1 სექტემბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | სექტემბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 2012 | ||||||
1 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 244-ე დღე (ნაკიან წლებში – 245-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 121 დღე.
სექციების სია |
[რედაქტირება] დღის მოვლენები
- ძვ. წ. 5509 : ეპოქა ბიზანტიური კალენდრით.
- 462 : პირველი ბიზანტიური ინდიქციის დასაწყისი.
- 1715 : საფრანგეთის მეფე ლუი XIV გარდაიცვალა 72-წლიანი მმართველობის შემდეგ - რეკორდი ნებისმიერი დიდი ევროპული მონარქიისთვის.
- 1752 : ლიბერტი ბელი (თავისუფლების ზარი) ჩამოიტანეს ფილადელფიაში.
- 1763 : რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II-მ დაამტკიცა ივან ბეტსკოის გეგმა მოსკოვის სააღმზრდელო სახლისთვის.
- 1804 : იუნო, უდიდესი ასტეროიდთა სარტყელთაგან, აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა კარლ ლუდვიგ ჰარდინგმა.
- 1897 : ბოსტონის მეტრო გაიხსნა - პირველი მიწისქვეშა მეტრო ჩრდილოეთ ამერიკაში.
- 1902 : საფრანგეთში გამოვიდა "მოგზაურობა მთვარეზე" - პირველი მეცნიერულ-ფანტასტიური ფილმი.
- 1905 : ალბერტა და სასკაჩევანი კანადის კონფედერაციას შეუერთდა.
- 1914 : რუსეთში სანქტ-პეტერბურგს პეტროგრადი დააქვეს.
- 1914 : ბოლო მოგზაური მტრედი, დედალი სახელად მართა, დაიღუპა ტყვეობაში ცინცინატის ზოოპარკში.
- 1923 : მიწისძვრამ ტოკიოსა და იოკოჰამაში 100 000 ადამიანი იმსხვერპლა.
- 1928 : აჰმეტ ზოგუ ალბანეთს მონარქიად აცხადებს და საკუთარ თავს მონარქიის მეფედ.
- 1939 : მმო : ნაცისტური გერმანია პოლონეთს დაესხა თავს და ომი დაიწყო.
- 1939 : ჯორჯ მარშალი აშშ-ის არმიის შტაბის უფროსი გახდა.
- 1943 : მმო : იტალია თანხმდება იარაღის დაყრის პირობებს.
- 1951 : აშშ, ავსტრალია და ახალი ზელანდია ხელს აწერენ ურთიერთ თავდაცვის პაქტს.
- 1969 : ლიბიაში რევოლუციის შედეგად ქვეყნის სათავეში მუამარ ალ-ქადაფი მოდის.
- 1981 : ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო გადატრიალებით პრეზიდენტი დავიდ დაკო ჩამოაგდეს.
- 1985 : ერთობლივმა ამერიკულ-ფრანგულმა ექსპედიციამ საზღვაო სანაოსნო ხომალდის "ტიტანიკი" ნარჩენები აღმოაჩინა.
- 1991 : უზბეკეთმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
- 2004 : ტერორისტებმა ბესლანში, ჩრდილოეთი ოსეთი, სკოლაში ტყვედ აიყვანეს ასობით ბავშვითა მასწავლებლით.
- 2008 : საქართველოს მასშტაბით რუსული აგრესიის წინააღმდეგ 1 სექტემბერს გაიმართა აქცია „ცოცხალი ჯაჭვი“, რომელშიც ათი ათასობით საქართველოს მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, დევიზით: „Stop Russia“.
[რედაქტირება] ამ დღეს დაბადებულნი
- 1877 : ასტონი, ფრენსის - ინგლისელი ფიზიკოსი
- 1905 : აბაკელია, თამარ - ქართველი მოქანდაკე, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი
- 1913 : ბაბუხადია, ვასილ - ქართველი ქირურგ-უროლოგი.
- 1928 : ბაგრატიშვილი, გივი - ქართველი ქიმიკოსი.
- 1968 : მუჰამედ ატა - 11 სექტემბრის მონაწილე ტერორისტი
[რედაქტირება] ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1159 : ადრეანე IV - რომის პაპი
- 1256 : კუჯო იორიცუნე - იაპონელი სიოგუნი
- 1574 : გურუ ამარ დასი - სიქხების მესამე გურუ
- 1581 : გურუ რამ დასი - სიქხების მეოთხე გურუ
- 1715 : ლუი XIV (საფრანგეთი) - საფრანგეთის მეფე
- 1938 : ბადრიძე, გიორგი - ქართველი პედიატრი და საზოგადო მოღვაწე.
- 1964 : ჯორჯესკუ, ჯორჯე - რუმინელი დირიჟორი.
- 1988 : ალვარესი, ლუის - ამერიკელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი
[რედაქტირება] დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- წმინდა ანდრია სტრატილატი და 2593 მოწამე
- წმინდა ტიმოთე, აღაპი და თეკლე
- წმინდა პიტირიმი
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |