21 მაისი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | მაისი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 | 31 | ||
| 2013 | ||||||
21 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 141-ე დღე (ნაკიან წლებში - 142-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 224 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 996 : თექვსმეტი წლის ოტო III საღვთო რომის იმპერატორად აკურთხეს.
- 1502 : წმ. ელენეს კუნძული აღმოაჩინა პორტუგალიელმა ნავიგატორმა ჟუან და ნოვამ.
- 1503 : ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა კაიმანის კუნძულები.
- 1725 : ალექსანდრე ნეველის ორდენი დააწესა რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე I-მა.
- 1769 : რუსეთის, ქართლ-კახეთისა და იმერეთის შეთანხმება.
- 1840 : ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.
- 1881 : დაარსდა წითელი ჯვრის ორგანიზაცია.
- 1894 : 22 წლის ფრანგი ანარქისტი ემილ ანრის გილიოტინაზე თავი მოჰკვეთეს.
- 1904 : პარიზში დაარსდა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა).
- 1937 : საბჭოთა სადგური პირველი სამეცნიერო-კვლევითი დასახლება ხდება არქტიკის ოკეანის მოძრავ ყინულის ბაქანზე.
- 1972 : რომში წმინდა პეტრეს ტაძარში ვანდალმა მიქელანჯელოს პიეტა დააზიანა.
- 1991 :
- ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი კამიკაძის თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
- ეთიოპიის პრეზიდენტი მენგისტუ ჰაილე მარიამი გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა.
- 1998 : ინდონეზიის დიქტატორი 32 წლის განმავლობაში - სუჰარტო - გადადგა.
- 2003 : მიწისძვრამ ჩრდილოეთ ალჟირში 2000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
- 2004 : სტანისლავ პეტროვს მსოფლიოს მოქალაქის წოდება მიანიჭეს 1983 წელს პოტენციური მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების გამო.
- 2006 : მონტენეგრო რეფერენდუმით სერბეთისგან დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.
- 2007 : ლიბანის ჩრდილოეთში ბრძოლა გაჩაღდა ლიბანის შეიარაღებულ ძალებსა და ფათჰ ალ-ისლამის დაჯგუფებებს შორის.
- 2008 :
- პარლამენტის არჩევნებში დეპუტატების ადგილების უმრავლესობა ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო.
- ფინალურ მატჩში ჩელსის დამარცხებით მანჩესტერ იუნაიტედი 2008 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი გახდა.
- 2009 : ნეპალელმა მთამსვლელმა აპა შერპამ მე-19-ჯერ დალაშქრა ჯომოლუნგმა და საკუთარი მსოფლიო რეკორდი მოხსნა.
- 2011 :
- საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით ჩერქეზი ხალხის გენოციდი აღიარა.
- სახალხო კრებამ თბილისსა და ბათუმში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1471 : დიურერი, ალბრეხტ - გერმანელი მხატვარი.
- 1855 : ვერჰარნი, ემილ - ბელგიელი პოეტი და დრამატურგი.
- 1874 : დადიანი, შალვა - ქართველი მწერალი, დრამატურგი.
- 1919 : ჩაჩავა, კონსტანტინე - ქართველი მეან-გინეკოლოგი.
- 1921 : სახაროვი, ანდრეი - რუსი ფიზიკოსი.
- 1937 : ჭიაურელი, სოფიკო - ქართველი მსახიობი.
- 1945 : მესერშმიდი, ერნსტ - გერმანელი ფიზიკოსი.
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1542 : სოტო, ერნანდო დე - ესპანელი მკვლევარი.
- 1955 : ურუშაძე, ავთანდილ - ქართველი პოლიტიკური, სამხედრო და საზოგადო მოღვაწე (დ.1890)
- 1973 : კონევი, ივან - რუსი სამხედრო მოღვაწე (დ.1897)
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- აგრეთვე:
- კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღე
- კოსმოსის საერთაშორისო დღე
- კაიმანის კუნძულები - კუნძულების აღმოჩენის დღე.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |