9 აპრილი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | აპრილი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | |||||
| 2013 | ||||||
9 აპრილი — გრიგორიანული კალენდრის 99-ე დღე (ნაკიან წლებში — მე-100 დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 266 დღე.
სექციების სია |
დღის მოვლენები[რედაქტირება]
- 1682 : ლა სალმა აღმოაჩინა მდინარე მისისიპის შესართავი
- 1770 : ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ბოტანის ყურე ავსტრალიასთან
- 1927 : ამუშავდა ზაჰესი, რომელმაც პირველი დენი მისცა თბილისს
- 1940 : გერმანული ჯარები შეიჭრნენ დანიასა და ნორვეგიაში
- 1989 : „9 აპრილის სისხლიანი კვირა“ — საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიერ ორგანიზებული მრავალდღიანი ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქცია თბილისში სასტიკად იქნა დარბეული მოსკოვის კრემლის (უშუალოდ კომპარტიის ცკ-ს პოლიტბიუროს) მითითებით, საბჭოთა არმიის სპეციალურად გაგზავნილი სადესანტო შენაერთის მიერ (ორლესული სასანგრე ნიჩბების, მომწამლავი გაზისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით). ამ ბარბაროსული სადამსჯელო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი, დასახიჩრდა და მოიწამლა აქციის რამდენიმე ასეული მონაწილე. დაპატიმრებულ იქნენ აქციის ორგანიზატორები (მათ შორის, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა), თბილისში გამოცხადდა საკომენდანტო საათი.
- 1991 : 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი“
- 2009 : ოპოზიციის მიერ პარლამენტის წინ გამართულ მიტინგზე დაახლოებით 50 000 ადამიანი შეიკრიბა.
- 2010 :
- რიგით მე-18 შესწორება შევიდა პაკისტანის კონსტიტუციაში, რომლითაც პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება ჩამოერთვა.
- გამოხცადდა უნუნსეპტიუმის პირველი წარმატებული სინთეზი, ქიმიური ელემენტი ატომური რიცხვით 117.
ამ დღეს დაბადებულნი[რედაქტირება]
- 1821 : ბოდლერი, შარლ — ფრანგი მწერალი.
- 1859 : იულიუს ჰარტი — გერმანელი მწერალი.
- 1830 : მეიბრიჯი, ედვარდ — ინგლისელი ფოტოგრაფი.
- 1902 : ბარამიძე, ალექსანდრე — ქართველი ლიტერატურათმცოდნე.
- 1933 : ბელმონდო, ჟან-პოლ — ფრანგი კინომსახიობი.
- 1978 : ჭოლაძე, ლევან — ქართველი დიპლომატი, საქათველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე 2007-2008 წლებში.
- 1990 : სტიუარტი, კრისტენ — ამერიკელი მსახიობი.
ამ დღეს გარდაცვლილნი[რედაქტირება]
- 491: ზენონი — ბიზანტიის იმპერატორი;
- 1553 : რაბლე, ფრანსუა — ფრანგი მწერალი
- 1626 : ბეკონი, ფრანსის — ინგლისელი ფილოსოფოსი
- 1928 : აწყურელი, დავით — ქართველი მსახიობი
- 1945 : კანარისი, ვილჰელმ — გერმანელი ადმირალი
დღესასწაულები[რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
- ბაჰაიზმი : ჯალალის დღესასწაული, ბაჰაისტური კალენდრის პირველი დღე
- საქართველო : სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
სხვა თვეები
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |