ედუარდ შევარდნაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე
ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე
Flag of Georgia (1990-2004).svg
საქართველოს მე-2 პრეზიდენტი
Coat of arms of the Democratic Republic of Georgia.svg
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 მაისი, 1995 – 23 ნოემბერი, 2003
წინამორბედი ზვიად გამსახურდია
მემკვიდრე ნინო ბურჯანაძე (დროებითი)
მიხეილ სააკაშვილი

სსრკ
საბჭოთა კავშირის
სსრკ
მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
6 ივლისი, 1985 – 20 დეკემბერი, 1990
წინამორბედი ანდრეი გრომიკო
მემკვიდრე ალექსანდრე ბესმერტნიხი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 სექტემბერი, 1972 – 6 ივლისი, 1985
წინამორბედი ვასილ მჟავანაძე
მემკვიდრე ჯუმბერ პატიაშვილი

დაბადებული 25 იანვარი, 1928
მამათი, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვლილი 7 ივლისი, 2014 (86 წლის)
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
ეროვნება ქართველი
პოლიტიკური პარტია კომპარტია (1948-1991)
სმკ (1993-2003)
მეუღლე ნანული ცაგარეიშვილი
შვილები პაატა შევარდნაძე
მანანა შევარდნაძე
რელიგია მართლმადიდებელი
(1992 წლიდან)

ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, მამათი, დღევანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, 1995-2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი.

სკკპ წევრი 1948 წლიდან. 1946 წლის ივლის-ოქტომბერში მუშაობდა საქართველოს ალკკ თბილისის ორჯონიკიძის რაიკომის ინსტრუქტორად. IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1981). სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1978), წევრი 1985 წლის ივლისიდან. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი, 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად.[1]

1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992-1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.[2]

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნისა „ჩემი არჩევანი“, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა, გაუხმაურებელი ფაქტები და მოვლენებია აღწერილი.[3]

განათლება

ედუარდ შევარდნაძე დაიბადა 1928 წლის 25 იანვარს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათში, პედაგოგის ოჯახში. ჰყავდა და და სამი ძმა. მისი მამა დააპატიმრეს სტალინური რეპრესიების დროს 1937 წელს, მაგრამ გათავისუფლდა მისი მოსწავლის დახმარებით, რომელიც შინსახკომთან თანამშრომლობდა.

შევარდნაძემ დაამთავრა თბილისის სამედიცინო ტექნიკუმი, შემდეგ სწავლობდა თბილისის პარტიულ სკოლაში, ხოლო 1959 წელს დაამთავრა ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი დაუსწრებლად.

მოღვაწეობა საქართველოს სსრ-ში

1946 წელს შევიდა კომკავშირში, 1948 წელს, 20 წლის ასაკში კი კომპარტიაში. 1957-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კომკავშირის პირველი მდივანი. 1961-1964 წლებში კომპარტიის მცხეთის რაიონული კომიტეტის პირველი მდივანი, ხოლო შემდეგ თბილისის პირველი მაისის რაიონის რაიკომის მდივანი. 1958 წლიდან იყო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი.

1964-1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965-1972 წლებში იყო საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. ამ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დაიწყო კამპანია ჩრდილოვანი ეკონომიკისა და კორუფციის წინააღმდეგ. კამპანია კარგად იყო რეკლამირებული, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია.

1972 წელს აირჩიეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველ მდივნად და ამ პოსტზე მუშაობდა 1985 წლამდე. მან შეცვალა კორუფციაში მხილებული ვასილ მჟავანაძე. პარტიაში მუშაობისას დაჯილდოვდა სოციალისტური შრომის გმირის ოქროს ვარსკვლავით.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი

1976 წლიდან შევარდნაძე კომპარტიის საკავშირო ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. 1985 წელს საბჭოთა „გარდაქმნის“ წამომწყების, მიხეილ გორბაჩოვის ინიციატივით შევარდნაძე მიიწვიეს მოსკოვში და მოულოდნელად დანიშნეს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად. იმავდროულად აირჩიეს საკავშირო კომპარტიის ცკ-ის პოლიტბიუროს წევრად. ის მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით.

1990 წელს გადადგა, „მოსალოდნელი დიქტატურისადმი“ პროტესტის ნიშნად, იმავე წელს დატოვა პარტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე რამდენიმე თვით ადრე, 1991 წელს, გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. იმავე წლის ბოლოს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა ბელოვეჟის შეთანხმებაში, ხოლო მისი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი გაუქმდა.

საქართველოში დაბრუნება

1992 წელს საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია პუტჩის შედეგად თანამდებობიდან ჩამოაგდო ეროვნულმა გვარდიამ. პუტჩისტებმა შევარდნაძე მოისწვიეს მათ მიერ შექმნილი ორგანოს — სახელმწიფო საბჭოს — ხელმძღვანელად. სავარაუდოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ პროცესებში მხედრიონის ლიდერმა, ჯაბა იოსელიანმა. მან თანამდებობა 1992 წლის 7 მარტს დაიკავა.

1992 წელს საპარლამენტო არცევნებით მოხდა შევარდნაძის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია. ის აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავჯდომარედ. შევარდნაძე პარლამენტს თავმჯდომარეობდა 1995 წლამდე. ამავე წლებში ის იყო თავდაცვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 1993-1995 წლებში თავმჯდომარეობდა საკონსტიტუციო კომისიას, რომელმაც მოამზადა საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის პროექტი. მისი ინიციატივით საქართველო შევიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში (დსთ) 1993 წელს. 1995 წელს შექმნა პარტია — "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", რომელიც წამყვანი პარტია გახდა საქართველოში 1995-2002 წლებში.

შევარდნაძეზე სამჯერ მოაწყვეს თავდასხმა:

1995 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად ხმათა 74%-ით. 2000 წლის 9 აპრილს ხმათა 82%-ით ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს პრეზიდენტად.

გადადგომა

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ვარდების რევოლუცია.

2002 წლის ადგილობრივი თვითმმართველობოს არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დამარცხდა. იმავე წლის სექტემბერში შევარდნაძემ განაცხადა, რომ 2005 წელს, უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, აპირებს პენსიაზე გასვლას და მემუარების დაწერას.2003 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადდა შევარდნაძის ბლოკი ”ახალი საქართველოსთვის” ხმათა 21.32 %-ით, ხოლო მეორე ადგილზე პროსამთავრობოდ განწყობილი "დემოკრატიული აღორძინების კავშირი” ხმათა 18.84 %-ით.[4] საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნებში დარღვევები დააფიქსირეს. ოპოზიციამ შევარდნაძეს არჩევნების ბათილად ცნობისკენ მოუწოდა, მისი შედეგების გაყალბების გამო. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არჩევნების შედეგების გაუქმებაზე. რის გამოც ზოგიერთი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს საპროტესტო კამპანია და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დემონსტრაციებს შედეგად 2003 წლის 22 ნოემბერს საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო კანცელარიის შენობებში მოწინააღმდეგეთა შეჭრა მოჰყვა. შევარდნაძემ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მაგრამ უარი განაცხადა არმიის გამოყენებაზე და 23 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა.

ოჯახი

ედუარდ შევარდნაზეს ჰყავდა მეუღლე — ნანული ცაგარეიშვილი-შევარდნაძე, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა. შევარდნაძის ვაჟიშვილი, პაატა, იუნესკოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელია, ხოლო ქალიშვილი, მანანა, სატელევიზიო ფილმების სტუდიის დირექტორია.

გარდაცვალება

ედუარდ შევარდნაძე გარდაიცვალა 2014 წლის 7 ივლისს, 86 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ[5][6]. დაკრძალულია კრწანისის რეზიდენციაში, თავისი მეუღლის გვერდით[7].

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

წინამორბედი:
ვასილ მჟავანაძე
საქართველოს კომუნისტური პარტიის პირველი მდივანი
1972 – 1985
შემდეგი:
ჯუმბერ პატიაშვილი
წინამორბედი:
ანდრეი გრომიკო
საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი
1985 – 1991
შემდეგი:
ბესსმერტნიხი, ალექსანდრ
წინამორბედი:
ზვიად გამსახურდია
საქართველოს პრეზიდენტი
1995 – 2003
შემდეგი:
ნინო ბურჯანაძე