რამშტაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია როკ–ჯგუფს ეხება. ქალაქის შესახებ იხილეთ რამშტაინ-მიზენბახი.
Rammstein
Rammstein Live at Madison Square Garden.jpg
ბიოგრაფია
წარმოშობა ბერლინი, გერმანია
ჟანრ(ებ)ი ინდუსტრიული მეტალი
ტანც მეტალი
აქტიური 1994 — დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Motor Music, Republic, Slash, Universal, Vagrant, Spinefarm
ასოციაციები Emigrate
Feeling B
First Arsch
საიტი www.rammstein.de
www.rammstein.com
წევრები ტილ ლინდემანი
რიჩარდ კრუსპე
პაულ ლანდერსი
ოლივერ რიდელი
კრისტოფ შნაიდერი
კრისტიან ლორენცი

რამშტაინი (Rammstein) — გერმანული ინდუსტრიულ მეტალ ჯგუფი, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მათი მუსიკალური სტილი, რომელსაც ჯგუფის წევრები Tanz-Metal-ს ანუ "საცეკვაო მეტალს" უწოდებენ (სინამდვილეში - ახალი გერმანული სიმძიმე), აერთიანებს მეტალის, ინდასტრიალის და ელექტრონული მუსიკის ელემენტებს. ჯგუფზე დიდი გავლენა იქონია სლოვენურმა მუსიკალურმა კოლექტივმა — ლაიბახმა.

ჯგუფის სახელი[რედაქტირება]

ჯგუფის სახელი Rammstein უკავშირდება დასავლეთ გერმანული ქალაქის რამშტაინ-მიზენბახის (Ramstein-Miesenbach) სახელს, სადაც 1988 წელს ავიაკატასტროფა მოხდა. ჯგუფის ერთ–ერთი სიმღერა “Rammstein”-იც სწორედ ამ კატასტროფის წლისთავისადმია მიძღვნილი. ზედმეტი m სახელში კი მას გვაშიფრინებს სხვანაირადაც : ქვის ტარანი (Ramm-ტარანი Stein-ქვა) რაც გამოხატავს ჯგუფის მუსიკას როგორც მძვინვარესა და მრისხანეს. ასევე ზმნა “rammen” გერმანულად ნიშნავს დარტყმას.

ასტეროიდ 110393-ს ჯგუფის პატივსაცემად Rammstein დაარქვეს.

ჯგუფის ისტორია[რედაქტირება]

რამშტაინი შეიქმნა 1994 წელს, მისი ყველა ალბომი გამოქვეყნებულია Universal Music Group-ის მიერ. მათი ყველა სიმღერა შესრულებულია გერმანიაში.

ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო გერმანიაში არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც. ალბომით Reise, Reise (2004) კი ჯგუფის წევრები ყველაზე წარმატებული გერმანელი მომღერლები გახდნენ. მთლიანობაში ჯგუფს გამოშვებული აქვს 6 სტუდიური ალბომი.

ჯგუფის ყველა წევრი გერმანელია:

  • ტილ ლინდემანი – ვოკალი
  • რიხარდ კრუსპე – მთავარი გიტარა
  • პაულ ლანდერსი – რიტმული გიტარა
  • ოლივერ რიდელი – ბას-გიტარა
  • კრისტოფ შნაიდერი – დრამები
  • კრისტიან ლორენცი– კლავიში

რამშტაინის სიმღერების უმრავლესობა გერმანულ ენაზეა, თუმცა არსებობს ზოგიერთი სიმღერის ინგლისური ვარიანტიც. ასეთებია „Engel“ , „Du Hast“ და “Amerika”. სიმღერა „Te quiero puta“ სრულდება ესპანურ ენაზე. ზოგიერთი სიმღერა („Amerika“ , „Stirb nicht vor mir//Don’t die before I do“, „Moskau“, „Pussy“, „Frühling in Paris“ და ა.შ.) შეიცავს არა მხოლოდ გერმანულ სიტყვებს.

ჯგუფის სიმღერები საუნდტრეკების სახით გამოყენებულია ფილმებში:

  • 1997 - Lost Highway “Rammstein”, “Heirate mich”
  • 1997 - Mortal Kombat: Annihilation “Engel”
  • 1999 - Wing Commander “Eifersucht”
  • 1999 - Family Values Tour 1998 “Du hast”, “Bück dich”
  • 2000 - CKY, Vol. 2 “Du hast”
  • 2001 - How High “Du hast”
  • 2002 - Resident Evil “Halleluja”
  • 2002 - xXx “Feuer frei!”
  • 2002 - Lilya 4-ever “Mein Herz brennt (film-remix)”, “Mein Herz brennt”
  • 2002 - FeardotCom “Sonne”
  • 2004 - Resident Evil: Apocalypse “Mein Teil”
  • 2006 - See No Evil “Mein Teil”

ალბომები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : რამშტაინის დისკოგრაფია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]