სნუპ დოგი
| ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გასწორებაში. გამოიყენეთ რედაქტორის სახელმძღვანელო. |
| სნუპ დოგი | ||
|---|---|---|
სნუპ დოგის გამოსვლა ჰავაიზე, 2005 წლის 23 ივლისი
|
||
| ბიოგრაფია | ||
| ნამდვილი სახელი | კელვინ კორდოზარ ბროდუსი | |
| ასევე ცნობილი როგორც |
სნუპ დოგი დოგი, ნიგარაცი, The Doggfather | |
| დაიბადა | 20 ოქტომბერი, 1971 | |
| წარმოშობის ადგილი | ლონგ ბიჩი, კალიფორნია, აშშ | |
| ჟანრ(ებ)ი | ჰიპ ჰოპი, განგსტა რეპი, ჯი-ფანკი, რ’ნ’ბ | |
| საქმიანობა | რეპერი, მსახიობი, პროდიუსერი, ბიზნესმენი | |
| აქტიური | 1991 - დღემდე | |
| ლეიბლ(ებ)ი | Priority, EMI Records, Capitol Records, Doggystyle | |
| ასოციაციები | Tha Eastsidaz, Dr. Dre, საიპრეს ჰილი, 2Pac, ეიკონი, Bow Wow, 213, 50 Cent, Xzibit, Tha Dogg Pound, ნეიტ დოგი, Game | |
| ვებგვერდი | www.snoopdogg.com | |
კელვინ კორდოზარ ბროდუსი, უმცრ. (დ. 1971 წლის 20 ოქტომბერს), უფრო მეტად ცნობილი სასცენო სახელით სნუპ დოგი — ამერიკელი რეპერი, პროდიუსერი, მარიხუანასთან დაკავშირებული აქტივისტი და მსახიობი. იგი ცნობილია, როგორც დასავლეთ სანაპიროს ჰიპ-ჰოპ სცენის რეპერი და პროდიუსერ/რეპერ Dr. Dre-ს ერთ-ერთი პროტეჟე. მოზარდობაში იგი მოხვდა განგსტერულ დაჯგუფებაში Crips. სკოლის დამთავრების შემდეგ დაპატიმრებული იქნა კოკაინის მოხმარების გამო და უეინსაიდის საგრაფოს ციხეში ექვსი თვე დაჰყო. მუსიკალური კარიერა დაიწყო 1992 წელს, მას შემდეგ, რაც აღმოჩენილი იქნა Dr. Dre-ს მიერ. თანამშრომლობდა Dr. Dre-სთან, სოლო სადებიუტო დისკზე The Chronic და ფილმის Deep Cover საუნდტრეკში შესულ სიმღერაზე.
სნუპის სადებიუტო ალბომი Doggystyle ლეიბლზე Death Row Records 1993 წელს გამოსვლისთანავე მოხვდა ბილბორდის 100-ეულში და რ’ნ’ბ ჩარტში. გამოცემიდან პირველივე კვირაში თითქმის მილიონი ასლის ოდენობით გაყიდული Doggystyle 1994 წელს პლატინის სტატუსით დაჯილდოვდა. მასში შეტანილია ჰიტად ქცეული სინგლები, რომელთა შორის არის What's My Name და Gin & Juice. 1994 წელს გამოვიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმის Murder Was The Case საუნდტრეკი, რომელშიც თავად სნუპიც მონაწილეობდა. 1996 წლის დასაწყისში მას მოხსნეს ყველა ბრალდება, დაკავშირებული მისი დაცვის წევრის მიერ 1993 წელს ფილიპ ვოლდემარიამის მკვლელობის გამო. მეორე ალბომი, Tha Doggfather, რეპერმა იმავე წელს გამოსცა. ჩანაწერი ასევე მოხვდა რამდენიმე ჩარტში, სინგლის Snoop's Upside Ya Head დახმარებით. მისი წარმატება წინამორბედისგან განსხვავდებოდა და 1997 წელს ორმაგი პლატინის სტატუსიც შესძინა.
Tha Doggfather იყო სნუპის უკანასკნელი სტუდიური დისკი Death Row-ზე. შემდეგ იგი გადავიდა ლეიბლზე No Limit Records, სადაც ჩაწერა შემდეგი სამი ალბომი - Da Game Is to Be Sold, Not to Be Told (1998) No Limit Top Dogg (1999) და Tha Last Meal (2000). ამას მოჰყვა ლეიბლებზე Priority/Capitol/EMI Records 2002 წელს გადასვლა. ალბომის Paid tha Cost to Be da Boss გამოცემის შემდეგ 2004 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Geffen Records. ამ ლეიბლზე გამოვიდა ალბომები R&G (Rhythm & Gangsta): The Masterpiece, Tha Blue Carpet Treatment, Ego Trippin' და Malice 'n Wonderland. უკანასკნელი დისკი, გამოცემული ლეიბლზე Priority იყო Doggumentary (2011 წლის მარტი).
მუსიკასთან ერთად, სნუპი მონაწილეობს სხვადასხვა ფილმსა და შოუში: Doggy Fizzle Televizzle, Snoop Dogg's Father Hood და Dogg After Dark. იგი ასევე არის ახალგაზრდული საფეხბურთო ლიგისა და სკოლის საფეხბურთო გუნდის მწვრთნელი. სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობისათვის ბრიტანეთსა და ავსტრალიაში სნუპი აკრძალული იყო, თუმცა ბრიტანეთში ეს აკრძალვა გაუქმდა ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდეგ.[1] მისი ნათესავები არიან ნეიტ დოგი, დეზ დილინჯერი, RBX, Lil' ½ Dead, ბრენდი ნორვუდი და რეი ჯეი. 2009 წლის სექტემბრიდან EMI-მ სნუპი დანიშნა კვლავ გააქტიურებული ლეიბლის Priority Records თავმჯდომარედ.[2]
[რედაქტირება] ბიოგრაფია
[რედაქტირება] პირველი წლები
კელვინი დაიბადა 1972 წლის 20 ოქტომბერს, ლოს ანჯელესის ლონგ ბიჩის ნაწილში,
თავისი ნამდვილი სახელი მას დიდი ხნის მანძილზე არ უტარებია, მშობლებმა მას მოფერებით Snoopy (კომიქსებისა და ანიმაციური ფილმების გმირის სახელი) შეარქვეს[3]: „მას იმდენი თმა ქონდა რომ პატარა ძაღლს გავდა“. სნუპი წამოიზარდა და სკოლაში შევიდა, კვირაობით გოლგოთის ბაბტისტურ ეკლესიაში დადიოდა, მთელ წირვას პატიოსნად ესწრებოდა და გალობდა. ის კარგი მოსწავლე იყო და სკოლის დამთავრებისთანავე ლონგ ბიჩის პოლიტექნიკურ სკოლაში ჩააბარა.[4][5]
სნუპი კარგი კალათბურთელი ჩანდა და მათემატიკაშიც მაღალი ნიშნები ჰქონდა. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ის კოკაინის გაყიდვისათვის არ დააკავეს (რომელიც პოლიციის აგენტს მიყიდა). ამ დროისათვის ის უკვე იყო Crips-ის[6][7], ლოს ანჯელესის ერთ–ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფების წევრი. საერთო ჯამში ციხეში მან ციხეში 3 წელი დაჰყო. მრავალი წლის შემდეგ მან განაცხადა ინტერვიუში:
|
„მე სხვა გზა არ მქონდა, გეტოს ხალხისათვის სამსახურის შოვნა წარმოუდგენელია და ეს მე მაჭმევდა და საცხოვრებელ ფულს მაძლევდა, მე არ ვთვლი ამას დანაშაულად.“
|
ლოს ანჯელესის ციხის სტატისტიკა მაშინ ასეთი იყო: სამი პატიმრიდან ერთი კვდებოდა.
საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მისი უახლოესი მეგობარი მოკლეს, კელვინმა გადაწყვიტა თავისი ცხოვრება შეეცვალა.
[რედაქტირება] შემოქმედების დასაწყისი
სნუპის მეგობრებს შორის იყვნენ უორენ გრიფინი, იგივე უორენ ჯი და ნეიტ დოგი. საბედნიეროდ, სნუპს ნარკოტიკების გარდა კიდევ ერთი საყვარელი საქმე ჰქონდა. მან გადაწყვიტა კრიმინალიდან წამოსვლა და მეგობრებთან ერთად რეპ-ჯგუფის 213 შექმნა (ციფრები მათი საცხოვრებელი რაიონის ტელეფონის კოდია). ასე იწყებოდა მისი კარიერა მუსიკაში.
სნუპის კარიერაში დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროინდელ ჯგუფ N.W.A.–ს ერთ ერთ წევრ ანდრე იანგს, ცნობილს როგორც Dr. Dre. უორენი, რომელიც მისი ნახევარძმაა, თანამშრომლობდა დრესთან სტუდიურ ალბომზე მუშაობისას. დრემ მოისმინა სნუპის დემო ჩანაწერი. დრესა და სნუპის თანამშომლობა დაიწყო 1992 წლის საუნდტრეკით Deep Cover, საიდანაც მსმენელებმა გაიცნეს სნუპი.
შემდეგი ჩანაწერი იყო დრეს სტუდიური დისკი The Chronic, რომელმაც მულტიპლატინის სტატუსი შეიძინა. კრიტიკოსები წერდნენ, რომ სწორედ ამ ალბომმა შეცვალა რეპ-მუსიკის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ სნუპის სახელი მის ყდაზე მოკრძალებულად იყო გამოტანილი, სწორედ ახალბედა რეპერი ჟღერდა რამდენიმე, შემდგომში ჰიტად ქცეულ სიმღერაში - Let Me Ride, Fuck wit Dre Day, Nuthin' but a 'G' Thang და Lil Ghetto Boy, სნუპის სადებიუტო დისკის Doggystyle ნაწილობრივ დრეს ალბომის წარმატების შედეგი იყო.[8]
[რედაქტირება] Doggystyle (1992–1995)
1993 გამოვიდა სნუპის სადებიუტო ალბომი Doggystyle. მის გარეკანზე ლეიბლის Death Row Records ლოგო ეხატა, მაგრამ სინამდვილეში ალბომი ათ სტუდიაში იწერებოდა.
რამდენიმე კვირით ადრე Vibe-ის The Source–ის და Rolling Stone–ს გარეკანებზე ალბომის რეკლამირება მოხდა. ეს უკვე წარმატების საწინდარი იყო, მაგრამ მთავარი რამ შემდეგ მოხდა - ერთ კვირაში ალბომის მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა და სნუპმა თავის რეპ-კარიერაში პირველი რეკორდი მოხსნა: მან პირველ კვირაში პირველივე ალბომით ბილბორდის ბილბორდის ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა, მანამდე ასეთი წარმატება აშშ-ში არავის ჰქონია. წლის ბოლოს ის დაასახელეს წლის საუკეთესო რეპერად, ხოლო ვიდეო სიმღერაზე Who I Am (What’s My Name) MTV–ის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჰიპ–ჰოპ/რეპ ვიდეოდ აღიარეს. სნუპის წარმატება უნაკლო იყო. მაგრამ მალე იგი ფილიპ ვოლდემარიამის განზრახ მკველობის მუხლით დააპატიმრეს. თავდებით განთავისუფლებისათვის ერთი მილიონი დოლარი იქნა გადახილი.
სნუპმა დატოვა ციხე, ინგლისში გაემგზავრა და კომენტარი გააკეთა :
მისი ოპტიმიზმი გამართლდა - სნუპი გაამართლეს. იგი კვლავ თავისუფლებაზე იყო, მისი ალბომი კვლავ დიდი ტემპებით იყიდებოდა და ახალგაზრდა მილიონერმა თავისი თავისუფლება ლოს ანჯელესში მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნა. ლეიბლის Death Row Records ხელმძღვანელმა, შუგ ნაიტმა მას გრანდიოზული დახვედრა მოუწყო. წვეულებას იმ დღეს ესწრებოდნენ როგორც დრე, ასევე ტუპაკი (რომელიც იმ დღეს თავისი ალბომის All Eyez on Me გამოსვლას აღნიშნავდა), MC Hammer, Tha Dogg Pound და სხვა ცნობილი რეპ-სახეები.
|
„ნეტავ ეს საერთოდ არ მომხდარიყო. მე მიხარია, რომ ყველაფერი მორჩა, მე შემიძლია ჩემ გზას გავუყვე, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს შემთხვევა ჩემზე დიდ კვალს დატოვებს.“
|
- განაცხადა სნუპმა. მართალია, იგი თავისუფლებაზე იყო, მაგრამ ამბობდნენ, რომ მის გათავისუფლებაში ფული შუგ ნაიტმა გადაიხადა და ამით სნუპი იყიდა, შუგს უკვე მაშინ არც თუ კარგი რეპუტაცია ქონდა. დადიოდა ხმები, რომ მას რამდენიმე კაცი ჰყავდა მოკლული. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფორმაცია დაუზუსტებელი იყო, იმ პერიოდში შუგთან ურთიერთობის გაფუჭება არავის სურდა.
[რედაქტირება] Tha Doggfather (1996-1997)
„Death Row არის ჩემი ოჯახი, სუპერძალა, ეს არ არის უბრალოდ სტუდია ან კომპანია ეს არ არის უბრალოდ მილიონობით დოლარი, ნაშები, მანქანები და მდიდარი ცხოვრება, ეს სისხლია, ეს ისეთი ოჯახია რომელიც ერთმანეთთან სიკვდილამდე აერთიანებს, ეს ჩვენი ძალაა, მას ვერავინ დატოვებს, ამით ან ცხოვრობენ ან კვდებიან“ – 2pac თუფაქმა თქვა „მას ვერავინ ვერ დატოვებს“ და ცოტა ხანში დრე–მ დატოვა „სია“... „მე აღარ მინდა მათთან ვიქონიო საქმე, მე გავაკეთე ჩემი, მე ვთქვი ჩემი, დავეხმარე ბევრ ხალხს მაგრამ ვერც ერთი ადამიანი ვერ დამარწმუნებს იმაში რომ მე იქედან წამოსვლით მცდარ ნაბიჯს ვაკეთებ, ეს აღარ არის რეპი, მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო და ის ფული დავხარჯო რომელზეც ბავშობაში ვოცნებობდი...“–Dr.Dre ეს ბევრისათვის შოკი იყო, მან ლეიბლისათვის ამდენი რამ გააკეთა და ახლა მიდის, ამ ნაბიჯმა ბევრი უთანხმოება გამოიწვია, შუგის თუფაქის და სნუპის მხრიდან დრეს მიმართულებით განუწვეტლივ მოდიოდნენ არც თუ ისე ტკბილი სიტყვები, მდგომარეობა დაიძაბა, ჰიპ–ჰოპის თითქმის ყველა დიდი ფიგურა თავის კომენტარებში ამბობდა რომ ეს ამბავი „რბილათ“ არ ჩაივლიდა, არავინ იცოდა რა მოხდებოდა შემდეგ და სწორედ ამ მომენტში მოხდა ის რისიც დღესაც არ ჯერა ბევრს, ლოს ანჯელესში სასიკვდილოთ დაჭრეს თუფაქი...
„მე არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ის ჩემთვის ძმასავით იყო, მე უბრალოდ ველოდები უკეთეს დროს, თქვენ კი ცდილობთ მორიგი სკანდალური სტატია დაწეროთ, გაა***თ ყველამ“ –ეს სნუპის სიტყვები იყო როცა მას თუფაქის სიკვდილზე კომენტარი თხოვეს, სხვა დორს რეპერის ასეთი სიტყვები ალბათ თავისთავად გამოიწვევდნენ სკანდალს მაგრამ სნუპის ასეთ პასუხს არანაირი ამბავი არ მოყოლია, ყველა ხვდებოდა რაც ხდება... „ამით ან ცხოვრობენ ან კვდებიან...“ ხალხს ეგრევე გაახსენდა აწ უკვე გარდაცვლილი თუფაქის სიტყვები, დაიწყო უამრავი ჟურნალისტური გამოძიება, ყურადღებას შუგ ნაითი იქცევდა...(თუმცა ეს სულ სხვა სასაუბრო თემაა, და ამას ჩვენ ცალკე სტატიას დავუთმობთ) Death Row-ში არეულობა დაიწყო, თავდაპირველად ყველას ეგონა რომ თუფაქის სიკვდილი ამ ლეიბლს ზარალს მოუტანდა (თუმცა ეს სტუდია ახლაც უშვებს თუფაქის ალბომებს და მას დღესაც შუგი მეთაურებს) ლეიბლმა ორი „ბესტსელერი“ (თუფაქი და დრე) დაკარგა და რეპუტაციაც ძალზედ შელახული ქონდა. და ამ გაუგებრობის ფონზე გამოვიდა სნუპის მეორე სრული სტუდიური ალბომი Tha Doggfather. Tha Doggfather (მიდის სიტყვებით თამაში სიტყვიდან The Godfather რაც ნათლიმამას ნიშნავს) გაცილებით სუსტი გამოდგა თავის წინამორბედ ალბომთან შედარებით, ის თუფაქის სიკვდილიდან სამ თვეში გამოვიდა და გარეკანზე აღარ იყო ჰიტმეიკერი დრე–ს სახელი, პროდუსერი შუგ ნაითი იყო და ეს ალბომი ახლოც კი ვერ მივიდა გაყიდვის ტემპებით Doggystyle–თან, მიუხედავად ამისა მას თავისი ჰიტები ქონდა: Tha Doggfather,Vapors და Snoop's Upside Ya Head, კრიტიკოსები კარგს არაფერს წერდნენ ამ ალბომზე, თუმცა ალბათ სწორედ ამ ალბომმა განსაზღვრა მომავალში სნუპის სიმღერების საერთო ჟღერადობა. „ ეს მხიარული ალბომია, ბედნიერი, ალბათ მსმენელი შოკში ჩავარდება, მაგრამ მე აღარ მინდა ჩავწერო სიმღერები ძალადობით, სიმღერები თემებით „შე***ი პოლიციას“ ან „შე***ი მოსამართლეს“ აღარ არის ჩემთვის, ეს მზიანი ბედნიერი და მეგობრული ალბომია,ეს ბედნიერი დღეების ალბომია, იმ დღეების რომელსაც მე ველოდები“ –სნუპი. არ ვიცი როგორ მხიარულობს სნუპი მაგრამ ეს ალბომი სროლის ხმით და Gangsta Gangsta –ს ყვირილით მთავრდება...
[რედაქტირება] ცვლილებები
Death Row–ს მძიმე დღეები დაუდგა, აღმოსავლეთ დასავლეთის „ომი“ მზვინვარებდა, თავიდან ყველა ფიქრობდა რომ ეს რეპ სამყაროს პიარის ნაწილი იყო მაგრამ თუფაქის სიკვდილმა ბევრი კითხვები დასვა, შუგი–ს რეპუტაცია იმ დონემდე დაეცა რომ მასთან არავინ არ იჭერდა საქმეს, თანაც ამ დროს გავრცელდა ხმები რომ სნუპი დრე–ს შეურიგდა (თავის დროზე დრე არ მივიდა სნუპის სასამართლოზე) და ისინი ერთად მუშაობდნენ ახალ მასალაზე, შუგ ნაითი განუწყვეტლივ პოლიციის თვალყურის ქვეშ იყო, მას ფულის გამოძალვას აბრალებდნენ, აბრალებდნენ ხალხის მოტაცებას და განზრახ მკვლელობას, ის კი კომენტარებში სულ East-West ომზე ლაპარაკობდა და ყველაფერს კონკურენციით ხსნიდა, ყოველშემთხვევაში არავისთვის არ იყო უცნობი თუ როგორ უმკლავდებოდნენ Row ში კონკურენტებს, მოკლედ და რბილად რომ ვთქვათ „სიას“ სირთულეები არ აკლდა და ამ დროს კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა: Notorious B.I.G-ი ნიუ იორკის მეინსტრიმის ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელი, დაცხრილეს მანქანაში. სიტუაცია დაიძაბა, ყველა აღმოსავლეთ დასავლეთის ომზე სერიოზულად ალაპარაკდა თუ გავითვალისწინებთ თუფაქის და ბიგის ურთიერთობებს ეს ერთადერთი რეალური ახსნა იყო ორივე მკვლელობის. ამ დროს სნუპის Tha Doggfather–ის პრომო კონცერტები მიმდინარეობდა და მას მოუხდა ამ კონცერტების გადადება ორი მიზეზის გამო, ერთი ბიგის სიკვდილი იყო და მეორე კი მისი უსაფრთხოება, გადაიდო Tha Doggfather East-West Fresh Fest 1997 World Tour მსოფლიო ტურნე. „დროა ყველაფერი შეიცვალოს, მე აღარ მინდა ვკარგავდე ხალხს, მე არ მინდა დავკარგო ჩემი შვილები, მე არ მინდა დავკარგო ის რასაც ვიცავ და დავიცავ სისხლის ბოლო წვეთამდე, მე მშვიდობა მინდა“ თქვა სნუპმა და 1997 წლის ივნისში მოიყვანა ცოლად თავისი ორი შვილის დედა, შანტაი ტეილორი (Shantay Taylor).
[რედაქტირება] Da Game Is to Be Sold, Not to Be Told
„რა არის Snoopword? - ჰმ, ეს ჩემი სამყაროა სადაც ყველაფერი ისე ხდება როგორც მე მინდა, თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ მაგრამ ფაქის სიკვდილმა მე უკეთესობისაკენ შემცვალა, და არ თქვათ რომ თქვენ ეს გესმინთ, იცი მე გავიზარდე სიძულვილში და მეგონა რომ მას ფული გააქრობდა, მე ვცდებოდი, ყოველთვის იქნება ხალხი რომელიც შეეცდება რაღაცა წაგართვას,ჩუმად გამოგტაცოს და მერე ამითი იამაყოს, მე ახლა უკვე ვფიქრობ რომ ბევრი რამის შეცვლა შემიძლია...“ თქვა სნუპმა ინტერვიუში. სნუპი აღარ გამოდის აგრესული გამონათქვამებით, ის იღებს მონაწილეობას რამდენიმე ღონისძიებაში პოლიციასთან ერთად, ძირითადში ეს კონცერტები მიმართულნი არიან ძალადობის საწინააღმდეგოდ, ის მონაწილეობას იღებს კინოში სახელად „რეალური“ (The Real) LL Cool J-სთან ერთად და მუსიკალურ ფესტივალზე პოპ და როკ ჯგუფებთან ერთად გამოდის, მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერი წყნარად და კარგად მიდის, მიუხედავად იმისა რომ მისმა ბოლო ალბომმა დიდი ვერაფერი გააკეთა მისი კლიპები აქტიურად ტრიალებს და მას სულ უფრო და უფრო მეტი თაყვანისმცემელი ყავს, ის აყალიბებს თავის ჩამწერ სტუდიას Doggystyle Records –ს და ძირითადათ მუშაობს DPG სთან და 213 თთან ერთად თუმცა ის სხვა შემსრულებლებთანაც თანამშრომლობს, Foxy Brown, Lil Kim, Jay Z და სხვები მასთან ერთად საალბომო სიმღერებს წერენ. მას პატარა პრობლემებიც აქვს Death Row თან, ის მიდის ამ ლეიბლიდან და ცდილობს მოაგვაროს პრობლემები კონტრაქტთან როგორც კი ეს ამბავი გვარდები ის ქრება რამდენიმე თვით, არანაირი საკონცერტო გამოსვლები, მის შესახებ არავინ არაფერი არ იცის, ის მოკლეს დადის ჭორები. გავიდა ცოტა დრო და ინტერნეტში გავრცელდა ხმები რომ ის ახალ ალბომს უშვებს თანაც ამ ალბომის პრეზენტაცია ინტერნეტში მოხდება, და მისი ახალი ნამუშევარი No Limit Records-ის ლოგოს ქვეშ გამოვიდოდა, ჯერ ჯერობით ეს მხოლოდ ჭორები იყო და სიმართლე რომ ვთქვათ რა იქნებოდა რეალურად არავინ არ იცოდა...
No Limit Records–ის შესახებ კი ძაან ცოტა იყო ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის, ამ ლეიბლის დამაარსებელი და მფლობელი იყო (და ახლაც არის) პერსი მილერი (Percy Miller) იგივე Master P, რაოდენაც გასაკვირვი არ უნდა იყოს ეს ყველა დროის კომერციულად ყველაზე წარმატებული დამოუკიდებელი ჰიპ–ჰოპ ლეიბლი იყო იმ დროისათვის, როგორც თქვენ მოგეხსენებათ ძირითადში ჩამწერი ლეიბლები უფრო დიდი რეკორდ–კომპანიების საკუთრებას წარმოადგენენ, მაგალითად Death Row -ი Interscope –ის იმპერიის ნაწილი იყო. No Limit–ი კი ამ დროისათვის საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს იღებდა როგორც თვითონ Master P–ის ასევე Silkk Tha Shocker-ის და C-Murder–ის ალბომების გაყიდვიდან, მაგრამ მაინც ძირითადად ეს სტუდია ანდერგრაუნდ შემშსრულებლებთან თანამშრომბლობდა. მოკლედ ისეა თუ ასე 1998 წელს No Limit–მა სნუპის რიგით მესამე სრული ალბომი გამოუშვა, მას Da Game Is To Be Sold Not To Be Told ერქვა. ამ ალბომს მხოლოდ შტატებში არ ელოდნენ (სნუპს იმ დროისათვის საქართველოშიც ბევრი მსმენელი ყავდა), ოფიციალური გამოშვების თარიღი 1998 წლის 28 აგვისტო იყო და დაზუსტებით ცნობილია რომ ეს ალბომი გაყიდვების მხრივ Tha Doggfather ზე ბევრად უკეთ გაიყიდა მიუხედავად იმის რომ სიმღერების პირატულმა კოპიებმა ინტერნეტში გაჟონა (თბილისში ეგ ალბომი ერთი თვით ადრე იყიდებოდა.
[რედაქტირება] No Limit Top Dogg
„შენ ხალხი როგორც გმირს ისე გიყურებს მათ რას ეტყვი? –პირველი ღმერთია, დაისახეთ მიზანი და ეცადეთ, ყველანაირად ეცადეთ მისი მიღწევა, ნუ დაინანებთი ნურაფერს, ნუ შეინახავთ ძალებს, გახსოვდეთ რომ ცხოვრებაში ორი გზაა, ან მიზნების მიღწევა ან ნეგატიური არსებობა...“ სნუპის იმიჯი შეიცვალა, ის აღარ არის უბრალო განგსტერი, ის ახლა მთავარია, ბოსების ბოსი, მთავარი „ძაღლი“ წრეში, No Limit თან ერთად მისი ფინანსური მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა, ის საპროდიუსერო კარიერას იწყებს და ახალგაზრდა შემსრულებლებს წინ უძღვება, Doggystyle Allstars, Tha Eastsidaz და კიდევ უამრავი სოლო შემსრულებლები მის ფრთის ქვეშ არიან, ის მთავარია. „მე გავძელი,მე დავიკავე ჩემი ადგილი, მიყურეთ მე და დაინახეთ ის ვინც გინდათ, განგსტერი, პოეტი, შემსრულებელი , თუ გინდათ უბრალო ნიგერი რომელმაც თავისას მიაღწია, მე მაღლა ვარ, მაგრამ მე ზემოდან მხოლოდ მათ ვუყურებ ვინც ამას იმსახურებს, მე ვარ ცოცხალი მაგალითი იმისა თუ როგორ შეუძლია ყველას მიაღწიოს თითქოს და აუხდენელ ოცნებას, ჯობს დაიჯეროთ ეს“ 1999 წლის დასაწყისში გამოდის No Limit Top Dogg ,მორიგი ალბომი No Limit Records–თან ერთად, აღმასრულებელი პროდუსერის ამპლუაში ასევე როგორც Da Game Is To Be Sold Not To Be Told –ზე ისევ მასტერ პ–ი არის, არავითარი აჟიოტაჟი ამ ალბომთან დაკავშირებით და სიმართლე რომ ითქვას არაფერი ახალი ამ ალბომში არც არის, ამ ჩანაწერზე მთავარი ალბათ დავიწყებული დრე–არის, მართალია ამ ალბომზე უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობდა (Sticky Fingaz, Xzibit, Dre.Dre, Mystikal, Nate Dogg) მაგრამ მხოლოდ ერთი სიმღერა დატრიალდა მაგრად Bitch Please, ესეც დრე–ს დამსახურებაა რათგან ამ სიმღერაზე სწორედ ის მუშაობდა... პრესაში დაიწყო ლაპარაკი თემაზე რომ სნუპი დაბერდა რეპისათვის და მისგან ახალს არავინ მოელოდა, ბოლო ორი ალბომი მთლიანად უაზრო იყო იგივე Doggystle–თან შედარებით და ცხადი იყო რომ ასე დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ზოგი ამბობდა რომ ის ისევ შუგთან დაბრუნდებოდა ზოგი კი მის მომავალს მხოლოდ დრე–ს სახით ხედავდა და ამ ლაპარაკის ფონზე Death Row მა გამოუშვა Dead Man Walking ალბომი რომელსაც ალბათ არავინ არ მოელოდა, სნუპი შუგთან არ დაბრუნებულა უბრალოდ ალბომი გამოიცა სნუპის კარიერის დასაწყისში Death Row ში დარჩენილი ჩაწერილი მასალით და ეს ალბომი უფრო სუსტი იყო ვიდრე ყველა წინამორბედი, არც ერთი სიმღერა არ გახიტებულა (ბევრმა არც კი იცის ამ ალბომის შესახებ მიუხედავად იმის რომ ის ჩვენთანაც იყიდებოდა). თითქოს სნუპის კარიერას საბოლოოდ დიდი წერტილი დაესვა,მისი ბოლო ალბომები მისი ბოლო გამოსვლები და საერთოდ ყველაფერი ამაზე მეტყველებდა, თითქოს და მის ჩაძირულ რეპუტაციას ვერაფერი ვერ უშველიდა და ამ მომენტში ეს მოხდა...
[რედაქტირება] Tha Last Meal
2000 წელი, დრე და სნუპი ისევ თანამშრომლობენ, ემინემი ახალი გამოჩენილია მსოფლიო რეპის არენაზე, აღმოსავლეთ დასავლეთის ომი ყველას ახსოვს მაგრამ ამას აღარავინ შიშით აღარ უყურებს და რაც მთავარია რეპზე უზარმაზარი, ჯერ არნახული ფული კეთდება, ასეთ ვითარებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ყველა დროის ალბათ უდიდეს რეპ ტურნეს ტალღამ გადაუარა: The Up In Smoke Tour. ამის ნახვა ტელევიზორშიც კი ღირს; უდიდესი დარბაზები და სტადიონები, ტონობით აპარატურა, უძვირესი დეკორაციები და სუპერვარსკვლავები: Dre, Snoop Dogg, Eminem, Ice Cube, MC Ren, Warren G, Dogg Pound და სხვები, კონცერტები თითქმის ყოველ შტატში. ასეთი ტურნეები ყოველთვის კარგი საშუალებაა თავი გამოაჩინო, ხალხში გაერიო და შენი ახალი ალბომის რეკლამა გააკეთო; ტურნეს ავტობუსები მთელი ამერიკის გზებს სერავენ და სნუპის ტრეილერს დიდი ასოებით აწერია: Tha Last Meal, ეს მისი ახალი ალბომია.
„მე ჯერ ცოცხალი ვარ და მე მივმართავ იმ ხალხს რომელსაც ჩემი შურს, რომელსაც უნდოდათ რო მე ამისათვის ვერასოდეს მიმეღწია, ეს თქვენთვის ბოლო სადილია, თქვენ შეგიძლიათ ბოლოჯერ იგემოთ ჩემი სისხლი, იჩქარეთ მალე ასეთი შანსი არ მოგეცემათ“– სნუპი ახალი ალბომის სახელის შესახებ.
Tha Last Meal სწორედ ის აღმოჩნდა რასაც ხახლი მისგან ასე დიდხანს ელოდა, ჩემი პირადი აზრით ეს ალბომი Doggystyle–ს დიდათ არ ჩამოუვარდება და დანარჩენ ალბომებზე ხო ლაპარაკიც ზედმეტია. Doggystyle Records–ის No Limit Records–ის და Dr.Dre –ს ერთობლივი ნამუშევარი ულაპარაკოდ სნუპის დისკოგრაფიის მეორე ადგილზე დგას და პირველისკენაც იქაჩება, Hennessey N Buddah, What's My Name (ნაწილი 2), True Lies, Brake Fluid, Loosen' Control ნამდვილად ძალიან ძლიერი ტრეკებია და ამ ალბომში შესული Lay Low დიდ ჰიტად იქცა. ძველი „სნუპური“ სტილი, G-Funk–ის და Wescoast–ის საუკეთესო ნაზავი მომარაგებული Dr.Dre-ს საფირმო ბიტებით და ხმებით, Kokane –ს განუმეორებელმა ვოკალმა და ბევრი საინტერესო შემსრულებლის გამოჩენამ ამ ალბომს თავისებური სტილი შემატა, მოკლედ ეს ის ალბომია რომელსაც ერთი მოსმენის შემდეგ მტვრიან უჯრაში არ ინახავენ, სნუპმა ისევ დაამტკიცა რომ მისი „ჩამოწერა“ ჯერ ადრეა, ალბომი გაიყიდა და ხალხიც მიხვდა რომ ახალი ალბომი მალე იქნებოდა.
მერამდენედ ეს „მალე“ ორი წელი გაგრძელდა, ამ ორი წლის განმავლობაში რეპმა ძალიან შეიცვალა სახე, გამოჩნდნენ ახალი შემსრულებლები, ეს ახალი შემსრულებლები თითქმის აღარ წერდნენ სიმღერებს ცხოვრებაზე და პრობლემებზე, ეს წარსულს ჩაბარდა, გამოჩნდნენ ახალი ტიპის განგსტერები, მათთვის განგსტერობა პირველ რიგში რეკლამა და პიარი იყო და არა ცხოვრების ნაწილი, სნუპისათვის კი თავის კარიერის დასაწყისში Cribs–ის წევრობა არ ყოფილა რეკლამა, არამედ ეს ის ცხოვრება იყო რომლისკენაც მიბრუნება მას აღარ სურდა, გამოჩნდა 50 Cent, რომელიც მაშინ და ახლაც ყოველ მეორე სიმღერაში Gangsta –ს და Killa–ს იყენებს, სნუპს თხოვეს კომენტარი, მან თქვა: „მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, რეპი თამაშია და განგსტერობა თამაში არაა, ყოველშემთხვევაში არც მე და არც აწგარდაცვლილ ჩემ მეგობრებს არაფერი ეთამაშებოდათ, ამათთვის კი ეს მხოლოდ რეპთან ასოცირდება, ჰმ, არვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი...“
[რედაქტირება] Paid tha Cost to Be da Bo$$ (2002)
გამოდის მისი მორიგი ალბომი Paid Tha Cost To Be Da Boss (Doggystyle Records), ამ ალბოზმე მუშაობდა ჰიტმეიკერების მთელი გუნდი ფრელიდან (Pharell) -იდან დაწყებული ძველი Dre–თი დამთავრებული, გამოსვლის თანავე სიმღერა Beautiful საცეკვაო ჰიტი გახდა და მერე მას Ballin' მიყვა.
„მე იმ დღეების ნოსტალგია მაქ როცა განგსტერობა „გაქაჩვის“ საშუალება არ იყო, მე გავურბოდი მაგ დროს და არც ახლა არ მინდა იქ დაბრუნება მაგრამ ახლა მგონი მთელი მსოფლიო ამ ვითომ განგსტერებს უსმენს, ისინი არცხვენენ თავს და არცხვენენ რეპს მაგრამ ღმერთმა განსაჯოს ვინ რა გზით ივლის“
[რედაქტირება] R&G (Rhythm & Gangsta): The Masterpiece (2004-2005)
[რედაქტირება] Tha Blue Carpet Treatment (2006)
[რედაქტირება] Ego Trippin' (2007-2008)
[რედაქტირება] Malice n Wonderland და More Malice (2009-2010)
[რედაქტირება] Doggumentary (2010-დღემდე)
[რედაქტირება] დისკოგრაფია
- Doggystyle (1993)
- Tha Doggfather (1996)
- Da Game Is to Be Sold, Not to Be Told (1998)
- No Limit Top Dogg (1999)
- Tha Last Meal (2000)
- Paid tha Cost to Be da Boss (2002)
- R&G (Rhythm & Gangsta): The Masterpiece (2004)
- Tha Blue Carpet Treatment (2006)
- Ego Trippin' (2008)
- Malice n Wonderland (2009)
- Doggumentary (2011)
[რედაქტირება] ფილმოგრაფია
- 1994: Murder Was the Case (Platinum)
- 1998: Half Baked (cameo appearance)
- 1999: Hot Boyz
- 1999: Whiteboyz
- 1999: Urban Menace
- 2000: ტური Up In Smoke
- 2001: Baby Boy (Gold)[38]
- 2001: საწვრთნელი დღე
- 2001: ბოუნსი
- 2001: The Wash
- 2003: Malibu's Most Wanted
- 2003: ძველი სკოლა
- 2004: სტარსკი და ჰატჩი
- 2004: Soul Plane
- 2004: Volcano High
- 2005: Boss'n Up
- 2005: Racing Stripes
- 2006: ტენანტები
- 2006: მოსაწევი
- 2007: ართური და მინიმოები
- 2007: დეტექტივი მონკი
- 2007: The Boondocks: Macktastic
- 2008: სინგჰი მეფეა
- 2008: Snoop Dogg's Father Hood
- 2009: Futurama: Into the Wild Green Yonder
- 2009: ძაღლი შებინდების შემდეგ
- 2009: Xavier: Renegade Angel
- 2009: ბრუნო
- 2009: ავარდნა
- 2010: Down for Life
- 2010: მხოლოდ ერთი ცხოვრება
- 2010: Straight Outta L.A.
- 2010: ფრიკნიკი: მიუზიკლი
- 2010: Big Time Rush
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Snoop Dogg Allowed Back In The UK | Snoop Dogg. Rap Basement (March 4, 2010). წაკითხვის თარიღი: June 20, 2010.
- ↑ Snoop Dogg Resurrects Priority Records. XXLmag.com. წაკითხვის თარიღი: June 20, 2010.
- ↑ http://www.allmusic.com/artist/p41625
- ↑ http://query.nytimes.com/gst/fullpage.html?res=9F0CEFDB133DF932A15752C1A965958260&sec=&spon=&pagewanted=all
- ↑ http://www.dubcnn.com/interviews/thachill/
- ↑ http://web.archive.org/web/20080621111652/http://www.rollingstone.com/news/story/12676363/cover_story_americas_most_lovable_pimp/print
- ↑ http://www.contactmusic.com/new/xmlfeed.nsf/mndwebpages/snoop%20unveils%20church.going%20past
- ↑ http://www.allmusic.com/artist/p41625
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური ვებგვერდი
- სნუპ დოგი allmusic.com-ზე
- სნუპ დოგი Geffen Records-ზე
- სნუპ დოგი myspace.com-ზე
- (ინგლისური) სნუპ დოგი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში
|
|||||||||||||||||