მერაია კერი
| მერაია კერი | ||
|---|---|---|
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | მერაია კერი | |
| ასევე ცნობილი როგორც |
მიმი | |
| დაიბადა | 27 მარტი, 1970 (39 წლის) ჰანტინგტონი, ლონგ აილენდი, ნიუ იორკი, აშშ. |
|
| ჟანრ(ებ)ი | პოპი, R&B | |
| საქმიანობა | მომღერალი, ტექსტების ავტორი, მსახიობი, მუსიკალური პროდიუსერი | |
| აქტიური | 1990-დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Columbia, Virgin, Island | |
| საიტი | ოფიციალური ვებსაიტი | |
მერაია კერი (დ. 27 მარტი, 1970) — ამერიკელი მომღერალი, კომპოზიტორი, მუსიკალური პროდიუსერი, მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი და მსახიობი. მისი, როგორც მომღერლის, დებიუტი 1990 წელს, კოლუმბია რექორდსის აღმასრულებელი დირექტორის ტომი მოტოლას ხელმღვანელობით შედგა და მალე იგი იქცა პირველ მუსიკოსად, რომლის პირველი ხუთი სინგლი აშშ-ს ბილბორდის ცხელი 100-ეულის სათავეში მოექცა. 1993 წელს მოტოლასთან ქორწინების შემდეგ, ჰიტ სიმღერების სერიის წყალობით, იგი კოლუმბია რექორდსის გაყიდვების ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე მუსიკოსად იქცა. ჟურნალ „ბილბორდზე“ დაყრდნონოთ, ის აშშ-ში 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული არტისტია.
ვოკალური შესაძლებლობა [რედაქტირება]
საკუთარი განცხადებით, მერაიას გააჩნია კონტრალტოს 5-ოქტავიანი ხმის დიაპაზონი, რეალურად კერის ვოკალური დიაპაზონი ფარავს ყველა ოქტავას კონტრალტოდან დაწყებული - სოპრანომდე. მისთვის მიღწევადია ბევრი სხვა მეცცო-სოპრანო და მღერის დროს შეუძლია მოქნილად და მოხდენილად ოქტავების ცვლა. მერაია იოლად მღერის სტვენის რეგისტრზე, რაც წარმოადგენს ადამიანის ხმის უმაღლეს რეგისტრს. კერის განცხადებით, მინი რიპერტონმა უდიდესი გავლენა მოახდინა მისი მღერის ტექნიკაზე. ადრეული ასაკიდანვე კერი ცდილობდა მიეღწია რიპერტონის მაღალი ნოტებისათვის. ასე გაზარდა საკუთარი ვოკალური დიაპაზონი მომავალმა მომღერალმა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით, არ არსებობს მსოფლიოში სხვა ვოკალისტი, ვისაც მერაიაზე უკეთ შეუძლია სუპერმაღალი ნოტებისათვის მიწვდომა. ამ მხრივ კერიმ მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ემტივისა და ჟურნალი Blender-ის 22 საუკეთესო მუსიკალური ხმის სიაში მერაიამ 1 ადგილი დაიკავა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ფანებმა და მკითხველებმა. ამის შესახებ თავმდაბალმა კერიმ განაცხადა: ”რასაკვირველია ესა უდიდესი კომპლიმენტია, მაგრამ საკუთარ თავზე ამგვარად სულაც არ ვფიქრობ”.
დისკოგრაფია [რედაქტირება]
- Mariah Carey (1990)
- Emotions (1991)
- Music Box (1993)
- Merry Christmas (1994)
- Daydream (1995)
- Butterfly (1997)
- Rainbow (1999)
- Glitter (2001)
- Charmbracelet (2002)
- The Emancipation of Mimi (2005)
- E=MC² (2008)
- Memoirs of an Imperfect Angel (2009)
- Merry Christmas II You (2010)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური გვერდი.
- Mariah Carey — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური).