27 სექტემბერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | სექტემბერი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | ||||||
| 2013 | ||||||
27 სექტემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 270-ე დღე (ნაკიან წლებში – 271-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 95 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 1540 : იეზუიტთა ორდენს პაპი პავლე III ქარტიას ანიჭებს.
- 1590 : პაპი ურბან VII არჩევიდან 13 დღეში გარდაიცვალა, რაც ყველაზე მოკლე მმართველობის პერიოდი იყო პაპობის ისტორიაში.
- 1605 : შვედეთის მეფე კარლ IX, რომელსაც რიგა ალყაში ჰყავდა 1 თვის წინ და იძულებული იყო მოეხსნა ალყა, განიცადა მძიმე მარცხი კირჰოლმთან პოლონელებისაგან. შვედებმა დაჰკარგეს 8000 ადამიანი, მეფე იძულებული იყო დაბრუნებულიყო შვედეთში. 16 წლის შემდეგ ამავე დღეს უკვე მისი ვაჟი ამ დროისათვის უკვე მეფე გუსტავ ადოლფი თვითონ შევა დაპყრობილ რიგაში. 1625 წელს ამავე დღეს შვედებმა აიღეს ქალაქი ბაუსკუ, ხოლო 1628 წელს პოლონელებმა ის უკან დაიბრუნეს.
- 1802 : იმპერატორის ალექსანდრე I-ის ბრძანებით კიევს როგორც უძველეს დედაქალაქს მიენიჭა უფლება მაგდებურგის უფლებების გამოყენებისა, რაც ქალაქს მთელ რიგ პრივილეგიებს ანიჭებდა: თვითმართველობის უფლებას, თავის მართლმსაჯულებას და მიწის მფლობელობის უფლებას.
- 1821 : მექსიკა ესპანეთისგან დამოუკიდებელი ხდება.
- 1825 : სტოკჰოლმი-დარლინგტონის რკინიგზა იხსნება — მსოფლიოში პირველი ლოკომოტივით მართული სამგზავრო ტრანსპორტი.
- 1854 : თბომავალი არქტიკა ჩაიძირა 300 მგზავრით ბორტზე, რაც პირველი დიდი კატასტროფა იყო ატლანტის ოკეანეში.
- 1937 : ქალაქ ალბიონში, აშშ-ში, გაიხსნა მსოფლიოში პირველი სკოლა სანტა-კლაუსებისათვის.
- 1939 : 19 დღიანი ბრძოლების შემდეგ ჰიტლერულმა გერმანიამ აიღო პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა
- 1940 : სამმხრივი პაქტი დაიდო ბერლინში გერმანიას, იაპონიასა და იტალიას შორის.
- 1941 : ოკუპირებულ კიევში გამოქვეყნდა კომენდანტის ბრძანება სახელწოდებით "კიევის ყველა ჟიდს". ებრაელებს უბრძანებდნენ საჭირო ნივთებით გამოცხადებულიყვნენ ბაბიი იარის რაიონში "ევაკუაციისათვის".
- 1949 : ჩინეთის სახალხო კონგრესის პირველ პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროშა.
- 1959 : იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე ტაიფუნმა 5000-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
- 1960 : მოსკოვში დაიწყო ოსტანკინოს ტელეანძის მშენებლობა.
- 1961 : სიერა-ლეონე გახდა გაეროს წევრი 100 - ე სახელმწიფო.
- 1977 : უკრაინაში ექსპლუატაციაში შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.
- 1985 : სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავჯდომარე ტიხონოვი, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძეს მაგივრად ხდება რიჟკოვი, ნიკოლოზ ივანეს ძე.
- 1990 : სსრკ ხდება ინტერპოლის წევრი
- 1991 : საბჭოთა კავშირის კომკავშირის XXII რიგგარეშე ყრილობაზე განიხილეს ერთადერთი საკითხი "კომკავშირის ბედის" შესახებ და იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი არსებობის შეწყვეტის შესახებ.
- 1993 : სოხუმის დაცემა.
- 1996 : ავღანეთში, თალიბანი ქაბულს იღებს.
- 1998 : გუგლი დაარსდა.
- 2002 : აღმოსავლეთი ტიმორი გაეროს წევრი გახდა.
- 2008 :
- თურქმენეთში ახალი კონსტიტუციით გაუქმდა სახალხო საბჭო და დაშვებულ იქნა ოპოზიციური პარტიები.
- ჩინელი კოსმონავტი ჟაი ჟიგანი წარმატებით ახორციელებს პირველ გასვლას ხომალდის ბორტს გარეთ შენჟუ 7 მისიით.
- 2009 : გაერთიანება ქდკ/ქსკ, ანგელა მერკელის (სურათზე) ხელმძღვანელობით, უმრავლესობის განახლებულ მანდატს იღებს ბუნდესტაგის არჩევნებში.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1389 : მედიჩი, კოზიმო უფროსი (01.08.1464), ფლორენციელი ბანკირი და სახელმწიფო მოღვაწე, მედიჩების ერთ ერთი მთავარი სახლის დამაარსებელი, რომლებიც მართავდნენ ფლორენციას მთელი საუკუნის განმავლობაში.
- 1533 : ბატორი, სტეფან - პოლონეთის მეფე
- 1601 : ლუი XIII (საფრანგეთი) LOUIS XIII - საფრანგეთის მეფე
- 1657 : რომანოვა, სოფია ალექსეის ასული (14.7.1704), მეფის ასული, მართავდა რუსეთს 1682-89 წლებში, მცირეწლოვანი ძმების ივანე V და პეტრე I- ის მეფობის დროს. ჩამოგდებულ იქნა ტახტიდან პეტრეს მიერ, გამწესებულ იქნა ნოვოდევიჩის მონასტერში.
- 1781 : ვილჰელმ I - ვუნტერბერგის მეფე
- 1840 : ნასტი, თომას (07.12.1902), ერთ ერთი პირველი ამერიკელი პოლიტიკური კარიკატურისტი. ემიგრირებულია ბავარიიდან. მან შექმნა აშშ რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ემბლემები სპილო და ვირი, და ასევე ყველასათვის ცნობილი სანტა კლაუსის კოსტუმი
- 1871 : დელედა, გრაცია (15.08.1936), იტალიელი მწერალი სარდინიადან, ნობელის ლაურიატი 1926 წელს, პოეტური ქმნილებებისათვის.
- 1916 : გიგინეიშვილი, ოთარ - ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო მოღვაწე
- 1918 : რილე, მარტინ (რაილი, მარტინ Martin RYLE)- ინგლისელი ასტრონომი (რადიოასტრონომი), 1974 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში ნოვატორული კვლევებისათვის რადიოასტროფიზიკაში (ხიუშემი, ენტონისთან ერთად)
- 1947 : მიტ ლოუფი - ამერიკელი მომღერალი
- 1952 : პრუნარიუ, დუმიტრუ პირველი რუმინელი კოსმონავტი. 1981 წელს გაფრინდა სოიუზ - 40-ით, იმყოფებოდა ორბიტაზე 1 კვირის განმავლობაში.
- 1954 : უოლ, ჰარი - ამერიკელი პროგრამისტი, პერლ პროგრამირების ენის შემქმნელი
- 1976 : ფრანჩესკო ტოტი - იტალიელი ფეხბურთელი
- 1972 : პელტროუ, გვინეთ - ამერიკელი მსახიობი
- 1984 : ლავინი, ავრილ - კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1557 : გო-ნარა - იაპონიის იმპერატორი
- 1590 : ურბან VII - რომის პაპი
- 1651 : მაქსიმილიან I - ბაიერნის ჰერცოგი და კურფურსტი
- 1770 : ინოკენტი XII - რომის პაპი
- 1891 : გონჩაროვი, ივანე - რუსი მწერალი
- 1917 : დეგა, ედგარ - ფრანგი მხატვარი
- 1932 : დეგეიტერ, პიერ, (დეჟეიტერ, პიერ, Pierre DEGEYTER (08.10.1848), გენტი - 1932, სენ-დენი), ფრანგი კომპოზიტორი, პროლეტარების ჰიმნის "ინტერნაციონალის" მუსიკის ავტორი. დაიბადა ბელგიაში
- 1940 : ვაგნერ-იაურეგ, იულიუს (07.03.1857), ავსტრიელი ფსიქიატრი, 1927 წ. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.
- 1944 : მაიოლ, არისტიდი (08.12.1861), ფრანგი სკულპტორი.
- 1967 : იუსუპოვი, ფელიკს ფელიქსის ძე (23.03.1887), გრაფი რასპუტინის მკვლელი.
- 1983 : სტელმახი, მიხაილი ათანასეს ძე (24.05.1912), უკრაინელი მწერალი, სოციალისტური შრომის გმირი (1972), ლენინის პრემიის ლაურეატი (1961).
- 1996 : ნაჯიბულა, მუჰამედ - ავღანეთის პრეზიდენტი
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ჯვართამაღლება (მართლმადიდებლური რელიგია)
- მიცვალება წმიდისა იოანე ოქროპირისა
- ასევე:
- ტურიზმის საერთაშორისო დღე
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |
სტატიის