7 იანვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | იანვარი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
7 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-7 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 358 დღე (ნაკიან წელში - 359).
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 1325 : ალფონსო IV პორტუგალიის მეფე გახდა.
- 1558 : საფრანგეთმა ინგლისს კონტინენტზე ამ უკანასკნელის ბოლო სამფლობელო, კალე, წაართვა.
- 1566 : პიუს V რომის პაპი გახდა.
- 1598 : ბორის გოდუნოვმა რუსეთის სამეფო ტახტი ჩაიგდო ხელთ.
- 1610 : გალილეო გალილეიმ იუპიტერის ოთხი თანამგზავრი აღმოაჩინა.
- 1782 : პირველი ამერიკული კომერციული ბანკი გაიხსნა (Bank of North America).
- 1785 : ფრანგი ჟან-პიერ ბლანკარი და ამერიკელი ჯონ ჯეფრი საჰაერო ბურთით დოვერიდან (ინგლისი) კალეში (საფრანგეთი) გადაფრინდნენ.
- 1789 : ჯორჯ ვაშინგტონი აშშ-ს პირველ პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1797 : იტალიის თანამედროვე დროშა გამოიყენეს პირველად.
- 1924 : ჰოკეის საერთაშორისო ფედერაცია დაარსდა პარიზში შვიდი დამფუძნებელი ქვეყნის - ავსტრია, ბელგია, ჩეხოსლოვაკია, საფრანგეთი, უნგრეთი, ესპანეთი და შვეიცარია - მიერ.
- 1927 : პირველი ტრანსატლანტიკური სატელეფონი კავშირი განხორციელდა ნიუ-იორკსა და ლონდონს შორის.
- 1953 : აშშ-ის პრეზიდენტი ჰარი ტრუმანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა წყალბადის ბომბს ფლობს.
- 1959 : აშშ-მა ცნო კუბის ახალი მთავრობა ფიდელ კასტროს მეთაურობით.
- 1979 : ვიეტნამის ჯარებმა კამბოჯაში პოლ პოტის რეჟიმი დაამხეს.
- 1989 : იაპონიის ბოლო პრინცი აკიჰიტო ახალ იმპერატორად გამოცხადდა. იაპონიაში დადგა ჰაისეის ერა.
- 1990 : პიზის დახრილი კოშკი დაიხურა საზოგადოებისთვის უსაფრთხოების ზომების გამო.
- 1999 : ბილ კლინტონის იმპიჩმენტის სამსჯარო დაიწყო.
- 2013 : 2012 წლის ფიფა-ს ოქროს ბურთი არგენტინელმა ლიონელ მესიმ მოიგო.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- ძვ. წ. 1 : იესო ნაზარეველი - ქრისტეს დაბადების ტრადიციული თარიღი
- 1502 : გრიგოლ XIII - რომის პაპი
- 1528 : დ'ალბრე, ჟანა - ნავარის დედოფალი
- 1611 : ჰარინგტონი, ჯეიმზ - ინგლისელი პუბლიცისტი
- 1800 : ფილმორი, მილარდ
- 1905 : ლორთქიფანიძე, კონსტანტინე - ქართველი მწერალი.
- 1910 : ბააზოვა, სოფიო - ნევროპათოლოგი.
- 1964 : კეიჯი, ნიკოლას - ამერიკელი მსახიობი.
- 1990 : გედევანიშვილი, ელენე - ქართველი მოციგურავე
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 1325 : დინიშ I - პორტუგალიის მეფე
- 1655 : ინოკენტი X - რომის პაპი
- 1963 : ქიაჩელი, ლეო – ქართველი მწერალი (დ.1884)
- 1976 : გიგინეიშვილი, კონა - ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი.
- 1984 : კასტლერი, ალფრედ - ფრანგი ფიზიკოსი
- 1989 : ჰიროჰიტო - იაპონიის იმპერატორი.
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |