom the Bell Tolls, Fade to Black, Creeping Death და სხვები. ამათგან უკანასკნელი ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული. სიმღერა Ride the Lightning დაიწერა მას შემდეგ, რაც ჯგუფის წევრები სახალხოდ დაადანაშაულა ტეხასის შტატმა ახალგაზრდების წაქეზებაში უკანონო ქმედებებისკენ, კერძოდ კი ძალადობისკენ. მეტალიკამ დაწერა ეს სიმღერა პროტესტის საპასუხოდ, რითაც მოახდინა იმის დემოსტრირება, რომ ჯალათები თავად ხდებიან მკვლელები, როდესაც ჩადიან ძალადობას მათი მსხვერპლის მიმართ საკუთარი რწმენების გამო. სხვებისგან გამოირჩევა შედარებით ნელი და მელოდიური Fade to Black, რომელმაც აშკარად გამოყო მეტალიკა სხვა თრეშ მეტალ ჯგუფებისაგან. ამ ალბომშია ასევე ინსტრუმენტალი The Call of Ktulu, რომლის ძირითადი ნაწილი, ისევე როგორც Ride the Lightning მასტეინის დაწერილია.[9]

Master of Puppets (1984–1986)

ხმის ჩამწერი ლეიბლის Elektra Records დირექტორი მაიკლ ალაგო და Q-Prime Management-ის თანადამაარსებელი კლიფ ბარნსტეინი მეტალიკის 1984 წლის სექტემბრის კონცერტს დაესწრნენ და ნანახით მოხიბლული დარჩნენ. მათი ძალისხმევის შედეგად, მეტალიკამ კონტრაქტი Elektra Records-თან გააფორმა და Q-Prime Management-ის კლიენტი გახდა.[9] ევროპული ტურნედან დაბრუნებული მეტალიკა მხარს უჭერს ჯგუფებს W.A.S.P. და არმორედ საინტს. 1985 წლის 17 აგვისტოს ფესტივალზე Monsters of Rock ბონ ჯოვისა და რეტთან ერთად ინგლისში, დონინგტონის პარკში, მეტალიკამ უდიდესი შოუ ჩაატარა, სადაც 70 000 მსმენელის წინაშე წარდგა. შემდგომ კალიფორნიაში, კერძოდ ქ. ოკლენდში, ფესტივალზე Day on the Green ჯგუფმა 60 000 მსმენელის წინ დაუკრა.[9]

მესამე სტუდიური ნაშრომი ჯგუფისთვის და პირველი ლეიბლისთვის Elektra Records იყო 1986 წლის მარტში გამოშვებული ალბომი Master of Puppets, რომელიც ჩაიწერა სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია. ალბომმა 72 კვირა დაყო ბილბორდ 200-ში და 29-ე ადგილს მიაღწია.[10] ალბომი ჯგუფის პირველი ნამუშევარი იყო, რომელსაც 1986 წლის 4 ნოემბერს ოქროს, ხოლო 2003 წლის მდგომარეობით ექვსჯერ პლატინის სტატუსი მიენიჭა. ის ჯგუფის იმ მომენტამდე გამოშვებულ ალბომებს შორის ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომი გახდა: მილიონზე მეტი გაიყიდა მარტო აშშ-ში. კრიტიკოსები Master of Puppets-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო თრეშ მეტალ ალბომად მიიჩნევენ. ოზი ოზბორნის აშშ-ის ტურნეს გახსნამაც ჯგუფს ახალი ფანები შემატა.[9] ამ ტურნეს დროს ჰეტფილდმა მაჯა მოიტეხა სკეიტბორდინგისას და ტურნე მხოლოდ როგორც ვოკალისტმა განაგრძო. გიტარაზე მის მაგივრად ტექნიკოსი ჯონ მარშალი უკრავდა.[11] ეს ფაქტი გახდა მიზეზი, რის გამოც მოგვიანებით ტურნეების ორგანიზატორებს კონტრაქტში შეატანინა ცოტა არ იყოს „უცნაური“ მუხლი: ტურნეების დროს სკეიტბორდით გართობის აკრძალვა.

ბარტონის გარდაცვალება და Garage Days Re-Revisited (1986–1987)

კლიფ ბარტონის მემორიალი

1986 წლის 27 სექტემბერს, Damage Inc. ტურნეს დროს ევროპაში ჯგუფის წევრები კარტს თამაშობდნენ, რათა გაერკვიათ, ვინ ვის საძინებელში დაიძინებდა ავტობუსში. კლიფმა მოიგო და არჩია ჰემეტის საწოლში ძილი. სტოკჰოლმისკენ მიმავალ გზაზე დორარპის მახლობლად, შვედეთში, ავტობუსის მძღოლმა მართვაზე კონტროლი დაკარგა, ავტობუსი მოცურდა და რამდენიმეჯერ ამობრუნდა. ჯეიმზმა, ლარსმა და კირკმა უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს, ხოლო კლიფი ფანჯრიდან გადმოვარდა და ავტობუსის ქვეშ მოყვა. უკვე იყო თუ არა კლიფი მკვდარი, გაურკვეველი რჩება. ამწეს, რომელიც ავტობუსს ეწეოდა, ბაგირი გაუწყდა და ავტობუსი მეორედ დაეცა კლიფს. ჯეიმზი იხსენებს:

ვიკიციტატა
„მე ვხედავდი რიგორ იწვა იგი ავტობუსის ქვეშ. მახსოვს, ავტობუსის მძღოლი ცდილობდა გამოეძრო გადასაფარებელი მის ქვეშიდან, რათა დანარჩენებს გამოგვეყენებინა. აქ მე წამოვიძახე: „ხელი არ ახლო, შენი დედაც!“ მე მზად ვიყავი მომეკლა იგი. არ ვიცი ნასვამი იყო თუ არა. ვიცი მხოლოდ, რომ ის საჭესთან იჯდა და კლიფი უკვე აღარ იყო...“

[11]

ბარტონის სიკვდილმა მეტალიკას არსებობა სათუო გახადა. სამმა დარჩენილმა წევრმა გადაწყვიტა, რომ კლიფის სურვილი იქნებოდა მათ გაეგრძელებინათ და, კლიფის ოჯახისაგან დალოცვის მიღების შემდეგ, დაიწყეს კლიფის შემცვლელის ძიება.[12]

დაახლოებით ორმოცმა ბასისტმა მიიღო მონაწილეობა აუდიენციაში, რომელსაც მეტალიკის მომავალი მეოთხე წევრი უნდა გამოევლინა. მათ შორის იყვნენ ჰემეტის ბავშვობის მეგობარი ლეს კლეიპული, ტროი გრეგორი ჯგუფ პრონგიდან და ჯეისონ ნიუსტედი ჯგუფ ფლოტსამ ენდ ჯეტსამიდან. კლეიპული მოეწონა ჯგუფს, მაგრამ მისი დაკვრის სტილი არ ჯდებოდა მეტალიკის სტილში. შემდგომ, მეტალიკისადმი მიძღვნილ Behind the Music სერიაში, ჯეიმსი განმარტავს, რომ კლეიპული იყო „მეტისმეტად კარგი“ მეტალიკისთვის. საბოლოო ანგარიშით, ჯეიმზმა, ლარსმა და ჰემეტმა გადაწყვიტეს, რომ ჯეისონ ნუსტედს უნდა შეეცვალა ბარტონი. ნიუსტედი ჯგუფის შემადგენლობაში ოფიციალურად 1986 წლის 28 ოქტომბერს შევიდა - კლიფის დაკრძალვიდან სამი კვირის შემდეგ. ჯეისონის პირველი გამოსვლა ჯგუფთან ერთად შედგა კლუბში Country Club, ქ. რესედა, კალიფორნია.[12]

1987 წელს მეტალიკა ევროპაში ბრუნდება ტურნეს გასაგრძელებლად. მარტში ჯეიმზმა უკვე მეორედ მოიტეხა მაჯა სკეიტბორდინგისას. შედეგად, რიტმურ გიტარაზე დაკვრა ისევ მარშალს ანდეს, მაგრამ ამ დაზიანებამ ჯგუფი აიძულა, შაბათი საღამოს ცოცხალი წარმოდგენა ჩაეშალა. ტურნეს შემდეგ ჯგუფმა მოაწყო მუსიკალური სტუდია ლარსის ავტოფარეხში და ჩაწერა სხვა ჯგუფების რამდენიმე სიმღერის ქავერ ვერსია. ივლისში გამოსცა ახალი ალბომი The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited, რომელშიც შესულია ეს სიმღერები. ალბომის ჩაწერისას ჯგუფმა გამოცადა ახალი სტუდია და შეაფასა ნიუსტედის ტალანტი. ამავე წელს გამოცემულ იქნა ფილმი Cliff 'Em All, სადაც აღწერილია კლიფის გატარებული სამი წელი მეტალიკაში. ფილმში შესულია კლიფის სოლოები ბასსზე, სახლში გადაღებული ვიდეოები და სურათები.[13]

...And Justice for All (1988–1990)

მეტალიკა ალბომის მხარდამჭერ ტურნეზე

1988 წლის სექტემბერში გამოვიდა მეტალიკის რიგით მეოთხე, კლიფის გარდაცვალებიდან პირველი სტუდიური ალბომი …And Justice for All. ალბომს დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. მიაღწია მეექვსე ადგილს ბილბორდ 200-ში. ეს იყო ჯგუფის პირველი ალბომი, რომელიც საუკეთესო ათეულში მოხვდა.[10] ალბომს მიანიჭეს პლატინის სტატუსი გამოსვლიდან ცხრა კვირის შემდეგ.[14]

ალბომში ნიუსტედის ბას პარტიები თითქმის არ ისმოდა, მისი მუსიკალური იდეები იგნორირებული იქნა (თუმცაღა, წვლილი მიუძღვის ალბომის პირველი სიმღერის Blackened დაწერაში)[15]. ბევრმა ფანმა ჩათვალა, რომ ეს სპეციალურად იყო გაკეთებული, როგორც რეაქცია კლიფის სიკვდილის შემდეგ, ან როგორც ნიუსტედის დაცინვა. უფრო სარწმუნოა ვერსიები, რომლებიც ჰეტფილდმა და ულრიხმა დაასახელეს შემდგომ ინტერვიუებში: ჰეტფილდმა აღნიშნა, რომ ჯეისონი ხშირად არ ესწრებოდა შეკრებებს, რის გამოც იგი ამ პროცესზე ვერ იმოქმედებდა; ლარსმა კი შენიშნა, რომ ნიუსტედის ბას-გიტარა იმეორებდა ჰეტფილდის რიტმ-გიტარის პარტიას.

მიუხედავად იმისა, რომ ალბომი ფანებმა და პრესამ აღფრთოვანებით მიიღო, გაკრიტიკებული იქნა ალბომის პროდიუსირება. ულრიხის დრამები ისმოდა ძალიან ყრუდ და გიტარები სუსტად. ალბომის მხარდსაჭერად მეტალიკამ ჩაატარა მსოფლიო ტურნე Damaged Justice.[16] მარტო აშშ-ში ჯგუფმა ჩაატარა 120 კონცერტი სტადიონებზე. გამოუშვეს ოთხი სინგლი, მათ შორის: Harvester Of Sorrow და One.

კრიტიკის მიუხედავად, მეტალიკის პირველი ალბომი, რომელიც გრემის დაჯილდოების ნომინაციაზე იქნა წარდგენილი, იყო ...And Justice for All, კატეგორიაში „საუკეთესო ვოკალური ან ინსტუმენტული მძიმე როკ/მეტალ შესრულება“. მეტალიკა მიიჩნეოდა ფავორიტად ამ კატეგორიაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად გრემი მიიღო ჯგუფ ჯეთრო ტალის ალბომმა Crest of a Knave.[17] ამან დიდი აურზაური და მითქმა-მოთქმა გამოიწვია ფანებსა და პრესაში. გამარჯვებული ჯგუფი, რომელსაც ბევრი არც კი თვლიდა მძიმე როკ/მეტალ ჯგუფად, ცერემონიას არ დასწრებია, რადგან მათმა პროდიუსერმა ურჩია არ დასწებულიყვნენ, იმდენად ეჯერა მეტალიკას გამარჯვება.[17] სამი წლის შემდეგ ამავე ცერემონიაზე, როდესაც ჯგუფს გადასცეს გრემი სიმღერისთვის Enter Sandman, ლარსმა ირონიულად მადლობაც გადაუხადა ჯეთრო ტალს:

ვიკიციტატა
„ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჯეთრო ტალს, რომ ამ წელს არ გამოუშვა ალბომი.“

ეს ჯილდო ჟურნალ Entertainment Weekly-ის მიერ შეტანილი იქნა სიაში „გრემის ათი ყველაზე დიდი დარღვევა“.[18]

ალბომის გამოშვების შემდეგ, მეტალიკამ გადაიღო თავისი სადებიუტო მუსიკალური ვიდეო სიმღერაზე One. ჯგუფმა კლიპი გადაიღო მიტოვებულ საწყობში და დაადო მომენტები ფილმიდან Johnny Got His Gun. სალიცენზიო გარიგების ნაცვლად, მეტალიკამ სრულად შეიძინა საავტორო უფლებები აღნიშნულ ფილმზე. შედეგად ფილმის DVD ვერსია არ გამოსულა, მაზე შთაბეჭდილება ფართო აუდიტორიას მხოლოდ მეტალიკის გარემიქსებული ვერსიიდან ექმნება. 1999 წელს მუსიკალური ვიდეო One დასახელებული იქნა 38 ადგილზე MTV-ის ჩარტში „ყველა დროის 100 საუკეთესო ვიდეო“.[19]

Metallica (1990–1993)

მომდევნო ალბომის ჩასაწერად 1990 წლის ოქტომბერში მეტალიკა მივიდა სტუდიაში One on One ჩრდილოეთ ჰოლივუდში. პროდიუსერად დაიქირავეს ბობ როკი. ალბომი Metallica, რომელიც ასევე ცნობილია შავი ალბომის სახელითაც, სამჯერ ჩაიწერა. ალბომის მიმართულებასა და ჟღერადობაზე ბობ როკსა და ჯგუფის წევრებს შორის გამუდმებული დავის გამო ჩაწერის პროცესი წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა და ჩაწერის ღირებულებამ ერთ მილიონ დოლარს მიაღწია.[20] ალბომმა მოხსნა წინა ალბომების ყველა რეკორდი და პირველ ადგილს მიაღწია ბილბორდ 200-ში, პირველივე კვირას 650 000 ეგზემპლარი გაიყიდა.[21] სინგლი ამ ალბომიდან Enter Sandman გახდა საერთაშორისო ჰიტი საუკეთესო საკონცერტო ნომერი Sad but True, Nothing Else Matters და Wherever I May Roam-თან ერთად. 15-ჯერ მიენიჭა ალბომს პლატინის სტატუსი აშშ-ში, რაც ალბომს აქცევს ქვეყნის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომებში ოცდამეექვსეეს.[22] ალბომის ჩაწერის პროცესი და შემდგომი ტურნეები ასახულია დოკუმენტურ ფილმში A Year and a Half in the Life of Metallica.

1991 წლის აგვისტოდან 1993 წლის ივლისამდე ჯგუფმა ჩაატარა 300-ზე მეტი კონცერტი. 1991 წლის სექტემბერში ჯგუფი გამოდიოდა სცენაზე მოსკოვში ისეთი ჯგუფების გვერდით, როგორებიცაა: AC/DC, პანტერა და სხვები. მსოფლიო ტურნეს შემდგომ მეტალიკამ მოიწყო არდადეგები ერთი წლით.

1992 წლის 8 აგვისტოს Guns N' Roses-ისთან ერთად ტურნეს დროს ჰეტფილდმა მიიღო მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები სახეზე, მხარზე, ხელებზე და ფეხებზე პიროტექნიკის ეფექტების გამო Fade to Black-ის შესრულებისას. შედეგად მას დაკვრა გიტარაზე აღარ შეეძლო და როგორც გიტარისტი, კვლავ ჯონ მარშალმა შეცვალა იგი, რომელიც ახლა უკვე უკრავდა ჯგუფ მეტალ ჩარჩში. 1993 წელს ჯგუფმა გამოუშვა პირველი ცოცხალი ალბომი სახელწოდებით Live Shit: Binge & Purge.[23]

Load, ReLoad, Garage Inc., და S&M (1994–1999)

ჯეიმზი Garage Inc. ალბომის გამოსვლის დროს.

მას შემდეგ, რაც მეტალიკამ სამი წელი გატარა შავი ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში, დაუბრუნდა სტუდიას, რათა ჩაეწერა მეექვსე სტუდიური ალბომი. დაახლოებით ერთი წელი გაატარა მეტალიკამ ახალი ალბომის ჩაწერაში, შედეგად 1996 წელს გამოშვებული იქნა ალბომი Load, რომელიც ბილბორდ 200-ში და ARIA ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.[2] ეს იყო ჯგუფის მეორე ალბომი, რომელმაც ეს შეძლო. ალბომმა დაადასტურა ცვლილებები ჯგუფის მუსიკალურ მიმართულებაში. ამ პერიოდშივე ჯგუფის წევრებმა თმები დაიმოკლეს. ჯგუფმა ჩაატარა მორიგი ტურნე Poor Touring Me ახალი ალბომის მხარდასაჭერად. 1996 წლის ზაფხულში მეტალიკამ გახსნა ალტერნატიული როკ მუსიკის ფესტივალი Lollapalooza.[24][25]

Load-ზე მუშაობისას აღმოჩნდა, რომ ჯგუფს საკმარისი მასალა ჰქონდა მეორე ალბომის გამოსაშვებადაც. გადაწყდა, ნახევარი სიმღერების გამოეშვათ ალბომად, ხოლო დანარჩენ ნახევარზე გაეგრძელებინათ მუშაობა და გამოეშვათ მეორე ალბომი მომდევნო წელს. შედეგად, 1997 წელს გამოშვებული იქნა ალბომი ReLoad, რომელმაც ბილბორდ 200-ში პირველი ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო კანადაში ჩარტში Top Canadian Album - მეორე.[2] ალბომის მხარდასაჭერად მეტალიკამ ჩაატარა შოუ NBC's Saturday Night Live 1997 წლის დეკემბერში, სადაც შეასრულა სიმღერები Fuel და The Memory Remains დუეტში მერიენ ფეითფულთან.[26] მომდევნო წელს ჯგუფი მართავს ტურნეს სახელწოდებით Poor Re-Touring Me.

1998 წელს მეტალიკამ გამოუშვა ალბომი Garage Inc. ორ დისკად. პირველში შესულია სხვადასხვა შემსრულებლების სიმღერების ქავერები. მეორე დისკი მოიცავს 1987 წელს ჩაწერილ ალბომს The $5.98 E.P.: Garage Days Re-Revisited და დამატებული აქვს ზოგიერთი ახალი ქავერი. ალბომმა მეორე ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში.[26][27] წლის ბოლოსთვის გამოდის მეტალიკის ახალი ვიდეო Cunning Stunts.

1999 წელს 7 აპრილი სან ფრანცისკოს მერმა უილი ბრაუნმა გამოაცხადა „მეტალიკის ოფიციალურ დღედ“ ქალაქში. ამავე წლის 21 და 22 აპრილს მეტალიკამ ჩაატარა კონცერტი სან-ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მაიკლ კემენის დირიჟორობით. კონცერტის ჩატარების იდეა მოუვიდა კემენს 1991 წელს Nothing Else Matters-ზე მუშაობისას. მეტალიკამ კემენთან ერთად დაწერა ორი ახალი სიმღერა ამ კონცერტისათვის: No Leaf Clover და -Human. კონცერტის აუდიო ჩანაწერი გამოიცა ალბომად S&M 1999 წელს, ასევე გამოცემული იქნა კონცერტის ვიდეო ჩანაწერი. ალბომი ბილბორდ 200-ში მეორე, ხოლო ავსტრალიურ ARIA ჩარტში და Top Internet Albums ჩარტში პირველ ადგილზე მოხვდა.[2]

კონფლიქტი ნაპსტერთან (2000–2001)

ლარს ულრიხი

2000 წელს მეტალიკამ მოისმინა, რომ მათი სიმღერის I Disappear დემო ვერსია, რომლის გამოსვლა იგეგმებოდა კინოფილმთან „შეუსრულებელი მისია 2“ ერთად, გადაიცემოდა რადიო-ეთერით. მეტალიკამ გამოიძია და აღმოაჩინა გაჟონვის წერტილი, ფაილი იპოვეს კომპანია ნაპსტერის (ინგლ.: Napster) peer-to-peer ფაილთა გაზიარების ქსელში. ასევე აღმოაჩინეს, რომ ჯგუფის მთლიანი კატალოგი უფასოდ ხელმისაწვდომი იყო. მეტალიკამ უჩივლა კომპანიას სასამართლოში,[15] ასევე სამ უნივერსიტეტს: სამხრეთ კალიფორნიის, იელის და ინდიანას უნივესიტეტებს, რათა მათ არ შეუშალეს ხელი ფაილთა თავისუფალ გაზიარებას. მეტალიკამ დაიქირავა ონლაინ საკონსულტაციო ფირმა NetPD, რათა თვალყური ედევნებინა ნაპსტერის სერვისისთვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. მეტალიკის სასამართლო დავას შეუერთდა რეპ შემსრულებელი Dr. Dre ნაპსტერის წინააღმდეგ. 2001 წელს მეტალიკა და კომპანია გარკვეულ შეთანხმებადე მივიდნენ.[28] ნაპსტერი გახდა ფასიანი სერვისი. დავა მეტალიკასა და ნაპსტერს შორის აისახა მულტსერიალში სამხრეთის პარკი, მეშვიდე სეზონის მეცხრე სერიაში. მოგვიანებით, როდესაც ულრიხი გამოდიოდა შოუში ვის უნდა გახდეს მილიონერი წამყვანის შეკითხვაზე მოსწონს თუ არა გადაცემის მუსიკა, ულრიხმა კითხვითვე უპასუხა, ნაპსტერის ქსელიდან ხომ არ იშოვეს იგი.[29]

ნიუსტედის წასვლა და St. Anger (2001–2005)

რობერტ ტრუჰილო 2003 წლის 24 თებერვლიდან მეტალიკის წევრია

2001 წლის 17 იანვარს ჯეისონ ნიუსტედმა დატოვა ჯგუფი, მისივე განცხადებით, კერძო და პირადი მიზეზების გამო და იმ ფიზიკური ზიანის გამო, რომელიც მან მიაყენა საკუთარ თავს წლების განმავლობაში იმ მუსიკის დაკვრისას, რომელიც უყვარს.[30] თუმცა, როგორც მოგვიანებით ჟურნალ „პლეიბოისთან“ მიცემულ ინტერვიუში ირკვევა, ჯეისონს სურდა ალბომის გამოშვება და ტუნეში გამგზავრება ჯგუფ ეჰობრეინთან ერთად, მაგრამ ჯეიმზი კატეგორიულ უარზე იყო, რამაც გამოიწვია ნიუსტედის წასვლა ჯგუფიდან.[15]

2001 წლის ზამთარში ჯეიმზი მიემგზავრება კამჩატკაზე დათვებზე სანადიროდ. რუსული ზამთარი და მისი შეუცვლელი ატრიბუტი - არაყი თავის შავ საქმეს აკეთებენ. შედეგად 19 ივლისიდან ჰეტფილდს მოუწია მკურნალობის კურსის გავლა „ალკოჰოლიზმისა და სხვა გატაცებების“ დასაძლევად. ჯგუფის მომავალი ეჭვქვეშ იდგა. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ლარსი და კირკი სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჯგუფს არსებობა შეეწყვიტა.[31] თუმცაღა, 4 დეკემბერს ჯეიმზი კვალვ დაუბრუნდა ჯგუფს და ჯგუფმა გააგრძელა მუშაობა ახალ სიმღერებზე. ჯეიმზი მოითხოვდა ემუშავათ დღეში მხოლოდ ოთხი საათი, დანარჩენ დროს იგი ოჯახს უთმობდა. თუ აქამდე სიმღერებისთვის ტექსტებს მხოლოდ ჯეიმზი წერდა, ახლა ამ პროცესში მთელი ჯგუფი იყო ჩართული. ბას გიტარის პარტიას ასრულებდა მათი მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი. ალბომზე მუშაობის პროცესი ასახულია 2004 წელს გამოშვებულ დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster.

St. Anger-ზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მეტალიკამ გამართა ბასისტების შესარჩევი კონკურსი ნიუსტედის მუდმივი შემცვლელის გამოსავლენად. სამი თვის შემდეგ შერჩეული იქნა რობერტ ტრუჰილო, რომელიც მანამდე უკრავადა ჯგუფ სუისიდალ ტენდენსისში და ოზი ოზბორნის ჯგუფში.[32] ტრუჰილო მეტალიკის წევრი ოფიციალურად 2003 წლის 24 თებერვლიდან არის. მაისში ჯგუფმა ჩაატარა რამდენიმე კონცერტი სან ფრანცისკოს კლუბებში. ნიუსტედი 2002 წელს შეუერთდა კანადურ თრეშ მეტალ ჯგუფ ვოივოდს და 2003 წელს ოზის მიერ ჩატარებულ ტურნეში Ozzfest, რომელშიც მისი ჯგუფიც მონაწილეობდა, ოზი ოზბორნის ჯგუფში ტრუჰილოს შემცვლელი იყო.[33]

2003 წლის ივნისში მეტალიკის მერვე სტუდიურმა ალბომმა St. Anger პირველი ადგილი დაიკავა ბილბორდ 200-ში. მიუხედავად ამისა, ალბომი მრავალჯერ იქნა გაკრიტიკებული ულრიხის „ფოლადის ჟღერადობის“ მქონე სნეარ (snare) დრამისა და გიტარის სოლოების შემცირების გამო.[34] სიმღერამ St. Anger 2004 წელს მიიღო გრემი ნომინაციაში საუკეთესო მეტალ შესრულება.[35]

2004 წელს ინგლისში Download Festival-ზე მეტალიკის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე ლარსმა გასაიდუმლოებული დაავადების სამკურნალოდ საავადმყოფოს მიაკითხა.[36] ჰეტფილდი ეძებდა მოხალისეებს უკანასკნელ წუთს, რომლებსაც ლარსი უნდა შეეცვალათ. დეივ ლომბარდომ სლეიერიდან და ჯოი ჯორდისონმა სლიპკნოტიდან ითავეს ლარსის მაგივრად დაკვრა. ლომბარდომ შეასრულა სიმღერები Battery და The Four Horsemen, ულრიხის დრამის ტექნიკოსმა ფლემინგ ლარსენმა - Fade to Black, დანარჩენი სიმღერები ჯოისთან ერთად შეასრულა მეტალიკამ.[36] ჯგუფმა ორი წელი გაატარა St. Anger-ის მხარდამჭერი ტურნეებში Summer Sanitarium Tour 2003 და Madly in Anger with the World. კონცერტებზე ასევე გამოდიოდნენ ჯგუფები მუდვაინი, დეფტოუნზი, ლინკინ პარკი, ლიმპ ბიზკიტი და გოდსმაკი. მეტალიკის თითქმის ყველა გამოსვლა პროფესიონალურად იწერებოდა და კარგად იყიდებოდა საიტზე LiveMetallica.com. შემდეგ ჯგუფის წევრებმა დაისვენეს და 2005 წლის უმეტესი ნაწილი ოჯახებთან ერთად გაატარეს. თუმცაღა, 13 და 15 ნოებერს გახსნეს როლინგ სტოუნზის კონცერტი სან ფრანცისკოში, AT&T პარკში.[37]

Death Magnetic (2006-)

კირკ ჰემეტი

2006 წლის 6 ივნისს ტურნეზე Escape from the Studio '06 ბერლინში მეტალიკამ შეასრულა ახალი სიმღერა დროებითი სახელწოდებით The New Song, რომელსაც ფანებმა Death Is Not the End უწოდეს, სიმღერაში ამ ფრაზის ხშირი გამეორების გამო. 12 აგვისტოს ტოკიოში შეასრულეს კიდევ ერთი ახალი სიმღერა The Other New Song. თუ მეორე ბევრი ასპექტით არ შეესაბამებოდა ჯგუფის სტილს, პირველი სიმღერის ფრაგმენტები აისახა ახალ ალბომში, კონკრეტულად კი კომპოზიციაში The End of the Line.

2006 წლის 16 თებერვალს მეტალიკამ თავის ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნა, რომ თხუთმეტწლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბობ როკი აღარ გაუწევდა პროდიუსირებას მათ შემდგომ ალბომს. ახალ პროდიუსერად არჩეული იქნა რიკ რუბინი, რომელიც მანამდე მუშაობდა ჯგუფებთან: დანზიგი, სლეიერი, სლიპკნოტი და სისტემ ოფ ე დაუნი.[38] ჯგუფმა ახალი ალბომის Death Magnetic გამოსვლის თარიღად შეარჩია 2008 წლის 12 სექტემბერი. ასევე გადაიღეს მუსიკალური ვიდეო პირველი სინგლისთვის The Day That Never Comes ამ ალბომიდან.

2006 წლის 4 დეკემბერს მეტალიკამ გამოუშვა DVD სახელწოდებით The Videos 1989–2004, რომელიც შეიცავდა ყველა მუსიკალურ ვიდეოს 1989 წლიდან 2004 წლამდე. პირველივე კვირას 28 000 ეგზემპლარი გაიყიდა და ჩარტში Billboard Top Videos მესამე ადგილი დაიკავა.[39] მეტალიკამ ჩაწერა ენიო მორიკონეს სიმღერის The Ecstasy of Gold ქავერი მორიკონესადმი მიძღვნილ ალბომისთვის We All Love Ennio Morricone, რომელიც 2007 წლის 20 თებერვალს გამოვიდა. ქავერი წარდგენილი იქნა გრემის ნომინაციაზე „საუკეთესო როკ ინსტრუმენტული შესრულება“ დაჯილდოების 50-ე ცერემონიაზე.

2008 წლის 2 სექტემბერს ერთ-ერთმა ფრანგულმა მუსიკალურმა მაღაზიამ ათი დღით ადრე დაიწყო ჯერ კიდევ გამოუსვლელი ალბომის Death Magnetic გაყიდვა,[40] რამაც გამოიწვია ალბომის ხელმისაწვდომობა ფაილთა გაზიარების სისტემებში. ამ ფაქტმა უბიძგა ჯგუფის ოფიციალურ დისტრიბუტორს დიდ ბრიტანეთში Vertigo Records ოფიციალურად გამოეშვა ალბომი დაგეგმილზე ორი დღით ადრე, 10 სექტემბერს. ჯერ კიდევ უცნობია, მოიმოქმედებენ თუ არა რამეს მეტალიკა ან Warner Bros. Records საცალოდ მოვაჭრის წინააღმდეგ. ლარსმა ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა:

ვიკიციტატა
„ალბომის გამოსვლამდე ათი დღე დარჩა. ჩვენ ისედაც ყველაფერი შესანიშნავად გვაქვს. თუ ჩვენი ალბომი ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტში გადმოსაქაჩად დღეს ან ხვალ - კი ბატონო, მენდეთ, პრობლემა არ არის.... დღევანდელი სტანდარტებით ეს გამარჯვებაც კი არის. ექვსი თვით ადრე რომ ეთქვა ვინმეს ჩემთვის, რომ მხოლოდ 10 დღით ადრე მოხდებოდა გაჟონვა, მე მხოლოდ მოხარული ვიქნებოდი.“

[41][42]

ალბომმა დაიკავა პირველი ადგილი 32 ქვეყნის საუკეთესო ალბომთა ჩარტებში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და ავსტრალიაში. პირველივე დღეებში გაიყიდა 490 000 ეგზემპლარი მარტო აშშ-ში, მეტალიკა კი გახდა პირველი ჯგუფი ბილბორდ 200-ის ისტორიაში, რომლის თანმიყოლებით გამოშვებული ხუთი სტუდიური ალბომი მოხვდა პირველ ადგილზე.[43] გამოშვებიდან ერთი კვირის შემდგომ Death Magnetic დარჩა პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში, European album chart-ში და გახდა 2008 წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომი ავსტრალიაში.[44] ალბომი პირველ ადგილს არ თმობდა ბილბორდ 200-ში გამოსვლიდან სამი კვირის შემდეგაც კი, რითაც მეტალიკამ გაიმეორა ჯეკ ჯონსონის (ალბომი Sleep Through the Static) 2008 წლის რეკორდი. ალბომმა ასევე შეინარჩუნა პირველი ადგილი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტებში Hard Rock album, Modern Rock/Alternative album და Rock album.[45]

მეტალიკა წარდგენილ იქნა MTV Europe-ის მიერ მისივე მუსიკალური დაჯილდოების ორ ნომინაციაში: Rock Out და Headliner, MTV Latin America-მ კი მიიწვია ჯგუფი მათი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე გამოსასვლელად.[46] მეტალიკამ შეასრულა The Day That Never Comes. 2008 წლის 21 ოქტომბერს დაიწყო ტურნე World Magnetic Tour.

ალბომით Death Magnetic მეტალიკა დაუბრუნდა თავის შუა ოთხმოციანი წლების მძიმე/თრეშ მეტალის ფესვებს.[47][48] იგი უფრო მეტად გავს ალბომებს Master of Puppets და ...And Justice for All, ვიდრე გვიანდელ ალბომებს.

2008 წლის ნოემბერში მეტალიკასა და მის ლეიბლს Warner Bros. Records შორის კონტრაქტს ვადა ამოეწურა. ჯგუფი ვერსიებს აყალიბებს, ვისთან ერთად გამოუშვას მომდევნო ალბომი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა ალბომის გამოშვება ინტერნეტის საშუალებით მოხდეს.[49]

2009 წლის 27 მაისს მეტალიკის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, რომ მეტალიკა აპირებდა ახალი ცოცხალი DVD-ების გამოშვებას, რომლებშიც ასახული იქნებოდა ნიმესა და მეხიკოში (შესაბამისად საფრანგეთსა და მექსიკაში) ჩატარებული კონცერტები დამატებითი მასალებით.[50] მეხიკოში ჩატარებულ კონცერტზე გამოცემული იქნა DVD Orgullo, Pasión y Gloria: Tres Noches en la Ciudad de México 2009 წლის 30 ნოემბერს, ხოლო ნიმესში ჩატარებულ კონცერტზე - Français Pour Une Nuit 2009 წლის 23 ნოემბერს.[51]

2009 წლის ივნისში იტალიის Rock TV-თვის მიცემულ ინტერვიუში ლარსმა აღნიშნა, რომ ტურნეს გააგრძელებენ 2010 წლის აგვისტომდე. ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად მეათე ალბომის გამოშვების გეგმები არ აქვთ, მაგრამ აუცილებლად გამოუშვებენ კვლავ რიკ რუბინთან ერთად.[52] Blabbermouth.net-ის მიხედვით, ჯგუფმა ახალი ალბომის ჩაწერაზე ფიქრი შესაძლოა 2011 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყოს.[53]

თრეშ მეტალის დიდი ოთხეული, მეტალიკა, სლეიერი, Megadeth და ანთრაქსი, პირველად ისტორიაში ერთად წარდგნენ მაყურებლის წინაშე 2010 წლის 16 ივნისს ბემოვოს აეროპორტში, ვარშავა, პოლონეთი. ეს იყო ამ ჯგუფების პირველი შესრულება, რომელიც Sonisphere Festival-ის სერიების ნაწილი იყო. ერთ-ერთი მომდევნო კონცერტი, რომელიც ჩატარდა 2010 წლის 22 ივნისს სოფიაში, ბულგარეთი, გაგზავნილი იქნა სატელიტით HD ფორმატში კინოთეატრებისთვის.[54] იმავე წლის 26 ივნისს მათ დაუკრეს ბუქარესში, რუმინეთი, ხოლო 27 ივნისს - სტამბოლში, თურქეთი. 2010 28 ივნისს ალბომი Death Magnetic 2-ჯერ იქნა სერტიფიცირებული პლატინად RIAA-ს მიერ.[55]

მეტალიკის World Magnetic ტურნე დასრულდა 2010 წლის 21 ნოემბერს მელბურნში, ავსტრალია. ჯგუფმა ორ წელზე მეტი გაატარა გზაში ახალი ალბომის მხარდამჭერ ტურნეებში. სანამ დაასრულებდნენ თავიანთ ტურნეს საბოლოო კონცერტით ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, გამოუშვეს ცოცხალი EP Six Feet Down Under მანამდე ჩატარებული კონცერტებით ავსტრალიაში.[56] 2010 წლის 12 ნოემბერს ამ EP-ს მოყვა მეორე ნაწილიც, Six Feet Down Under (Part II).[57] მეორე ნაწილში შესულია რვა სიმღერა, რომლებიც ჩაწერილია ტურნეს კონტინენტსგადმოღმა ჩატარებული პირველი ორი ნაწილის განმავლობაში.

2010 წლის 26 ნოემბერს მეტალიკამ გამოუშვა მორიგი ცოცხალი EP, Live at Grimey's, რომელიც ჩაიწერა 2008 წლის ივნისში გრიმის ჩანაწერების მაღაზიაში, ცოტა ხნით ადრე მეტალიკის გამოჩენამდე ბონარუს მუსიკალურ ფესტივალზე იმავე წელს.[58][59]

მეტალიკის შესვლა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში

Metallica London 2008-09-15 Kirk and James.jpg

2009 წლის 14 იანვარს გამოცხადდა, რომ 4 აპრილს მეტალიკა შედიოდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.[60] მოიწვიეს ჯგუფის ბევრი მეგობარი, მათ შორის რეი ბარტონი, კლიფის მამა და ჯეისონ ნიუსტედი, რომელსაც უნდა დაეკრა ბას-გიტარაზე ჯგუფთან ერთად.[61] წარმოდგენა ჯგუფის რედ ჰოთ ჩილი პეპერსის ბასისტმა ფლიმ გახსნა მისასალმებელი სიტყვით. აღსანიშნავია, რომ ახლანდელი ბასისტი - რობერტ ტრუჰილო დათანხმდა არ დაეკრა, რადგან, მისივე სიტყვებით, სურდა ენახა შავი ალბომის შემქმნელი ჯგუფი.[62] თუმცა, სიმღერების Master of Puppets და Enter Sandman შესრულებისას ჯეისონიც და რობერტიც სცენაზე იყვნენ.[63] ამ ორი სიმღერის შესრულების შემდეგ ჯგუფს შეუერთდნენ ჯეფ ბეკი, ჯიმი პეიჯი, ჯო პერი, რონი ვუდი და ფლი და შეასრულეს ჯემ სესია, რომელმაც მიიღო სახელწოდება Train Kept A Rollin' (All Star Jam). მეტალიკამ ცერემონიაზე დაპატიჟა ასევე დეივ მასტეინი, მაგრამ მან მოწვევაზე უარი განაცხადა, მიზეზად კი ახალ ალბომზე დაძაბული სამუშაო გრაფიკი დაასახელა.[64]

სტილი და ტექსტების თემატიკა

შთაგონებული ადრეული მძიმე მეტალ და მძიმე როკ ჯგუფებისაგან, როგორებიცაა Black Sabbath, Deep Purple, ლედ ზეპელინი და სკორპიონსი[65] და ბრიტანული მძიმე მეტალის ახალი ტალღის შემსრულებელი ჯგუფებისაგან, როგორებიცაა ვენომი, მოუტერჰედი, დაიმონდ ჰედი, ჯუდას პრისტი და აირონ მეიდენი, მეტალიკის ადრეული ჩანაწერები შეიცავდა აგრესიულ მუსიკას, სწაფ პარტიებს და ცხრა წუთიან ინსტრუმენტალებს. სტივ ჰიუ Allmusic-დან აღნიშნავს:

მუსიკალური ნაწყვეტები:
ვიკიციტატა
Ride the Lightning-ში მეტალიკამ გააფართოვა თავისი საშემსრულებლო ტექნიკა და გამოხატვის დიაპაზონი. ტექსტები კი უფრო მეტად პირად და საზოგადოდ ცნობილ პრობლემებს ეთმობა.[66] აღნიშნულმა თემებმა გაგრძელება პოვა Master of Puppets-ში, სადაც მან მოიცვა რელიგიური და სამხედრო ლიდერები, მძვინვარება, უგუნურება, მონსტრები და ნარკოტიკები“

[67]

1991 წელს ახალ პროდიუსერ ბობ როკთან ერთად გამოშვებულ ალბომზე იგივე ჰიუ აღნიშნავდა, რომ მეტალიკამ გაამარტივა თავისი მუსიკა და კომერციული მიზნებისთვის გათვალა.[68] რობერტ პალმერმა კი Rolling Stone-დან აღნიშნა, რომ ჯგუფმა მიატოვა აგრესიული, სწრაფი მუსიკა, რათა გაეფართოვებინა თავისივე მუსიკა და გამოხატვის დიაპაზონი.[69] შავი ალბომის კომერციულმა წარმატებამ გაამყარა ცვლილებები მეტალიკის მუსიკალურ მიმართულებაში, Metallica ხომ მეტალიკის პირველი ალბომი იყო, რომელიც ბილბორდ 200-ში პირველ ადგილზე მოხვდა. მეტალიკამ შეამჩნია ცვლილებები როკ სცენაზე გამოწვეული ადრეული 90-იანების გრანჟ მოძრაობით. ჯგუფმა ფოკუსირება მოახდინა არა-მეტალ გავლენაზე და კიდევ ერთხელ შეცვალა საკუთარი მუსიკალური მიმართულება.[70] ტექსტების თემატიკა კი მონსტრებსა და ნარკოტიკებზე ჩაანაცვლა ტექსტებმა სიბრაზეზე, დანაკარგზე და შურისძიებაზე. ზოგიერთი ფანი და კრიტიკოსი უკმაყოფილო იყო ამ ცვლილებებით, რომელიც მოიცავდა თმების დამოკლებას, Load -ის გაფორმებას და ჯგუფის მიერ ალტერნატიული როკის ფესტივალ Lollapalooza გახსნით.[25] დევიდ ფრაიკმა Rolling Stone-დან Load-ს უწოდა 1996 წლის უმძიმესი ჩანაწერი.[25]ReLoad-ის გამოშვებით 1997 წელს ჯგუფმა აჩვენა ბლიუზისა და ადრეული მძიმე როკის უფრო მეტი გავლენა, მოიცავდა რა უფრო მეტ რითმულობასა და ჰარმონიულობას მუსიკის სტრუქტურაში[70]

შემდეგი დიდი ცვლილება ჯგუფის მიმართულებაში იყო ალბომი St. Anger. ჰემეტი წინააღმდეგი იყო, გიტარების სოლოების გამოტოვებისა, მაგრამ ჯგუფის გადაწყვეტილებით, ამ ალბომში ძნელად გაიგონებთ სოლო-პარტიებს.[71] ჯგუფმა გამოიყენა გიტარების drop C ტიუნინგი, ხოლო ულრიხის ფოლადის ჟღერადობის სნეარ დრამებმა განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა. ტექსტების თემატიკა დაეთმო ჰეტფილდის რეაბილიტაციას, რომელიც მოიცავდა მინიშნებებს ეშმაკზე, ანტი-ნარკოტიკულ თემებს, კლაუსტროფობიას, ბედისწერის მუქარას და რელიგიურ ჰიპოკრიზის.[71][72] პროდიუსერ რიკ რუბინის რჩევით მეტალიკა მეცხრე სტუდიურ ალბომში Death Magnetic დაუბრუნდა E ტიუნინგს და საგიტარო სოლოებს. ალბომში ერთმანეთთან არის შეთავსებული მეტალიკის ადრეული თრეშ მეტალი შუა აღმოსავლურ გავლენასთან.[73]

გავლენა და მემკვიდრეობა

მეტალიკა გახდა ყველაზე გავლენიანი მძიმე მეტალ ჯგუფი, ამავე დროს, იგი შესულია თრეშ მეტალის დიდ ოთხეულში.[1] ჯგუფმა გაყიდა ას მილიონზე მეტი ჩანაწერი მსოფლიოში,[74] მათ შორის 57 მილიონი აშშ-ში, რაც მეტალიკას აქცევს კომერციულად ყველაზე წარმატებულ თრეშ მეტალ ჯგუფად.[75] The Rolling Stone Encyclopedia of Rock & Roll-ის შემდგენლებს მიაჩნიათ, რომ მეტალიკამ მძიმე მეტალში ყველაზე საჭირო ცვლილებები შეიტანა.[76] სტეფენ ტომას ერლეუაინი და გრეგ პრატო Allmusic-დან ამბობენ:

ვიკიციტატა
„სისწრაფისა და ხმის სიმაღლის საშუალებით მეტალიკამ გააფართოვა თრეშის საზღვრები და უფრო მეტად ჩახლართული გახადა საკუთარი მუსიკის სტრუქტურა... მეტალიკა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ოთხმოციანი წლების ყველაზე გავლენიანი მძიმე მეტალ ჯგუფია, რომელმაც დედამიწას მუსიკა დაუბრუნა.“

[68]

ჯონათან დეივისი კორნიდან მეტალიკას ასახელებს თავის ფავორიტ ჯგუფად და ამბობს: მე მიყვარს ყველაფერი, რაც მათ შექმნეს და რასაც იცავდნენ წლების განმავლობაში, და დღეს ისინი კვლავ შესაბამისობაში არიან დროსთან. ვფიქრობ მეტალიკა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფია.[77] გოდსმაკის დრამერმა შანონ ლარკინმა განაცხადა, რომ მეტალიკამ უდიდესი გავლენა მოახდინა მის ჯგუფზე: 16 წლის ასაკში მათ მართლა შეცვალეს ჩემი ცხოვრება, მე ასეთი მძიმე არასრდოს არაფერი მომესმინა.[78] ტრივიუმის გიტარისტები კორი ბიულიუ და მეტ ჰიფაი ამბობენ, რომ გიტარაზე დაკვრა მაშინ მოუნდათ, როდესაც მათ მოისმინეს მეტალიკა.[79][80] ემ შადოუსი ავენგედ სევენფოლდიდან ტურნეს მეტალიკასთან ერთად ჯგუფის ისტორიაში ნათელ წერტილად თვლის და ამბობს: ტონობით ჩანაწერების გაყიდვა და მრავალრიცხოვანი შოუების ჩატარება ახლსაც ვერ მივა განცდასთან, რომელიც გეუფლება კერპებთან შეხვედრისას.[81] გოდ ფორბიდის გიტარისტები დოკ კოილი და დალას კოილი მეტალიკის შთაგონებით გაიზარდნენ, ხოლო ბენდის ბასისტი ჯონ აუთკალტი აღმერთებს ბარტონს.[82] ილ ნინოს დრამერი დეივ ჩავარი ახასიათებს მეტალიკის ადრინდელ ჩანაწერებს, როგორც მძიმე, უხეში, მეამბოხე, რომელიც ამბობს:“ წადი შენიც“ ,[83] . ადემას დრამერი კრის კოლსი კი ამბობს, რომ ბენდი შთაგონებულია მეტალიკის მიერ.[84]

2006 წლის 8 აპრილს Kerrang!-მა გამოსცა ტრიბუტ ალბომი სახელწოდებით Master of Puppets: Remastered (როგორც ჟურნალის გამოცემა), მეტალიკის Master of Puppets-ის გამოსვლიდან ოცი წლისთავის აღსანიშნავად. ალბომში შედიოდა მეტალიკის სიმღერების ქავერ ვერსიები, რომლებსაც ასრულებდნენ მეშინ ჰედი, BFMV, ჩიმირა, მასტოდონი, მენდიდი და ტრივიუმი, მხოლოდ ის ჯგუფები, რომელთა შემოქმედებაზე მეტალიკამ მოახდინა გავლენა. თხუტმეტამდე მეტალიკისადმი მიძღვნილი (ტრიბუტ) ალბომი იქნა გამოშვებული სხვადასხვა ჯგუფების მიერ. 2006 წლის 10 სექტემბერს მეტალიკა გამოვიდა სიმპსონების მეთვრამეტე სეზონის საპრემიერო სერიაში The Mook, the Chef, the Wife and Her Homer[85] და ჰეტფილდისა და ჰემეტის ხმები გამოყენებული იქნა ანიმაციურ სატელევიზიო სერიალის Metalocalypse სამ ეპიზოდში.[86]

ფინურმა ჯგუფმა აპოკალიპტიკამ გამოუშვა ტრიბუტ ალბომი Plays Metallica by Four Cellos, რომელშიც შედიოდა მეტალიკის რვა სიმღერა ჩაწერილი სიმებიან-ხემიანი საკრავებით. პაროდიული ჯგუფი ბიტალიკა ასრულებს მეტალიკისა და ბითლზის სიმღერების კომბინაციებს. ბიტალიკა იურიდიულ პრობლემებში მაშინ გაეხვია, როდესაც კომპანიამ Sony Corporation, რომელიც ფლობს ბითლზის კატალოგს, უჩივლა მას და მოითხოვა ჯგუფის მიერ საქმიანობის შეწყვეტა და საფასურის გადახდა „მიყენებული არსებითი და რეალური ზიანისთვის“. ბიტალიკის ფანმა, ლარს ულრიხმა სთხოვა მეტალიკის ადვოკატს პიტერ პატერნოს დახმარებოდა ჯგუფს ამ იურიდიული საკითხის მოგვარებაში.[87]

მეტალიკა MTV-ის მიერ შეტანილი იქნა ყველა დროის საუკეთესო მეტალ ჯგუფების სამეულში,[77] მეხუთე ადგილზეა VH1-ის სიაში ასი საუკეთესო მძიმე როკ შემსრულებელი[88] და პირველ ადგილზე VH1-ის სიაში ოცი საუკეთესო მეტალ ჯგუფი.[89] Master of Puppets დასახელდა 167-ე ადგილზე Rolling Stone-ის ყველა დროის ხუთასი საუკეთესო ალბომი, ხოლო Metallica ამავე სიაში 252-ეზე.[90] Master of Puppets დასახელებული იქნა Q ჟურნალის სიაში ყველა დროის 50 უმძიმესი ალბომი,[91] პირველზეა IGN-ის სიაში 25 საუკეთესო მეტალ ალბომი,[92] და ასევე პირველ ადგილზეა Metal-rules.com-ის სიაში ასი საუკეთესო მძიმე მეტალ ალბომი.[93] სიმღერამ Enter Sandman დაიკავა 399-ე ადგილი Rolling Stone-ის სიაში ყველა დროის ხუთასი საუკეთესო სიმღერა.[94]

2003 წელს მეტალიკას მიანიჭეს ჯილდო MTV Icon და ჩატარდა მეტალიკისადმი მიძღვნილი კონცერტი, სადაც შესრულდა მეტალიკის სიმღერები სხვადასხვა შემსრულებლების მიერ: სუმ 41-მა შეასრულა For Whom the Bell Tolls, Enter Sandman და Master of Puppets; სტეინდმა შეასრულა Nothing Else Matters, ავრილ ლავინმა - Fuel, სნუპ დოგმა - Sad But True, კორნმა – One და ლიმპ ბიზკიტმა - Welcome Home (Sanitarium).[95]

პოპულარულმა თამაშმა Guitar Hero მეტალიკის ბევრი სიმღერა დაამატა თავის სერიებში. პირველი მაგალითი იყო Guitar Hero III, სადაც შეტანილი იქნა მეტალიკის One. შემდეგ Guitar Hero: World Tour-ში გამოყენებული იქნა Trapped Under Ice. 2009 წელს კი თავად მეტალიკა თანამშრომლობდა Guitar Hero: Metallica-ს შექმნაზე. Harmonix-ის თამაშში Rock Band ჩართული იქნა სიმღერები Enter Sandman, Ride the Lightning, Blackened და ...And Justice For All. მოგვიანებით, მომდევნო თამაშში Rock Band 2, გამოყენებული იქნა მეტალიკის სიმღერა Battery.

ჯილდოები

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკის ჯილდოები.

გრემის დაჯილდოება

  • 1990: საუკეთესო მეტალის შესრულება - One
  • 1991: საუკეთესო მეტალის შესრულება - Stone Cold Crazy
  • 1992: საუკეთესო მეტალის შესრულება - Metallica
  • 1999: საუკეთესო მეტალის შესრულება - Better Than You
  • 2000: საუკეთესო მძიმე როკის შესრულება - Whiskey in the Jar
  • 2001: საუკეთესო როკის ინსტრუმენტული შესრულება - The Call of Ktulu სან ფრანცისკოს სიმფონიურ ორკესრთან ერთად მაიკლ კამენის ხელმძღვანელობით.
  • 2004: საუკეთესო მეტალის შესრულება - St. Anger
  • 2009: საუკეთესო მეტალის შესრულება – My Apocalypse
  • 2009: საუკეთესო ჩანაწერის შეფუთვა - Death Magnetic

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება

მეტალიკა არის აღიარებული MTV-ს მიერ, როგორც ”საუკეთესო მეტალ ჯგუფი” მთელს ისტორიაში

  • 1992: საუკეთესო მეტალ ვიდეო - Enter Sandman
  • 1996: საუკეთესო მეტალ ვიდეო - Until it Sleeps

ამერიკული მუსიკის დაჯილდოება

  • 1993: ფავორიტული მძიმე მეტალი/მძიმე როკის შემსრულებელი - მეტალიკა
  • 1996: ფავორიტული მძიმე მეტალი/მძიმე როკის შემსრულებელი: მეტალიკა – Load
  • 1996: ფავორიტული მძიმე მეტალი/მძიმე როკის ჟანრის სიმღერა - Until it Sleeps”
  • 1997: ფავორიტული მძიმე მეტალი/მძიმე როკის შემსრულებელი - მეტალიკა

ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოება

  • 1997: ბილბორდის როკ ენ როლის წლის არტისტი - მეტალიკა (RIAA Diamond Award)
  • 1999: წლის არტისტი - მეტალიკა
  • 1999: წლის ალბომი - Metallica

Kerrang! დაჯილდოება

  • 2003: დიდების დარბაზი - მეტალიკა
  • 2004: პლანეტის საუკეთესო ჯგუფი - მეტალიკა
  • 2008: შთაგონება - მეტალიკა
  • 2009: საუკეთესო ალბომი - მეტალიკა, Death Magnetic

შემადგენლობა

მეტალიკის შემადგენლობა წლების მიხედვით

ახლანდელი შემადგენლობა

ყოფილი წევრები

დისკოგრაფია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მეტალიკის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები

ცოცხალი ალბომები

ქავერ ვერსიების ალბომები

EP

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. 1.0 1.1 კოსმო ლი. (2007-05-07)Get Thrashed: The Story of Thrash Metal. 'Stylus Magazine. წაკითხვის თარიღი: 2008-01-03.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 მეტალიკა ჩარტებში, Allmusic.com, წაკითხვის თარიღი 12 მარტი, 2007
  3. საუკეთესოდ გაყიდვადი ჩანაწერების შემსრულებლები: მეტალიკა
  4. 1981 წლის მოვლენები: მეტალიკა წაკითხვის თარიღი: 26 დეკემბერი, 2009
  5. მეტალიკა 14 მარტიდან 6 ივლისამდე, 1982. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 28 მაისი, 2009
  6. DAVE MUSTAINE: JAMES HETFIELD Is Jealous Of Me - Sep. 21, 2004. წაკითხვის თარიღი: 31 მაისი, 2009
  7. LOVE IT TO DEATH, ბერნად დოუ ესაუბრება დეივ მასტეინს მეტალიკიდან წამოსვლის შემდგომ წაკითხვის თარიღი: 6 დეკემბერი, 2007
  8. მეტალიკა 1983 წლის ოქტომბრიდან 1984 წლის აგვისტომდე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 მეტალიკა 1984 წლის 24 მარტიდან 1986 წლმადე. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009
  10. 10.0 10.1 მეტალიკის დისკოგრაფია. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009
  11. 11.0 11.1 მეტალიკა, 16 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, 1986 წელი. MTV.com. MTV Networks. წაკითხვის თარიღი: 2 ივნისი, 2009
  12. 12.0 12.1 მეტალიკა 1986 წლის ოქტომბრიდან 1987 წლის მარტამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 30 ნოემბერი, 2007
  13. მეტალიკა 21 აგვისტოდან 4 დეკემბრემდე, 1987. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 1 დეკემბერი, 2007
  14. იან ქრაისტი (2003). Sound of the Beast: The Complete Headbanging History of Heavy Metal. HarperCollins. ISBN 0-380-81127-8. 
  15. 15.0 15.1 15.2 ინტერვიუ ჟურნალ პლეიბოისთან - მეტალიკა წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  16. Damaged Justice მსოფლიო ტურნე. Metworld.co.uk. წაკითხვის თარიღი: 9 დეკემბერი, 2007
  17. 17.0 17.1 Rockin' on an island, Kerrang! გამოცემა № 258, 1989-09-30
  18. მაიკლ ენდელმანი, გრემის 10 ყველაზე დიდი დარღვევა EW.com. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  19. MTV: ყველა დროის 100 საუკეთესო ვიდეო. Rockonthenet.com. წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2007
  20. მეტალიკა 1990 წლის თებერვლიდან 1991 წლის 13 აგვისტომდე MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2007
  21. გაი გარსია, Heavy Metal Goes Platinum Time.com. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2007
  22. 100 საუკეთესო ალბომი. RIAA.com. წაკითხვის თარიღი: 2 დეკემბერი, 2007
  23. მეტალიკა 1992 წლის 9 აგვისტოდან – 1993 წლის 23 ნოემბრამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-01.
  24. მეტალიკა 1995 წლის დეკემბრიდან – 1996 წლის 27 ივნისამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  25. 25.0 25.1 25.2 დევიდ ფრაიკი. (1996-12-04)Load ის მიმოხილვა Rolling Stone-ის მიერ. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2007-12-07.
  26. 26.0 26.1 მეტალიკა 1997 წლის 18 ნოემბრიდან 1998 წლის 8 დეკემბრემდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2007
  27. მეტალიკა 1999 წლის 24 თებერვლიდან – 2000 წლის 20 თებერვლამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  28. ბენი ევანგელისტა, Napster runs out of lives – judge rules against sale. სან ფრანცისკოს ქრონიკები. წაკითხვის თარიღი: 3 იანვარი, 2008
  29. Lars Ulrich on Who Wants To Be A Millionaire, youtube.com
  30. დევიდ ბაშამი, Bassist Jason Newsted Leaves Metallica. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  31. მეტალიკა 2001 წლის აპრილიდან 2001 წლის 4 დეკემბრემდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 3 დეკემბერი, 2007
  32. დოკ. ფილმი Some Kind of Monster, მეტალიკა, 2004 წლის იანვარი, პარამაუნტ პიქჩერზი
  33. მეტალიკა 2002 წლის 3 იანვრიდან – 2003 წლის 19 მარტამდე. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  34. მეტალიკის St. Anger. Metacritic.com. წაკითხვის თარიღი: 5 დეკემბერი, 2007
  35. გრემის ჯილდოს მფლობელები – მეტალიკა. Grammy.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  36. 36.0 36.1 Metallica's Lars Ulrich Hospitalized In Switzerland, Misses Show. Yahoo Music. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2007
  37. გილ კაუფმენი Metallica Opening For Rolling Stones In San Francisco. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2007
  38. მეტალიკის სტუდიის განახლება. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 20 თებერვალი, 2008
  39. Metallica's 'Videos' beats Slipknot's Voliminal' on Music Video Chart. Blabbermouth.net (2006-12-15). წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  40. მეტალიკას Death Magnetic ფრანგულ მაღაზიაში ორი კვირით ადრე იყოდებოდა?. BLABBERMOUTH.NET. წაკითხვის თარიღი: 5 იანვარი, 2009
  41. მეტალიკას ალბომის გაჟონვა. Kerrang.com. წაკითხვის თარიღი: 17 სექტემბერი, 2008
  42. ედნა გუნდერსენი. (2008-09-11)Metallica remains calm over 'Magnetic' leaks. USA TODAY.com. წაკითხვის თარიღი: 2008-09-17.
  43. მეტალიკის Death Magnetic ლიდერობს European Album Chart-ში. Blabbermouth.net (2008-09-25). წაკითხვის თარიღი: 2008-09-29.
  44. მეტალიკის Death Magnetic წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი ალბომია ავსტრალიაში.. Blabbermouth (2008-09-21). წაკითხვის თარიღი: 2008-09-29.
  45. Metallica's Death Magnetic Tops Album Chart for Third Week in a Row. Euroinvestor.co.uk. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2008
  46. Metallica nominated in the EMA's and playing live at the VMA's in Latin America“, Alternativeware, 2008-10-08. წაკითხვის თარიღი: 2008-10-08. 
  47. Death Magnetic : მეტალიკა : მიმოხილვა. RollingStone.com. წაკითხვის თარიღი: 5 იანვარი, 2009
  48. მეტალიკას ალბომის Death Magnetic მიმოხილვა. BBC.co.uk. წაკითხვის თარიღი: 5 იანვარი, 2009
  49. მეტალიკა ფიქრობს, შემდეგი ალბომი ინტერნეტის საშუალებით გამოუშვას Ultimate-guitar.com. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2009
  50. Metallica.com. Metallica.com (2009-05-27). წაკითხვის თარიღი: 2009-10-01.
  51. Metallica.com. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2009-10-01.
  52. მეტალიკის ლარს ულრიხი: I Would Like To Make Another Album With Rick Rubin. Blabbermouth.net (2009-07-11). წაკითხვის თარიღი: 2009-07-11.
  53. Metallica Is Open To Performing Full Albums In Concert Again. Blabbermouth.net (2009-10-15). წაკითხვის თარიღი: 2009-11-05.
  54. Metallica Heading To Cinemas
  55. ოქრო და პლატინა. წაკითხვის თარიღი: 24 ივლისი, 2010.
  56. Metallica.com - Six Feet Down Under. წაკითხვის თარიღი: 08.10.2010
  57. ბოლო რელიზი 2010 წლისთვის. Metallica (25 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-11-15.
  58. მეტალიკა: 'Live At Grimey's' EP ნოემბერში გამოვა. Blabbermouth. Roadrunner Records (6 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-10-12.
  59. კიდევ ერთი 2010 წლისთვის!. Metallica (6 ოქტომბერი, 2010). წაკითხვის თარიღი: 2010-10-12.
  60. Metallica, Run D.M.C. Lead Rock Hall Inductees. Billboard.com. წაკითხვის თარიღი: 2009-01-14.
  61. ჯეისონ ნიუსტედი კვლავ უერთდება მეტალიკას. idiomag.com. წაკითხვის თარიღი: 30 მარტი, 2009
  62. ჯეისონ ნიუსტედი: ტრუჰილო არ დაუკრავს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. idiomag (2009-04-01). წაკითხვის თარიღი: 2009-04-01.
  63. Metallica rocks Hall of Fame with other new members. Reuters (2009-04-05). წაკითხვის თარიღი: 2009-04-05.
  64. BLABBERMOUTH.NET - DAVE MUSTAINE To METALLICA: 'I Am So Very Proud Of All You Have Accomplished'. Roadrunnerrecords.com. წაკითხვის თარიღი: 1 ნოემბერი, 2009
  65. 30 on 30: The Greatest Guitarists Picked by the Greatest Guitarists. guitarworld.com. წაკითხვის თარიღი: 2010-04-28.
  66. სტივ ჰიუ. Ride the Lightning – Metallica. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-12-08.
  67. სტივ ჰიუ. Master of Puppets – Metallica. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-12-08.
  68. 68.0 68.1 სტივ ჰიუ. Metallica-ს მიმოხილვა Allmusic-ის მიერ. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  69. რობერტ პალმერი. (1997-01-21)Metallica-ს მიმოხილვა Rolling Stone-ის მიერ. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  70. 70.0 70.1 ლორეინ ალი. (1997-11-20)ReLoad-ის მიმოხილვა Rolling Stone-ის მიერ. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2007-12-08.
  71. 71.0 71.1 ტომ სინკლარი. (2003-06-09)St. Anger-ის მუსიკალური მიმოხილვა. Entertainment Weekly. წაკითხვის თარიღი: 2007-12-08.
  72. ჯონი ლოფტუსი. Allmusic – St. Anger. Allmusic. წაკითხვის თარიღი: 2007-12-08.
  73. მეტალიკის დრამერი პროდიუსერ რიკ რუბნის შესახებ: 'He's Forced Us To Rethink Big-Picture Stuff'. Blabbermouth.net (2007-02-13). წაკითხვის თარიღი: 2007-12-09.
  74. Metallica, Limp Bizkit and Linkin Park committed to the Sanitarium. Metallica.com. წაკითხვის თარიღი: 2006-12-05.
  75. RIAA-ს სრული გაყიდვები. RIAA. წაკითხვის თარიღი: 2006-12-05.
  76. მეტალიკის ბიორგაფია Rolling Stone-ის მიხედვით. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2008-01-19.
  77. 77.0 77.1 Why they Rule? Metallica. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  78. ჯეიმზ რაიტი. Godsmack. Blistering. წაკითხვის თარიღი: 2008-01-19.
  79. ინტერვიუ ტრივიუმთან. Metal Theater (2007-11-02). წაკითხვის თარიღი: 2008-01-19.
  80. მეტის ინტერვიუ RoadRage '04-თან. Metal Underground (2004-08-09). წაკითხვის თარიღი: 2008-01-19.
  81. ჩად ბოუარი. ინტერვიუ Avenged Sevenfold-თან. About.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  82. God Forbid - The new wave of American metal has arrived. f-p-e-.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  83. ტალია სონგომონიანი. ინტერვიუ Ill Niño-ს დეივ ჩავარისთან. nyrock.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-06.
  84. Adema-ს დრამერი: ჩვენზე გავლენა მოახდინეს მეტალიკამ და პანტერამ. Blabbermouth.net (2003-08-11). წაკითხვის თარიღი: 2007-12-09.
  85. Metallica Rocks 'The Simpsons'. Spin.com (2007-07-07). წაკითხვის თარიღი: 2007-12-06.
  86. James Hetfield's and Kirk Hammett's voices will appear as cameos in the new Adult Swim series, Metalocalypse!. Metallica.com (2006-05-09). წაკითხვის თარიღი: 2007-12-10.
  87. ჯილ კაუფმენი. (2005-05-16)Metallica Mash-Up Band Gets By With A Little Help From Its Friend ... Lars. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  88. ასი საუკეთესო მძიმე როკ შემსრულებელი. VH1. წაკითხვის თარიღი: 2006-12-23.
  89. VH1 ოცი საუკეთესო მეტალ ჯგუფი. VH1.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  90. ყველა დროის ხუთასი საუკეთესო ალბომი. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  91. ყველა დროის 50 უმძიმესი ალბომი. Rocklistmusic.co.uk. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  92. 25 საუკეთესო მეტალ ალბომი. IGN.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  93. ასი საუკეთესო მძიმე მეტალ ალბომი. Metal-rules.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  94. ყველა დროის ხუთასი საუკეთესო სიმღერა. Rolling Stone. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
  95. Icon Performance Highlights. MTV.com. წაკითხვის თარიღი: 2007-12-05.
Musical notes.svg მუსიკის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები მუსიკაზე.